მთავარი,სიახლეები

ტრანზიტული ნომერი გაძვირდა, ავტომობილის და მოტოციკლის შიდა ტრანზიტის ნიმუშები კი იცვლება

02.01.2026
ტრანზიტული ნომერი გაძვირდა, ავტომობილის და მოტოციკლის შიდა ტრანზიტის ნიმუშები კი იცვლება

ავტომობილის და მოტოციკლის შიდა ტრანზიტის ნომრები 2026 წლის 1-ლი მარტიდან შეიცვლება. ახალი ნიმუშები „ოცნების“ მთავრობამ 2025 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით დაამტკიცა.

ფაქტობრივად სიახლეა ის, რომ შემოდის შიდა ტრანზიტის ახალი ნომრები [განსხვავება იქნება – ლურჯი ზოლი წითელის ნაცვლად], დღეს არსებული „შიდა ტრანზიტის და ტრანზიტული“ [წითელზოლიანი] ნომრები კი, მხოლოდ „ტრანზიტულ“ ნომრებად დარჩება.

ამასთან, ტრანზიტული ნომრების გაცემის საფასური 2026 წლის პირველი იანვრიდან გაძვირდა და 50 ლარის ნაცვლად 370 ლარი გახდა.

სატრანზიტო ნომრების ნიმუშები დადგენილებიდან, რომელიც 2026 წლის 1-ლი მარტიდან უნდა შევიდეს ძალაში:

ავტომობილის შიდა ტრანზიტის და ტრანზიტული ნომრის ნიმუშები

მოტოციკლის შიდა ტრანზიტის და ტრანზიტული ნომრის ნიმუშები

შსს-ს მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ნიმუშების სატრანსპორტო საშუალებათა შიდა ტრანზიტის დამზადებისათვის/გაცემისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება 2026 წლის 1-ელ მარტამდე.

„2026 წლის 1 მარტამდე გაცემულ და იურიდიული ძალის მქონე ძველი ნიმუშის შიდა ტრანზიტს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მისი მოქმედების ვადით.“ – აღნიშნულია დადგენილებაში.

2026 წლის პირველი იანვრიდან კი ამოქმედდა არალეგიტიმური პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი, რომლის მიხედვითაც ტრანზიტული ნომრის გაცემა 370 ლარი ღირს.

ამ თემაზე:

ტრანზიტული ნომრის გაცემა 370 ლარი ეღირება 50-ის ნაცვლად – ცვლილებების პროექტი

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: