ბავშვებს თავად შეეძლებათ სარჩელის შეტანა სასამართლოში – ახალი ცვლილება

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 2020 წლის 11 აგვისტოს დადგენილებით, ბავშვზე მორგებული სარჩელისა და სასამართლო უწყების ფორმები დაამტკიცა. აღნიშნული დადგენილება 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. სარჩელისა და სასამართლო უწყების ფორმების დამტკიცების საფუძვლად „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესაბამისი პუნქტია მითითებული. კოდექსის ამ პუნქტით – „საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების დანერგვის პროცესის კოორდინაციის მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი …

რას ამბობს მინდია ლავასოღლის და თავისი ძმის საქართველოში დაბრუნებაზე

ირინა გორაძე, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის და აცხადებს, რომ მისი ძმა ბელორუსშია. გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მინდია ლავასოღლი სამთავრობო თვითმფრინავით დააბრუნეს საქართველოში, ირინა გორაძე ამბობს, რომ „მასთან არავითარი შეხება არ აქვს“. მინდია ლავასოღლის დასთან ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ. ირინა, მინდია ლავასოღლის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით დახურული თუ ღია წყაროებით ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, რომ უკვე ჩამოიყვანეს საქართველოში. …

გენო თებიძე და მერაბ აბაშიძე – „ლელოს“ კანდიდატები აჭარის უმაღლეს საბჭოში

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ ბათუმში დღეს, 17 აგვისტოს, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა: ბათუმში – გენო თებიძე, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში – მერაბ აბაშიძე. „ლელოს“ ქობულეთში უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია. დღესვე „ლელომ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პროპორციული საარჩევნო სიის კანდიდატებიც დაასახელა: გიორგი თავართქილაძე, ვაჟა დარჩია, მაკა ცინცაძე, ეკატერინე დავითაძე, მიშა …

9 ვაკანსია ბათუმის მერიაში და 2 აჭარის მთავრობაში

ბათუმის მერიამ ცხრა ვაკანტურ თანამდებობაზე თანამშრომლების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა, დოკუმენტების წარდგენა უკვე დაწყებულია. მერია ეძებს ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის საპროექტო და სამშენებლო ნებართვების განყოფილების უფროსს სრულ განაკვეთზე სამუშაოდ. ამ თანამდებობაზე ხელფასი 2000 ლარია. კონკურსანტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის კვალიფიკაცია არქიტექტურის მიმართულებით და მინიმუმ ორწლიანი მუშაობის გამოცდილება. მერიას ამავე განყოფილებაში კიდევ სამი სპეციალისტი სჭირდება, კონკურსი შესაბამის …

უფასო ტესტირება მათთვის, ვისაც კონტაქტი ჰქონდა ქობულეთის COVID19-ის შემთხვევებთან – კაფე „ჰავანას“ კლასტერი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ქობულეთის COVID19-ის დადასტურებელ შემთხვევებთან, ან ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ კაფე „ჰავანაში“, შეუძლიათ უფასო PCR ტესტირება ჩაიტარონ შემდეგ დაწესებულებებში: [checklist] მედჰაუსი“ – ქ. ქობულეთი, მის: 26 მაისის ქ. N 2 “საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი” – ქ. ბათუმი, მის: ბარათაშვილის ქ. N 30 [/checklist] ტემპერატურის და სხვა …

ვინ გააყალბა წერილი ყოფილი პროფესორის წინააღმდეგ – „საზღვაო აკადემიის პლაგიატის საქმე“

„როგორაა ჩემი ხელმოწერა, როცა მე არაფერი არ ვიცი? საერთოდ, რა წერილზეა საუბარი?… პირველად მესმის თქვენგან. ჩემთან არავის შეუთანხმებია,“ – ამას საზღვაო აკადემიის ემერიტუსი ვლადიმერ ჩხაიძე ამბობს „ბათუმელებთან“. ის ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც უკვე ყოფილი ასოცირებული პროფესორის – ვაჟა ანანიძის წინააღმდეგ წერილს თითქოს ხელს აწერს. 10 ემერიტუსის სახელით წერილი „ბათუმელებს“ საზღვაო აკადემიამ მოგვაწოდა. ვაჟა ანანიძე ბათუმის …

აჭარის მთავრობა ბათუმში ნანგრევებს ყიდის და 7 ჰექტარს განათლების ქალაქისთვის ათავისუფლებს

აჭარის მთავრობა ბათუმში, შვიშევსკის ქუჩა N1-ში, სადაც  კომაროვის სკოლა უნდა აშენდეს, ძველი შენობების ნანგრევებს, მისი დემონტაჟისა და გატანის პირობით ყიდის, სანაცვლოდ, მყიდველს შეეძლება დემონტაჟის შედეგად წარმოქმნილი მეორადი მასალა თავისი სურვილისამებრ გამოიყენოს. სამინისტროს ინფორმაციით, ძველი შენობები შვიდ ჰექტარზეა განთავსებული, თუმცა აუქციონის პირობებში დაკონკრეტებული არ არის დაახლოებით რამდენ კვადრატულ მეტრს მოიცავს ეს შენობები. ამ ადგილზე მთავრობა განათლების …

სილქნეტი ტელეარხებს, სპორტულ ტრანსლაციებს, უახლეს კინოკოლექციას ციფრულ პლატფორმებზე სთავაზობს

სანამ სპორტული მატჩების ორგანიზატორები ფიქრობენ, რით შეავსონ ცარიელი ტრიბუნები, როგორ შექმნან გულშემატკივართა ხელოვნური ხმაური, რომ სპორტსმენები გაამხნევონ, თამაშებს მოწყურებული სპორტის მოყვარული დაეძებს მოსახერხებელ რესურსებს, სადაც ყველა მატჩის თვალის მიდევნება იქნება შესაძლებელი. „რა არის ახალი?“ სილქნეტს ყოველთვის აქვს პასუხი: თუ სპორტი გაინტერესებთ, მაშინ „სილქნეტის“ ექსკლუზიური სპორტული კონტენტი SilkTV-ის გარდა, ციფრულ პლატფორმებზეც უნდა ეძებოთ: Silksport – აქ …

პენიტენციური სამსახური ბელორუსიიდან ე.წ. კანონიერი ქურდის, ლავასოღლის ჩამოყვანას უარყოფს

სპეციალური პენიტენციური სამსახური „კატეგორიულად უარყოფს“ ბელორუსიიდან საქართველოს სამთავრობო თვითმფრინავით მინდია ლავასოღლის ქვეყანაში ექსტრადაციას. მინდია ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისთვისაა მსჯავრდებული. მისი საქართველოში სავარაუდო ექსტრადირების შესახებ ინფორმაცია მედიაში წუხელ, გვიან ღამით გავრცელდა. მინდია ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისთვის საქართველოში 2018 წელს გაასამართლეს. განაჩენის გამოტანამდე ის საპატიმრო დაწესებულებიდან გაუშვეს იმ მოტივით, რომ წინასწარი დაკავების ვადაში [9 თვე] სამართალდამცავებმა მას  კანონიერი ქურდობა ვერ დაუმტკიცეს. …

აჭარაში კორონავირუსის 3 ახალი ფაქტი გამოვლინდა – 17 აგვისტოს მონაცემები

გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი აჭარაში დაუდასტურდა კიდევ 3 პირს. აქედან 2 ქობულეთის კაფე „ჰავანას“ კლასტერიდანაა, მესამე კი, ქალი, იმყოფებოდა კარანტინში, რომელიც საქართველოში საბერძნეთიდან დაბრუნდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამივე მათგანი გადაყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრში. აღნიშნულ დაწესებულებაში 17 აგვისტოს დილის მდგომარეობით, მკურნალობას სულ 26 ინფიცირებული პაციენტი გადის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით კი, ბოლო 24 …

ქობულეთში კორონავირუსი კიდევ 2 პირს დაუდასტურდა – კაფე „ჰავანას“ კლასტერი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. “ქობულეთის კლასტერიდან”, რომელიც დაკავშირებულია კაფე “ჰავანასთან”, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა უკვე გამოვლენილ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფ ორ პირს. ეპიდემიოლოგიურად მოკვლეულია და კარანტინში გადაყვანილია 60 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფება 12 მოქალაქე. PCR ტესტირებისთვის სინჯები აღებული აქვს დამატებით 110 პირს, კვლევის პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 აგვისტოს, …

შუახევში 64 წლის კაცის ჯგუფურად დაყაჩაღებაში ბრალდებულები დავაკავეთ – შსს

პოლიციამ შუახევში დააკავა ორი პირი, რომლებსაც 64 წლის ნოდარ დავითაძის ჯგუფურად დაყაჩაღებაში ედებათ ბრალი. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შუახევის სოფელ ჩანჩხალოდან მომავალი ნოდარ დავითაძე 16 აგვისტოს ორმა ნიღბიანმა პირმა დააყაჩაღა. ნოდარ დავითაძე „ლიბერთი ბანკის“ გამსვლელი მოლარეა, ამ სოფელში პენსიები დაარიგა და უკან, სახლში ბრუნდებოდა. მას თან ჰქონდა თავისი სოფლის – სხეფის …

ბათუმში „კარბამიდის ტერმინალის“ პროექტის შესწავლას ითხოვენ – ბეირუთის აფეთქების გამოძახილი

დღეს, 16 აგვისტოს, ბათუმში, მერიის მიმდებარე სკვერში, აქცია გაიმართა ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით. აქციის ორგანიზატორები არიან საინიციატივო ჯგუფი „ქიმიური შეტევა ბათუმზე“ და „ჩემი ბათუმი“. მთავარი მოთხოვნებია: ტერმინალის პროექტის დაბრუნება საკრებულოში განსახილველად, ხელშეკრულებიდან რამდენიმე ნივთიერების ამოღება, რომლებიც „ძლიერ ფეთქებადი და მომწამლავია“ და გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] მომზადება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, „ბეირუთის ტრაგედია“ ბათუმელებმა და …

ბათუმში ბელორუსი ერის მხარდასაჭერად შემოწირულობებს აგროვებენ

დღეს, 16 აგვისტოს, ორი ახალგაზრდა ბათუმში ბელორუსში მიმდინარე მოვლენების დროს დაზარალებულთა მხარდამჭერი ინიციატივით გამოვიდა – მათ ბელორუსში დაზარალებულთა დასახმარებლად შემოწირულობის შეგროვება დაიწყეს. „აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ბელორუს ახალგაზრდებს. მათ, ისევე როგორც ჩვენ, სჭირდებათ და ითხოვენ თავისუფლებას და განვითარებას… ამ აქციით გვინდა ერთგვარი სოლიდარობა გამოვუცხადოთ“, – გვითხრა ბათუმელმა კახა აფხაზავამ. მხარდამჭერთა ჯგუფის ერთ-ერთი ინიციატორია …

64 წლის „ფოსტალიონი“ ნიღბიანმა პირებმა ხეზე დააბეს, სცემეს და პენსიის თანხა გაიტაცეს – შუახევი

დღეს დილით შუახევში, სოფელ ჩანჩხალოდან მომავალი 64 წლის ნოდარ დავითაძე ორმა ნიღბიანმა პირმა დააყაჩაღა. ნოდარ დავითაძემ ამ სოფელში პენსიები დაარიგა და უკან, სახლში ბრუნდებოდა. მას თან ჰქონდა თავისი სოფლის – სხეფის პენსიონერებისთვის გასაცემი თანხა – ოჯახის ახლობლის თქმით, „ზუსტად არ იცის, მაგრამ დაახლოებით 5-6 ათასი ლარი იქნებოდა“. ახლობლების ინფორმაციით, ნოდარ დავითაძე ჯერ ხეზე დააბეს, შემდეგ …

შენი ღამის ცეკვა ზღვაზე – სუხიშვილების საკლუბო პროგრამა კლუბში UP2U Batumi

აკადემიური საკონცერტო დარბაზები გაძლევს საშუალებას უყურებდე შენს საყვარელ სპექტაკლს, ცეკვებს. ასეთ დარბაზებში შენი, როგორც მსმენელის როლი პასიურია – მხოლოდ მაყურებელი ხარ. თანამედროვე ხელოვნება ნელ-ნელა ცდილობს გააქროს ზღვარი მაყურებელსა და იმ ამბებს შორის, რაც სცენაზე ხდება. ასეთი იყო 15 აგვისტოს სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის საკლუბო პროგრამა, რომლის შთაგონების წყაროც ეროვნული ფოლკლორია. 15-16 აგვისტოს ორდღიან ივენთებზე სუხიშვილების დასი …

მე ვარ იმ ბათუმიდან, რომელსაც პარლამენტში დეპუტატი არასდროს ჰყოლია – ირაკლი კუპრაძე „ლელოდან“

