ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 2026 წლის 5 და 6 იანვარს საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები და საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი 2 299 299.
„გთხოვთ, აღნიშნული გაითვალისწინოთ სერვისებით [მ.შ. ელექტრონული] სარგებლობისას“ – აცხადებს სამსახური.
რაც შეეხება გაფორმების ეკონომიკური ზონებს, საბაჟო გამშვებ პუნქტებს, გაფორმების განყოფილებებს, საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებებსა და საბაჟო ტრანზიტის სამმართველოს [სატელეფონო კომუნიკაციის, ჩათის და სხვა დისტანციური არხების მეშვეობით დაინტერესებული პირისათვის საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ საბაჟო ფორმალობაზე ინფორმაციის მიწოდებისას/მის გამოყენებაზე კონსულტაციის გაწევისას/საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე და მიმდინარე პროცესებზე ინფორმირებისას], 2026 წლის 5 და 6 იანვარს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას“ – წერს შემოსავლების სამსახური.
ამავე სამსახურის ინფორმაციით, „აღნიშნულ თარიღებში, 18:00 საათამდე გაწეულ მომსახურებაზე, არ გაორმაგდება განსაზღვრული ტარიფები.“
„ოცნების“ მთავრობის დადგენილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2026 წლის 5 და 6 იანვარი [ორშაბათი-სამშაბათი] უქმე დღეებადაა გამოცხადებული.
ამავე თემაზე:






