ბათუმში დახურული სპორტული კომპლექსის – ყინულის არენის სამშენებლო სამუშაოების დასრულებისა და ახალი საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ტენდერი 53 943 489 ლარით გამოაცხადა. ლადო ასათიანის ქუჩაზე დღეს არსებულ ყინულის მოედანს კი [გასაბერი მემბრანის კონსტრუქციას] დაშლიან. ბათუმში, ლადო ასათიანის 27-ში, აჭარის მთავრობის თავდაპირველი გათვლებით, 2019 წლიდან ახალი ყინულის არენა და საცურაო აუზიც …
Monthly Archives: მარტი 2024
სახელმწიფო აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი 200-200 სტუდენტის სწავლებას დააფინანსებს – პროგრამა 1+4
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 1+4 ჩარიცხული სტუდენტებისთვის სასწავლო გრანტის დაფინანსება გაორმაგდა. სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი 100-100 სტუდენტის ნაცვლად, 2024-2025 სასწავლო წლებში 200-200 სტუდენტი დაფინანსდება. სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანული და სომხურენოვანი ტესტების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო გრანტი 450 000 ლარია. „დაფინანსების მოცულობა ყოველწლიურად გაიზრდება“, – ამბობს სამინისტრო. ამავე წყაროს ცნობით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტებს, …
რა იცვლება მოწმის დაკითხვის დროს სასამართლოში – ცვლილება კანონში
უკვე ამოქმედდა ცვლილება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსში. ცვლილებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დაკითხვას ეხება სასამართლოში. აქამდე არსებობდა ჩანაწერი: „არ შეიძლება გამოიკითხოს ან მოწმედ დაიკითხოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ის პირი, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდოს ინფორმაცია ან მისცეს ჩვენება“. კანონის …
Continue reading “რა იცვლება მოწმის დაკითხვის დროს სასამართლოში – ცვლილება კანონში”
„კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრების“ – 102 წლის ზექიე დოლიძე ბათუმიდან | ვიდეო
ბუხართან დაგხვდა. ხელებს ითბობდა და თითქოს ცეცხლის ყვითელ შუქს ეთამაშებოდა თითებით. საკუთარ თავს „მოცივანას“ უწოდებს და ფიქრობს, რომ ბუხრის სითბოს ვერაფერი შეედრება. „ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრების“, – მეუბნება 102 წლის ზექიე დოლიძე. დღეს სწორედ მასზე გიყვებით. ზექიე 17 მაისს გახდება 103 წლის. ზექიეს ზამთარი სულაც არ ეჯავრება მიუხედავად იმისა, რომ სიცივეს ვერ ჰგუობს. ასე …
Continue reading “„კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრების“ – 102 წლის ზექიე დოლიძე ბათუმიდან | ვიდეო”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 მარტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 15 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 428 420 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +580] ტანკი – 6 758 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 12 949 ერთეული [+11] საარტილერიო სისტემა – 10 580 ერთეული [+15] MLRS – 1 017 ერთეული [+0] საზენიტო …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 მარტი”
619 ათასი ლარი ბათუმის პლაჟზე ახალი დიზაინის გასახდელებისთვის
ბათუმის ბულვარი პლაჟზე ახალი დიზაინის გასახდელების მოწყობას გეგმავს, რისთვისაც ტენდერი გამოაცხადა. დაგეგმილია საზოგადოებრივი დანიშნულების 29 ახალი გასახდელისა და შშმ პირებზე ადაპტირებული 3 ახალი გასახდელის მონტაჟი. გასახდელების შესყიდვა-მონტაჟში კი, ბულვარის ადმინისტრაცია მაქსიმუმ 619 ათას 860 ლარს გადაიხდის დღგ-ს ჩათვლით [თუმცა, ეს თანხა ტენდერში შესაძლოა შემცირდეს]. პირობის მიხედვით, გასახდელების შესყიდვა-მონტაჟი ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა განხორციელდეს. …
Continue reading “619 ათასი ლარი ბათუმის პლაჟზე ახალი დიზაინის გასახდელებისთვის”
რა მნიშვნელობა აქვს რამადანის დროს სწორი საკვების შერჩევას – ნუტრიციოლოგის რჩევები
რამადანის თვეში მუსლიმები გამთენიიდან მზის ჩასვლამდე მარხულობენ. დროის ამ მონაკვეთში ისინი თავს იკავებენ, როგორც საკვების მიღებისგან, ისე წყლისა და ნებისმიერი სხვა სითხის მიღებისგან. ადამიანები ამ დროს ჩვეულებრივ ჭამენ დღეში ორჯერ, მზის ჩასვლის შემდეგ და გამთენიისას. შესაბამისად, ამ დროს იცვლება ძილის რეჟიმი, სოციალური ურთიერთქმედებები და მასთან ერთად ორგანიზმის ფიზიკური მდგომარეობაც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წერს, რომ ამ …
საზოგადოებრივი ორგანიზაციები სასკოლო კვების კვირეულს იწყებენ
დღეს, 14 მარტს, სასკოლო კვების საერთაშორისო დღე აღინიშნება. „განათლების კოალიცია“ და ასოციაცია „მშობლები განათლებისთვის“ წელს პირველად ჩაერთო სასკოლო კვების კვირეულში. სასკოლო კვების კვირეულზე, რომელიც დღეს გაიხსნა, იყო მსჯელობა და დისკუსია როგორც არსებული გამოწვევების, ასევე მისი გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე. საერთაშორისო კოალიციამ ფორუმზე წარმოადგინა ინფორმაცია, როგორც სასკოლო კვების ქსელების შესახებ, ასევე ამ ქსელში საქართველოს გაწევრიანებაზე. ისაუბრეს არსებულ …
Continue reading “საზოგადოებრივი ორგანიზაციები სასკოლო კვების კვირეულს იწყებენ”
რკინის თაღში მერიამ 128 ათასი ლარი დახარჯა – რატომ მიბაძა ბათუმს ქობულეთმა
ლითონის კონსტრუქცია ქობულეთშიც გამოჩნდა. წლის დასაწყისში რკინის მსგავსი კონსტრუქციები ჩადგეს ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე რეაბილიტირებულ სკვერშიც. ლითონის კონსტრუქცია, რაც სატენდერო დოკუმენტაციაში „პერგოლით“ არის მოხსენიებული, ქობულეთის ბიუჯეტს 61 012 ლარი დაუჯდა. ჩაქვში მდებარე სკვერში, ქობულეთის მერიის დაკვეთით, სულ 10 პერგოლა ჩადგეს. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის სკვერის შემთხვევაში კი, 17 ლითონის კონსტრუქცია ჩაიდგა – 128 008 ლარად. ბათუმის და …
Continue reading “რკინის თაღში მერიამ 128 ათასი ლარი დახარჯა – რატომ მიბაძა ბათუმს ქობულეთმა”
ნარკოტიკი კლავს – დედების აქცია ბათუმში
ბათუმში, ევროპის მოედანზე დედების აქცია გაიმართა. “ნარკოტიკი კლავს”, “გადაგვირჩინეთ შვილები,” “ნუ გაჩუმდები” – მსგავსი შინაარსის პლაკატები ჰქონდათ დედებს გამოტანილი აქციაზე. “ჩვენ ვიცავთ ჩვენი შვილების მშვიდობიან, ჯანმრთელ, ჯანსაღ გარემოში ყოფას. დღეს ყველა მედია საშუალებით, ყოველდღე ვისმენთ ძალიან ბევრი ახალგაზრდის, ბავშვების მოწამლვლას ამ საშინელი ნივთიერებებით. ჩვენი აქცია სწორედ ჩვენი შვილების ხვალინდელ დღეს ეხება. დედების აქციაა დღეს. ხელისუფლებას …
სესხის რამდენი პროცენტით გაიაფება შეიძლება მოვთხოვოთ ბანკს – ინტერვიუ
„უნდა ევაჭრონ მსესხებლები ბანკს და საუკეთესო პირობა წამოიღონ“ – ამბობს „საზოგადოება და ბანკების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე, რომელსაც ვკითხეთ: რა შემთხვევაში შეიძლება გაიაფდეს სესხი, როცა რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა? „მსესხებელმა უნდა გაიგოს რამდენიმე ბანკის პირობა და შეადაროს ეს მონაცემი. შეიძლება რეფინანსირება გააკეთონ იმავე ბანკში, სადაც სესხი აქვთ, ან ამ სესხის პორტირება მოახდინონ სხვა ბანკში,“ – განმარტავს …
Continue reading “სესხის რამდენი პროცენტით გაიაფება შეიძლება მოვთხოვოთ ბანკს – ინტერვიუ”
ლარსიდან 18 მილიონი რუსული რუბლი მალულად შემოჰქონდათ, რომელიც საბაჟოზე ჩამოართვეს
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ორი ფაქტი აღკვეთეს. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, ჯამში, 18 000 850 რუსული რუბლი გამოავლინეს. არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 524 320,63 …
„გაგვითვალისწინეთ, ნუ ჩაგვიხერგავთ ტროტუარებს“- 5 ქუჩის მონიტორინგი ბათუმში
საინიციატივო ჯგუფი „გამითვალისწინე“ ბათუმის ქუჩების მონიტორინგს იწყებს. აქტივისტები ამოწმებენ, რამდენად ადაპტირებულია ქუჩები და ტროტუარები ეტლით მოსარგებლე და სხვა შეზღუდვის მქონე პირებისთვის. „ბათუმელები“ საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, ნიკო ქარცივაძეს ესაუბრა. „ბათუმში გადაადგილება შშმ პირებისთვის ძალიან რთულია, რადგან თითქმის ჩახერგილია ტროტუარები ავტომანქანებით და ეტლით მოსარგებლე პირებს აღარ ეძლევათ უსაფრთხოდ გადაადგილების შესაძლებლობა. გარდა ამისა, ძალიან ხშირად ავტომანქანები დგას …
Continue reading “„გაგვითვალისწინეთ, ნუ ჩაგვიხერგავთ ტროტუარებს“- 5 ქუჩის მონიტორინგი ბათუმში”
დღისით ზოგან მცირე წვიმა – ამინდის პროგნოზი აჭარაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 მარტის 21 საათიდან 15 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით – ზოგან მცირე წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: …
Continue reading “დღისით ზოგან მცირე წვიმა – ამინდის პროგნოზი აჭარაში”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 მარტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 14 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 427 840 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970] ტანკი – 6 757 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 12 938 ერთეული [+17] საარტილერიო სისტემა – 10 565 ერთეული [+11] MLRS – 1 017 ერთეული [+0] საზენიტო …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 მარტი”
103 წლის ქალი: ღმერთს ვეხვეწები, რომ ჩემს ქმართან დაგლახებული არ წავიდე – ვიდეო
„103 წლის ვარ. ეს არ არის პატარა საქმე, თქვენც ხომ იცით?“ – მეკითხება რემზიე ჭაღალიძე. დღეს სწორედ მის შესახებ გიყვებით. რემზიე ამჟამად ქობულეთში, სოფელ ციხისძირში ცხოვრობს ერთ-ერთი შვილის ოჯახთან ერთად. შავი ტანსაცმელი აცვია და დივანზე ისეა მოკალათებული, ფანჯარაში გახედვა რომ არ გაუჭირდეს. ბუნება ძალიან უყვარს, მაგრამ გარეთ გასვლას ერიდება, მიუხედავად იმისა, რომ ხელჯოხით გადაადგილება არ …
Continue reading “103 წლის ქალი: ღმერთს ვეხვეწები, რომ ჩემს ქმართან დაგლახებული არ წავიდე – ვიდეო”
როგორ ამოვიცნოთ ინსულტის მომასწავებელი ტრანზიტორული იშემიური შეტევის ნიშნები
ტრანზიტორული იშემიური შეტევა (ტია) სიმპტომატურად ინსულტის მსგავსი მდგომარეობაა, ტიას განვითარების მიზეზი, ინსულტის მსგავსად, თავის ტვინის სისხლძარღვების ბლოკირებაა, რაც სისხლის მიმოქცევის პროცესს აფერხებს. თუმცა განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ამ დროს სიმპტომები გრძელდება მცირე ხნით და არ იწვევს ხანგრძლივ ზიანს. ტია შეიძლება იყოს გაფრთხილება მომავალი ინსულტის შესახებ და ასევე მისი პრევენციის შანსი. ტრანზიტორული იშემიური შეტევის სიმპტომების ამოცნობისა …
Continue reading “როგორ ამოვიცნოთ ინსულტის მომასწავებელი ტრანზიტორული იშემიური შეტევის ნიშნები”
„საბაგირო უნდა გადიოდეს ელექტროგადამცემი ხაზის ქვემოთ“ – ზიპლაინი ქედაში მერიის ნებართვით
„საბაგირო გზა უნდა გადიოდეს საჰაერო, ელექტროგადამცემი ხაზის ქვემოთ… დარღვეულია შპს „ჯეტ გრუპის“ მიერ ელექტროგადამცემი მოწყობილობის წესების“ მე-6 გამოცემის 2.5 166-ე მუხლი,“ – აღნიშნულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წერილში, სადაც კომპანია ასაბუთებს, თუ რატომ შეუწყვიტა ქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერთან მოწყობილ ზიპლაინს ელექტროენერგია, როგორც კი კანონის მოთხოვნების დარღვევის შესახებ ინფორმაცია შეიტყო. ზიპლაინი კანონდარღვევით ქედაში უკვე მესამე წელი მუშაობდა ისე, რომ …
ვინ იყო ქართული ლეგიონის მებრძოლი ნოდარ ნასიროვი, რომელიც გუშინ, 12 მარტს დაკრძალეს
9 მარტს უკრაინაში ქართული ლეგიონის მებრძოლი ნოდარ ნასიროვი დაიღუპა საბრძოლო დავალების შესრულებისას. 27 წლის ქართველი იეზიდი, ნოდარ ნასიროვი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. დარჩა მამა, ძმა, მეუღლე და რამდენიმე თვის შვილი. ქართული ლეგიონის დაღუპული მებრძოლის მამა და ძმა თბილისში ცხოვრობენ. ნოდარის მეუღლე უკრაინელია, მისი სურვილით ნოდარი კიევის ოლქში, კერძოდ ზელენი ბორში დაკრძალეს გუშინ, 12 მარტს, სოფელ …
როინ შავაძის საქმეზე ორ პირს 12 წელი მიუსაჯეს – ნაფიც მსაჯულების გადაწყვეტილება
დღეს, 13 მარტს, საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ მიიჩნიეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის მოადგილე და სპეცრაზმელი – ალეკო ბალაძე და მამუკა ბერიძე. სასამართლომ მათ სასჯელის სახით 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. დანიშნული სასჯელი ამნისტიის შესახებ კანონით შემცირდა და საბოლოოდ ბრალდებულებს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. „როინ შავაძის საქმეზე“ …
Continue reading “როინ შავაძის საქმეზე ორ პირს 12 წელი მიუსაჯეს – ნაფიც მსაჯულების გადაწყვეტილება”
ბათუმში პარკირების 22 682 დარღვევა დააფიქსირეს – 2 თვის მონაცემები
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურმა 2024 წლის ორ თვეში [იანვრიდან 6 მარტამდე პერიოდში] 22 682 სამართალდარღვევა გამოავლინა, საიდანაც 6 017 არასწორი პარკირება იყო, 16 665 შემთხვევა კი – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა. ამავე პერიოდში სამსახურმა 491 ავტომობილი საჯარიმოზე გადაიტანა. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით 6 017 არასწორი პარკირებიდან: 2 237 იყო …
Continue reading “ბათუმში პარკირების 22 682 დარღვევა დააფიქსირეს – 2 თვის მონაცემები”
მყინვარულ ხეობებში საფრთხეებს 594 ათას ევროდ შვეიცარიული კომპანია გამოიკვლევს
გარემოს ეროვნული სააგენტო მყინვარულ ხეობებში მოსალოდნელი საფრთხეების გამოვლენისა და რისკების შეფასების მიზნით კვლევების ჩატარებას გეგმავს, რისთვისაც ხელშეკრულებას შვეიცარიულ კომპანია GEOTEST AG-თან გააფორმებს. სააგენტოს ინფორმაციით, მომსახურების ღირებულება არის 594 ათასი ევრო, რასაც ხელშეკრულების დადების ეტაპზე დაემატება დღგ-ს თანხაც. „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით GEOTEST AG-თან ხელშეკრულების ტენდერის გარეშე დადებაზე თანხმობის მისაღებად გარემოს სააგენტომ შესყიდვების სააგენტოს …
Continue reading “მყინვარულ ხეობებში საფრთხეებს 594 ათას ევროდ შვეიცარიული კომპანია გამოიკვლევს”
პედაგოგები განათლების მინისტრის ბრძანებას ასაჩივრებენ – დირექტორობის კონკურსი
პედაგოგებმა – დათო ფერაძემ, მაია ეკალაძემ და გიორგი ჭაუჭიძემ გაასაჩივრეს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის 2024 წლის 15 თებერვლის ბრძანება, საჯარო სკოლის დირექტორთა შერჩევის წესის შესახებ. დღეს, 13 მარტს, ისინი იმყოფებოდნენ მთავრობის აპარატში და პრემიერის სახელზე დაწერილი საჩივარი დაარეგისტრირეს. „პრემიერ-მინისტრის სახელზე შევიტანეთ ადმინისტრაციული საჩივარი, განათლების სამინისტროს წინააღმდეგ და აი ამ ბრძანების არარად გამოცხადებას ვითხოვთ, ადმინისტრაციულ, ზოგადი …
Continue reading “პედაგოგები განათლების მინისტრის ბრძანებას ასაჩივრებენ – დირექტორობის კონკურსი”
„ყველგან სწორად არის დახაზული“ – გზების დეპარტამენტი ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე
„მაგალითად, BMC-ის კლინიკაში რომ შეხვიდე, დაახლოებით 3 კილომეტრი უნდა გაიარო მოსაბრუნებლად, თუ გინდა, რომ არ დაჯარიმდე. სკოლასთანაც დამატებით კილომეტრ-ნახევარი უნდა გაიარო, რომ მობრუნდე,“ – გვიყვებიან ხელვაჩაურში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ბათუმი -ახალციხის საავტომობილო გზაზე ახალ საგზაო მონიშვნებს აპროტესტებენ. საუბარია ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაციაზე – 2 თვის წინ აქ უხარისხოდ დაგებული ასფალტი აყარეს და ხელახლა დააგეს. ამ გზის …
Continue reading “„ყველგან სწორად არის დახაზული“ – გზების დეპარტამენტი ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე”
სახალხო დამცველის განცხადება თანამშრომელზე, რომელიც მას სასამართლოში უჩივის
„სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის, ლევან პაპავას მხრიდან მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, სამსახურში დისკრიმინაციული გარემოს შექმნასა და საქმიანობის დაბალი ქულით შეფასებასთან დაკავშირებით, ემსახურება მის წინააღმდეგ მიმდინარე დისციპლინური წარმოების გადაფარვის მცდელობას,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც დღეს, 13 მარტს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ავრცელებს. „ბათუმელებმა“ გუშინ, 12 მარტს, გამოაქვეყნა სტატია სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის შესახებ, რომელიც ლევან იოსელიანს სასამართლოში …
Continue reading “სახალხო დამცველის განცხადება თანამშრომელზე, რომელიც მას სასამართლოში უჩივის”
რაზე მოელაპარაკნენ ადიგენში მუსლიმებს – რას ჰყვება ტარიელ ნაკაიძე დახურული შეხვედრის შესახებ
8 მარტის ინციდენტის შემდეგ, ადიგენის მერი და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი მუსლიმებს შეხვდნენ. ეს დახურული შეხვედრა მუსლიმებთან გუშინ, 12 მარტს, გამართეს. „ბათუმელები“ ორი დღეა ცდილობს გაარკვიოს, რაზე შეუთანხმდა სახელმწიფო მერაბ მიქელაძეს, ანუ იმ მუსლიმ სასულიერო პირს, ვისაც 8 მარტს დაბა ადიგენში მცხოვრები მართლმადიდებელი მრევლის ნაწილი და რამდენიმე სასულიერო პირი მიეჭრა კერძო საკუთრებაში ლოცვის დროს …
ბათუმისთვის 25 ავტობუსისა და 100 მიკროავტობუსის შესაძენად მთავრობამ კომისია შექმნა
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 მარტის განკარგულებით გადაწყდა, რომ „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“ 100 ახალი მიკროავტობუსისა და 25 ავტობუსის შესაძენად კონსოლიდირებულ ტენდერ[ებ]ს გამოაცხადებენ. მთავრობის ამავე განკარგულებით განისაზღვრა სატენდერო კომისიის შემადგენლობაც. ბათუმისთვის მიკროავტობუსები და ავტობუსები 2024-2026 წლებში უნდა შეიძინონ, თუმცა მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „ბაზრის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით სატენდერო კომისია უფლებამოსილია აღნიშნულ ვადაში ჩაატაროს ერთი ან რამდენიმე კონსოლიდირებული …
მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას 1 ლარად მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადასცა
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 მარტის განკარგულებით, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ოთხი ნაკვეთი ეკლესიას 1 ლარად გადაეცა. ეს ნაკვეთები მდებარეობს: ოზურგეთის დაბა ნარუჯაში – 849 კვადრატული მეტრი; სოფელ ზემო ნატანებში – 929 კვადრატული მეტრი; ჩოხატაურის სოფელ გუთურში კი 2 ნაკვეთი – 345 და 859 კვადრატული მეტრი. პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ …
Continue reading “მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას 1 ლარად მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადასცა”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 მარტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 426 870 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980] ტანკი – 6 752 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 12 921 ერთეული [+20] საარტილერიო სისტემა – 10 554 ერთეული [+32] MLRS – 1 017 ერთეული [+1] საზენიტო …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 მარტი”
ომბუდსმენს თანამშრომელი სასამართლოში უჩივის, ის დისკრიმინაციის დადგენას ითხოვს
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის წინააღმდეგ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში უკვე მიიღო და სხდომაც ჩაინიშნა. მას მოქმედი თანამშრომელი უჩივის და „განსხვავებული შეხედულებების ნიშნით დისკრიმინაციის დადგენას“ ითხოვს. ლევან პაპავა სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული სამმართველოს კოორდინატორია და ამბობს, რომ სამსახურში უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ადრესატი გახდა, რაც სახალხო დამცველმა არ განიხილა. „როცა სახალხო დამცველი მსგავს შემთხვევას …
Continue reading “ომბუდსმენს თანამშრომელი სასამართლოში უჩივის, ის დისკრიმინაციის დადგენას ითხოვს”
მახინჯაურის ცენტრში გზის რეაბილიტაციაზე 1 მილიონი დაიხარჯება – ტენდერი
ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, მახინჯაურის ცენტრის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარია გამოყოფილი. გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 595 მეტრია. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2024 წლის 21 მარტს დაიწყება და 26 მარტს დასრულდება. ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაოები 2024 წლის 21 ივნისამდე უნდა დასრულდეს. მახინჯაურის ცენტრში …
Continue reading “მახინჯაურის ცენტრში გზის რეაბილიტაციაზე 1 მილიონი დაიხარჯება – ტენდერი”
ნინო და მისი ხელნაკეთი გმირები – მინდა, ოდესმე თოჯინების მუზეუმი გავაკეთო
დილის 10-დან საღამოს 7 საათამდე საქორწინო გვირგვინებს ამზადებს დედოფლებისთვის მაღაზიაში, სამსახურის დასრულების შემდეგ კი შინ ბრუნდება, მიუჯდება ქსოვილების, ძაფების გროვას და თოჯინას კერავს – ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირს, სხვადასხვა ხასიათის, გარეგნობის, სხვადასხვანაირ პერსონაჟებს. „ვერ ვისვენებ, როცა შინ დაუმთავრებელი თოჯინა მელოდება. ერთი სული მაქვს მივიდე სახლამდე და მისი ხასიათი გამოვძერწო. ჩემი მიზანი არ არის ლამაზი თოჯინების კეთება. …
Continue reading “ნინო და მისი ხელნაკეთი გმირები – მინდა, ოდესმე თოჯინების მუზეუმი გავაკეთო”
მე რომ „სინერგიაში“ არ მოვსულიყავი, ის არ ვიქნებოდი, ვინც ახლა ვარ – მოზარდი
რატი თვალაძე 17 წლისაა, გასულ წელს ის კლუბ „სინერგიაში“ დადიოდა თერაპიულ შეხვედრებზე და ცდილობდა ემოციების მართვა ესწავლა. შედეგს ორი სიტყვით ასე აფასებს: „სინერგიაში“ რომ არ მოვსულიყავი, არ ვიქნებოდი ის პიროვნება, ვინც ახლა ვარო. კლუბი „სინერგია“ არის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური ზრუნვის სერვისი, რომელიც უფასოდ ემსახურება 14-დან 25 წლამდე მოზარდებსა და ახალგაზრდებს, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებს. „მენტალური …
Continue reading “მე რომ „სინერგიაში“ არ მოვსულიყავი, ის არ ვიქნებოდი, ვინც ახლა ვარ – მოზარდი”
„ჩემი 17 წლის შვილი 1 თვეა სახლში არ მოსულა, დარწმუნებული ვარ, ბევრ დედას არ სძინავს ჩემსავით“
„თებერვლის შემდეგ სახლში არ მოსულა. არ ვიცი სად არის, ვისთან ერთადაა და რა მდგომარეობაშია. ერთადერთი კავშირი მასთან მესინჯერია, როცა საიტზე მწვანე აციმციმდება, მაშინ ვმშვიდდები ცოტათი, რადგან ის მაინც ვიცი, რომ ცოცხალია“, – ამბობს 17 წლის მოზარდის დედა. 38 წლის ქალი დღე და ღამ ქუჩა-ქუჩა, უბან-უბან დადის და თავის უფროს გოგონას დაეძებს. დედა ამბობს, რომ მისი …
რამდენად უსაფრთხოა მკერდისთვის მჭიდრო ლიფის ტარება და ლაზერული ეპილაცია – მამოლოგის რჩევები
ძუძუს კიბო სიმსივნის ყველაზე გავრცელებული ფორმაა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 13 წელია არსებობს კიბოს სკრინინგის უფასო პროგრამა, მასში მოსახლეობის ჩართულობა, კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სიძვირესთან დაკავშირებული შიში ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ქალები ექიმთან დროულ ვიზიტს არიდებენ თავს. რამდენად უსაფრთხოა ძლიერად მოჭერილი ლიფის ტარება? ნორმალურია თუ არა მკერდის ძლიერი …
ადიგენში მუსლიმების დევნის ფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, დაბა ადიგენში ქართველი მუსლიმების დევნის გამოძიების მოთხოვნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა და 8 მარტს განვითარებული მოვლენების სამართლებრივი შეფასება და სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის საფუძველზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის ინტერესებს წარმოადგენს. ორგანიზაცია შემდეგი შინაარსის მიმართვის ტექსტს ავრცელებს: „საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი 2024 წლის 8 მარტს გავრცელებული …
Continue reading “ადიგენში მუსლიმების დევნის ფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს”