მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობა 1953 წელს გამოშვებულ „პაბედას“ ყიდის

31.12.2018
აჭარის მთავრობა 1953 წელს გამოშვებულ „პაბედას“ ყიდის

აჭარის  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ელექტრონული აუქციონის წესით 1953 წელს გამოშვებულ ავტომანქანას „GAZ M20 POBEDA”-ს ყიდის. ფასი – 600 ლარი, ბიჯი – 120 ლარი. სამინისტროს ინფორმაციით, მანქანა არამუშა მდგომარეობაშია და ჟანგი აქვს მოდებული. გარდა ამისა, დაზიანებული აქვს სავალი ნაწილი და ძრავი. მანქანას აქვს სახელმწიფო ნომერი: BB 194 BT, ძარა N; 40842, ძრავი N: 258972.

ცნობილი საბჭოთა მანქანის – „პაბედას“ გამოშვება 1946 წელს დაიწყო. ეს სახელი მანქანას საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის ინიციატივით დაარქვეს.

ფოტო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: