უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 208 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
- ტანკი – 11 488 ერთეული [+7]
- ჯავშანტექნიკა – 23 849 ერთეული [+4]
- საარტილერიო სისტემა – 35 678 ერთეული [+36]
- MLRS – 1 587 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 266 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 98 453 ერთეული [+769]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 136 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 72 418 ერთეული [+171]
- სპეცტექნიკა – 4 035 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 670 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 106 444 უპილოტო საფრენი აპარატი
- 641 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 26 826 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 634 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 32 303 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 50 530 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
როგორ დასრულდა ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა
ტრამპსა და პუტინს შორის უკრაინის საკითხზე პოზიტიური სატელეფონო საუბარი შედგა – თეთრი სახლი






