იმ მომენტიდან, როცა ბავშვი ფანქრის ხელში დაჭერასა და ფურცელზე გამოსახულებების გამოყვანას იწყებს, უფროსებს შესანიშნავი საშუალება ეძლევათ მათი ფიქრები და ემოციები წაიკითხონ, რადგან ბავშვები ხშირად თავიანთ შიშებსა თუ მოლოდინებს საიდუმლოდ ინახავენ. ფსიქოთერაპევტი, ბავშვთა და ოჯახის გეშტალტ-თერაპევტი ირმა კვაჭაძე ამბობს, რომ ბავშვების ნახატების სწორი ანალიზით შესაძლებელია მათი თვითშეფასებისა თუ გარშემომყოფებისადმი დამოკიდებულებების წაკითხვა: „ითვლება, რომ ფურცელი ფანჯარაა ბავშვის …
Category Archives: კვირის ამბები
დასაქმება კანადაში – კომპანია მოქალაქეებს თაღლითური ჯგუფის შესახებ აფრთხილებს
სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დარეგისტრირებულია გვერდი „სამუშაო ვიზები, დასაქმება“, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ვანკუვერში სამუშაო ვიზებს და შესაბამისად, დასაქმებას სთავაზობს. კანადური კომპანია კი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებს დასაქმებას სთავაზობენ, თავის ვებგვერდზე განცხადებას ავრცელებს თაღლითური ჯგუფების ყალბი შეთავაზების შესახებ. „თბილისში, წერეთლის #12-ში, პოლიციის შენობის უკან ვიყავით. ჩემს მეგობარს ვახლდი. შეგვხვდა 35-წლამდე კაცი, რომელმაც გვითხრა, რომ დასაქმების სანაცვლოდ თავდაპირველად 200 დოლარი უნდა გადაგვეხადა“, – …
Continue reading “დასაქმება კანადაში – კომპანია მოქალაქეებს თაღლითური ჯგუფის შესახებ აფრთხილებს”
ფულადი გზავნილები საქართველოში [ინფოგრაფიკა]
2017 წლის განმავლობაში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით $1.379 მილიარდი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 20%-ით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ფულადი გზავნილების ძირითად წყაროდ, საქართველოდან ემიგრირებული მოქალაქეების ფულადი გზავნილები მიიჩნევა. საქსტატის ბოლო მონაცემებით [2014-2016 წწ.], ემიგრანტთა ნაკადი საქართველოდან იზრდება. 2014 წელს მათი რაოდენობა 88, 704 იყო, რომელთა შორის 69 855 საქართველოს მოქალაქე …
Continue reading “ფულადი გზავნილები საქართველოში [ინფოგრაფიკა]”
ზონალური შეთანხმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი იცვლება
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო და ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე კომისიების წევრებმა „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტზე იმსჯელეს. დადგენილების პროექტის მიხედვით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი ახლებური ფორმით ჩამოყალიბდება. დღემდე …
Continue reading “ზონალური შეთანხმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი იცვლება”
Cranberries-ის ვოკალისტი, დოლორეს ორიორდანი გარდაიცვალა
ჯგუფ Cranberries-ის ვოკალისტი, 46 წლის დოლორეს ორიორდანი მოულოდნელად გარდაიცვალა. ინფორმაცია BBC-მ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა. Cranberries-ი 90-იანი წლების როკჯგუფია, რომლის მუსიკასაც ალტერნატივის, პოპროკისა და პოსტპანკის მიმდინარეობას მიაკუთვნებენ. ჯგუფმა დიდი გავლენა მოახდინა იმ პერიოდის მსმენელზე. დოლორესის გამორჩეული ვოკალისა და ჯგუფის ორიგინალური ჟღერადობის წყალობით Cranberries-ი 90-იანელთა თაობის საყვარელ ბენდად იქცა. ირლანდიელმა დოლორეს ორიორდანმა ჯგუფს საერთაშორისო აღიარება მოუტანა …
Continue reading “Cranberries-ის ვოკალისტი, დოლორეს ორიორდანი გარდაიცვალა”
დღესასწაული გლინტვეინის არომატით
ავტორი: თამარა მირიანაშვილი „კარგი რა, რა ცხელი ღვინო! დაასხი, ისე დავლიოთ!“ „აი, ღვინის გაცხელება როგორ შეიძლება, შეურაცხყოფას აყენებ!“ „ბრრრ, რა დამალევინებს ცხელ ღვინოს!“ მიუხედავად იმისა, რომ გლინტვეინის, გროგის, სანგრიას და სხვა მსგავსი სადღესასწაულო/საოჯახო სასმელების შესახებ, პირველად, ჯერ კიდევ ბაბოს ძველ სამზარეულოს წიგნებში წავიკითხე, ჩვენი და განსაკუთრებით ჩვენი მშობლების თაობისგან ასეთ და სხვა მსგავს რეპლიკებს ხშირად …
ახალი წელი არ იქნება – „დაგდაგანი“
„დაგდაგანი არის: ირაკლი შენგელია მალხაზის ძე, დაიბადა 1994 წლის ცივ გაზაფხულზე, მარტის პირველს. ცოტნე გორგოშიძემ ვაჟიშვილობა დაკარგა 2011 წლის 9 აპრილს. მათე ხურციძე რამაზის ძე დაიბადა და გაიზარდა 90-იანების ქუთაისში, მაგრამ არ არის ნასამართლევი. გადავარდება და დაიღუპება ხრამში. გიორგი ბულბულაშვილი (ბულბულა) დაიბადა და გაიზარდა. გიორგი კოჭლაშვილი – უყვარს დალევა“. რამდენიმე ლაივჩანაწერისა და youtube-ზე ატვირთული სიმღერების …
საახალწლო ღონისძიებები პატიმართა შვილებისთვის
„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, იმერეთში, გურიაში, სამეგრელოსა და აჭარაში პატიმართა შვილებისთვის საახალწლო ღონისძიებები გაიმართა. იმერეთსა და გურიაში ბავშვები გასართობ ცენტრს ეწვივნენ და მშობლებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატარეს, საღამოს დასასრულს მათ საჩუქრები შეხვდათ თოვლის პაპასგან. ბათუმში მოზარდები ზოოტოპიას ესტუმრნენ და ცხოველები დაათვალიერეს, ბევრი მათგანი პირველად აღმოჩნდა ეგზოტიკურ გარემოში. შემდეგ საღამო …
Continue reading “საახალწლო ღონისძიებები პატიმართა შვილებისთვის”
2017 წლის საუკეთესო ფოტოები დრონსტაგრამიდან
დრონსტაგრამი სოციალური ქსელია და აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფოტოგრაფებს, რომლებიც გვერდზე დრონით გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ. დრონსტაგრამზე ყოველდღიურად ათასობით ფოტო იტვირთება. საიტზე დარეგისტრირება და დრონით გადაღებული კადრების განთავსება ყველას შეუძლია. დრონსტაგრამის ფოტოებს სხვა ტიპის კადრებისგან უცნაური პერსპექტივა და დიდი სიმაღლიდან ხედვის კუთხე გამოარჩევს. დრონსტაგრამი ყოველწლიურად დრონით გადაღებული საუკეთესო ფოტოების კონკურსს აწყობს. ცოტა ხნის წინ სოციალურმა ქსელმა …
Continue reading “2017 წლის საუკეთესო ფოტოები დრონსტაგრამიდან”
ენმ სოციალურად დაუცველთათვის 300 ლარიანი კომუნალური ვაუჩერების დარიგების ინიციატივით გამოდის
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აჭარაში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 300 ლარიანი კომუნალური ვაუჩერების დაწესების ინიციატივით გამოდის და ამ მიზნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. „ხელისუფლების დაპირებისამებრ, ნაცვლად ტარიფების შემცირებისა, ყოველწლიურად იზრდება კომუნალური გადასახადები. ახლახან გაძვირდა ელექტროენერგია, რაც მძიმე ტვირთად დააწვა სოციალურად დაუცველ ოჯახებს. ნაციონალური მოძრაობის ინიციატივაა ამუშავდეს 300 ლარიანი კომუნალური ვაუჩერი, რომელიც გადაეცემა სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მარტოხელა დედებსა და …
ორი აზრი პროექტ „ტელესპექტაკლების“ გაუქმებაზე – ნერონ აბულაძე VS ნათია კაპანაძე
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია პროექტ ,,ტელესპექტაკლებს“ აუქმებს. მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას თეატრალური საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. „ბათუმელებთან“ აჭარის ტელევიზიის დირექტორმა, ნათია კაპანაძემ განმარტა, რომ „ტელესპექტაკლების“ სახელშეკრულებო ვადა ამოიწურა. ნათია კაპანაძე: საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო აცხადებს ტენდერს გარეწარმოებაზე, დოკუმენტური ფილმების შესაძენად, ამ პროცესში ჩართული იყო პროექტ „ტელესპექტაკლების“ ავტორი ნერონ აბულაძე. რა თქმა უნდა, მას აქვს შესაძლებლობა …
Continue reading “ორი აზრი პროექტ „ტელესპექტაკლების“ გაუქმებაზე – ნერონ აბულაძე VS ნათია კაპანაძე”
ყველაზე „ლამაზი ბავშვი“
რეკლამები, ფილმები, მოდის სამყაროსა და პოპკულტურის გაძეგლებული სახეები სილამაზის მზა კრიტერიუმებს გვთავაზობენ, რომლებიც უამრავი ადამიანისთვის საოცნებო და მისაბაძი მოდელია. დამკვიდრებული სტანდარტების შესაბამისი ასლის დამზადება საკუთარი თავისგან მიმზიდველი ცდუნებაა. მოდამ, კულტურამ, გარემომ იცის როგორი უნდა იყოს შენი იდეალური გარეგნობა. შენ მხოლოდ მიმსგავსება გევალება. სილამაზის თავსმოხვეული კრიტერიუმებისგან გათავისუფლება ზრდასრულებისთვისაც კი პრობლემაა. შეფასებითი კოდური სიტყვები: „კარგი“, „ცუდი“, „ლამაზი“, …
მართლმადიდებელი ქრისტიანები ქრისტეს შობას აღნიშნავენ
7 იანვარს მართლმადიდებელი ქრისტიანები ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავენ. საზეიმო წირვა-ლოცვა გვიან ღამით ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ აღავლინა. წირვა-ლოცვას ტრადიციულად წინ უძღვოდა 6 იანვარს, 12 საათზე ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრიდან დაწყებული საშობაო ალილო, რომელსაც ბათუმის მერი, აჭარის მთავრობისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები შეუერთდნენ. ტკბილეული, ნობათი და შემოწირულობები მეალილოვეებმა შეჭირვებულ ოჯახებს გადასცეს. …
Continue reading “მართლმადიდებელი ქრისტიანები ქრისტეს შობას აღნიშნავენ”
პაციენტის თხოვნით დაწერილი რომანი
თამარ თანდაშვილი პროფესიით ფსიქოლოგია. მისი პირველი რომანი – „ბაბუაწვერას სტაფილოსფერი ქარბუქი“ შარშან გამოვიდა. წელს კი წიგნის მაღაზიებში მისი ახალი ნაწარმოები – „მატერიკონი“ გამოჩნდა. ქალები პატრიარქალურ კულტურაში, სექსი, როგორც ძალადობის ინსტრუმენტი, სიკვდილი და გათავისუფლება – თამარი ამბობს, რომ მის რომანებში ნამდვილი ამბებია მოთხრობილი. თამარ, პროფესიით ფსიქოლოგი ხარ, როდის და რატომ დაიწყე წერა? წერა დავიწყე, თუ არ …
შემოდგომა ხევსურეთში
არ ვიცი, თქვენ რა ასოციაცია გიჩნდებათ, როდესაც სიტყვა „ხევსურეთს“ გაიგონებთ, მაგრამ მე იმწამსვე ჟანგისფერი ფიქალი ქვით ნაგები შატილის კონტურები წარმომიდგება, მერე ზურგჩანთის ჩალაგება და ხევსურეთისკენ წასვლა მინდება. როცა ბარში ზაფხული მთავრდება, მთაში უკვე გვიანი შემოდგომის ფერებია, დათვიჯვარზე კი – თოვლი და ძვლების გამყინავი სიცივე. შატილში ჩვეულებრივი სამგზავრო „მარშრუტკით“ წავედი. ოქტომბერი იწყებოდა და მძღოლი ეჭვობდა, ვაითუ …
უწყვეტი მესხური ძაფები
ავტორი, ფოტო: თამარა მირიანაშვილი ბოლო დროს ვცდილობ მოვხვდე საქართველოს იმ ნაწილში, სადაც ჯერ ფეხი არ დამიდგამს და რომლის შესახებაც მწირი ინფორმაცია მაქვს. ზოგადად, დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოს კუთხეებში მოგზაურობა დავიწყეთ. თუ კონკრეტულ კუთხეში ჩვენი ან ვინმე ნათესავის სოფელი არ გვეგულებოდა, ისე ვერ მოვხვდებოდით. გვარიანი წყვეტა გამოვიდა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდა ინფრასტრუქტურა, აღდგა …
სმენის უნარის დარღვევის მქონე პირების საახალწლო კონცერტი ბათუმში
28 დეკემბერს ბათუმის ხელოვნების ცენტრში „ყრუთა კავშირმა“ საახალწლო ღონისძიება გამართა. აჭარაში მცხოვრებმა სმენის უნარის დარღვევის მქონე პირებმა ცეკვა „დაისი“, „აჭარული“, „რაჭული“ რამდენიმე სკეტჩი და სიმღერა წარმოადგინეს. თითქოს უცნაური და დაუჯერებელია, როგორ უნდა აყვე ზუსტად ცეკვის რიტმს, როცა მუსიკა არ გესმის, მაგრამ საკონცერტო ნომრები დაგარწმუნებდათ, რომ ყველაფერი შესაძლებელია და მათ თვლითაც შეუძლიათ ზუსტად აყვნენ მელოდიას, სინადვილეში …
Continue reading “სმენის უნარის დარღვევის მქონე პირების საახალწლო კონცერტი ბათუმში”
ბოშები სკოლაში და სკოლის გარეშე
ჯუმბერ ალიმოვი 19 წლისაა და ქობულეთში, გელაურის დასახლებაში ცხოვრობს. ის ამ დასახლებაში პირველი ბოშაა, ვინც საჯარო სკოლას ამთავრებს და უმაღლესში ჩაბარებას აპირებს. ჯუმბერს იურისტობა უნდა. ბოშების უფლებები უნდა დავიცვა და საჭიროა კანონების ცოდნაო, – ამბობს ის. ჯუმბერი არ არის ერთადერთი, ვინც ქობულეთის ბოშათა დასახლებაში გეტყვით, რომ იურისტობა სურს. ქუჩებსა თუ ეზოებში მოთამაშე სხვა ბოშა ბავშვებიც …
2017 წლის 10 უახლესი ფილმი
2017 წელს ბევრი ახალი ფილმი გამოვიდა მსოფლიო კინოეკრანებზე. ამ ფილმების დიდი ნაწილის პრემიერა უკვე შედგა, ქვემოთ მოცემული ათი უახლესი ფილმიდან რამდენიმე საქართველოშიც აჩვენეს, ზოგი კი კინოთეატრებში დეკემბრის ბოლოსა და იანვრის დასაწყისში გამოვა. 1. The Disaster Artist – აურზაურის შემოქმედი რეჟისორ ჯეიმს ფრანკოს ბიოგრაფიული, კომედიური ჟანრის ამერიკული ფილმის პრემიერა 2017 წლის …
რაიანი – 6 წლის მილიონერი ფორბსის სიიდან
ფრანგული “Forbes”-ის მონაცემებით, 6 წლის რაიანი მსოფლიოში იუთუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომხმარებელია. 2017 წლის განმავლობაში იუთუბის საშუალებით მან 11 მილიონი დოლარი (9 მილიონი ევრო) გამოიმუშავა. როგორ? რაიანი, უბრალოდ, კამერის წინ ხსნიდა საჩუქრებს, რომელსაც წლის განმავლობაში ჩუქნიდნენ. ChaineRyan ToysReview-ს სახელით დარეგისტრირებულ იუთუბის გვერდზე იტვირთება ვიდეოები, რომელშიც პატარა ბიჭი სათამაშოებით ერთობა, გამოწვევებში რთავს ბავშვებს, განიხილავს ახალი სათამაშოების …
საგამოფენო წლის დახურვა ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში
ბათუმის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში გუშინ, 17 დეკემბერს, წლის დასასრულის აღსანიშნად თანამედროვე ფოტოგრაფების გამოფენა „შავი ზღვა“ და „არტ საწარმოს“ მიერ დამზადებული ჩანთების გამოფენა მოეწყო. ამავე დღეს გალერეასთან ახლოს გაიხსნა ინსტალაცია „კარი“, რომელსაც იდეის ავტორი ახალი შესაძლებლობების, ახალი სივრცისა და თავგადასავლების სიმბოლოდ მოიაზრებს. „კარის ინსტალაციის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციამ შენობის ისტორიული კარი …
Continue reading “საგამოფენო წლის დახურვა ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში”
ხის ხელნაკეთი სათამაშოების მაღაზია „პინოქიო” ბათუმში
გუშინ, 13 დეკემბერს, ბათუმში, მემედ აბაშიძიძის ქუჩის 56 ნომერში, ხის ხელნაკეთი სათამაშოების მაღაზია „პინოქიო“ გაიხსნა. ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი მასალისგან დამზადებული, ორიგინლური ნაძვის ხის სათამაშოების გარდა „პინოქიოში“ სანათებს, ბრელოკებსა და სხვადასხვა დეკორატიულ, საყოფაცხოვრებო ნივთს შეიძენთ. თუ სასურველი ხის სათამაშო უკვე წარმოგიდგენიათ როგორი შეიძლება იყოს, მაგრამ მსგავსს ვერ იპოვით, შეგიძლიათ სასურველი ფორმისა და ზომის ნივთი იქვე, მაღაზიაში …
Continue reading “ხის ხელნაკეთი სათამაშოების მაღაზია „პინოქიო” ბათუმში”
ახალი საგანმანათლებლო-პროფესიული პროგრამები საზღვაო აკადემიაში
ბათუმის საზღვაო აკადემია 2016 წლის სექტემბრიდან ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს – „საქართველოს მუშახელისა და პროფესიული განათლების დახმარების სტრატეგია (G-WAVES).“ პროექტის ბიუჯეტი 1.4 მილიონი აშშ დოლარია და მიზნად ისახავს საზღვაო ინდუსტრიის მოთხოვნადი პროფესიების განვითარებას. ბათუმის საზღვაო აკადემიამ 2017 წლის საშემოდგომო ტესტირების შედეგად მიიღო სტუდენტები 7 ახალ პროფესიულ პროგრამაზე: თევზსაჭერი გემის ნავიგაცია ლოჯისტიკისა და …
Continue reading “ახალი საგანმანათლებლო-პროფესიული პროგრამები საზღვაო აკადემიაში”
„ვარსკვლავური ომების” მერვე ნაწილის პრემიერა 14 დეკემბერს გაიმართება
„ვარსკვლავური ომების“ ფანების მოლოდინი დასრულდა მას შემდეგ, რაც „Walt Disney Pictures“-მა კინოსაგის მერვე ნაწილის თრეილერი გამოუშვა მსოფლიო პრემიერამდე. „უკანასკნელი ჯედაი“ 2017 წლის 15 დეკემბერს გამოვა მსოფლიო კინოეკრანებზე. „ვარსკვლავური ომების“ მერვე ნაწილის რეჟისორი და სცენარისტი რაიან ჯონსონია. ტრილოგიის ახალ ეპიზოდში ფანები ახალ პერსონაჟებსა და გალაქტიკის ახალ სამყაროებს გაიცნობენ. ახალი ეპიზოდის გამოსვლა თავიდან თითქოს 2019 წლამდე არ …
Continue reading “„ვარსკვლავური ომების” მერვე ნაწილის პრემიერა 14 დეკემბერს გაიმართება”
მეფუტკრეობა – ყოფილი პატიმრის მთავარი საქმე
2016 წლის დეკემბერში გათავისუფლდა საპატიმროდან, შეფარდებული აქვს სამი წლით პირობითი სასჯელი. სანამ დააკავებდნენ ტაქსის მძღოლად მუშაობდა და ასე არჩენდა ოჯახს. გათავისუფლების შემდეგ კი მართვის მოწმობა ჩამოერთავა და 66 წლის ასაკში შემოსავლის ახალ წყაროზე დაიწყო ფიქრი. პრობლემებსა და სირთულეებზე ლაპარაკი მისთვის უცხოა. ციხის წლებზეც კი ისე საუბრობს, თითქოს ეს პერიოდი მისთვის რაღაცის მომცემი იყო – „დავაშავე …
Continue reading “მეფუტკრეობა – ყოფილი პატიმრის მთავარი საქმე”
„შერატონ ბათუმში” ქალ მეწარმეთა შეხვედრა მიმდინარეობს
დღეს, 6 დეკემბერს, სასტუმრო „შერატონში“ იმერეთიდან, სამეგრელოდან და აჭარიდან 100-ზე მეტი მეწარმე ქალი შეიკრიბა ბიზნესის განვითარებაზე, ახალ გამოწვევებსა და მეწარმეთა საჭიროებებზე სასაუბროდ. შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. შეხვედრის მონაწილეები ბიზნესის დაფინანსების, ლიდერობის, ეფექტური კომუნიკაციებისა და ქალთა ბიზნესის წარმატების საკითხებზე საუბრობენ. როგორც საქმიან ქალთა გაერთიანების პრეზიდენტმა, ეკატერინე მაისურაძემ „ბათუმელებთან“ საუბრისას განაცხადა: „დღეს ხელი მოეწერება საქმიან ქალთა გაერთიანებისა …
Continue reading “„შერატონ ბათუმში” ქალ მეწარმეთა შეხვედრა მიმდინარეობს”
სპილბერგის ახალი ფილმი ჟურნალისტების შესახებ ამერიკის კინოკრიტიკოსთა რჩეულია
აშშ-ს კინოინდუსტრიის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გაერთიანებამ, კინოკრიტიკოსთა ნაციონალურმა საბჭომ, 2017 წლის საუკეთესო ფილმად სტივენ სპილბერგის The Post აირჩია. ფილმის მთავარი როლის შემსრულებლებმა ტომ ჰენკსმა და მერილ სტრიპმა წლის საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვეს. The Post დრამაა აშშ-ში დაძაბული პერიოდის შესახებ. ფილმი ამერიკული გამოცემების, „ნიუ-იორკ ტაიმსისა“ და „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტებზე მოგვითხრობს, რომლებსაც პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები ჩაუვარდებათ ხელში …
Continue reading “სპილბერგის ახალი ფილმი ჟურნალისტების შესახებ ამერიკის კინოკრიტიკოსთა რჩეულია”
ციდან დანახული ამერიკა
ჯეფრი მილშტეინი აეროფოტოებით ყვება ლოს-ანჯელესის და ნიუ იორკის ამბებს. კადრები ჩიტის ფრენის სიმაღლიდანაა გადაღებული. მაღლიდან კარგად ჩანს ერთი შეხედვით ქაოსური ქალაქების მოწესრიგებული არქიტექტურა. მილშტეინმა საუკეთესო აეროკადრები შეაგროვა და ერთ წიგნ LA NY-ში მოათავსა. ფოტოსერიები შთამბეჭდავ არქიტექტურულ წყობას გვიჩვენებს, რაკურსით, რომლითაც თვითონ ვერასდროს დავინახავდით ქალაქს. მილშტეინის წიგნის პრეზენტაცია და აეროფოტოების გამოფენა ლოს-ანჯელესის კოპეიკინის გალერეაში მოეწყო 28 …
ურთულესია სასჯელაღსრულებასთან დაკავშირებულ ექიმებთან რამეს მიაღწიო – ყოფილი პატიმარი
„საპატიმროში 15 წელი გავატარე. იქ ხეზე კვეთის კურსები გაიხსნა და ისე მინდოდა სახელოსნოში მუშაობა, გასაუბრებისას როცა მკითხეს, ხატვა ვიცოდი თუ არა, ვთქვი, თითქოს ვიცოდი. სინამდვილეში საერთოდ არ ვხატავდი. მივხვდი, ჩემს სიტყვებს უკან ვეღარ წავიღებდი და რადაც უნდა დამჯდომოდა ხატვა უნდა მესწავლა. დავიწყე ხატვა, მერე ნელ-ნელა ხეზე კვეთაც ვისწავლე. მინდოდა ახლობლები გამეხარებინა ჩემი ახალი, სასარგებლო საქმიანობით. …
რა პასუხისმგებლობა დაეკისრა ლონდონის ხელისუფლებას დიდი ხანძრის შემდეგ
2017 წლის 14 ივნისს ლონდონის 24-სართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 80 ადამიანი დაიღუპა. მხოლოდ 34 გარდაცვლილის იდენტიფიცირება მოხერხდა. მეხანძრეებმა 65 ადამიანი გადაარჩინეს სიკვდილს. პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ, 5 მლნ. ფუნტი სტერლინგი გამოყო გადარჩენილებისთვის საკვები პროდუქტების, სამოსისა და პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენად. საზოგადოების მწვავე კრიტიკის ფონზე გადადგა კენსინგტონისა და ჩელსის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, ნიკოლას ჰოლგატი. თანამდებობა …
Continue reading “რა პასუხისმგებლობა დაეკისრა ლონდონის ხელისუფლებას დიდი ხანძრის შემდეგ”
თოლიები შტორმში [ფოტო]
ბათუმში ზღვაში ექვსბალიანი შტორმია. ზღვაზე თოლიები ჯგუფ-ჯგუფად იკრიბებიან და გამოდარებას ელიან.
ყოფილი პატიმარი, რომელმაც მეწარმეობა ერთი ძროხით დაიწყო
ციხიდან გათავისუფლებული პატიმრების თვითშეფასება ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან. ზოგიერთი ციხიდანვე გეგმავს მომავალ ცხოვრებას და ადვილად ივიწყებს წარსულს, ზოგიერთს უჭირს ყოფილ პატიმრებზე სტერეოტიპულ წარმოდგენებთან გამკლავება. 70 წელს მიტანებული ბედიშა ხარჩილავასთვის ციხეში გატარებულ პერიოდზე რთული, თავისუფლების პირველი წელი აღმოჩნდა. „გათავისუფლებიდან 6 თვის შემდეგ ჯერ 37 წლის ვაჟი გარდამეცვალა C ჰეპატიტით, ორმოცი დღეც არ იყო გასული და ქალიშვილიც დაგვეღუპა, …
Continue reading “ყოფილი პატიმარი, რომელმაც მეწარმეობა ერთი ძროხით დაიწყო”
პარიზის „ჰაშიშის მომხმარებელთა კლუბი”
კლინიკური ფსიქოფარმაკოლოგიის ფუძემდებელმა, დოქტორმა მორო დე ტურმა, 1844 წელს პარიზში „ჰაშიშის მომხმარებელთა კლუბი“ (Club des Haschischins) დაარსა. კლუბის მიზანი მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების უკეთ შესწავლა იყო. ჯგუფის ძირითადი წევრები: შარლ ბოდლერი, ეჟენ დელაკრუა, თეოფილ გოტიე, ჟერარ დე ნერვალი, ალექსანდრე დიუმა და სხვები ექსპერიმენტებში დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულები. დოქტორი დე მორო განსაკუთრებით ჰაშიშის ეფექტითა და ზემოქმედებით იყო …
ვუდი ალენის ფილმის პრემიერა ნიუ-იორკში
ნიუ იორკის კინოფესტივალზე ვუდი ალენის ახალი ფილმის Wonder Wheel-ის პრემიერა გაიმართა. ფილმის სიუჟეტი 50-იანი წლების ნიუ იორკში, ლონგ-აილენდზე ვითარდება. გასართობი პარკის კარუსელების მფლობელის ცოლი, ჯინი, კაფეს ოფიციანტად მუშაობს. მისი ოცნება – კინომსახიობად იქცეს, დიდი ხნის დასამარებულია. ბეზრდება მეუღლე, შვილი და ოფიციანტის ყოველდღიური რუტინა. ჯინის საიდუმლო კავშირი აქვს მიკისთან, ახალგაზრდა მაშველთან, რამელიც მალევე უყვარდება. ყველაფერი რთულდება, …
ბათუმის ინკლუზიური თეატრის დასის სპექტაკლი
ბათუმის № 26-ე საჯარო სკოლის ინკლუზიურმა თეატრალურმა დასმა „ცისარტყელამ“ გუშინ, 13 ნოემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმის“ სააქტო დარბაზში სპექტაკლი „წუნა და წრუწუნა“ წარმოადგინა. საქართველოში ერთადერთი ინკლუზიური თეატრალური დასი „ცისარტყელა“ ბათუმში 2007 წლიდან დგამს სპექტაკლებს. „წუნა და წრუწუნა“ მათი რიგით მეექვსე ნამუშევარია, რომლის პრემიერაც რამდენიმე თვის წინ შედგა ბათუმის მოზარდმაყურებელთა თეატრში. სპექტაკლში 12 ახალგაზრდაა დაკავებული. 28 …
Continue reading “ბათუმის ინკლუზიური თეატრის დასის სპექტაკლი”
დელფინები შავი ზღვიდან [ფოტო]
ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი დელფინი ზღვის ვეშაპისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. შავ ზღვაში ამ ძუძუმწოვრების სამი სახეობა გვხვდება: თეთრგვერდა, ანუ ჩვეულებრივი დელფინი, შავი ზღვის აფალინა და შავი ზღვის ღორი. ეს დელფინები ენდემურ სახეობად მიიჩნევა, რაც ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ შავ ზღვაში ბინადრობენ. 2016 წელს ჩატარებული კვლევის (შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება – EMBLAS) მიხედვით, დელფინების გავრცელების ყველაზე …