„ჩაფარცხვა არ გამოვა, ოცნებაც ხვდება, რომ საქმე სერიოზულადაა“ – ინტერვიუ „ბიბისის“ გამოძიებაზე

5 დღე გავიდა BBC-ის საგამოძიებო ფილმის გამოსვლიდან, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ისევ არ განუმარტავს, რა ქიმიური ნივთიერება შეურია შსს-მ წყლის ჭავლში, რომლითაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დაარბია. სამაგიეროდ „ქართული ოცნების“ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები ერთმანეთისგან ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ და დამაბნეველ კომენტარებს აკეთებენ. „ჩანს, რომ სტრატეგია ამ მტკივნეულ თემასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ …

ბათუმის ნავთობტერმინალის განცხადება 3 ხელმძღვანელის დაკავების შემდეგ

„ბათუმის ნავთობტერმინალი“ აცხადებს, რომ საქმიანობას აგრძელებს. გუშინ, 4 დეკემბერს, „ბათუმის ნავთობტერმინალში“ 3 ხელმძღვანელი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელმა პირებმა საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს ტერმინალის რეზერვუარებში არსებული – 10 000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულებაც 15 000 000 ლარს აღემატება. „შპს ბათუმის ნავთობტერმინალი გაცნობებთ, რომ …

ზუგდიდელ მედროშეს ბანერის გამო ასამართლებენ – პროცესი დღეს, 5 დეკემბერს გაიმართება

ზუგდიდელ მედროშეს, შალვა ესართიას დღეს, 5 დეკემბერს გაასამართლებენ. პროცესი 3 საათზე დაიწყება ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში. ზუგდიდელ მედროშეს ბანერის გამო ედავებიან, რომელზეც ეწერა: „მილიცია, იდი ნა*უი“. პოლიციელებს ოქმში ჩაუწერიათ, რომ ეს პოლიციის შეურაცხყოფაა. გარდა ამისა, მედროშე 23 ოქტომბრის აქციაზე მოტოციკლისტის ჩაფხუტით იყოო. „რატომ არის შეურაცხმყოფელი? მე ბანერზე მეწერა მილიცია და არა პოლიცია. ამ ბანერით დავდივარ აქციაზე …

„არ შეიძლება ჩხირკედელაობა, რადგან დიდი ზიანის მომტანია”- მზექალა შანიძე „ოცნების“ რეფორმაზე

ენათმეცნიერი მზექალა შანიძე „ქართული ოცნების“ განათლების კონცეფციას ჩხირკედელაობას უწოდებს. ენათმეცნიერი 4 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ჩაერთო ონლაინ, რომელიც სწორედ „ოცნების“ განათლების ახალ რეფორმას შეეხებოდა. მზექალა შანიძის კომენტარს განათლების ექსპერტი, სიმონ ჯანაშია ავრცელებს ფეისბუქზე. „ის, რასაც ჩვენ გვთავაზობენ, წმინდა აკადემიური თვალსაზრისით არ არის გამართლებული და არ შეეფერება დღევანდელ მოთხოვნებს!… ყოველგვარი ცვლილება უნდა ეყრდნობოდეს …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 დეკემბრის 21 საათიდან 6 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო ღამით: 1 – …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 178 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 240. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 396 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 23 686 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 34 843 …

რა ხდება ადამიანის ორგანიზმში კამიტის მოხვედრის შემდეგ? – ინტერვიუ ექიმთან

„წყლის ჭავლში საერთოდ არ შეიძლება არანაირი გაზის გარევა. ნებისმიერი გამხსნელი ნეიროტოქსიურია. არ აქვს მნიშვნელობა, რა უნდა გაიხსნას… ის მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. როცა იყენებ გამხსნელს და ამას ამატებ წყლის ჭავლს, ეს უკვე ძალიან საშიში პრეცედენტია,“ – ამბობს ექიმი-ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე. მას ვესაუბრეთ ქიმიურ ნივთიერებებზე, რომლებზეც არის საუბარი BBC-ის საგამოძიებო ფილმში – „როდესაც წყალი გწვავს“. BBC-ის …

პენსიონერი ქალის საქმე ხულოდან, რის გამოც უზენაესმა სასამართლომ საკონსტიტუციოს მიმართა

რამდენიმე დღის წინ უზენაეს სასამართლოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიუმართავს. საქმე ხულოს ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ოჯახში ძალადობას ეხება. წარდგინებით მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოს მაშინ მიმართავს, როცა მოსამართლე მიიჩნევს, რომ არაკონსტიტუციურია კონკრეტული სამართლებრივი ნორმა, რომლითაც მან ესა თუ ის ადამიანი უნდა გაასამართლოს. ამ დროს საქმის განხილვა ჩერდება, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას. მაგალითად, ჯარიმების გადაუხდელობის გამო პირის …

რა იცვლება სუს-ში დასაქმების წესებში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამუშაოდ გაცილებით მარტივად მიიღებენ პირს, რომლის ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს, ასევე იმ პირს, რომელიც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალავს მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ან წარადგენს არასწორ მონაცემებს. ასეთი პირების სუს-ში მიღება სუს-ის უფროსის ბრძანებით არ შეიძლება, თუმცა იყო გამონაკლისი – მათი სამსახურში მიღება შეიძლებოდა მხოლოდ „განსაკუთრებულ შემთხვევაში, სახელმწიფო ინტერესებიდან …

ბათუმის ნავთობტერმინალში 3 პირი დააკავეს, საგამოძიებო 15 მილიონის ნავთობზე საუბრობს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბათუმის ნავთობტერმინალში ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე 3 პირი დააკავა. ნავთობტერმინალში საგამოძიებო სამსახური წუხელ ღამით შევიდა. შეჩერებული იყო სარკინიგზო ხაზი. ამის შესახებ „ბათუმელები“ დღეს, 4 დეკემბერს წერდა. საგამოძიებო სამსახურის ვერსიით, „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელმა პირებმა საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს ტერმინალის რეზერვუარებში არსებული – 10 000 ტონაზე …

საქართველოში 644 200 მოსწავლე და 66 300 მასწავლებელია – საქსტატის ახალი მონაცემები

2025-2026 სასწავლო წლის შესახებ ახალმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ საქართველოში გასულ, 2024 წელთან შედარებით სკოლების რაოდენობის მცირედი კლება და მოსწავლეთა რაოდენობის მატება აღინიშნება. საქსტატის ახალი მონაცემების თანახმად, 2025-2026 სასწავლო წელს საქართველოში სულ 2 292 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, მათგან 2 086 საჯარო და 206 – კერძო. მანამდე არსებულ პერიოდთან შედარებით, სკოლების რაოდენობა 2 ერთეულით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე …

რკინიგზა ბათუმში 107 586 კვ/მ მიწას ყიდის 59 მილიონ ლარად – აუქციონები არ შედგა 

ბათუმში, გაგარინისა და ხახულის  ქუჩის შესახვევს შორის [სპორტის სასახლის უკანა ტერიტორია] „საქართველოს რკინიგზა“ ჯამში 107 586 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის 3 ნაკვეთს ყიდის. ქონება მთლიანობაში 59 712 497 ლარად იყო აუქციონზე გატანილი, თუმცა აუქციონები არ შედგა. რკინიგზის შვილობილ კომპანია „ჯიარ ქონების მართვას“ თითოეულ ნაკვეთზე აუქციონი ორ-ორჯერ ჰქონდა გამოცხადებული. გასაყიდი მიწის ნაკვეთების ფართობები და საწყისი გასაყიდი …

ბათუმის ნავთობტერმინალში სუს-ი და საგამოძიებო სამსახური შევიდა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმის ნავთობტერმინალში სუს-ი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია შესული და შეჩერებულია სარკინიგზო გადაზიდვების ნაწილი. ნავთობტერმინალში სარკინიგზო გადაზიდვების დიდი ნაწილი 3 დეკემბერს, ღამით, მას შემდეგ გაჩერდა, როცა იქ სუსი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ერთდროულად შევიდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გამოკითხვაზე გადაიყვანეს 21 პირი, მათ შორის, ბათუმის ნავთობტერმინალის ხელმძღვანელი პირები. რა ხდება ნავთობტერმინალში? – შეკითხვას ამ …

მწერალ ბორის აკუნინს რუსეთში კიდევ ერთი წელი მიუსაჯეს – მას ჯამში 15 წელი აქვს მისჯილი

რუსეთში მწერალ ბორის აკუნინს დაუსწრებლად მიუსაჯეს ერთწლიანი პატიმრობა „უცხოელი აგენტის საქმის“ გამო. რუსული მედიის ცნობით, პირველ განაჩენთან ერთად, სასჯელმა ჯამში 15 წელი შეადგინა – პირველი ოთხი წელი ციხეში, ხოლო დანარჩენი – კოლონიაში. ასევე, აკუნინს რუსეთში ექვსი წლით აეკრძალა ინტერნეტში პუბლიკაციების გამოქვეყნება და დაეკისრა ჯარიმა, 600 000 რუბლი. 2025 წლის ზაფხულში ბორის აკუნინი რუსეთში დაუსწრებლად გაასამართლეს ტერორისტული …

ბათუმში ევროკავშირის მხარდაჭერით ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა იმართება

ვისაც მოსწონს ნაქარგი საოჯახო ნივთები თუ ტანსაცმელი, რომლებიც ერთგვარი ხელოვნების ნიმუშებია, ასევე ხელნაკეთი თოჯინები თუ სხვა საგნები, ხვალ, ბათუმში, 14:00-საათიდან შეიძლება მათი დათვალიერება და შეძენა. გამოფენა-გაყიდვა სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება. მათ შორის იქნება პატიმრობაში მყოფი ბათუმელი მედროშის, ზურა ჭავჭანიძის ხელნაკეთი ნივთებიც, რომელთა გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი მის მეუღლეს გადაეცემა. 5 დეკემბერს სასტუმრო „რუმსში“ გამოფენა-გაყიდვა გაიმართება ეკონომიკური პოლიტიკის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 177 370 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 396 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 23 685 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 34 809 …

„ვუთხარი ჩემს შვილებს, თავი ასწიონ“ – რას ამბობენ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები ბათუმიდან

„4 ოქტომბრის საქმეზე“ დაპატიმრებული 64 ბრალდებულიდან 5 ბათუმიდანაა. ამ სტატიაში მათ შესახებ მოგიყვებით: რას აკეთებდნენ ისინი დაპატიმრებამდე? რა მტკიცებულებებია მათ საქმეებში? 4 ოქტომბერს რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი პრეზიდენტის სასახლესთან გადავიდა რამდენიმე პოლიტიკური ლიდერის მიმართვის შემდეგ. დემონსტრანტებმა მოარღვიეს სასახლის ღობე და პრეზიდენტის სასახლის ეზოში შევიდნენ. რამდენიმე წუთში ადგილზე გამოჩნდა სპეცრაზმი, რასაც დაძაბულობა მოჰყვა. პრეზიდენტის …

ბათუმის პოლიციის განყოფილებაში შეჭრილი 3 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

ბათუმში სამი მოქალაქე პოლიციის პირველ განყოფილებაში შეიჭრა. მათ პოლიციელებს აგინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა 11 ოქტომბერს მოხდა. ინფორმაცია კი ჟურნალისტებისთვის ახლახან გახდა ცნობილი. „ტვ პირველმა“ დაადგინა, რომ ერთ-ერთმა პირმა პოლიციელს ხელიც დაარტყა, რის შედეგადაც პოლიციელმა დაზიანება მიიღო. თუმცა ის ექსპერტიზაზე არ გადაიყვანეს. „ტვ პირველის“ მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, სამ თავდამსხმელთაგან ერთი, ვინც პოლიციელებს აგინა და …

„დაცინვაა მშიერ ბავშვს შესთავაზო სკოლის ფორმა, საკვების ნაცვლად“- მშობელი

ბავშვებს, რომლებიც სკოლაში მშიერი არიან, „ქართული ოცნება“ საკვების ნაცვლად უნიფორმას სთავაზობს. რატომ არ ღირს სანახაობაზე, ანუ ფორმაზე დისკუსია მაშინ, როცა მშობლებსაც და მოსწავლეებსაც სულ სხვა, ბევრად მნიშვნელოვანი მოთხოვნები აქვთ, ამ დროს კი, სახელმწიფო მათ არ უსმენს. „შესთავაზო მშიერ ბავშვს ფორმა საკვების ნაცვლად, გულწრფელად გითხრათ, პირდაპირ დაცინვაა“, – ამბობს მშობელი მედეა ტურაშვილი „ბათუმელებთან“. ჩვენ მას „ქართული …

რა გაძვირდა და გაიაფდა ბოლო ერთ თვეში – სტატისტიკა

2025 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა. ამ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური [საქსტატი] აქვეყნებს. საქსტატის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა. …

„ცხვირიდან სისხლდენა ახლაც მაქვს” – როგორ შეიცვალა 19 წლის ქეთოს ცხოვრება აქციის დარბევის შემდეგ

მოქალაქეები, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისში, საპროტესტო აქციების დროს დარბევებში მოყვნენ, ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივიან. 19 წლის ქეთო ხომერიკი „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ცხოვრება ერთ ღამეში შეიცვალა – აქტიური ახალგაზრდა სამედიცინო სერვისებზე დამოკიდებული გახდა. მუდმივად უწევს სამედიცინო გამოკვლევები, მუდმივად ავადაა, თუმცა ექიმები დიაგნოზს ვერ უსვამენ. ქეთო ხომერიკი იხსენებს, რომ 2 დეკემბერს, როდესაც სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის …

რას ამბობს გამოკითხვიდან გამოსული ექიმი დავით ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-იმ ჩაწერა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სახით გამოკითხვაზე იბარებენ იმ ადამიანებს, რომლებმაც BBC-ის ინტერვიუ მისცეს 2024 წელს „ოცნების“ მიერ საპროტესტო აქციის დარბევაზე. გამოკითხვაზე ასევე დაბარებული იყვნენ ექიმი ძმები: დავით და კონსტანტინე ჩახუნაშვილები, რომლებმაც ჩაატარეს კვლევა და შეისწავლეს საპროტესტო აქციების დარბევისას გამოყენებული საშუალებების ეფექტი მოქალაქეებზე. კვლევა რეცენზირებული ანუ გადამოწმებულია სხვა მეცნიერების მიერ და გამოქვეყნებულია სამედიცინო-სამეცნიერო ჟურნალში „ტოქსიკოლოგიური მოხსენებები“. …

BBC-ის საგამოძიებო ფილმის გამო ეკა გიგაური სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა

სუსმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური გამოკითხვაზე დაიბარა. BBC-ის საგამოძიებო ფილმი – „როდესაც წყალი წვავს“ 2025 წლის პირველ დეკემბერს გამოქვეყნდა. ფილმში მოყვანილი ფაქტების და მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს „ოცნების“ მთავრობამ ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი – ბრომობენზილის ციანიდი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც კამიტი [camite]. ამ ფილმში ნახავთ ეკა გიგაურის …

„მთავრობა, რომელიც ქიმიური იარაღით წამლავს საკუთარ ახალგაზრდობას, მიტოვებულია ღვთისგან” – არქიმანდრიტი

„საქართველოს დღეს ჰყავს ფაშისტური მთავრობა, რომელიც წამლავს ხალხს. „ქართული ოცნება“ კი არ უნდა გადადგეს – უნდა გასამართლდეს ქართველი ხალხის გენოციდისთვის,“ – წერს არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია. არქიმანდრიტი ასე ეხმაურება BBC-ის საგამოძიებო ფილმს, სადაც საუბარია იმაზე, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ  ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. „მთავრობა, რომელიც ქიმიური იარაღით წამლავს საკუთარ ახალგაზრდობას, დაწყევლილი და მიტოვებულია ღვთისგან. …

ბათუმის აქციაზე, 3 დეკემბერს, აჩვენებენ BBC-ის საგამოძიებო ფილმს „როდესაც წყალი გწვავს“

დღეს, 3 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან აჩვენებენ BBC-ის საგამოძიებო ფილმს „როდესაც წყალი გწვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“. BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს „ოცნების“ მთავრობამ ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი – ბრომობენზილის ციანიდი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც კამიტი [camite]. „ქართული ოცნება“ ამ ცნობას აბსურდს უწოდებს და BBC-ის სასამართლოში ჩივილით …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 3 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 176 230 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 393 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 23 682 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 34 780 …

„იგლ ჰილსის“ წილების 33,33% მართვის უფლებით საქართველოს გადაეცა

რეესტრის განახლებული მონაცემების მიხედვით, კომპანია „იგლ ჰილს საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად ფიქსირდებიან საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი და თორნიკე ზირაქიშვილი – სსიპ “აწარმოე საქართველოს“ დირექტორის მოადგილე. კომპანიის 33.33% პროცენტი საქართველოს ეკუთვნის, 66,67 პროცენტი კი – „იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგ ლიმიტედს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან ასევე რაშიდ მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი და ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ …

ბათუმის საკრებულომ ღია კარის სხდომის ჩატარების ვალდებულება გააუქმა – ახალი წესები

ბათუმის საკრებულომ რეგლამენტი შეცვალა და ღია კარის სხდომის ჩატარების ვალდებულება აღარ ექნება. აქამდე კანონის ეს ჩანაწერი საკრებულოს ამომრჩევლის მოსმენას ავალდებულებდა პერიოდულად. ამ დღეს ამომრჩეველს შეეძლო სხდომაზე დასწრება და კონკრეტული საკითხების დღის წესრიგში დაყენება, საკუთარი მოთხოვნებისა და პრეტენზიების გაჟღერება ქალაქის საკითხებზე. სხვა დროს, სტანდარტული სხდომის მიმდინარეობისას, თავმჯდომარის თანხმობისა და დროის გამოყოფის გარეშე ამომრჩეველს სიტყვით მიმართვის, ასევე …

სუს-მა საიას თანამშრომლები გამოკითხვაზე დაიბარა BBC-ისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საიას თანამშრომლებს მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე იბარებს. BBC-ის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში სუსში გამოკითხვაზე დაბარებულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი და 1 თანამშრომელი. საია აცხადებს, რომ მისი თანამშრომლები მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხებიან. „ხაზგასმით გვსურს, აღვნიშნოთ, რომ საიას წარმომადგენლები BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში ახმოვანებენ ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც ემყარება უფლებების დარღვევის …

მოქალაქე, რომელსაც სპეცრაზმმა გასულ წელს სასტიკად სცემა, სუსმა გამოკითხვაზე BBC-ზე გასული ფილმის შემდეგ დაიბარა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა მოქალაქე ზვიად მაისაშვილი, რომელსაც ერთი წლის წინ, 30 ნოემბერს, სპეცრაზმელებმა რუსთაველის გამზირზე სასტიკად სცემეს. ზვიად მაისაშვილს გასულ წელს პროევროპულ საპროტესტო აქციაზე სცემეს. სპეცრაზმელებმა მას სახის ძვლები დაუმტვრიეს, ცემის შედეგად მიიღო ტვინის შერყევა და სხვა დაზიანებები. თუმცა მისი საქმე გამოძიებისთვის საინტერესო მას შემდეგ გახდა, რაც მან ბიბისის ინტერვიუ მისცა და საპოლიციო …

რა ელის „ოცნებას“, თუ საერთაშორისო სასამართლოში ქიმიური იარაღის გამოყენებას დაუმტკიცებენ – ინტერვიუ

„ოცნება“ ეცდება, ეს საკითხი მიაფუჩეჩოს. მაგრამ ეს თემა არ უნდა ჩამოვიდეს დღის წესრიგიდან…. როდიონოვის ხსენება ახლაც მზარავს და ამის წარმოდგენა, რომ ჩემი ქვეყნის ხელისუფლება გვწამლავდა, წარმოუდგენელია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი ლია მუხაშავრია, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს საქმეებზე საქართველოდან მუშაობს. ლია მუხაშავრიას BBC-ის გამოძიებაზე ვესაუბრეთ: რა ელის „ოცნების“ მთავრობას, თუ ევროსასამართლო, ან ჰააგის სასამართლო დაადასტურებს, რომ ქართველ …

„საქმე გვაქვს ფარსთან და არა წესრიგთან“ – მანანა რატიანი „ოცნების“ სასკოლო რეფორმაზე

„იმის ნაცვლად, რომ ეთქვათ, როგორ უნდა აემაღლებინათ ხარისხი ზოგად განათლებაში, როგორ უნდა გაეკეთებინათ დიფერენცირებული, სპეციალიზებული მოდელი საშუალო საფეხურზე, აიღეს და მთლიანად გაანადგურეს არსებული სისტემაც კი“- ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორი, განათლების სპეციალისტი მანანა რატიანი კონცეფციაზე, რომელიც დღეს, 2 დეკემბერს, „ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ წარმოადგინა. შორდება თუ არა ამ კონცეფციით ქართული განათლების სისტემა დასავლურს …

რატომ გაუუქმა „ოცნებამ“ სოცდაუცველებს 300-ლარიანი დასაქმება – „არჩევნების შემდეგ ისინი მიატოვეს“

„თვალსაჩინოა ამ ადამიანების საარჩევნო მიზნებით გამოყენების ფაქტი,“ – მიიჩნევს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი, სალომე შუბლაძე. მას ვესაუბრეთ „ოცნების“ ანტიკონსტიტუციური მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმებისთვის 2026 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროგრამა მომავალი წლიდან აღარ გაგრძელდება. 2022 წლიდან ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ მოკავშირედ სიღარიბე აქცია – ქვეყნის …

რუსული გემი, რომელსაც შავ ზღვაში თავს დაესხნენ, საქართველოში არ მოდიოდა – სააგენტო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აცხადებს, რომ გემი, რომელსაც რუსული და თურქული მედიის ინფორმაციით შავ ზღვაში თავს დაესხნენ, საქართველოს მიმართულებით არ მოდიოდა. „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმაურება  ღია წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას  რუსეთის დროშის ქვეშ მცვურავ გემ „Midvolga 2“-თან (IMO 9735139) დაკავშირებით, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით , თურქეთის სანაპიროდან 80 კილომეტრში თავს დაესხნენ. ამავე წყაროებში გემის დანიშნულების ნავსადგურად   საქართველოს ნავსადგურებია …

რა ქიმიურ ნივთერებებს იყენებდა პოლიცია – 25 ორგანიზაცია შსს-ს მიმართავს

„მოვითხოვთ, საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას: რა ქიმიურ ნივთერებებს იყენებდა პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ,“ – საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, მთავრობამ გაასაჯაროოს ინფორმაცია, რა ნივთიერება გამოიყენეს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დარბევისას. მიმართვაში, რომელსაც ხელს 25 ორგანიზაცია აწერს, ნათქვამია, რომ ერთი წელია შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხს არ სცემს კითხვას, თუ რა ნივთიერება გაურიეს ცრემლსადენ გაზსა და წყლის …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 დეკემბრის 21 საათიდან 3 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – წვიმა, მაღალ მთაში – თოვლ-ჭყაპი, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 7 – 12 გრადუსი …

Exit mobile version