ახალ ბულვარში საპირფარეშოს ააშენებენ – დაიხარჯება 142 ათასი ლარი

ახალი ბულვარის ტერიტორიაზე საპირფარეშოს მოსაწყობად ბულვარის ადმინისტრაციამ ცალკე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 142 ათას 403 ლარია. გამარჯვებულმა სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან ორ თვეში უნდა დაასრულოს. აღნიშნული საპირფარეშოს მოწყობა ბულვარის ადმინისტრაციას აქამდე სხვა ტენდერის ფარგლებში ჰქონდა დაგეგმილი, რომელიც ბულვარში ახალი საბავშვო კუთხის მოწყობას ითვალისწინებდა. საბავშვო კუთხისა და საპირფარეშოს მოსაწყობად კი მთლიანობაში 499 ათას 575 ლარი იყო გათვალისწინებული. …

მარტო „ოცნებას“ ვერ დავამარცხებთ – ინტერვიუ ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერთან

„ყველა ადგილს სიაში ვერ დავუთმობთ,“ – გვითხრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის წევრმა, დავით ხაჯიშვილმა, რომელსაც ოპოზიციის ერთობაზე ვკითხეთ: რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია გაერთიანებას? ამ ეტაპზე ოპოზიციის გაერთიანების ნიშნების არ ჩანს. ერთობის გარეშე კი, კვლევების მიხედვით, ხელისუფლების შეცვლის ალბათობა მცირდება. როგორ უყურებენ ოპოზიციაში გამარჯვების შანსს, როცა არჩევნები 5%-იანი ბარიერის პირობებში ტარდება, რაც ცალ-ცალკე …

„ხალხური თამაშობები აჭარაში“ – ტურიზმის სააგენტო ახალ წიგნს ბეჭდავს

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით ახალი სახელმძღვანელოს – „ხალხური თამაშობები აჭარაში“ გამოცემა იგეგმება. წიგნზე მუშაობა უკვე დაწყებულია. „ამ ეტაპზე რეგიონში შემონახული 50-ზე მეტი ტრადიციული თამაშია მოძიებული. წიგნის გამოცემის მიზანი აჭარის ეთნოკულტურულ სინამდვილეში შემონახული ტრადიციული, არქაული თამაშების თავდაპირველი სახის აღდგენა, სათამაშოების მოძიება-შესწავლა და მათი პოპულარიზაციაა. წიგნში შეტანილი თამაშობები ორიგინალური ილუსტრაციებით იქნება დასურათებული, რომელზეც ეთნო მხატვარი …

ძველი ლიფტების შეცვლა ბათუმში – 5 მილიონიანი ტენდერისთვის ბრძოლა ხელახლა იწყება

ბათუმში 60-მდე ლიფტის შესაცვლელად 5-მილიონიანი ტენდერი, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით უარყოფითი შედეგით დასრულდა, ამიტომ იგივე მომსახურებაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადეს. სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ განმეორებით გამოცხადებულ ტენდერში პირობები არ შეცვლილა. იგივე დარჩა შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაც – 5 264 551 ლარი. ახალ ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 7 აპრილს დაიწყება და 12 აპრილს …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 23 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 435 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050] ტანკი – 6 852 ერთეული [+12] ჯავშანტექნიკა – 13 130 ერთეული [+19] საარტილერიო სისტემა – 10 811 ერთეული [+36] MLRS – 1 018 ერთეული [+0] …

„სუვერენი მოისყიდის ეკლესიას, ის მოუპოვებს ვასალებს“ – თეოლოგი ეკლესიისთვის 35 მილიონის დამატებაზე

ეკლესიის მხარდაჭერის შესყიდვა პირდაპირი წესით, წინასაარჩევნოდ – ასე „გაშიფრა“ თეოლოგმა, მირიან გამრეკელაშვილმა ეკლესიისთვის დამატებით 35 მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება. პრემიერ ირაკლი კობახიძის დავალებით განათლებისა სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების პროგრამის 2024 წლის ბიუჯეტიდან 35 მილიონი ლარი საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ 50 დაწესებულებაზე უნდა მიმართოს. მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ასევე ფინანსდება 25 მილიონი ლარით. ამ …

„ოცნება“ ყიდულობს ეკლესიის კეთილგანწყობას“ – ახალი წარწერა ბათუმში, მოქალაქის საშაურმეზე

„ანაფორიან ღ…. მილიონები!!! მშიერ მოსწავლეებს მარხვა???“ – ეს წარწერა მოქალაქე ვაჟა თავართქილაძემ ბათუმში, საკუთარი საშაურმეს ვიტრინაზე დღეს, 22 მარტს გამოაკრა. მოქალაქე ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტეტს, რომლის მიხედვითაც საპატრიარქოს ბიუჯეტიდან ყოველწყლიური 25 მილიონის გარდა, დამატებით 35 მილიონი ლარი გამოუყვეს. „ოცნება“ ყიდულობს ეკლესიის კეთილგანწყობას, რათა ამ უკანასკნელმა იმუშაოს მრევლზე სახელისუფლებო პარტიისთვის ხმების მისაცემად. ეს არის აშკარა წინასაარჩევნო მოსყიდვა,“ …

რას უპირებენ ბავშვებს, რომლებიც კანონს არღვევენ – იზოლირებულ სახლებში „ჩასმის“ პერსპექტივა

„ფაქტობრივად არარსებულ სისტემაში ერთ შენობას აწყვეტინებ თითქოს პრობლემას. ვერ გადაწყდება ასე ეს პრობლემა,“ – კატეგორიულია ბავშვთა უფლებების იურისტი, ანა არგანაშვილი, რომელსაც შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მიერ კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე ვესაუბრეთ. შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს ე.წ. გერმანულ მოდელზე, რომელიც ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების იზოლირებულ …

რუსეთში ორი ციხე იხურება, პატიმრები ომში მიდიან

რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში ორი ციხე იხურება „ოპტიმიზაციისა და ეკონომიის მიზნით”. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს ადამიანის უფლებათა კომისრის, მარკ დენისოვზე დაყრდნობით. რუსეთის ხელისუფლება იწყალებს და ომში აგზავნის იმ დამნაშავეებს, რომლებიც უკრაინაში ბრძოლის სურვილს გამოთქვამენ. უცნობია, რამდენი პატიმარი გაგზავნა რუსეთმა უკრაინაში საომრად, თუმცა ცნობილია ის, რომ მათ შორის იყვნენ განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები, კანიბალებიც კი. გამოცემა წერს, რომ …

გადაარჩინეს ათობით ლტოლვილი, რომლებიც ამოტრიალებულ გემზე იმყოფებოდნენ

ინდონეზიელმა მაშველებმა ათობით როჰინჯა მუსლიმი ლტოლვილი გადაარჩინეს, რომლებიც ამოტრიალებული ხის პატარა გემის კორპუსზე ცდილობდნენ გადარჩენას. „ასოშიეითედ პრესის“ ცნობით, ამოტრიალებულ გემზე მყოფი კაცები, ქალები და ბავშვები ტიროდნენ, როდესაც სამაშველო ოპერაცია დაიწყო და მაშველებმა მათი რეზინის ნავზე გადასმა დაიწყეს. უცნობია, რამდენი ლტოლვილი იმყოფებოდა პატარა გემზე, რომელიც გუშინ 20 მარტს ამოტრიალდა ინდონეზიის ჩრდილოეთ სანაპიროზე. სამაშველო ოპერაციების შემდეგ, დაახლოებით …

რა ხდება რუსეთ-უკრაინის ომში – უკრაინის გენშტაბის ბოლო ცნობები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 22 მარტის მონაცემებით, რუსული ძალები აგრძელებენ ზეწოლას ფრონტის მთელ ხაზზე, ყველაზე აქტიურად კი – ნოვოპავლოვსკის, ბახმუტისა და ლიმანის მიმართულებით გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთმა განახორციელა 36 სარაკეტო და 55 საჰაერო დარტყმა, მოხდა 74 სამხედრო შეტაკება. გენშტაბის ცნობით, კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ძალებმა 2 წარუმატებელი თავდასხმა განახორციელეს უკრაინის პოზიციებზე; ლიმანის მიმართულებით …

კოტეჯების მდინარისგან დასაცავად ჯებირი უნდა ააშენონ – რა შენიშვნები აქვს სააგენტოს

ხელვაჩაურის სოფელ ორთაბათუმში კოტეჯების მდინარისგან დასაცავად საყრდენი კედლის მოწყობაზე სკრინინგის პროცედურა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეწყვიტა. სააგენტოს ინფორმაციით, სკრინინგის განცხადებაში გარკვეული საკითხები დასაზუსტებელია. მდინარე ყოროლისწყლის კალაპოტში აშენებული კოტეჯების წყალდიდობისგან დასაცავად 216 მეტრი სიგრძის ნაპირდამცავი ნაგებობის მოწყობაა დაგეგმილი. ნაგებობის აშენებას შპს „ზულუ ვი აი პი ბლუმუნი“ გეგმავს, რომელმაც სააგენტოს სკრინინგის განცხადებით მიმდინარე წლის იანვარში მიმართა. „ზულუ ვი.აი.პი …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 მარტის 21 საათიდან 23 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვა; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: …

122 ათასი ლარი დაიხარჯება ბათუმში 2 დღით სცენის მოსაწყობად

ბათუმში საზაფხულო ფესტივალისთვის – „ზაფხული იწყება აქ“ – საკონცერტო სცენის მოსაწყობად აჭარის ბიუჯეტიდან 122 ათასი ლარია გათვალისწინებული. ღონისძიების ჩატარება ანბანის კოშკის მიმდებარედ 2024 წლის ივნისის თვის პირველ ნახევარშია დაგეგმილი. ფესტივალი ორდღიანი იქნება [ტენდერის პირობებში აღნიშნულია, რომ დღეები დაზუსტდება ამინდის გათვალისწინებით და „ზუსტი თარიღი მიმწოდებელს ეცნობება ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში“]. აღნიშნული ფესტივალით ბათუმში 2024 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 434 710 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +870] ტანკი – 6 840 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 13 111 ერთეული [+37] საარტილერიო სისტემა – 10 775 ერთეული [+35] MLRS – 1 018 ერთეული [+0] საზენიტო …

ნარკომოვაჭრეებს ხელისუფლებაში ჰყავთ მფარველები, ყველა ლოგიკით ასეა – ნაცვლიშვილი

„ბოლო პერიოდში ნარკომოხმარების პრობლემა პანდემიასავით გვაქვს ქვეყანაში“, – ამბობს პარლამენტარი ანა ნაცვლიშვილი. „ბათუმელები“ მას ახალგაზრდებში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების ზრდის პრობლემასა და ამ პრობლემის აღმოფხვრის გზებზე ესაუბრა. ქალბატონო ანა, ბოლო კვლევებით საქართველოში 51%-ით არის გაზრდილი ნარკოდანაშაული, ასევე გაზრდილია ბავშვებსა და მოზარდებში სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკის მოხმარება. თქვენი აზრით, რა ნაბიჯებია გადასადგმელი ამ რეალობის შესაცვლელად? პრობლემები ყოველთვის იყო, …

ბათუმში ქართული მენიუს არქონის გამო 6 ობიექტი დააჯარიმეს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ბათუმში 6 მოვაჭრე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა. „მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ობიექტებმა არ შეასრულეს“. საუბარია სავაჭრო ობიექტებში, მათ შორის რესტორნებსა და კაფე-ბარებში ქართული მენიუს და ქართულ ენაზე მომსახურების არარსებობაზე. „მოვაჭრეებს ევალებოდათ თავიანთი ობიექტები სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა“- აცხადებს კონკურენციის სააგენტო. …

რა მისამართებზე შეწყდება ხვალ გაზის მიწოდება ბათუმში

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 22 მარტს ბათუმის 3 ქუჩაზე გაზი გაითიშება. კერძოდ: 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება აღმაშენებლის ქუჩის #1 ნომერში მცხოვრებ 254 აბონენტს; ასევე, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზი შეუწყდება ფიროსმანის ქუჩის 8 ნომერში მცხოვრებ 57 აბონენტს; ამავე პერიოდში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, გაზი შეუწყდება პეტრე ბაგრატიონის ქუჩის 198ა ნომრის 217 აბონენტს. „სოკარის“ ცნობით, …

რუსეთის მორიგი სარაკეტო თავდასხმა კიევზე – არიან დაშავებულები

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 21 მარტს, ღამე, რუსეთმა კიევს „ისკანდერისა“ და „კინჯალის“ ბალისტიკური რაკეტებით და 29 ფრთოსანი რაკეტით შეუტია. ოფიციალური კიევის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა რაკეტა ჩამოაგდო, თუმცა რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად კიევში საცხოვრებელ კორპუსებში ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა ეკლესია, საბავშვო ბაღი და დაიწვა რამდენიმე ავტომანქანა. ცნობილია, რომ კიევში რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაშავდა 13 …

ბათუმის ციხეში პატიმარი 27-ჯერ გადაიყვანეს დეესკალაციის ოთახში – საქმე საკონსტიტუციოში

„მაგალითად, N3 დაწესებულებაში [ბათუმის ციხე], ერთ შემთხვევაში პატიმარი 2020 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში, დეესკალაციის ოთახში გადაყვანილი იქნა 27-ჯერ, საიდანაც აღნიშნული პატიმარი 4 შემთხვევაში, დეესკალაციის ოთახში ფაქტობრივად უწყვეტად წუთებისა და საათების ინტერვალებით მოთავსებული იყო 9, 7, 6 და 4 დღის განმავლობაში. გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში, დეესკალაციის ოთახიდან პატიმრის გამოყვანისა და შეყვანის დროდ ერთი და იგივე …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 433 840 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +750] ტანკი – 6 832 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 13 074 ერთეული [+16] საარტილერიო სისტემა – 10 740 ერთეული [+26] MLRS – 1 018 ერთეული [+1] საზენიტო …

რატომ არ იაფდება პროდუქტები, როცა რუსები საქართველოს ტოვებენ? – ეკონომისტის მოსაზრება

რატომ არ იაფდება საკვები პროდუქტები საქართველოში, როცა რუსეთის მოქალაქეები საქართველოს ტოვებენ? სურსათის ფასების მკვეთრად გაზრდის დროს ვისმენდით არგუმენტს, რომ საქართველოში რუსეთის ათასობით მოქალაქე შემოდის, მოთხოვნა გაიზარდა და ესაა ფასების მატების მიზეზი. როდის გაიაფდება საკვები პროდუქტები საქართველოში? – „ბათუმელები“ სოსო ბერიკაშვილს ესაუბრა. ის კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანია. ბატონო სოსო, რატომ არ იაფდება საკვები პროდუქტები საქართველოში, …

საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვა შემცირდა

საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში ტვირთბრუნვა ბოლო სამი წლის სტატისტიკის მიხედვით შემცირებულია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატის] მონაცემებით, 2023 წელს ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული მთლიანი ტვირთების რაოდენობა 2,6 მილიონი ტონითაა შემცირებული. თუმცა ამავე პერიოდისთვის გაზრდილია გადატვირთული კონტეინერების რაოდენობა. მაგალითად, 2021 წელს სულ გადამუშავებული ტვირთის მოცულობა 16,5 მილიონი ტონა იყო, 2022 წელს ეს მაჩვენებელი შემცირდა 15 მილიონ …

თითქოს ვიღაცამ მოსწავლეობა წამართვა – 16 წლის ლიზა უკრაინიდან საქართველოში

„მეთერთმეტე კლასში ვარ. მეშვიდეში ვიყავი, როცა ბოლო გაკვეთილი ჩამიტარდა სკოლაში. მას მერე ჩემს კლასელებს, მასწავლებლებს მხოლოდ ეკრანზე ვხედავ, ონლაინგაკვეთილებზე. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მოზარდობის საუკეთესო წლები წამართვა ვიღაცამ. 2 წელი კოვიდის გამო ვიყავით სახლში ჩაკეტილები. მერე ომი დაიწყო და არავინ იცის, როდის დასრულდება“- ეს 16 წლის ლიზა იუხიმიკის მონათხრობია, რომელმაც დედასთან ერთად დატოვა უკრაინა ომის …

„ბევრი რამ აქვთ დასამალი“ – მოქალაქეები მოსამართლეებზე, რომელთაც შემოწმება აშინებთ

მედიაში არაერთი სიუჟეტი მომზადდა მოსამართლეების ქონებაზე, გამოჩნდა, რამდენი რამ აქვთ მათ დასამალი, ზოგიერთი საკმაოდ მძიმე დანაშაულს ჩადის… ამიტომაც, არ სურთ ეს შემოწმება, ამას კი, „ქართული ოცნება“ ფუთავს ისე, რომ აი, „დამპალი ევროპა გვმართავს“, იქეთ თავდასხმაზე გადადიან ნაცვლად იმისა, რომ გამჭვირვალობას დათანხმდნენ,“ – გვითხრა ნატა ფერაძემ. „აქციებზე როცა გვაკავებენ, სასამართლო პროცესის გამართვამდე წინასწარ ვარკვევთ: რამდენი დაგვაკავეს? …

საქართველოში ტურებს და მგლებს დაითვლიან – დაიხარჯება 355 ათასი ლარი

საქართველოში ტურისა და მგლის პოპულაციის არეალის დადგენა და რიცხოვნობის შეფასება, ასევე მათი გარემოდან ამოღების მიზნით რეკომენდაციების შემუშავებაა დაგეგმილი. „ტურის (Canis aureus) და მგლის (Canis Lupus) პოპულაციების არეალის და რიცხოვნობის შეფასება საქართველოში კლიმატის ცვლილების ფონზე და მათი მართვის გეგმების შემუშავებაზე“ ტენდერი ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ 355 ათასი ლარით გამოაცხადა. ტენდერში აღნიშნულია, რომ პროექტი უნდა განხორციელდეს ქალაქებსა …

„ამას ვებრძვით მთელი ცხოვრება“ – რა დახმარება არსებობს დამოკიდებული ადამიანებისთვის

ზური 33 წლისაა, ამბობს, რომ 16 წლიდან „თამაშობს“. ის თავისი ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთს აფასებს, როგორც „დაცემას“. „რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ფსკერზე აღმოვჩნდი. განსაკუთრებულად დიდი ვალი არ მქონია… მთავარი პრობლემა იყო საკუთარ თავთან დამოკიდებულება, მაგალითად, უკვე გადავედი ისეთ მოქმედებებზე, როგორიცაა ფულის სესხება და არ დაბრუნება, ავანტიურაზე წასვლა, ურთიერთობების აგება ფინანსური ინტერესით… რა თქმა უნდა, გარკვეული ვალებიც …

კომპანია ბათუმის მერიას ვალის, 1.3 მლნ-ის გადავადებას სთხოვს – ავარიული სახლების პროგრამა

შპს „კომუნა ჰოლდინგი“ ბათუმის მერიას გადაცემული ქონების საფასურის გადახდის გადავადებას სთხოვს. ბათუმში, იოსებ ნონეშვილის ქუჩაზე, №1-ის მიმდებარედ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1788 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ბათუმის მერიამ აჭარის მთავრობას პირდაპირი წესით გასასხვისებლად, „კომუნა ჰოლდინგისთვის“ გადასაცემად გადასცა. შეთანხმების მიხედვით საპრივატიზებო თანხა კომპანიას ბათუმის ბიუჯეტში უნდა შეეტანა. შპს „კომუნა ჰოლდინგი“ ბათუმის მერიის პროგრამის – „ბათუმი ავარიული …

ქობულეთში ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა

დღეს, 20 მარტს, ქობულეთში ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა. ფაქტი შს სამინისტროში დაგვიდასტურეს. დაშავებული პირი ქობულეთში, კლინიკაშია გადაყვანილი. შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240​-ე პრიმა მუხლით – ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა. „ბათუმელები“ დეტალებს აზუსტებს. ინფორმაცია განახლდება.

დაყაჩაღება ქობულეთში – რა მიუსაჯა სასამართლომ ბრალდებულებს

პროკურატურის ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების, ასევე პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტებზე ბრალდებული სამი პირი დამნაშავედ ცნო. „დადასტურდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ბრალდებულები ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში მდებარე საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ დაზარალებულებს, ერთ-ერთ დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავის არეში ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს, რის შემდეგაც …

რა ქუჩებზე შეწყდება გაზის მიწოდება ქობულეთში 21 მარტს

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 21 მარტს ქობულეთის ორ ქუჩაზე გაზი გაითიშება. 13:00 საათიდან 15:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება აღმაშენებლის ქუჩის 121 აბონენტს, ხოლო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე გაზი შეუწყდება თამარ-მეფის ქუჩაზე მცხოვრებ 95 აბონენტს. ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება სრულად აღდგება დღის ბოლომდე. „სოკარის“ ცნობით, გაზის გათიშვის მიზეზი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოებია. კომპანია აბონენტებს მოუწოდებს დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ …

რომელი ქვეყანაა ყველაზე ბედნიერი? – საქართველო 91-ე ადგილზეა

დღეს, 20 მარტს, ბედნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ბედნიერი ქვეყნების 2024 წლის ანგარიშის თანახმად, წელს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია. საქართველო ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში 91-ე ადგილზეა. გასულ წელს საქართველო ამავე რეიტინგში 90-ე ადგილზე იყო. რეიტინგში 105-ე ადგილზეა უკრაინა. ყველაზე ბედნიერი ქვეყნების პირველი ათეული კი ასე გამოიყურება: ფინეთი დანია ისლანდია შვედეთი ისრაელი ნიდერლანდები ნორვეგია ლუქსემბურგი შვეიცარია ავსტრალია …

„ოცნების ავტომობილი“ – „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ხატვის ადგილობრივი კონკურსი დასრულდა

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ უკვე მეორედ Toyota Motor Corporation-ის ხატვის საერთაშორისო კონკურსში  ჩაერთო. „ოცნების ავტომობილის“ შექმნა დასავლეთ საქართველოს 200 ბავშვისთვის ინსპირაციისა და იდეების გენერირების საშუალება გახდა.   „ოცნების ავტომობილის“ ხატვის გლობალურ კონკურსში  5-დან 15 წლამდე მოზარდები მონაწილეობდნენ. 9 გამარჯვებული 3 ასაკობრივ კატეგორიაში კომპანიის კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. მონაწილეებსა და გამარჯვებულებს „ტოიოტა ცენტრი ბათუმისგან“ სიგელები და სპეციალური, სამახსოვრო საჩუქრები …

ფასდაკლება თიბისი დაზღვევის დაზღვეულებისათვის ჯპს-სა და ფარმადეპოში

დღეიდან თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებლებს შეუძლიათ ჯპს-სა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში სხვადასხვა ბენეფიტით ისარგებლონ. „ჯპს-სა და ფარმადეპოსთან თანამშრომლობა ჩვენი მომხმარებლებისთვის ჯანმრთლეობაზე ზრუნვის გამარტივებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. დღეიდან ჩვენს დაზღვეულებს შესაძლებლობა აქვთ ფასდაკლებით შეიძინონ თავის მოვლის საშუალებები, ვიტამინები და საკვები დანამატები ნებისმიერ დროს. დასაწყისისთვის შეთავაზება მოიცავს 2 მიმართულებას, მაგრამ სამომავლოდ ბენეფიტები გაიზრდება და ჩვენი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 433 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +700] ტანკი – 6 828 ერთეული [+9] ჯავშანტექნიკა – 13 058 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 10 714 ერთეული [+16] MLRS – 1 017 ერთეული [+0] საზენიტო …

ბათუმის მერია ევროკავშირის გრანტს მიიღებს სათბური აირების გაფრქვევების კერების შესასწავლად

ბათუმის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის ინფორმაციით, მერიამ ევროკავშირის Interreg NEXT Black Sea Basin პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. ამის შესახებ სამსახურის უფროსი, რუსუდან ჟოჟაძე, საკრებულოში შესაბამისი განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში წერს. სამსახურის ინფორმაციით, საკონკურსო განაცხადი წარდგენილი იყო უზუნკოპრუს მუნიციპალიტეტთან [თურქეთის რესპუბლიკა], სტამბულის უნივერსიტეტთან და სხვა აპლიკანტებთან ერთად. წამყვანი აპლიკანტი [პარტნიორი] უზუნკოპრუს მუნიციპალიტეტია. პროექტის შემდგომი …

Exit mobile version