გაიცანით ბიზნეს დაჯილდოება 2023-ის გამარჯვებულები

თიბისიმ ბიზნესის მხარდაჭერის პროექტში ბიზნეს დაჯილდოება 2023-ი გამარჯვებული კომპანიები გამოავლინა. ჟიურიმ გამარჯვებულები 5 ნომინაციაში დაჯილდოებაში მონაწილე 400-ზე მეტი კომპანიიდან შეარჩია. გაიცანით ბიზნეს დაჯილდოება 2023-ის გამარჯვებულები. ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის“ გაიმარჯვა „სტოქტონმა“, რომელიც არის ლეიბლი და მუსიკალური მენეჯმენტის კომპანია. მათი მომსახურება გულისხმობს როგორც უფრო კომფორტულ სამუშაო გარემოს მუსიკოსებისთვის, ასევე, უფრო მდიდარ მუსიკალურ პროდუქტს და საკონცერტო გამოცდილებას …

„შეუძლებელია ყველაფრის აღდგენა“ – გელათის კედლის მხატვრობა-მოზაიკის რეაბილიტაცია იწყება

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი გელათის მონასტერში სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს იწყებს. კომიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, წინასწარი მოკვლევით მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლზე გამოვლენილია 21 კრიტიკული კერა. ამ ეტაპზე შეუძლებელია თქმა, გელათის ღვთისმშობლის ტაძრის დაზიანებული მოზაიკის და კედლის მხატვრობიდან რისი გადარჩენა მოხერხდება. ძეგლზე გერმანელი, ინგლისელი და იტალიელი სპეციალისტები იმუშავებენ. „ჩამოსულია მხატვრების ჯგუფი – კონსერვაციის ხელმძღვანელები სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედესი. მათ გუშინ …

„წელს ნამდვილად დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზა“ – მინისტრი

„ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა წელს დასრულდება“ – აცხადებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ბათუმის შემოვლითი და ხულო-ზარზმის გზების მშენებლობა რომ საარჩევნო, 2024 წელს დასრულდებოდა, მთავრობამ ამის შესახებ გასულ 2023 წელს განაცხადა. არადა, ეს მშენებლობები, სულ ცოტა, 2023 წელს მაინც უნდა დასრულებულიყო. „ბათუმის შემოვლითი გზის ურთულესი პროექტი, რომლის მშენებლობა მიმდინარეობს რთულ …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 მარტის 21 საათიდან 13 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 425 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910] ტანკი – 6 747 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 12 901 ერთეული [+27] საარტილერიო სისტემა – 10 522 ერთეული [+23] MLRS – 1 016 ერთეული [+0] საზენიტო …

სარფის პლაჟზე ახალი კიბეებისა და პანდუსის მოსაწყობად 137 ათასი ლარია გამოყოფილი

ხელვაჩაურის მერია სარფის სანაპირო ზოლში პლაჟზე ჩასასვლელი კიბეების, პანდუსისა და ხის ბილიკების მოწყობას გეგმავს. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 137 ათას 294 ლარია გამოყოფილი. ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი „სარფის სანაპირო ზოლში პლაჟზე ჩასასვლელი კიბეების, ბილიკის, პანდუსის, საშხაპეებისა და გასახდელების მოწყობაზე“ გამოაცხადა, თუმცა, როგორც სამმართველოში გვითხრეს, ამ ტენდერით მხოლოდ კიბეების, ბილიკისა და პანდუსის მოეწყობა იგეგმება. …

რა ხდება ადიგენში მცხოვრებ მუსლიმებთან – დაგეგმილი შეხვედრა არ შედგა

დღეს, 11 მარტს, ადიგენის მერი მუსლიმი თემის წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა, თუმცა ეს შეხვედრა არ შედგა. ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის თქმით, შეხვედრა მუსლიმების თხოვნით გადაიდო. „დღეს არ იქნება შეხვედრა. მუსლიმებმა ითხოვეს, რომ კიდევ ერთი დღე მისცემოდათ კონსულტაციებისთვის. ნურც ხვალ დაგვირეკავთ, თუკი რაიმე საინტერესო იქნება, პრესკონფერენციას გავმართავთ და იქ ვუპასუხებთ კითხვებს“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში „ბათუმელებს“ ადიგენის …

მოქალაქეები ითხოვენ ონკოპაციენტებს დაუფინანსდეს სადიაგნოსტიკო და გეგმიური საკონტროლო კვლევები

„Motxovna N……. Ar dakmayofilda. Damatebiti informaciistvis gtxovt mimartot servis centrs,“ – ამ შინაარსის ტექსტს იღებენ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსგან პაციენტები, რომლებსაც სკრინინგის შემდეგ კიბო აღმოაჩნდათ და ანალიზების დასაფინანსებლად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მიმართეს. სწორი დიაგნოზის დასმისათვის, მკურნალობის სწორად წარმართვისთვის და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის საჭიროა მთელი რიგი სადიაგნოსტიკო კვლევები, რომელსაც სახელმწიფო არ აფინანსებს. თანხა, რომელიც კვლევებს სჭირდება ხშირად …

„31 წლის კაცის გადმოსვენებას ვითხოვთ საფრანგეთიდან, ის 3 თვის წინ მოკლეს“ – აქცია ბათუმში

„ჩვენ მთავრობას არც ფულს ვთხოვთ და არც საჭმელს, დაგვეხმაროს მთავრობა იმაში, რომ ცხედარი ჩამოგვასვენებინოს,“ – ამბობს გენადი შაინიძე, რომელსაც დღეს, 11 მარტს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წინ შევხვდით. საუბარია 2023 წლის 17 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე – 31 წლის მარადი სურმანიძე საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში მოკლეს. ფრანგული მედიის ცნობით, გამოძიებას აქვს ვერსია, რომ კაცის მკვლელობას თავის ცოლს ედავებიან. …

რას ითხოვენ პლაჟის მოიჯარეები და როგორია აჭარის მთავრობის პასუხი – ვიდეო

„ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ არ აქვს სამართლებრივი საფუძველი, 3-წლიანი ხელშეკრულებებით გადასცეს პლაჟი. თუმცა დავიშალეთ იმ პირობით, რომ ამ საკითხზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დაელაპარაკება,“ – ამბობს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, რომელიც პლაჟის მოიჯარეების დახურულ შეხვედრას დაესწრო აჭარის მთავრობაში. დღეს, 11 მარტს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ბათუმის სანაპირო ზოლზე დასაქმებულმა, პლაჟის მოიჯარეებმა საპროტესტო აქცია …

ოპოზიცია მერს უხარისხო სამუშაოებისთვის აკრიტიკებს, ლევან ზოიძე მათ „განულებულ უსაქმურებს“ უწოდებს 

საკრებულოს ოპოზიცია ქობულეთის მერს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ჩაბარებაში ადანაშაულებს, მერი კი მათ „დესტრუქციულ ძალას“ და „განულებულ უსაქმურებს“ უწოდებს. ქობულეთის მერიის არაეფექტურ მუშაობაზე ცოტა ხნის წინ სახელმწიფო აუდიტმაც გამოაქვეყნა ვრცელი დასკვნა. ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, სოლომონ ბაჯელიძე აცხადებს, რომ ქობულეთის მერიის შენობის გარემონტებული ნაწილი მერიამ უკვე ჩაიბარა, „გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტები, თუმცა შესრულებული სამუშაოები უხარისხოა“. სოლომონ ბაჯელიძემ …

8 პირი დავაკავეთ აჭარასა და თბილისში ნარკოდანაშაულზე – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისსა და აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ფსიქოტროპული ნივთიერებების, ასევე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და მათი უკანონო რეალიზაციის მომზადება. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულების პირადი ავტომობილების, საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე დაკავებულების მიერ მითითებული ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას …

როდის ერგება ქონება არარეგისტრირებულ ცოლს? – უზენაესი სასამართლოს განმარტება

რა შემთხვევაში შეიძლება ერგოს არარეგისტრირებულ მეუღლეს ქონება? – „ბათუმელები“ ბათუმში მცხოვრებ 83 წლის „ციალა პერტიას საქმეზე“ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაეცნო. „წინამდებარე საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ 1985 წლიდან 2014 წლამდე მოსარჩელე მამკვიდრებელთან, მის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა სადავო ბინაში. არავის სადავოდ არ გაუხდია, რომ იგი მამკვიდრებელთან 29 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 424 980 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920] ტანკი – 6 739 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 12 874 ერთეული [+24] საარტილერიო სისტემა – 10 499 ერთეული [+33] MLRS – 1 016 ერთეული [+1] საზენიტო …

ერგეში ანგრევენ სტადიონს, რომლის მოწყობაზეც 50 ათასი დაიხარჯა – აქ სოციალური სახლი უნდა ააშენონ

ხელვაჩაურში, ერგეში სოციალურ სახლს აშენებენ და მინი-სტადიონს ანგრევენ. „აუცილებელი იყო ეკომიგრანტებისთვის სახლის მშენებლობა იქ დაგეწყოთ, სადაც ცოტა ხნის წინ მინისტადიონი ააშენეთ? 10 მეტრით ვერ გაიწევდა სამშენებლო მოედანი? კორპუსს რომ ააშენებთ და იქ ოჯახებს შეასახლებთ, ამ ხალხს არ დასჭირდება სპორტული სივრცე თუ ახალ სტადიონს ააშენებთ? ბევრი ფული გაქვთ?“ – ეს შეკითხვა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მალხაზ ჭკადუამ …

„ძმამ მითხრა, ქონება ბიჭისააო და ჩემს სახლში ვეღარ შევდივარ“ – 75 წლის ქალი 9 წელია სამართალს ეძებს

„ძმამ მითხრა, ქონება მარტო ბიჭს ეკუთვნისო და ჩემზე ფიზიკურად რამდენჯერმე იძალადა, სახლში ვეღარ შევდივარ,“ – ამბობს 75 წლის ლიანა გიორბელიძე. სმენადაქვეითებულ, მარტოხელა ქალს აღარ სურს დაბრუნდეს სახლში, რომლის ერთ-ერთი მესაკუთრეც [50%] თავადაა. სახლი ბაგრატიონის ქუჩაზეა და იგი საზიაროა ძმასთან. ლიანა გიორბელიძე ქონების თანაბრად გაყოფას ითხოვს და ამბობს, რომ მოძალადე ძმასთან ცხოვრება აღარ სურს. დაპირისპირება და-ძმას …

3 შვილის დედას ახალგაცნობილი კაცი მასთან ქორწინებას აიძულებდა – რა თქვა სასამართლომ

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2023 წლის სტატისტიკის მიხედვით, შარშან საქართველოში ადევნებისა და უკანონო თვალთვალის [სსკ-ის 151 მუხლის პრიმა ერთი] 118 ფაქტი დაფიქსირდა, 2022 წელს კი – 115. ერთ-ერთი მათგანი, ვინც ადევნების მსხვერპლი გახდა, ზუგდიდში მცხოვრები ხატია [სახელი შეცვლილია] იყო. ხატიას, რომელსაც 3 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, ახალგაცნობილი კაცი – მერაბი აედევნა. პროკურატურის ვერსიით, კაცი ქორწინებაში მყოფ ქალს …

მუსლიმების აქცია ბათუმის მეჩეთთან – „ვითხოვთ სამართლიან პირობებს“

„ხელისუფლებას მინდა მივმართო: ერთი თვის შემდეგ, როცა მარხვა დასრულდება, თქვენ აუცილებლად მოხვალთ მეჩეთში სადღესასწაულო ლოცვაზე, ამას მუდმივად აკეთებთ,“ – თქვა დღეს, 10 მარტს, ბათუმის მეჩეთთან გამართულ საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას ჰურიე აბაშიძემ, – „მოხვალთ და თვალებში ჩახედავთ ამ ადამიანებს, ეტყვით, რომ ტოლერანტული სახელმწიფო გვაქვს, რომელიც აღიარებს ყველა ადამიანის რელიგიას და გამოხატვის თავისუფლებას. თუმცა თქვენ თუ ამ …

ხაჭაპურის საშუალო ფასი 3.3 %-ით გაიზარდა – „მხოლოდ საფუარი გაიაფდა“

2024 წლის თებერვალში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის საშუალო ფასი 6.83 ლარი იყო. ეს 3.3 %-ით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს, თუმცა წლიურ მაჩვენებელში,  2023 წლის თებერვალთან შედარებით, ხაჭაპურის ფასი 1.5%-ით შემცირდა. ეს ISET-ის, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის „ხაჭაპურის ინდექსის“ ახალი მონაცემია. ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 მარტის 21 საათიდან 11 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 424 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +900] ტანკი – 6 731 ერთეული [+19] ჯავშანტექნიკა – 12 850 ერთეული [+27] საარტილერიო სისტემა – 10 466 ერთეული [+38] MLRS – 1 015 ერთეული [+3] საზენიტო …

„მიუღებელია რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა“ – ომბუდსმენი ადიგენში მომხდარ დაპირისპირებაზე

„სახალხო დამცველისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველი დღეს, 9 მარტს ავრცელებს. ადიგენის ცენტრში მუსლიმებს კერძო საკუთრებაში პარასკევის ლოცვაზე მიუვარდნენ. „გამოდი, გამოეთრე გარეთ“, „გაგიხევ სახეს, დედას ვფიცავ თუ არ დაგტოვო კოჭლი“, – ასე მიმართავდა შენობაში მყოფ პირს, ერთ-ერთი კაცი, რომელსაც სასულიერო პირის სამოსი ეცვა. სახლის …

ქალს თანასოფლელ ზურასთან ჰქონდა ურთიერთობა – რა თქვა მოსამართლემ პირადი კადრების გადამღებ კაცზე

რა ხდება, როცა ქალის დამორჩილებას ფარულად გადაღებული კადრებით ცდილობენ? – „ბათუმელები“ უზენაესი სასამართლოს რამდენიმე განჩინებას გაეცნო 2023 წლიდან დღემდე: საქმეებს, რომლებიც პირადი ცხოვრების, პირადი საიდუმლოს ხელყოფას ეხება, ასევე ადევნებას, რომელიც 2017 წლიდან გახდა სისხლის სამართლის წესით დასჯადი. ამ კატეგორიის საქმეებში მსხვერპლი ძირითადად ქალია – მოძალადის ცოლი, ან ყოფილი ცოლი. „ანას საქმეში“ კი [სტატიაში სახელები შეცვლილია], …

ხელისუფლება არ იძიებს, რა მოხდა ადიგენში – მუსლიმებს პარასკევის ლოცვაზე მიუვარდნენ

შინაგან  საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე ვერ გვიპასუხეს: დაიწყო თუ არა გამოძიება ადიგენში გუშინ, 8 მარტს მომხდარ დაპირისპირებაზე? პროკურატურაში კი გვითხრეს, რომ ამ უწყებას გამოძიება არ დაუწყია. საუბარია ადიგენის ცენტრში მომხდარ შემთხვევაზე – მუსლიმებს კერძო საკუთრებაში პარასკევის ლოცვაზე მიუვარდნენ. „გამოდი, გამოეთრე გარეთ“, „გაგიხევ სახეს, დედას ვფიცავ თუ არ დაგტოვო კოჭლი“, – ასე მიმართავდა შენობაში მყოფ პირს, …

„ეს იგივეა, მოკლა ადამიანი. ხელისუფლება თავადაა ეჭვმიტანილი“ – ბესელია ფარული კადრებით ქალების შანტაჟზე

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოში გავლენიან და ცნობილ რამდენიმე ქალს პირადი ცხოვრების ფარული კადრები გაუვრცელეს, ზოგს კი ამით დაემუქრნენ. სწორედ მას შემდეგ ფარული კადრების გავრცელებით დაშანტაჟების შემთხვევებმა იმატა – ამ მეთოდით ემუქრებიან უკვე არამხოლოდ ცნობილი ქალებს, არამედ დიასახლისებს და მოზარდ გოგონებსაც კი. კაცი პარტნიორ ქალს ინტიმური ფოტოების გავრცელებით ემუქრებოდა“ – ეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის …

ბათუმში 19 წლის ბიჭს ეძებენ, რომელიც 5 მარტს გაუჩინარდა

ბათუმში 19 წლის ნიკა ცეცხლაძეს ეძებენ. ნიკა ცეცხლაძის მამა, ემზარ ცეცხლაძე ამბობს, რომ შვილი 5 მარტის შემდეგ აღარ უნახავთ. ნიკა ცეცხლაძე სტუდენტია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ შსს ჩართულია სამძებრო სამუშაოებში.  

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 423 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +850] ტანკი – 6 712 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 12 823 ერთეული [+25] საარტილერიო სისტემა – 10 428 ერთეული [+53] MLRS – 1 012 ერთეული [+1] საზენიტო …

მეგობრები იპარავდნენ, მეც მინდოდა იგივე მექნა – 16 წლის მოზარდი ბათუმიდან

„14 წლის ვიყავი პირველად რომ მოვიპარე. ვსეირნობდით მე და დაქალი, როცა გზაში მისი მეგობრები შეგვხდნენ. სიგარეტი არ ჰქონდათ და სიგარეტი ვიყიდოთ, თან წვენები დავითრიოთო. მე ხმას არ ვიღებდი. წავიდნენ მაღაზიაში, გამოიტანეს რაღაცები და გაიქცნენ. დაქალი მეუბნება, წამო, არ გინდა ჩვენც გავაკეთოთო? მე მეშინია-მეთქი. ძალიან ცუდად მითხრა – „მშიშარა ხარ“. არ ვარ მშიშარა-მეთქი. შევედით მაღაზიაში. დაქალმა [ჯიბეებში] …

რა სინდრომზე მიუთითებს მუცლის ირგვლივ ცხიმის დაგროვება

მეტაბოლური სინდრომი არის მდგომარეობა, როცა ადამიანს აღენიშნება სამი ან მეტი ისეთი სიმპტომი, რომელიც ზრდის გულის დაავადების, ინსულტის და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის რისკებს. ამ მდგომარეობებიდან თვალით აღქმადი მხოლოდ ერთი – მუცლის ირგვლივ ცხიმის დაგროვებაა. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის” ენდოკრინოლოგი გიზო გორგილაძე ამბობს, რომ თითოეული ეს მდგომარეობა განკურნებადი და მართვადია ცხოვრების წესის ცვლილებებით და/ან მედიკამენტებით. 2022 წლის …

ფარული კადრებით შანტაჟის ისტორიები სასამართლოდან

მას შემდეგ, რაც საქართველოში გავლენიან და ცნობილ რამდენიმე ქალს ფარული კადრები გაუვრცელეს, ზოგს კი ამით დაემუქრნენ – ფარული კადრების გავრცელებით დაშანტაჟების შემთხვევებმა იმატა. ამ ტიპის დანაშაულის ჩადენა კი ძირიტადად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო. „კაცი პარტნიორ ქალს ინტიმური ფოტოების გავრცელებით ემუქრებოდა“ – ეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი ბოლო ინფორმაციაა იმაზე, რომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს …

ბათუმში, რუსთაველზე 8-სართულიან კორპუსს აშენებენ, რომელსაც პარკინგი არ ექნება

ბათუმში, რუსთაველის #37-ში, სამშობიარო სახლის გვერდით, რვასართულიან მრავალბინიან კორპუსს ააშენებენ, დამატებით ერთი მიწისქვეშა სართულით. ნებართვა გაცემულია. პროექტი ავარიული სახლის ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში დაამტკიცეს. კომპანიამ კ2 კოეფიციენტის გაზრდა 6,0-მდე მოითხოვა. სამშენებლო ნაკვეთი ძეგლის დაცვის ზონაშია, მომიჯნავედ მდებარე სამშობიარო სახლს ძეგლის სტატუსი აქვს. დოკუმენტების მიხედვით, პროექტის დამტკიცებას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში დაეთანხმნენ. გარდა იმისა, რომ კორპუსი …

რესურსცენტრებს არ აქვთ ერთიანი სამოქმედო გეგმა, მისაღწევი მიზნები არ არის მკაფიო – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტმა საგანმანათლებლო რესურსცენტრების ეფექტურობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2019-2021 წლებს მოიცავს. რესურსცენტრების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს, სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში სასწავლო პროცესის და გარემოს მონიტორინგი. თუმცა, როგორც აუდიტი წერს, რესურსცენტრებს არ აქვთ განსაზღვრული მონიტორინგის ჩატარების პერიოდულობა და სკოლების დაფარვის სიხშირე. „აღნიშნული კი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესისა და გარემოს გაუმჯობესების საფუძველია“, – წერს აუდიტი. მათივე შეფასებით, …

„გამოდი, გამოეთრიეთ გარეთ“ – ადიგენში მუსლიმებს პარასკევის ლოცვაზე მიუვარდნენ

დღეს, 8 მარტს, ადიგენის ცენტრში, იუსუფ მიქელაძის საკუთრებასთან დაპირისპირება მოხდა. „გამოდი, გამოეთრიე გარეთ“, „გაგიხევ სახეს, დედას ვფიცავარ თუ არ დაგტოვო კოჭლი“ – ასე მიმართავდა შენობაში მყოფ პირს, ერთ-ერთი კაცი, რომელსაც სასულიერო პირის სამოსი ეცვა. სახლის გარეთ, ათობით პოლიციელი და ადამიანების დიდი ჯგუფი იდგა, მათ შორის იყვნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც. „ბათუმელებმა“ სიტუაციაში გარკვევის მიზნით, სახლის მეპატრონესთან …

„მარიონეტი მოსამართლე გოგუაძე კონსტიტუციის, ხალხის უვადო მტერი“ – პროტესტი საშაურმეზე

„ვითხოვ, პასუხისგებაში მიეცეს ინსპექტორი, რომელმაც გასული წლის 8 მარტს ჩემს თანამშრომელ ქალზე ფიზიკურად იძალადა. ამ შემთხვევას დღემდე არ იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური,“ – აცხადებს მოქალაქე  ვაჟა თავართქილაძე. ეს ის კაცია, რომელმაც ბათუმში, გორგილაძის ქუჩის დასაწყისში მდებარე, საკუთარი საშაურმის ვიტრინაზე გასულ წელს გამოაკრა განცხადება: „ბათუმის ზონდერი მერი ხალხის მტერი“. კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის ეს მოქალაქე …

შეიცვალოს გაუპატიურების მოძველებული განმარტება – ქალთა მოძრაობა

ქალთა მოძრაობა 8 მარტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოითხოვს, შეიცვალოს გაუპატიურების დეფინიცია კანონში. ქალთა მოძრაობის განცხადებით, საქართველოში, სადაც სექსუალური ძალადობა გენდერული ძალადობის ყველაზე ფარული ფორმაა, საქართველოს კანონმდებლობა აცდენილია საერთაშორისო სტანდარტებს და საუკეთესო პრაქტიკას. „წლებია, ქალთა მოძრაობა ვითხოვთ, შეიცვალოს გაუპატიურების მოძველებული დეფინიცია (სსკ-ის 137-ე მუხლი) და, სტამბოლის კონვენციის შესაბამისად გაუპატიურებად განისაზღვროს მსხვერპლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა …

Exit mobile version