გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 დეკემბრის 21 საათიდან 1 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, უმეტეს რაიონში ნალექი, მთაში თოვა, შესაძლებელია ელჭექი, მაღალ მთაში – ზოგან ქარბუქი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 13-18 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
- დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
- ღამით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში:
- დღისით: 3 გრადუსი ყინვა – 2 გრადუსი სითბო
- ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა
მაღალმთიან ზონაში:
- დღისით: 2 –7 გრადუსი ყინვა
ღამით: 7 – 12 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა 5-7 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +12 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში 2 იანვარს ღამით და დილით შენარჩუნებული იქნება ნალექი, მთაში კვლავ მოთოვს.
ბათუმში 2 იანვარს, დღის მეორე ნახევარში გამოიდარებს.






