თელავის აქციების მონაწილეს გაყიდული მანქანა უკან დაუბრუნეს – „ფული შეუგროვებიათ და გამოუსყიდიათ“

ივანე დემინაშვილი თელავის საპროტესტო აქციების მონაწილეა. ის 2024 წლის 27 ოქტომბრის შემდეგ, თელავში, „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნების გაყალბებას და ანტიდასავლურ პოლიტიკას აპროტესტებს. ივანე დემინაშვილი ამბობს, რომ იმ დღიდან, პროტესტის ნიშნად, წვერიც კი მოუშვა და ერთი წელი არ გაუპარსავს. „ძალიან გავბრაზდი ამ მოღალატეების გამო. იმ დღიდან პროტესტში ვარ. ზოგჯერ მარტოდაც ვმდგარვარ საპროტესტო აქციაზე, მაგრამ იმედი მაინც …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 195 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 090. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 433 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 23 769 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 35 287 …

„ოცნების“ დეპუტატი, რომელმაც საათებში ნახევარ მილიონზე მეტი გადაიხადა

დეპუტატი ვახტანგ თურნავა ძვირადღირებულ აქსესუარებში იხდის იმაზე მეტს, ვიდრე საჯარო სამსახურში, მაგალითად ბათუმის მერიაში, ერთი რიგითი სპეციალისტის მთელი წლის ხელფასია. „ბათუმელებმა“ დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით დათვალა, რომ ვახტანგ თურნავას მხოლოდ საათებში 177 ათას ევროზე მეტი აქვს გადახდილი, რაც ნახევარ მილიონ ლარზე მეტია. მაგალითად, ბათუმის მერიაში მესამე კატეგორიის სპეციალისტის ხელფასი იზრდება და მომავალ წელს 3560 ლარი …

კუნძულისთვის 352 563 მ³ ქვას „ამბასადორი“ ქობულეთში ულიცენზიოდ მოიპოვებს – კობახიძის განკარგულება

ხელოვნური კუნძულის პროექტის ფარგლებში კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ კიდევ ერთხელ გაათავისუფლეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან. კომპანიას ამჯერად უფლება მისცეს 352 ათასი კუბური მეტრი მოცულობის ქვები ქობულეთის სოფელ ხალას მიმდებარედ მოიპოვოს. 1 კუბურ მეტრ ქვაში კი დაახლოებით 8,5 თეთრს გადაიხდის. „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის …

„პრობლემაა ის, რომ შსს ითხოვს ადამიანების დიაგნოზებს“ – ფსიქიატრი „ოცნების“ რეესტრზე

„რატომ არის რუსეთში, რატომ არის ჩინეთში, ბელარუსში და ახლა, რატომ იღებენ საქართველოში? იმიტომ, რომ ტოტალიტარულია ეს ქვეყნები და სამწუხაროდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაც ცდილობს აამუშაოს ყველა მექანიზმი, რომელიც კონტროლს გაზრდის მოსახლეობაზე“, – ამბობს ეკა ჭყონია, ფსიქიატრი, „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ ხელმძღვანელი, ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრზე, რომლის შექმნასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ითხოვს. რა საფრთხეებს უქმნის ამ ტიპის რეესტრი …

რას გააძვირებს დენის ტარიფის გაზრდა? – ინტერვიუ ფინანსისტთან

„დენის ტარიფის ზრდა, პირველ რიგში, აისახება დაბალშემოსავლიან მოსახლეობაზე: მაგალითად პურის ფასის გაძვირება… ღარიბი, რომელიც მთელ ფულს საჭმელზე ხარჯავს, იქ მაღალი ინფლაციაა, ამიტომაც, მას მეტად აწვება ეს ზრდა,“- ამბობს ფინანსისტი ნიკოლოზ მურღულია. მას ვესაუბრეთ დენის ტარიფის გაძვირებაზე – რას გააძვირებს დენის დაანონსებული გაძვირება? სემეკის გადაწყვეტილებით, დენის გადასახადი იზრდება. ახალ ტარიფებს სემეკი 29 დეკემბრის სხდომაზე დაადგენს. კიდევ …

სემეკის თავმჯდომარემ სახლის მშენებლობა დაასრულა, რაშიც 1.1 მილიონი დახარჯა 

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია [სემეკი] დენის ტარიფების გაზრდის საკითხს განიხილავს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობას კომუნალური ხარჯი კიდევ გაეზრდება, ეს განსაკუთრებით დრამატულად აისახება ოჯახებზე, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ და თავი დახმარებით გააქვთ. დენის ტარიფის გაზრდა ავტომატურად შეიძლება აისახოს ისეთი პროდუქტის ფასზეც, რაც ელექტროენერგიის მოხმარებაზეა მიბმული. სანამ სემეკი გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, მანამდე „ბათუმელებმა“ სემეკის თავმჯდომარის ხარჯებს გადახედა. …

საბერძნეთი ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას ფოსტით მისცემს

საბერძნეთის მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ საბერძნეთის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ეროვნულ არჩევნებში ფოსტით ხმის მიცემა შეძლონ. ბერძნული მედია წერს, რომ საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თეოდოროს ლივანიოსმა აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას წარადგინა და აღნიშნა, რომ მთავრობა რეფორმის განხორციელებას უახლოეს პერიოდში გეგმავს. ლივანიოსმა თქვა, რომ მოქალაქეებს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ …

რუსეთიდან $1 მილიარდით მეტი საქონელი შემოიტანეს საქართველოში, ვიდრე გაიტანეს – სტატისტიკა

საქართველოში რუსეთიდან 1 მილიარდი აშშ დოლარით მეტი ღირებულების საქონელი შემოიტანეს, ვიდრე გაიტანეს. საგარეო ვაჭრობის 2025 წლის 11 თვის წინასწარ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური [საქსტატი] აქვეყნებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან რუსეთში 672 მილიონ 503 ათას 800 აშშ დოლარის საქონელი გავიდა, რუსეთიდან კი საქართველოში 1 მილიარდ 715 მილიონ 985 ათას 200 აშშ დოლარის საქონელი …

„ვართ მიჯნაზე, რომ ვიყოთ ჩეჩნეთისმაგვარი წარმონაქმნი“ – ზურაბ ჯაფარიძე

დღეს, 19 დეკემბერს, შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ხელმძღვანელმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ საპყრობილე დატოვა. ზურაბ ჯაფარიძე ე,წ. „წულუკიანის კომისიაზე“ გამოუცხადებლობის გამო დააკავეს 22 მაისს, სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ კომენტარი გააკეთა მედიასთან. მან თქვა, რომ დღესვე აპირებს რუსთაველზე გასვლას. „7-თვიანი …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 დეკემბრის 21 საათიდან 20 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 5 – 10 გრადუსი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 194 520 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 433 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 768 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 35 250 …

რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი, რასაც „ოცნება“ ქმნის – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

„ქართული ოცნება“ ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრს ქმნის, რაც სპეციალისტების განცხადებით კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემისთვის. რეესტრის შექმნის ინიციატორი შს სამინისტროა, რაც ბევრ კითხვას აჩენს. კანონში ინიციირებული ცვლილებების მიხედვით, შემოდის სადავო ტერმინებიც, მაგალითად – „პროცესუუნარო პირი“. რატომ არის საფრთხე ამ რეესტრის შექმნა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ფსიქოლოგსა და კლინიკურ სუპერვიზორს, მაია ცირამუას ესაუბრა. ქალბატონო მაია, …

რატომ ძვირდება პროდუქტი? – ინტერვიუ

საქართველოში საარსებო მინიმუმი თვეში 255 ლარია. საკვებ პროდუქტზე კი ფასები ყოველდღე იზრდება. მიმდინარე წლის ოქტომბერში 5-10 თეთრით გაძვირდა პური, ძვირია ზეთი, კვერცხი, ბრინჯი და შაქარიც – პირველადი მოხმარების საბაზისო პროდუქტები. რატომ ვიხდით მაღალ ფასს საკვებ პროდუქტებში და რა ახდენს გავლენას ფასების ზრდაზე – ამ თემაზე „ბათუმელები“ ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანს ესაუბრა. რატომ ძვირდება პროდუქტი საქართველოში – …

„მანდარინს ვყიდით მუქთად, თუ ამას გაყიდვა ჰქვია“ – რას ამბობენ ქობულეთელი მეციტრუსეები

„მანდარინი იყიდება 60-70 თეთრად, ვყიდით მუქთად, თუ ამას კარგად გაყიდვა ჰქვია, როგორც მთავრობა ამბობს… მეციტრუსის ხელში ამ 70 თეთრიდან 20 თეთრი თუ რჩება, მოსაკითხია კიდევ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ქობულეთში, სოფელ აჭყვისთავში მცხოვრები კახა ნოღაიდელი. ქობულეთელი მეციტრუსეების თქმით, წინასაახალწლოდ მანდარინის კლიენტები გამოჩნდნენ, თუმცა ფასი ძალიან დაბალია. „წელს იმდენად დაბალი ფასია, ზოგს არც კი დაუკრეფია საერთოდ მანდარინი, …

რატომ არ შეიტანეს ხრეში ბათუმის სანაპიროზე – პლაჟის აღსადგენად 2 მილიონი იყო გამოყოფილი

ბათუმის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვებისთვის 2025 წლის ბიუჯეტში 2 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა სამუშაოები არ შესრულებულა. პროგრამა – „პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები“- აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უნდა განეხორციელებინა. რატომ არ შეიტანეს ხრეში პლაჟზე? – ამ კითხვით „ბათუმელები“ სამინისტროს დაუკავშირდა. „მიმდინარე წლის ბიუჯეტით დაგეგმილი ნაპირდაცვის, სანაპირო ზოლის …

რა ხდება პოლონეთში – „ფირმების 90% უკვე უარს ამბობს ქართველების დასაქმებაზე“

„აქამდე სამუშაო ნებართვას სჭირდებოდა მაქსიმუმ 2 კვირა, თანაც, იწყებდი მუშაობას და მერე მიიღებდი ნებართვას. ახლა დაახლოებით 3 თვე უნდა დაელოდო, სააგენტოები უკვე პირდაპირ უარს გვეუბნებიან დასაქმებაზე. ადამიანები უკან ბრუნდებიან საქართველოში. გავიგეთ, იბერია გაბრწყინდაო და აგუგუნებულია ალბათ ქარხნები,“ – გვიყვება პოლონეთში მცხოვრები ნინო სარაჯიშვილი, ერთ-ერთი იმ ათასობით ქართველს შორის, ვისაც პოლონეთში გამარტივებული წესით დასაქმება აღარ შეუძლია. …

„სტრატეგიული მიტოვების საფრთხის ფონზე… ევროპა ვალდებულია გადაჯგუფდეს“ – ინტერვიუ ყოფილ ელჩთან

„ტრამპის პრეზიდენტობამ, საერთაშორისო წესრიგის კრიზისმა, დააჩქარა საერთაშორისო წესრიგის დაშლა. გამოდის, რომ ამან უფრო კონფლიქტური სამყაროს ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ევროპისთვის ეს ქმნის ვალდებულებას – უკვე არამხოლოდ მიზანი, არამედ ვალდებულება ხდება, ის გადაჯგუფდეს. სტრატეგიული მიტოვების საფრთხის ფონზე, ევროპამ ისტორიული შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს და გახდეს სრულფასოვანი უსაფრთხოების აქტორი… ეს პროცესი ევროპას უსაფრთხოების დაცვასთან ერთად აკისრებს ვალდებულებას, ბოლომდე დაიცვას …

მასწავლებელი: „ყველა ჯოხი რომ ჩვენზე გადატყდეს, ამის საშუალება სისტემას ჩვენი დუმილით მივეცით“

„არ გვიხსნიან, არ გველაპარაკებიან, არ ცდილობენ, უფრო გარკვევით გვითხრან რისი მომცემია ეს რეფორმა. ამიტომ გვაქვს უნდობლობა ამ ცვლილებების მიმართ. რაღაცნაირად, გადიდგულებული აკეთებენ თითქოს და ამიტომაც არის, ასეთი აჟიოტაჟი რომ გამოიწვია“- ამბობს ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის ქართულის მასწავლებელი მარიზა თებიძე „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმაზე. „ბათუმელები“ მასწავლებელს მე-12 კლასის გაუქმებასა და სკოლაში სწავლის ხარისხზე ესაუბრა. …

როსტოვის პორტში დრონმა რუსული გემი დააზიანა, არის მსხვერპლი

18 დეკემბრის ღამეს რუსეთის როსტოვის ოლქის გუბერნატორმა იური სლიუსარმა განაცხადა, რომ როსტოვში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გაშვებული დრონის თავდასხმის შედეგად სატვირთო გემი დაზიანდა. ოფიციალური ცნობებით, ტანკერზე ხანძარი გაჩნდა, დაიღუპა ეკიპაჟის ორი წევრი და სამი დაშავდა. ასევე დღეს, 18 დეკემბერს, დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსეთის რეგიონების თავზე 47 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ___________ ფოტოზე: …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 193 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 432 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 23 758 ერთეული [+0] საარტილერიო სისტემა – 35 232 ერთეული …

წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების გარევა და აქციაზე გამოყენება დაუშვებელია – ინტერვიუ

„წყლის ჭავლში რაიმე სახის ნივთიერების შერევას ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს,“ – ამბობს ნონა ქურდოვანიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] თავმჯდომარე. ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ „ადგილი ჰქონდა სისტემურ წამებას და ეს დოკუმენტირებულია“. თუმცა საქმეები გამოძიებული არაა. საიას ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა წყლის ჭავლში ნებისმიერი ნივთიერების შერევას …

ათასობით კანონდამრღვევ მძღოლს მართვის მოწმობა დაუბრუნდება – რა საფრთხეს შეიცავს ეს

„ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც მართვის მოწმობის ვადამდე აღდგენის შესაძლებლობას აუქმებს. თუმცა, ეს ცვლილება ასევე ითვალისწინებს ერთჯერად ამნისტიას, რის შემდეგაც ათიათასობით კანონდამრღვევ მძღოლს ჩამორთმეულ მართვის მოწმობებს უბრუნებს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში მოყვანილი სტატისტიკის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოში 35 445 პირს აქვს მართვის მოწმობა შეჩერებული. …

საახალწლოდ ბათუმში მუსიკოსების ჰონორარებში 428 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმის მერია ევროპის მოედანზე საახალწლო ღონისძიებების გამართვას 20 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით პერიოდში გეგმავს. ღონისძიებაში მონაწილე სოლოშემსრულებლების, მუსიკალური ბენდებისა და ჯგუფების, დიჯეებისა და სხვა მონაწილეთა ჰონორარებში კი 428 ათასი ლარი გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე დაიხარჯება. ახალი წლის ღონისძიებებისთვის ბათუმში დაიხარჯება მთლიანობაში 1 მილიონ 667 ათას 609 ლარი. მათ შორის: ბათუმში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე ტენდერში გამარჯვებულ …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 192 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 730. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 427 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 23 758 ერთეული [+21] საარტილერიო სისტემა – 35 205 …

დენის გადასახადი იზრდება – სემეკი ახალ ტარიფებს დაადგენს

ელექტროენერგიის გადასახადი იზრდება. ახალ ტარიფებს სემეკი 2025 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე დაადგენს. რამდენით გაიზრდება დენის გადასახადი, სემეკში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ. „მარეგულირებელი კომისია 29 დეკემბერს კომისიის სხდომაზე დაადგენს ახალ სამომხმარებლო ტარიფებს ელექტროენერგიის სექტორში. ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს. თუმცა დღეს კონკრეტული ციფრის და კონკრეტული ზრდის პროცენტის დასახელება გამიჭირდება, ვინაიდან მარეგულირებელი კომისია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს საკითხზე.“ – …

ლანჩხუთში ავტობანის 8-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნეს – მაგისტრალი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 8-კილომეტრიანი მონაკვეთი [ლანჩხუთი-ლესა] გაიხსნა დღეს, 17 დეკემბერს. ახალგახსნილი 4 -ზოლიანი მონაკვეთი იწყება ლანჩხუთში და მთავრდება სოფელ ლესაში. შესაბამისად, ავტობანით მოძრავი ავტოტრანსპორტი სოფელ ჯაპანადან სოფელ ლესამდე [და პირიქით] მონაკვეთში ისე იმოძრავებს, რომ აღარ გაივლის ქალაქ ლანჩხუთს. სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალი მაქსიმუმ 2020 წელს მაინც უნდა დასრულებულიყო მთლიანად. სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა თავის დროზე ოთხ მონაკვეთად [ლოტად] …

გენშტაბის ცნობით, უკრაინამ რუსეთის 278 თავდასხმა მოიგერია ერთ დღეში

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 17 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინამ მტრის 278 თავდასხმა მოიგერია ფრონტის ხაზზე – ეს რუსეთის თავდასხმების ყველაზე დიდი რაოდენობაა ერთ დღეში, სულ მცირე, დეკემბრის დასაწყისიდან. „ბოლო 24 საათის განმავლობაში სულ 278 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა. მტერმა 74 საჰაერო დარტყმა განახორციელა და 179 მართვადი ავიაბომბი ჩამოაგდო“ – წერს უკრაინის გენშტაბი და …

7 პირი ცრუმოწმეობის ბრალდებით დააკავეს, მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ – პროკურატურა

პროკურატურა წერს, რომ 7 პირი დააკავეს პირადი მოტივით გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით. „დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ერთი პირისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არიდების მიზნით, გამოძიებას მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია, გამორიცხეს რეალური მოძალადის მონაწილეობა ინციდენტში და დანაშაულის ჩადენაში ამხილეს სხვა, უდანაშაულო პირი, რომელმაც, წინასწარი შეთანხმების მიხედვით, …

ბათუმში მთელი კვირა უნალექო ამინდია მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად, ბათუმში უნალექო ამინდი შენარჩუნდება უახლოესი დღეების განმავლობაში. აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 დეკემბრის 21 საათიდან 18 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 3 – …

„საბავშვო ბაღის რიგშია 776 ბავშვი“ – რატომ არ აშენებს ბათუმის მერია ახალ ბაღებს?

ბათუმში 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით არც ერთი ახალი საბავშვო ბაღი არ აშენდება. ამ დროს ათასობით ბავშვი საბავშვო ბაღის მიღმაა, კერძო ბაღის საფასური კი, თვეში მინიმუმ 450 ლარიდან იწყება. პრობლემის შესახებ კარგად იციან ბათუმის მერიაში, თუმცა აქ წელს, მაგალითად, ხელფასების გაზრდა არჩიეს – 6,7 მილიონით – საბავშვო ბაღის აშენებას. საბავშვო ბაღების პრობლემაზე ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ არ …

პროკურატურამ 63 პირს წარუდგინა ბრალი „ქურდული სამყაროს საქმეზე“

პროკურატურამ 63 პირს წარუდგინა ბრალი „კანონიერი ქურდობის”, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის” მიმართვის ფაქტებზე. პროკურატურის ცნობით, 49 პირი დააკავეს, ხოლო 14-ს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, როგორც საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდების“ დავალებით, ასევე დამოუკიდებლად, მოდავე …

მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა

დღეს, 16 დეკემბერს, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს. სახაროვის პრემია 2025 წელს პატიმრობაში მყოფ ორ ჟურნალისტს, ქართველ მზია ამაღლობელსა და ბელარუს ანდჟეი პოჩობუტს გადაეცა. მზია ამაღლობელის სახელით პრემია „ბათუმელების“ ჟურნალისტმა ირმა დიმიტრაძემ მიიღო, ანდჟეი პოჩობუტისაც სახელით კი – მისმა შვილმა. სახაროვის პრემია აზრის …

მზია ამაღლობელის სიტყვა ევროპარლამენტში – „გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, ვიდრე გვიანი არ არის“

დღეს, 16 დეკემბერს, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს სტრასბურგში ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს. სახაროვის პრემია 2025 წელს პატიმრობაში მყოფ ორ ჟურნალისტს, ქართველ მზია ამაღლობელსა და ბელარუს ანდჟეი პოჩობუტს გადაეცა.  „ბათუმელების“ ჟურნალისტმა, ირმა დიმიტრაძემ ევროპარლამენტში წაიკითხა მზია ამაღლობელის სიტყვა, რომელიც მან რუსთავის ქალთა ციხიდან გააგზავნა ევროპარლამენტში. გთავაზობთ სიტყვას სრულად: ძვირფასო …

საიამ საკონსტიტუციოში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა პარტიების აკრძალვაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების კონსტიტუციურ სარჩელზე, რომლითაც მოთხოვნილია პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”, „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა” და „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის”, აკრძალვა. დოკუმენტი აანალიზებს გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის უკიდურესი ფორმის შესახებ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს და ეროვნულ საკანონმდებლო ჩარჩოს. მოსაზრება …

თურქეთმა შავ ზღვაზე დრონი ჩამოაგდო

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შავ ზღვაზე უკონტროლო დრონი ჩამოაგდეს. სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც თურქული ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს,  ნათქვამია, რომ შავი ზღვიდან თურქეთის საჰაერო სივრცეს მიახლოებული ობიექტი დაფიქსირდა და აღმოჩენის შემდეგ, იგი სტანდარტული პროცედურების შესაბამისად იქნა ჩამოგდებული. „ანადოლუ“ წერს, რომ თურქეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რეაგირება დაევალა როგორც თურქეთის, ასევე ნატოს კონტროლის ქვეშ მყოფ F-16 …

Exit mobile version