ირაკლი კუპრაძე პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატია. მას პოლიტიკური წარსული, პრაქტიკულად, არ აქვს. მემარცხენე აქტივისტი წლებია სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მხარდასაჭერ აქციებს გეგმავს და სხვის მიერ დაგეგმილ აქციებში აქტიურად მონაწილეობს. „ბათუმელები“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატს ესაუბრა. ირაკლი, თქვენ იყავით აქტივისტი. როგორ ფიქრობთ, ეს საკმარისია იმისთვის, რომ გახდეთ ისეთი ქალაქის მაჟორიტარი, როგორიც ბათუმია?  დაახლოებით რვაწლიანი სამოქალაქო აქტივიზმი, …

ბათუმში ორშაბათიდან მოღრუბლულობა და დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 აგვისტოს 21 საათიდან 17 აგვისტოს 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია, ძირითადად, ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან დროგამოშვებით წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ორშაბათს, 17 აგვისტოს, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი, ღამით: 20 – 25 გრადუსი სითბო; მთაში მოსალოდნელია: …

აჭარაში კიდევ 4 პირს დაუდასტურდა კორონავირუსი – 16 აგვისტოს მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 აგვისტოს მონაცემებით აჭარაში გვაქვს კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა. აქედან 2 ქობულეთის კონტაქტი, 2 კი  მძღოლია. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 16 აგვისტოს დილის მონაცემებით, კოვიდინფიცირებული 23 პაციენტი მკურნალობს. 16 აგვისტოს მონაცემებით, ქობულეთის კაფე „ჰავანას“ კლასტერიდან კარანტინში გადაყვანილია ჯამში 54 პირი, 25 პირს აღებული აქვს სინჯები კვლევისთვის და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პასუხები …

ქობულეთში ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა – კაფე „ჰავანას“ კლასტერი

მას შემდეგ, რაც ქობულეთში, კაფე ჰავანას“ თანამშრომელს გუშინ, 15 აგვისტოს, კორონავირუსი დაუდასტურდა, მასთან ახლო კონტაქტში მყოფ 53 პირს PCR ტესტი ჩაუტარეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათგან კორონავირუსი ორ პირს დაუდასტურდა. 16 აგვისტოს მონაცემებით, ქობულეთის კაფე „ჰავანას“ კლასტერიდან კარანტინში გადაყვანილია ჯამში 54 პირი, 25 პირს აღებული აქვს სინჯები კვლევისთვის და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პასუხები ხვალ, …

რა შემთხვევაში მიიღებენ 200-ლარიან დახმარებას მოზარდები, რომლებიც 18 წლის დეკემბრამდე ხდებიან

მთავრობის დადგენილებით, ერთჯერადი სოციალური დახმარება – 200 ლარი, გაიცემა იმ ბავშვზე, რომელსაც რეგისტრაციის დასრულების მომენტისთვის არ მიუღწევია 18 წლის ასაკისთვის. თუ მოზარდს ხვალ, ანუ 17 აგვისტოს უსრულდება 18 წელი, დახმარების მისაღებად მშობელმა ის წინა დღით, ანუ დღეს, 16 აგვისტოს მაინც უნდა დაარეგისტრიროს ელექტრონულ პორტალზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დახმარებას ვეღარ მიიღებს. კიდევ ერთი მაგალითი რომ განვიხილოთ …

ბათუმის ბაღებში ბავშვებმა შესაძლოა დღეჩაგდებით იარონ – გაერთიანების დირექტორი

ბათუმის საბავშვო ბაღებში შესაძლოა ბავშვებმა დღეჩაგდებით იარონ, ან დღის განმავლობაში გაკეთდეს ცვლა – ნაწილი დღის პირველ ნახევარში ივლის, ნაწილი – დღის მეორე ნახევარში. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმ რეკომენდაციებზე, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს საბავშვო ბაღებისთვის. თუ რაიმე არ შეიცვალა, ბათუმის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 15 სექტემბერსაა დაგეგმილი. გაერთიანების დირექტორი, მამუკა …

გახარიას ფეისბუქგვერდის რეკლამა 200-ლარიანი დახმარების პორტალზე

0-დან 18 წლამდე ბავშვების მშობლებს 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ. განცხადების შესავსები  ელექტრონულ პორტალი დღეს დილიდან ჩაირთო. სოციალურ ქსელებში მოქალაქეები ავრცელებენ სქრინებს რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ზოგი წერს, რომ მარტივად გაიარა რეგისტრაცია, ზოგი იმაზე წუხს, რომ დარეგისტრირებას ვერ ახერხებს. მოქალაქეთა ერთი ჯგუფის ყურადღება კი იმან მიიქცია, რომ განცხადების შესავსები ელექტრონული პორტალი პრემიერ-მინისტრს ოფიციალური ფეისბუქგვერდის -„გახარიას“ …

„მოულოდნელად გადახტა“ – შსს კარანტინში მყოფი კაცის მე-4 სართულიდან გადმოხტომაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილი საკარანტინო სივრციდან ახალგაზრდა კაცი გადახტომის ფაქტთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს. შემთხვევა 14 აგვისტოს, დილის 3 საათზე მოხდა. შემთხვევის ადგილიდან კაცი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულების შეფასებით, კაცს აქვს მრავლობითი მოტეხილობა და მისი მდგომარეობა მძიმეა. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაშავებული იმყოფება თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 15 …

ქალი, რომელიც ქობულეთში, კაფეში მუშაობდა COVID 19 დაუდასტურდა

ქობულეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა. იმნაძის თქმით, ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ქობულეთში ერთ-ერთ ბუნგალოში მუშაობდა. “ძალიან არასასიამოვნო შემთხვევა არის ჩვენთვის, ქობულეთში გამოვლინდა შემთხვევა. ქალბატონი ჩასულია თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში. არის ასეთი კაფე “ჰავანა”, ბუნგალო ქობულეთში  და ამ ბუნგალოში მომუშავე პერსონალი, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, …

სკოლაში მოსწავლისთვის თმის შეკვრა სავალდებულოა – ჯანდაცვის რეკომენდაციები მშობლებს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. ამ რეკომენდაციების საფუძველზე, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება. რეკომენდაციების მიხედვით, განსაზღვრულია არაერთი რეგულაცია სკოლისთვის, ასევე ვალდებულებები მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. მოსწავლეების ვალდებულებები: დაიცავით ჰიგიენის წესები; დაიცავით სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები; დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით …

კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა ბათუმში – 15 აგვისტოს მონაცემები

15 აგვისტოს ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 19 პაციენტი მკურნალობს. პირი, ვისაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა კარანტინში არ იმყოფებოდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტის ინფიცირების წყარო დგინდება. საქართველოს მასშტაბით დღეს კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი. შესაბამისად, ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 1 321-მდე გაიზარდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 1 088 …

200 ლარი დახმარება ბავშვებს 18 წლამდე ჩათვლით – რეგისტრაცია დაწყებულია

მშობლებს, 0-დან 18 წლამდე ჩათვლით ბავშვებისა და მოზარდებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია უკვე შეუძლიათ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სოციალური დახმარება, ბავშვის ერთ-ერთი მშობელის, ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ ელექტრონულ პორტალზე განცხადების შევსების შემდეგ გაიცემა. ბავშვებისა და მოზარდებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ. დახმარების მიღება კი შესაძლებელი იქნება 2020 …

მეოთხე სართულიდან გადმოვარდნამდე კაცთან 2 პოლიციელი იყო – თვითმხილველი კარანტინიდან

ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილი საკარანტინო სივრციდან ახალგაზრდა კაცი გადახტა. შემთხვევა 14 აგვისტოს, დილის 3 საათზე მოხდა. შემთხვევის ადგილიდან კაცი სასწრაფომ კლინიკა ბაუ-ში გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულების შეფასებით, კაცს აქვს მრავლობითი მოტეხილობა და მისი მდგომარეობა მძიმეა. “ბათუმელები” ესაუბრა თვითმხილველს, რომელიც საკარანტინო სივრცეში მომხდარ ამბავს შეესწრო. „გუშინ ღამე გამაღვიძა ვიღაცის ყვირილმა. „ყველანი დავიხოცებით, ყველანი მოვკვდებით, აქ ვერ გადავრჩებით“, …

სოსისისა და ყავის ქურდობაში პოლიციამ 2 არასრულწლოვანი ამხილა

ბათუმში დღეს, 14 აგვისტოს, მომხდარი ქურდობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი ამხილეს. პოლიციამ არასრულწლოვნები მემედ აბაშიძის ქუჩაზე შეაჩერა. ქურდობაც მემედ აბაშიძეზე მდებარე მაღაზიაში მოხდა. მაღაზიის თანამშრომლის ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია 500 ლარის ღირებულების ალკოჰოლური სასმელები, ყავა, სოსისი და 150 ლარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ნაქურდალი ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცებად. ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს. …

ბათუმში კარანტინში მყოფი 27 წლის კაცი სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა

ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილი საკარანტინო სივრციდან ახალგაზრდა კაცი გადახტა. შემთხვევა 14 აგვისტოს, დილის 3 საათზე მოხდა. კაცი, რომელიც სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა, სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა კლინიკა ბაუ-ში გადაიყვანა. „დილის ოთხ საათზე შემოიყვანა სასწრაფო დახმარების მანქანამ დაშავებული, აქვს მრავლობითი ტრავმა, ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე. ექიმების შეფასებით მისი მდგომარეობა არის მძიმე,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ კლინიკაში. …

კარანტინის და თვითიზოლაციის ვადა 2 დღით შემცირდა

მთავრობამ იზოლაციისა და კარანტინის წესებში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც კარანტინის და იზოლაციის ვადა 2 დღით შემცირდა და 14 დღის ნაცვლად 12 დღით განისაზღვრა. მთავრობის შესაბამისი დადგენილება 2020 წლის 12 აგვისტოდან არის ძალაში. ახალი წესით: [checklist] უცხო ქვეყნიდან შემოსული ან/და კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები, ექვემდებარებიან 12 დღის განმავლობაში …

რა არის ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზები – წინასწარი კვლევის შედეგები

მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩატარებული მასშტაბური კვლევის ფარგლებში აღმოჩნდა, რომ ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე მაღალი აქვს, გაეროს ბავშვთა ფონდმა, ტყვიის სავარაუდო წყაროების დადგენის მიზნით, მოკვლევა დაიწყო. წინასწარი კვლევის შედეგებით გამოიკვეთა, რომ საქართველოში, ბავშვების ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის მიზეზად, სავარაუდოდ არსებობს ტყვიის ექსპოზიციის არა ერთი, არამედ ერთდროულად რამდენიმე წყარო. ტყვიის უფრო ზუსტი წყაროებისა და …

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე რიჟვაძის რეაქცია – „ადგილობრივი კანტორა“

“ეს ის ორგანიზაციაა ხომ, ადგილობრივი კანტორა რომ აქვთ გახსნილი აქ და ოფის-მენეჯერები რომ იკვლევენ და იურიდიულ დასკვნებს აკეთებენ. ალბათ მაგათზე მეკითხებით ხომ?” – ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც 2019 წელს აჭარის მთავრობის მიერ გაყიდულ ქონებას ეხებოდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ დღეს, 14 აგვისტოს, გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის …

ბათუმის მერია მოქალაქეების იდეებს 500 ათასი ლარით აფინანსებს – რეგისტრაცია დაიწყო

– „ოდესმე იქნება ისე, რომ ბათუმში ტროტუარზე მანქანები აღარ დავინახოთ“? – კი. თუ ველობილიკები უკეთესად მოეწყობა და ველოსიპედით გადაადგილება მოდური გახდება“… მსგავსი საუბრები ფეხით სიარულისას ყოველ ჯერზე გესმის ბათუმის ქუჩებში. ვიღაცას უფრო მეტი სკვერი სურს თავის ქალაქში, ვიღაც სპორტულ მოედნებსა თუ სკვერებში მეტ ტრენაჟორზე ოცნებობს. საჭიროებებს რა გამოლევს ქალაქში, რომელშიც 160 ათასი ადამიანი ცხოვრობს. სწორედ …

ბანკიდან დიდი ოდენობით ფულის მოტყუებით დაუფლებისთვის 3 პირი პასუხისგებაში მისცეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, სამი პირი პასუხისგებაში მისცეს. „გამოძიებით დადგენდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაუკავშირდნენ ერთმანეთს და შეთანხმდნენ, რომ მოეძიებინათ ფიზიკური პირების პირადობის მოწმობის ასლები, რომელთა გამოყენებითაც, ბანკიდან მოტყუებით შეძლებდნენ …

Exit mobile version