მთავარი,სიახლეები

ფინეთში დააკავეს გემი, რომელზეც ქართველი მეზღვაურები არიან

01.01.2026
ფინეთში დააკავეს გემი, რომელზეც ქართველი მეზღვაურები არიან

31 დეკემბერს ფინეთის ხელისუფლებამ დააკავა სატვირთო გემი „ფიტბურგი“, რომელიც ეჭვმიტანილია ჰელსინკსა და ტალინს შორის სატელეკომუნიკაციო წყალქვეშა კაბელის დაზიანებაში.

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, Fitburg-ი სენტ-ვინსენტისა და გრენადინების დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემია და ეკიპაჟის წევრები საქართველოს, რუსეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მოქალაქეები არიან.

გემი სანქტ-პეტერბურგიდან ხაიფასკენ [ისრაელი] მიემართებოდა.

გემი ამჟამად ფინეთის ქალაქ კირკკონუმის პორტში იმყოფება. პოლიციამ უკვე დაკითხა ეკიპაჟის წევრები.

ფინური მედიის ცნობით, გამოძიება საწყის ეტაპზეა, ამიტომ პოლიცია ჯერ არ აზუსტებს, დაკავშირებულია თუ არა კაბელის დაზიანება რომელიმე სახელმწიფოსთან.

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, Fitburg-ი სანქციების სიებში არ არის, თუმცა მონიშნულია, როგორც „საყურადღებო გემი“, რაც არ ნიშნავს, რომ გემი ეჭვმიტანილია რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში ყოფნაში, მაგრამ მიუთითებს, რომ ის საინტერესოა დასაკვირვებლად.

მედიის ცნობით, გასული წლის განმავლობაში ფინეთის ყურეში გემების მონაწილეობით რამდენიმე კაბელი გაწყდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: