მთავარი,სიახლეები

ბათუმში №7 და №7ა რამდენიმე თვით მარშრუტს შეიცვლის

02.01.2026
ბათუმში №7 და №7ა რამდენიმე თვით მარშრუტს შეიცვლის

ბათუმში 3 იანვრიდან დროებით იზღუდება მოძრაობა მამია ვარშანიძის ქუჩაზე, ლუკა ასათიანის ქუჩიდან სულაბერიძის ქუჩამდე მონაკვეთში და შესაბამისად, №7 და №7ა მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ სხვა მარშრუტით.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ცნობით, №7 იმოძრავებს შემდეგ მარშრუტზე: სულაბერიძის ქუჩა → ბაგრატიონის ქუჩა → ასათიანის ქუჩა → ვარშანიძის ქუჩა.

ხოლო №7ა შემდეგ მარშრუტზე: ვარშანიძის ქუჩა → ასათიანის ქუჩა → ბაგრატიონის ქუჩა  → სულაბერიძის ქუჩა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში 3 იანვრიდან მარტის ბოლომდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მამია ვარშანიძის ქუჩაზე, ლუკა ასათიანის ქუჩიდან სულაბერიძის ქუჩამდე მონაკვეთში.

მერიის ცნობით, შეზღუდვა მამია ვარშანიძისა და ხახულის ქუჩების კეთილმოწყობის პროექტს უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც აღნიშნულ მონაკვეთზე განხორციელდება სანიაღვრე ქსელისა და ტროტუარის მოწყობა, განათების სისტემის რეაბილიტაცია და ასფალტის საფარის დაგება.

ასევე, 4 იანვრიდან 2 თვის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს (სანაპიროს მხარე).

„პროექტის ფარგლებში, ილია ჭავჭავაძისა და რუსთაველის ქუჩებს შორის მონაკვეთში განხორციელდება არსებული ქვაფენილის დემონტაჟი, სანიაღვრე ქსელის, გზაგამყოფი მოაჯირების, ტროტუარების მოწყობა და ასფალტის საფარის დაგება“ – წერს მერია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: