თამბაქოზე აქციზის განახევრებას აპირებენ – რას ითვალისწინებს კანონპროექტი

„ქართული ოცნება“ თამბაქოზე აქციზის განახევრებას აპირებს. კანონპროექტის განხილვის პროცედურა უკვე დაიწყო. მეთამბაქოეობის პრობლემაზე „ბათუმელები“ წინა სეზონზეც წერდა – „თამბაქოს დეპუტატები ყიდიან, ჩვენ კი გვაჯარიმებენ“ – რატომ აღარ მოჰყავთ გლეხებს თუთუნი.  ადგილობრივი თამბაქოს წარმოების პრობლემაზე თამბაქოს წარმოებით დაკავებული გლეხები წლებია საუბრობენ, მათი თქმით, თამბაქოს მოყვანა აღარ ღირს. პარლამენტი საარჩევნო წელს თამბაქოზე არსებული აქციზის 60-დან 30 ლარამდე …

ქობულეთის მერიამ უკანონო მშენებლობები არ შეაჩერა – კიდევ რა დარღვევებზე წერს აუდიტი

ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უნებართვო მშენებლობები ვერ შეაჩერა და ვერც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უკანონო გამოყენება აღკვეთა. ამას მოწმობს სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, რომელიც 2021-2022 წლების მუშაობის ანგარიშს და შეფასებას მოიცავს. აუდიტის პერიოდში ქობულეთში 242 სამშენებლო ნებართვაა გაცემული. მათ შორის, 214 შემთხვევაში ახალ მშენებლობაზე, 11 შემთხვევაში – მშენებლობის ცვლილებაზე და 17 შემთხვევაში − შენობის დემონტაჟზე. …

სხვაგან სასახლეც რომ მომცენ, არ მინდა მე სოფლის გარეშე – ქალი დამეწყრილი სოფლიდან

„ახალგაზრდებს და შვილიშვილებს აქ ვერ დავტოვებ, ვერ ჩავხოცავ აქ…“ – ამბობს ნაზი გელაძე, დამეწყრილ სოფელ გელაძეებში მცხოვრები. იქვე ამატებს, რომ საფრთხის მიუხედავად თავად სოფლიდან ვერ წავა. ნაზი სოფელ გელაძეებიდანაა. გელაძეებში დაიბადა, ამავე სოფელში დაქორწინდა და მისთვის მშობლიური გარემოს დატოვება წარმოუდგენელია. მთელი მისი ცხოვრება იმ მიწასთანაა დაკავშირებული, რომელ მიწაზეც სარჩო-საბადებელი მოჰყავს და რომელზეც მისი წინაპრები განისვენებენ. …

ბათუმში ბანკომატზე კაცს 1000 ლარი დახვდა – როგორ გაასამართლეს ქურდობაში ბრალდებული

3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა ბათუმელ ნუგზარ ჩ.-ს, რომელსაც ქურდობის ჩადენას ედავებოდა პროკურატურა. გამოძიების ვერსიით, ბათუმში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, მას ბანკომატის თანხის მოსაწოდებელ აპარატში სხვისი 1000 ლარი დახვდა და აიღო. ნუგზარ ჩ. გამართლდა. ამ საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2024 წლის თებერვალში მიიღო. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის ვერსია, რომ ბრალდებული პოლიციას არ დაუკავშირდა, თუმცა მოსამართლეების …

გრიპისა და გაციების დროს ანტიბიოტიკის მიღება არაფრის მომცემია – ექიმის რჩევები

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა დღეს გლობალური ჯანმრთელობის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა. მიუხედავად აქტიური საინფორმაციო კამპანიებისა, მოსახლეობაში მაინც ხშირია ანტიბიოტიკების არამიზნობრივი გამოყენება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ანტიბიოტიკური რეზისტენტობა ძირითადად გამოწვეულია ანტიბიოტიკების ხშირი, გადაჭარბებული ან არასწორი გამოყენების შედეგად.  ანტიბიოტიკები ვირუსულ ინფექციებს არ კურნავს, მათ შორის, არც გრიპს. ვირუსული ინფექციის მქონე ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ბაქტერიული კო-ინფექცია. ამ შემთხვევაში, ექიმს შეუძლია …

6 მარტს საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე შეუსრულდებათ. „ცვლილების თანახმად, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1-ელ დეკემბრამდე დაბადებული პირების მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს უფლება ექნებათ, გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით …

ბათუმში თურქული სამხედრო ხომალდი TCG YILDIRIM F-243 შემოვიდა

დღეს, 4 მარტს, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი TCG YILDIRIM F-243 შემოვიდა. ხომალდი ამ დროისთვის ბათუმის ნავსადგურში იმყოფება. შს სამინისტროს ინფორმაციით, „ვიზიტის მიზანია, NATO-ს ოპერაციული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების – „ოჩამჩირე“ და „დიოსკურია“ მეორე დონის თვითშეფასების (SEL-2) ჩატარება. აღნიშნული პროცესი ქართველი …

თიბისი ქუთაისის ტორპედოს მხარდამჭერი გახდა

თიბისისა და ქუთაისის საფეხბურთო გუნდის ტორპედოს თანამშრომლობა შედგა. ეს სტრატეგიული პარტნიორობა გუნდის ადგილობრივ, რეგიონალურ პოპულარიზაციაზე იზრუნებს და ხელს შეუწყობს ისტორიული საფეხბურთო კლუბის სამომავლო განვითარებას. ქუთაისის ტორპედომ ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო და ეს გამარჯვებაც წარმატებული თანამშრომლობის დასაწყისი გახდა. ფეხბურთი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. ტორპედო კი ისტორიული საფეხბურთო კლუბია, რომელიც 1946 წლიდან აქტიურად ასპარეზობს. მისი თიბისისთან თანამშრომლობა …

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსის ახალი სამარშრუტო ხაზი ამოქმედდა

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, დღეიდან, 4 მარტიდან, ბათუმში ახალი სამარშრუტო ხაზი #18 ამოქმედდა. ახალ სამარშრუტო ხაზზე დანიშნული ავტობუსი შემდეგი მიმართულებით იმოძრავებს: შარაშიძის ქუჩა, მამია ვარშანიძის ქუჩა, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა, შარტავას ქუჩა, აბუსერიძის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა, საბაგირო. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სამარშრუტო ხაზი მოსახლეობის თხოვნით აამოქმედეს. ბათუმში ახალ სამარშრუტო ხაზებზე ავტობუსების დანიშვნას …

ბათუმში ტაქსის მძღოლები გაფიცვას აანონსებენ – „კომპანიებმა საკომისიო 20 %-მდე გაგვიზარდეს“

„საკომისიო 10 – 12%-დან 20 %-მდე აიყვანეს“, „ვითხოვთ ხელშეკრულებას“ – ამბობდნენ ტაქსის მძღოლები, რომლებმაც დღეს, 4 მარტს, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს. ტაქსის მძღოლები სხვადასხვა აპლიკაციით სარგებლობენ: Maxim-ი, Bolt-ი, Yandex-ი. ისინი განმარტავენ, რომ აპლიკაციის გარეშე, დამოუკიდებლად მუშაობას აზრი აღარ აქვს, აპლიკაციით კი, სადაც დამსაქმებელი კლიენტს ტაქსის მძღოლებთან აკავშირებს, უსამართლო პირობებია. „დაფასებას ვითხოვთ. მე „იანდექსში“ ვმუშაობ, ყველას …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 417 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150] ტანკი – 6 648 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 12 660 ერთეული [+21] საარტილერიო სისტემა – 10 210 ერთეული [+22] MLRS – 1 004 ერთეული [+1] …

ხელისუფლებავ: რიჟვაძევ, ივანიშვილო, გვითხარით, სად ვიცხოვროთ – ქალების აქცია ბათუმში

დღეს, 3 მარტს, ბათუმში უსახლკარო და მარტოხელა ქალებმა აქცია გამართეს. მოქალაქეების თქმით, ისინი საცხოვრების გარეშე არიან დარჩენილნი და ხელისუფლება მათ ყურადღებას არ აქცევს. აქციაზე იმყოფებოდა მარტოხელა დედა მაგული ფუტკარაძეც, რომელმაც გვითხრა, რომ მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ერთადერთი საცხოვრებელი ბინა წლების წინ, სწორედ შვილის მკურნალობის გამო გაყიდა. დღეს კი დედაც და შვილიც ღია ცის …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმსა და აჭარის მთაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 მარტის 21 საათიდან 4 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით  – ზოგან მცირე წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო …

„ყვავილები არ არის აუცილებელი, იყოს სიყვარული“ – დედის დღე ბათუმში

დღეს 3 მარტს, საქართველოში ალბათ ყველაზე ბევრი ყვავილი გაიყიდა. ბათუმის ქუჩებშიც შეხვდებით ადამიანებს – ბავშვებს, ქალებს, კაცებს, რომლებიც ყვავილებით ხელში სადღაც მიიჩქარიან. ხალხმრავლობაა, ყვავილების გამყიდველებთანაც. დედასთან მიაქვთ ყვავილები სალომეს და მელანოსაც. მათი თქმით, დედა მათთვის ყველაზე ძვირფასია ამქვეყნად, რადგან მასზე უკეთ არავინ ზრუნავს მათზე. „ჩვენ უზომოდ გვიყვარს დედა, რადგან ბავშვობიდან სულ გვერდში გვიდგას ყველა საქმეში …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 416 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160] ტანკი – 6 640 ერთეული [+16] ჯავშანტექნიკა – 12 639 ერთეული [+28] საარტილერიო სისტემა – 10 188 ერთეული [+35] MLRS – 1 003 ერთეული [+0] …

100 ათასი ლარი გამოვუყოთ ხულოში მეწყრით დაზარალებულ ოჯახებს – ენმ

დღეს, 2 მარტს, ხულოში, სოფელ გელაძეებში იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. გელაძეები ერთ-ერთი სოფელია, რომელიც მეწყრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა. განსაკუთრებით დაზიანებულია გელაძეებისა და პაქსაძეებს შორის დამაკავშირებელი გზა. „ურთულესი და საგანგაშო მდგომარეობაა მაღალმთიან აჭარაში, სტიქიამ უსახლკაროდ დატოვა ასობით ოჯახი, დაზიანებულია გზები, ინფრასტრუქტურა. დღემდე მოსახლეობის ნაწილი ცხოვრობს სტიქიის ზონებში, არ გააჩნიათ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ინფორმაცია, ბინის ქირისათვის ბიუჯეტიდან …

სოფელ ზენითში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

დღეს, 2 მარტს, ქობულეთში, სოფელ ზენიტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სახლი ციალა ღლონტის საკუთრება იყო. როგორც ზენითის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი სულხან გიორგაძე გვეუბნება, სახლის მეპატრონე არ დაშავებულა. „ხის სახლი იყო და მთლიანად დაიწვა. მეპატრონე ამჟამად სხვა სოფელში იმყოფება შვილთან. ამ სახლში მარტო ცხოვრობდა“-ამბობს გიორგაძე. მიიღებს თუ არა კომპენსაციას დაზარალებული, როგორც გიორგაძე ამბობს, ამაზე ქობულეთის მერია …

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10 ადამიანი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ბელარუსის და ისრაელის მოქალაქეები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი …

ცეცხლი მიუახლოვდა რკინიგზასაც – ხანძარი ოჩხამურში

ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში ბალახს და ხე-მცენარეებს ცეცხლი უკიდია. ცეცხლი მიუახლოვდა რკინიგზასაც. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ჯგუფები, თუმცა თვითმხილველის თქმით, სახანძრო მანქანები ჯერ-ჯერობით, ვერ უახლოვდებიან ცეცხლმოკიდებულ ადგილებს. ცეცხლი ახლოსაა დასახლებულ პუნქტანაც. თუმცა სახანძრო სამსახურში გვეუბნებიან, რომ გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

ღარიბაშვილმა არ უპასუხა კითხვას, რატომ გაუშვა შვილი აშშ-ში, ლგბტ თემაზე კი ისევ სიძულვილით ისაუბრა

დღეს, 2 მარტს, ბათუმში მყოფმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, კიდევ ერთხელ გააჟღერა რუსული ნარატივი ლგბტქ თემაზე და პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღების საჭიროებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მორიგი რუსული კანონით „ქართული ოცნება“ მომავალი თაობის დაცვას აპირებს. „ჩვენი ხალხის 90 პროცენტზე მეტი ასეა განწყობილი, რომ აუცილებელია ჩვენი შვილების, შვილიშვილების, ახალგაზრდა თაობის დაცვა აი, ამ მავნებელი ანტიეროვნული, …

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დროებით აიკრძალა

პირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია. ამიტომ, გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის დეპარტამენტი მონადირეებს მოუწოდებს მკაცრად დაიცვან დაწესებეული ვადები. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონის თანახმად, „რიგ შემთხვევაში, მოხდება მოპოვებული ობიექტებისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია და ასევე, შესაძლოა, პირს ჩამოერთვას სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებაც. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც. თუ მოპოვებული ნანადირევით …

ქობულეთში შტორმით დანგრეული სანაპიროს აღდგენაში 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ქობულეთში შტორმის დროს დაზიანებული სანაპირო ზოლის აღდგენა-რეაბილიტაციაზე მერიამ ტენდერი 1 928 800 ლარით გამოაცხადა. ტენდერს ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა შესრულდეს სამუშაოები. პროექტი ითვალისწინებს როგორც ახალი კონსტრუქციების, ასევე შტორმის შემდეგ დაზიანებული და დასაწყობებული მასალებისა [მაგალითად ფილების] და ინვენტარის მოწყობას. პირობის მიხედვით სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადების მომდევნო დღიდან, 120 დღეში უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 2 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 415 540 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960] ტანკი – 6 624 ერთეული [+14] ჯავშანტექნიკა – 12 611 ერთეული [+29] საარტილერიო სისტემა – 10 153 ერთეული [+47] MLRS – 1 003 ერთეული [+3] საზენიტო …

ტაქიკარდია და არითმია, რომლის ეპიზოდიც ძლიერი ჩასუნთქვით ჩერდება – ექიმის რჩევები

სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია (სვტ) ხშირად ვლინდება გულის უეცარი (პაროქსიზმული) აჩქარებით. ეს აჩქარება, როგორც წესი, გრძელდება რამდენიმე წამი, წუთი ან საათი და ის ჩერდება სპონტანურად, გარკვეული სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარებით ან მედიკამენტურად. არსებობს სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის მუდმივად (განუწყვეტლად) მიმდინარე ფორმებიც, თუმცა შედარებით იშვიათად. პაროქსიზმული ფორმის სუპრავენტრიკულურ ტაქიკარდიის სიმპტომებსა და მკურნალობის გზებზე „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ არითმოლოგი გიორგი ცხომელიძე საუბრობს: MayoClinic: …

კომპანიამ ქობულეთის კულტურის ცენტის რეაბილიტაცია ვერ დაასრულა – მერია კონცერტს ღია ცის ქვეშ მართავს

ხვალ, 2 მარტს, ქობულეთში ჯგუფ „რეროს“ სოლო კონცერტი უნდა გაიმართოს. კონცერტის ორგანიზატორი ქობულეთის მერიაა. არსებული ინფორმაციით, კონცერტი ქობულეთის კულტურის ცენტრში უნდა გამართულიყო, თუმცა მერია იძულებული გახდა კონცერტის ადგილი შეეცვალა. მერიის ინფორმაციით, კონცერტისთვის სცენა ღია ცის ქვეშ მოაწყვეს, რადგან ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები ვერ დაასრულა. ქობულეთის კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი …

მილიონები იხარჯება, შშმ პირები კი უსაფრთხოდ მაინც ვერ გადაადგილებიან – მოსწავლეების პეტიცია

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ადაპტირებული გარემოს შექმნის მიზნით ბიუჯეტიდან მილიონები იხარჯება, ეს რეალურ უსაფრთხო გარემოს შშმ პირებისთვის არ ქმნის. ერთი მხრივ, ეს გარემო ვერ აკმაყოფილებს ხარისხს იმ დონეზე, რომ რაც არის იმის გამოყენება მაინც იყოს შესაძლებელი უსაფრთხოდ, მეორე მხრივ კი, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს შესაბამის კონტროლს იმისთვის, რომ შესაბამისი საჭიროების მქონე პირს მისთვის განკუთვნილი გზა, ავტომანქანის …

2024 წლის ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 4 მარტს დაიწყება. გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრები კვლავ გაიხსნება: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში. რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად იქნება შესაძლებელი. ძირითად ეტაპზე – 4 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელმა უნდა შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. ამ ვადის …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-ელი მარტის 21 საათიდან 2 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო …

3-წლიანი ბაკალავრიატი ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ მიმართულებას შეეხება – მინისტრი

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის თქმით, სამომავლოდ საბაკალავრო პროგრამები სამწლიანი გახდება, მაგისტრატურა კი – ერთწლიანი. თუმცა ამ ეტაპზე ეს ცვლილება ყველა პროგრამას არ შეეხება და მხოლოდ ერთ – ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებაზე გავრცელდება. „ამ ეტაპისთვის დადგენილია ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებისთვის. თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ სხვა მიმართულებითაც გავხსნათ. ასევე წინსწრებით ვიტყვით, რომ ამ სამოცკრედიტიან, ანუ ერთწლიან სამაგისტრო …

ნერგეეთში მეწყერს გადარჩენილი ოჯახებისთვის მოქალაქეები ფულს აგროვებენ

7 თებერვალს სოფელ ნერგეეთში მეწყრის შედეგად 13 ოჯახი დარჩა უსახლკაროდ. ოჯახები გეოლოგიურ დასკვნებს ელოდებიან და ამჯერად მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებულ სახლებში ცხოვრობენ. ნერგეეთის მცხოვრებლები სახლების მდგომარეობის შეფასებას ელოდებიან გეოლოგებისგან, რის შემდეგაც უნდა გადაწყდეს კომპენსაციის ოდენობა, თუმცა რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, უცნობია. ბაღდათში მცხოვრებლებმა მეწყრით დაზარალებულ ოჯახებთან შეთანხმებით სოლიდარობის კამპანია დაიწყეს. კამპანიის ინიციატორი და აქტივისტი, ლილი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 1 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 414 680 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920] ტანკი – 6 610 ერთეული [+17] ჯავშანტექნიკა – 12 582 ერთეული [+30] საარტილერიო სისტემა – 10 106 ერთეული [+36] MLRS – 1 000 ერთეული [+0] საზენიტო …

Exit mobile version