მთავარი,სიახლეები

ბათუმის ბულვარმა სამი მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა

03.01.2019
ბათუმის ბულვარმა სამი მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა

სსიპ ბათუმის ბულვარმა დირექტორის მოადგილეების თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ვაკანტურია ბულვარის დირექტორის პირველი მოადგილისა და კიდევ ორი მოადგილის თანამდებობა. ბულვარმა მოადგილეების შესარჩევად გამარტივებული კონკურსი გამოაცხადა.

გამარტივებული კონკურსი არ ითვალისწინებს ტესტირების გავლას. გარდა ამისა, საუკეთესო კანდიდატს შეარჩევს არა საკონკურსო კომისია, არამედ დაწესებულების ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი, განაცხადის მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.  განაცხადების მიღება 5 იანვარს დასრულდება.

ბულვარის დირექტორის პირველი მოადგილის ხელფასი 2600 ლარია. საკონკურსო პირობების მიხედვით, პირველი მოადგილის თანამდებობაზე პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მუშაობის ექვსწლიანი გამოცდილება, იცნობდეს საქართველოს კანონმდებლობას და ფლობდეს კომპიუტერულ პროგრამებს.

თითქმის იგივე მოთხოვნებია სხვა ორი მოადგილის მიმართაც, მათი ხელფასი კი 2500 ლარი იქნება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: