უკვე მესამე წელია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაცია სრულიად ცარიელია. შუკაკიძის ქონებრივ დეკლარაციაში არც სამუშაო ადგილია დაფიქსირებული, არც ხელფასი და არც სხვა უძრავ-მოძრავი ქონება. „ბათუმელები“ შეეცადა ბერიკა შუკაკიძესთან დაკავშირებას, რომ მისგან მოესმინა კითხვებზე პასუხები, თუ რატომ არ შეაქვს ქონებრივ დეკლარაციაში ინფორმაცია თუნდაც ხელფასის შესახებ, რომ აღარაფერი ვთქვათ ქონებრივ …
Monthly Archives: მარტი 2024
როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა მაღალი ტემპერატურა არ იწევს – ექიმის რჩევები
ცხელება არის მდგომარეობა, როდესაც თქვენი სხეულის ტემპერატურა ნორმაზე მაღალია. ეს თქვენი სხეულის ნორმალური იმუნური რეაქციაა ინფექციასთან ან დაავადებასთან ბრძოლის პროცესში. ცხელება, როგორც წესი, სერიოზული შეშფოთების საგანს არ წარმოადგენს და ჩვეულებრივ ქრება, როდესაც ინფექცია გადის, თუმცა ხდება ისეც, რომ ზოგიერთ ვირუსული დაავადება ძალიან მაღალი ტემპერატურით მიმდინარეობს და ორგანიზმი სიცხის დამწევზეც აგვიანებს რეაგირებას. სხეულის ნორმალურ ტემპერატურას ფართო …
Continue reading “როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა მაღალი ტემპერატურა არ იწევს – ექიმის რჩევები”
რა სარგებლობა მოაქვს მენტალური ჯანმრთელობისთვის დღიურის წერას – ინტერვიუ
როგორ შეიძლება დღიურში წერამ უკეთესად გაგვხადოს, დაგვანახოს საკუთარი აზრები, საკუთარ თავზე კონტროლი დაგვიბრუნოს, შფოთვა შეგვიმსუბუქოს, მათ შორის, გაგვიუმჯობესოს ფიზიკური ჯანმრთელობაც? ეს ერთი შეხედვით უწყინარი ჰობი შეიძლება ბევრი ადამიანისთვის თერაპიული ხასიათის აღმოჩნდეს. წერის სწორედ ამ დადებით მხარეზე გვესაუბრება ფსიქოლოგი მაია თავართქილაძე. მაია, რას მოვიაზრებთ დღიურის წარმოებაში და რა სარგებლობა მოაქვს მენტალური ჯანმრთელობისთვის ჩანაწერების სისტემურ კეთებას? დღიურის …
Continue reading “რა სარგებლობა მოაქვს მენტალური ჯანმრთელობისთვის დღიურის წერას – ინტერვიუ”
სოციალური სახლის დასაცავად მდინარეში 143 მეტრი სიგრძის კედელს ააშენებენ
ხელვაჩაურის მერიამ სოციალური სახლის აშენება სოფელ ერგეში იმ ადგილზე გადაწყვიტა, სადაც 50 ათას ლარად აშენებული სტადიონის დანგრევა გახდა საჭირო. გარდა ამისა, სამომავლოდ მრავალსართულიანი კორპუსი რომ დაიცვან, მდინარე ჯოჭოსწყლის კალაპოტში 143,8 მეტრი სიგრძის ნაპირდამცავი ნაგებობის მოწყობაცაა აუცილებელი. სოციალური სახლი მდინარე ჯოჭოსყლისა და ჭოროხის შესართავთან ახლოს, მდინარის ნაპირიდან 17 მეტრში უნდა ააშენონ. მდინარე ჯოჭოსწყლის ნაპირის გასწვრივ რკინა-ბეტონის …
Continue reading “სოციალური სახლის დასაცავად მდინარეში 143 მეტრი სიგრძის კედელს ააშენებენ”
როდის გაიხსნება ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა
ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის გამაგრება-რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა. თუმცა შესყიდვების სააგენტოს ვებგვერზე შესყიდვის სტატუსი ჯერ ისევ მიმდინარეა და არა დასრულებული. როგორც ჩანს, სამმართველომ სამუშაოები და შესაბამისი დასკვნებიც უკვე ჩაიბარა, რაც შესყიდვების გვერდზე შესაბამის ვადაში უნდა იასახოს. „დაიწყო შენობის დასუფთავება“ – გვითხრა ბიბლიოთეკის დირექტორმა, ჯონი საბაშვილმა. მისი განმარტებით დასუფთავების დასრულების …
Continue reading “როდის გაიხსნება ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა”
აჭარაში მაღალჩინოსან ძმებთან დაკავშირებულმა კომპანიამ ტენდერით 5.3 მილიონი მიიღო – TI
აჭარაში, მაღალჩინოსან ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებული კომპანია „ესია ჯგუფის“ შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ახალ კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან, 2021 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, 5 მილიონ 344 077 ლარი მიიღო. „საერთაშირისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ამ კომპანიის შესახებ კვლევა 2023 წლის ივნისში გამოაქვეყნა, როცა კომპანიას 1 900 000-მდე ლარის შემოსავალი ჰქონდა მიღებული სახელმწიფო შესყიდვებიდან. ბოლო 8 თვეში კი, …
Skillwill-სა და USAID-ის პროფესიული განათლების პროგრამას შორის თანამშრომლობა დაიწყო
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება. თანამშრომლობის ფარგლებში, ორწლიანი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც ცალკეული საგანმანათლებლო სერვისების შემუშავებას და დანერგვას უზრუნველყოფს. თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია აიტი და ციფრული(ICT) მიმართულებებით, ახალი მოკლევადიანი და გრძელვადიანი სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავება. პროექტის განმავლობაში, Skillwill-ი, ჩართულ პარტნიორებთან ერთად, გაზრდის რეგიონულ ხელმისაწვდომობას ხარისხიან მომზადება-გადამზადების …
ოქროს კონტრაბანდის ფაქტზე 2 პირი დავაკავეთ – საგამოძიებო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ორი ფაქტი, რაზეც დაკავებულ იქნა ორი პირი. „გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის სალონში მოწყობილი სამალავით, …
Continue reading “ოქროს კონტრაბანდის ფაქტზე 2 პირი დავაკავეთ – საგამოძიებო”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 მარტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 432 390 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +840] ტანკი – 6 819 ერთეული [+10] ჯავშანტექნიკა – 13 049 ერთეული [+35] საარტილერიო სისტემა – 10 698 ერთეული [+30] MLRS – 1 017 ერთეული [+0] საზენიტო …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 მარტი”
„მოსამართლემ იყიდა მილიონიანი ქონება, საიდან?“ – გამოკითხვა ბათუმში
TOYOTA საქართველოში ყველაზე პოპულარულია – ტოპ 5 ავტომობილი
საქართველოში 2023 წლის პირველ ცხრა თვეში ყველაზე მეტი TOYOTA-ს მარკის ავტომობილები დაარეგისტრირეს. ამავე პერიოდში დარეგისტრირებული ავტომობილების ტოპ ხუთეული კი ასეთია: TOYOTA – 18 262 ცალი FORD – 12 084 MERCEDES-BENZ – 11 487 BMW – 6 263 VOLKSWAGEN – 6 014 ცალი პირველადი რეგისტრაციის მონაცემები საქსტატს აქვს გამოქვეყნებული. ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოში 2023 წლის პირველ …
Continue reading “TOYOTA საქართველოში ყველაზე პოპულარულია – ტოპ 5 ავტომობილი”
13 წლის არის ჩემი შვილი, ნარკოტიკებს უკვე აღარ მოიხმარს – მშობელი
„ახლა ჩემი შვილი 13 წლისაა. ამ ეტაპისთვის ნარკოტიკებს არ მოიხმარს. ამ ყველაფერმა მძიმე შედეგები გამოიღო. ცუდი ქცევები აქვს, სულ გარეთ უნდა ყოფნა. როცა უნდა მიდის, როცა უნდა მოდის. ყველაფერს თვითნებურად წყვეტს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ერთ-ერთი მოზარდის მშობელი, რომლის ვინაობასაც არ ვასახელებთ. დედა შიშობს, რომ რადგან ნარკოტიკებზე ადვილად მიუწვდებათ მოზარდებს ხელი, დიდი რისკია ბავშვების გვიანობამდე ქუჩაში …
Continue reading “13 წლის არის ჩემი შვილი, ნარკოტიკებს უკვე აღარ მოიხმარს – მშობელი”
2-მა ქალმა ვაგონში იმშობიარა, 15 დღე ვიყავით მატარებელში – სტალინური რეპრესიების მსხვერპლი
ხელვაჩაურში, სოფელ კირნათში მცხოვრებ სულეიმან ნაკაშიძესა და ფადიმე გვიანიძეს ოთხი შვილი ჰყავდათ – პეტრე, ჯემილე, ციალა და ლამარა. სულეიმანი აჭარისწყალზე, მაღაზიაში მუშაობდა. ფადიმე დიასახლისი იყო და ოთხ შვილს ზრდიდა. 1950 წლის ზამთარი იდგა, როცა მათი ცხოვრება სხვა, ათასობით უდანაშაულო ოჯახის მსგავსად ტრაგიკულად შეიცვალა. სტალინის ბრძანებით, სულეიმანი და ფადიმე, თავიანთ შვილებთან ერთად შუა აზიაში გადაასახლეს. ყინულიან …
რომელ ქუჩებზე გაითიშება დენი ბათუმში
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 მარტს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს ბათუმში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ტბელ აბუსერიძის, გენ. ასლან აბაშიძის, ქ. წამებულისა და მიმდებარე ქუჩებს. ასევე თამარის დასახლების ნაწილს. ქედაში – 10:00-დან 19:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ორცვას, მეძიბნას, ხარაულას, კოკოტაურს, ტაკიძეებსა და მიმდებარე სოფლებს. …
რატომ სჭირდება ბიზნესს იურიდიული მომსახურება
ნებისმიერი მასშტაბისა და ინდუსტრიის ბიზნესისთვის არსებობს რამდენიმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც ყველა კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს. სწორედ მსგავს საკითხთა რიცხვს მიეკუთვნება იურიდიული მომსახურებაც, რომელიც სინამდვილეში, არა მხოლოდ აუცილებლობას წარმოადგენს, არამედ, შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესის წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე მისი სტრატეგიული აქტივიც კია. სწორედ ამიტომ, იმისათვის, რომ დაინტერესებულ მხარეებს უკეთ ავუხსნათ, თუ რაში ეხმარება იურიდიული მომსახურება ბიზნესს, ამ …
Continue reading “რატომ სჭირდება ბიზნესს იურიდიული მომსახურება”
ევაკუაცია ბათუმის სკოლა „პროგრესში“ – ცრუ განგაში ბომბის შესახებ
დღეს, 18 მარტს, ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების გამო სასწავლო პროცესი ჩაიშალა ბათუმში მდებარე კერძო სკოლა „პროგრესში“. სკოლის დირექციამ მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების მიღების შემდეგ გადაწყვიტა. წერილში სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ წერდნენ. „მეილი მოვიდა დილით – დაცალეთ სკოლა, თორემ აფეთქდება ბომბი. თავიდანვე ვიცოდით, რომ ცრუ განგაში იყო, მაგრამ სკოლამ თავისი უსაფრთხოების …
Continue reading “ევაკუაცია ბათუმის სკოლა „პროგრესში“ – ცრუ განგაში ბომბის შესახებ”
2 პირი დაიღუპა ავარიის შედეგად წუხელ ბათუმში, ხალვაშის გამზირზე – ქალს ჩვილისთვის რძე მიჰქონდა
წუხელ, 17 მარტს, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ორი ქვეითი დაიღუპა. ერთი ავარია კლინიკა ,,მედინასთან” მოხდა, მეორე კი – სარიტუალო დარბაზ „სამ ძმასთან“. დაახლოებით 40 წლის ქალს კლინიკა „მედინასთან“ იმ დროს დაეჯახა ავტომანქანა, როცა ის გზაზე გადადიოდა. კლინიკაში გვითხრეს, რომ ქალი უკვე გარდაცვლილი იყო, როცა იგი მათთან შეიყვანეს. „მისი შვილი რამდენიმე დღეა რეანიმაციულ განყოფილებაშია, ქალს რძე მოჰქონდა …
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 მარტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 431 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +810] ტანკი – 6 809 ერთეული [+19] ჯავშანტექნიკა – 13 014 ერთეული [+17] საარტილერიო სისტემა – 10 668 ერთეული [+34] MLRS – 1 017 ერთეული [+0] საზენიტო …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 მარტი”
როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 მარტის 21 საათიდან 18 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო …
გაზაფხული ბათუმში [ფოტო]
რუსეთმა ომში 430 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა – უკრაინის გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 17 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 430 740 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160] ტანკი – 6 790 ერთეული [+11] ჯავშანტექნიკა – 12 997 ერთეული [+24] საარტილერიო სისტემა – 10 634 ერთეული [+28] MLRS – 1 017 ერთეული [+0] …
Continue reading “რუსეთმა ომში 430 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა – უკრაინის გენშტაბი”
2 წელი მარიუპოლის თეატრის დაბომბვიდან – ვიდეო
დღეს, 16 მარტს, ბათუმში მცხოვრებმა უკრაინელებმა, ორგანიზაცია „მეიდან ბათუმის“ წევრებმა ბათუმში აქცია გამართეს. დღეს ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა მარიუპოლში დაბომბა თეატრის შენობა, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები აფარებდნენ თავს. აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედანზე ფოტოგამოფენით აღნიშნეს 2 წლისთავი მასშტაბური ტერორისტული აქტიდან, რომელიც რუსეთმა უკრაინელების წინააღმდეგ ჩაიდინა. „დღეს მეორე წლისთავია მარიუპოლის ტერორისტული აქტიდან. …
Continue reading “2 წელი მარიუპოლის თეატრის დაბომბვიდან – ვიდეო”
რას ნახავთ ბათუმის თეატრებში – კვირის აფიშა
16-22 მარტის კვირაში ბათუმის თეატრებში მისულ მაყურებელს სხვადასხვა სპექტაკლზე დასწრების საშუალება ექნება. კვირის ბოლოს კი ბათუმის თოჯინების თეატრი პატარა მაყურებელს პრემიერას სთავაზობს. „ბათუმელები“ გთავაზობთ კვირის თეატრალურ აფიშას. ბათუმის დრამატული თეატრი „ურჩხული და მზეთუნახავი“ დიდი სცენა რეჟისორი: გიორგი ქლაინი თარიღი: 16-17 მარტი, 19:00 საათი ბილეთის ფასი: 10, 8, 7, 6, 5 ლარი „ემიგრანტები“ ექსპერიმენტულული სცენა რეჟისორი …
Continue reading “რას ნახავთ ბათუმის თეატრებში – კვირის აფიშა”
რატომ არ არის გონიოში ავტობუსის მოსაცდელები – „წვიმის დროს გინდა ზღვაში შედი და გინდა აქ დადექი“
გონიოელები ითხოვენ, რომ ბათუმის მერიას გონიოდან ბათუმამდე მუნიციპალური ავტობუსი დანიშნოს და გონიო-კვარიათში ავტობუსის მოსაცდელი მოაწყოს. „ავტობუსის გაჩერებებზე მარტო ფირნიშები დგას. ხალხი სველდება, განსაკუთრებით ზაფხულობით, საშინელი წვიმები იცის. ქარია. გინდა ზღვაში შესულხარ და გინდა აქ დამდგარხარ,“ – ამბობს გონიოელი ოთარ შაინიძე. სარფიდან ახალსოფლის ცენტრამდე 16 გაჩერებაა. აქედან 8 გაჩერებაზე მხოლოდ ტრაფარეტი დგას და არ არის გაჩერება …
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მარტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 16 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 429 580 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160] ტანკი – 6 779 ერთეული [+21] ჯავშანტექნიკა – 12 973 ერთეული [+24] საარტილერიო სისტემა – 10 606 ერთეული [+26] MLRS – 1 017 ერთეული [+0] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მარტი”
პარიზის ორ კონსერვატორიაში ერთდროულად ჩავირიცხე – 19 წლის ქართველი ბარიტონი
„უბრალოდ მომისმინეთ“ – ვისაც კი გავიცნობდი პარიზში, თუ მუსიკა ესმოდა, ყველას ამას ვთხოვდი. ვცდილობდი მომეძებნა ადამიანები, რომლებიც მოისმენდნენ ჩემს ნამღერს და რამეს მირჩევდნენ. მინდოდა დროზე დავრწმუნებულიყავი საკუთარ შესაძლებლობებში და მუსიკისთვის მიმეძღვნა თავი, ან რამე სხვა საქმეს შევდგომოდი. 2022 წელს წამოვედით საფრანგეთში. 16 წლის ვიყავი. სცენის მტვერი უკვე ვიცოდი რაც იყო და სიმღერისკენ მიმიწევდა სულ გული“ …
Continue reading “პარიზის ორ კონსერვატორიაში ერთდროულად ჩავირიცხე – 19 წლის ქართველი ბარიტონი”
„რა ვქნა, რიჟვაძე, პენსიით ვერ ვიყიდი ბინას?“ – აქცია აჭარის მთავრობის სახლთან
„მე 30 წლის შვილს ხელმოკიდებული ვატარებ, ახლაც სახლში ჩავკეტე და ისე წამოვედი აქციაზე. რა ვქნა, რიჟვაძე, მე პენსიის ფულით ხომ ვერ ვიყიდი ბინას? ერთი კუთხე მომცენ, როცა ამდენი ცათამბჯენია ბათუმში და ამდენი უსახლკარო ადამიანი,“ – მეგაფონიდან მიმართა უსახლკარო მაგული ფუტკარაძემ თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აქციაზე, რომელიც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წინ დღეს, 15 მარტს გაიმართა. …
Continue reading “„რა ვქნა, რიჟვაძე, პენსიით ვერ ვიყიდი ბინას?“ – აქცია აჭარის მთავრობის სახლთან”
Wyndham Grand Batumi Gonio – ახალი ჰორიზონტები საქართველოს ტურიზმის სექტორში
Wyndham Hotels & Resorts -ის მსოფლიოში უმსხვილესი სასტუმროების ქსელი აძლიერებს თავის პოზიციებს სტუმართმოყვარეობის გლობალურ ბაზარზე და შემოაქვს საქართველოში განვითარების ახალი გზები. აშშ-ს ნიუ ჯერსის შტატში, პარსიპანიში დაფუძნებულ კომპანიას აქვს დაახლოებით 9300 სასტუმრო, რომლებიც მუშაობს 24 ბრენდის ქვეშ მსოფლიოს 95 ქვეყანაში, რაც ხაზს უსვამს მის მასშტაბებსა და გლობალურ გავლენას. Wyndham Grand Batumi Gonio Wyndham Hotels & …
Continue reading “Wyndham Grand Batumi Gonio – ახალი ჰორიზონტები საქართველოს ტურიზმის სექტორში”
ქედაში კორპუსის გადახურვაზე 199 924 ლარი დაიხარჯება ბიუჯეტიდან
ქედაში საცხოვრებელი კორპუსის ხანძრის შედეგად დამწვარი სახურავის აღსადგენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 199 ათას 924 ლარი დაიხარჯება. ქედის მერია სამუშაოების შესყიდვაზე ხელშეკრულების გაფორმებას ტენდერის გარეშე გეგმავს და შესაბამისი თანხმობის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. „შესყიდვის ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შემთხვევაში, სატენდერო პროცედურების ჩატარებისთვის საჭიროა გარკვეული პერიოდი და ასევე ალბათობის გათვალისწინებით იმისა, რომ ტენდერი არ შედგეს, გამოიწვევს …
Continue reading “ქედაში კორპუსის გადახურვაზე 199 924 ლარი დაიხარჯება ბიუჯეტიდან”
ბრალდებული მოსამართლის ნაცვლად ნაფიც მსაჯულებს ითხოვს – დავა საკონსტიტუციოში
გიორგი სულხანიშვილი 2024 წელს უკვე მეორე მოსარჩელეა საკონსტიტუციო სასამართლოში, ვისაც სურს მისი საქმე მოსამართლის ნაცვლად ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოში ითხოვს კანონის ის ჩანაწერი მიიჩნიონ არაკონსტიტუციურად, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის საქმეს მსაჯულები ვერ განიხილავენ. გიორგი სულხანიშვილს თავდაპირველად მკვლელობის ჩადენას ედავებოდა პროკურატურა. ბრალდებულს ნაფიცი მსაჯულები აურჩევია. პროკურატურა გიორგი სულხანიშვილს რუსთავში გიორგი მორბედაძის მკვლელობას …
Continue reading “ბრალდებული მოსამართლის ნაცვლად ნაფიც მსაჯულებს ითხოვს – დავა საკონსტიტუციოში”
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა და აკრძალულთა სიაში 1,5 მილიონი პირია – შემოსავლები
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, 2022 წლის 1-ლი მარტიდან 2024 წლის 15 მარტამდე, დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია 14 826 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 48, ხოლო თავად პირის მომართვით – 14 778 განაცხადი. ამასთან „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა …
TV 25-ის ჟურნალისტებს ბათუმში თავს დაესხნენ – გამოძიება არ დაიწყო
„შენ გაგწევ ახლა მე“ – მიმართავს „ოცნების ქალაქში“, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე დასაქმებული პირი TV25-ის გადამღებ ჯგუფს, რომელსაც გუშინ, 14 მარტს, თავს დაესხნენ. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ამ დრომდე ვერ გვიპასუხეს, დაიწყო თუ არა გამოძიება. ჟურნალისტებს ადგილზე დასაქმებულმა რამდენიმე ადამიანმა, ასევე დაცვის სამსახურის თანამშრომელმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და არ მისცა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების საშუალება. დაცვის თანამშრომელი ოპერატორისთვის …
Continue reading “TV 25-ის ჟურნალისტებს ბათუმში თავს დაესხნენ – გამოძიება არ დაიწყო”
ბათუმში დღეს ღამით შესაძლოა წყალი გაითიშოს
დღეს, 15 მარტს, 23:00 საათიდან 16 მარტის 09:00 საათამდე ქალაქის მასშტაბით, შესაძლოა გარკვეულ მისამართებზე შეიზღუდოს წყალმომარაგება, მაღალსართულიან კორპუსებს კი წყალი მიეწოდოს დაბალი წნევით. ამ ინფორმაციას თავად ბათუმის წყალი ავრცელებს. „ბათუმის წყალში“ ამბობენ, რომ აბონენტების ზუსტი მისამართები, რომელთაც შესაძლოა შეზღუდვები შეეხოს, ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაცია კი დეტალების დაზუსტებისთანავე განახლდება. შესაძლო შეზღუდვების მიზეზი ქალაქის წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალურ ქსელზე …
Continue reading “ბათუმში დღეს ღამით შესაძლოა წყალი გაითიშოს”
თიბისის მხარდაჭერით ფარაჯანოვის 100 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება
18 მარტს რუსთაველის თეატრში უნიკალური ქორეოგრაფიულ სპექტაკლი „ბროწეულის ფერი“ გაიმართება. სპექტაკლი კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის ასი წლის იუბილეს ეძღვნება. ქორეოგრაფიული სპექტაკლი აერთიანებს ჰიპ-ჰოპსა და ტრადიციულ კავკასიურ ბგერებს, ხალხურ და ელექტრონული მუსიკას, რომელიც სერგო ფარაჯანოვის მხატვრულ მემკვიდრეობას ახალ პოეტურ შუქს სძენს. სპექტაკლის სამხატვრო ხელმძღვანელი ფრანგი ქორეოგრაფი მურად მერზუკია, ორიგინალური იდეის ავტორი კი სატე ხაჩატრიანი, ფრანგული თეატრალური ჯგუფის …
Continue reading “თიბისის მხარდაჭერით ფარაჯანოვის 100 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება”
„2 მოცეკვავე გახდა ცუდად“ – ვინ აუკრძალა „ფესვებს“ პრეზიდენტის სასახლეში მისვლა | ანსამბლის განმარტება
შუახევის ფოლკლორული ანსამბლი „ფესვები“, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილ ღონისძიებაზე იყო მიწვეული, სასახლეში არ მივიდა. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ისინი „გზიდან გააბრუნეს“. „ბათუმელები“ ანსამბლის ხელმძღვანელს, ბადრი დარჩიძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ ვისი მითითებით დაბრუნდა ანსამბლი გზიდან და რატომ? ბადრი დარჩიძე სხვადასხვა მიზეზს ასახელებს. ერთი მხრივ, ის ამბობს, რომ გზაში ანსამბლის ორი წევრი გახდა შეუძლოდ, მეორე მხრივ …
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 მარტის 21 საათიდან 16 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვა; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”