ბათუმში ჰაერი 20-25 გრადუსამდე გათბება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 აპრილის 21 საათიდან 15 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 14 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 312 960 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +820. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 863 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 389 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 39 953 ერთეული …

რას შეცვლის ივანიშვილი თავის საგარეო პოლიტიკაში ორბანის მარცხის შემდეგ – ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან

„ოპოზიციის წარმომადგენლებმა სოფლებშიც კარგად იმუშავეს და რეგიონებშიც – დაუპირისპირეს ორბანის პროპაგანდას კონტრპროპაგანდა, კონტრაგიტაცია…“ – უნგრეთში ავტორიტარიზმის პირობებში ჩატარებულ წარმატებულ არჩევნებზე გვესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, კახა გოგოლაშვილი. მისი აზრით, უნგრეთის არჩევნების მთავარი მიღწევა ისაა, რომ ხალხმა არამხოლოდ უნგრეთში, არამედ ყველგან დაინახა, რომ ავტორიტარიზმის შემოტრიალება დემოკრატიისკენ შესაძლებელია. ექსპერტი მიიჩნევს, რომ მთავარი ფაქტორი მაინც ევროკავშირია: „ძალიან მნიშვნელოვანია, შენ …

ბათუმის მერია ჯავახიშვილზე მიწის ნაკვეთს ყიდის, დაინტერესებულია „ოცნების“ შემწირველი

ბათუმის მერია ჯავახიშვილისა და ფიროსმანის, ასევე ჯავახიშვილისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში, ერთ კვარტალში ოთხ საკადასტრო ერთეულ მიწის ნაკვეთს, ჯამში 980 კვ. მეტრს და მასზე მდებარე ძველ შენობებს გაყიდის. ოთხივე ქონება საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანეს. ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, ამ ქონებას მერია აუქციონზე ცალ-ცალკე გაიტანს და, საერთო ჯამში, მათი ფასი 4 მილიონ 370 800 …

აჭარის ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი დაიხარჯება ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის გახსნაში

19-26 აპრილს ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაა დაგეგმილი. ღონისძიების გახსნის ოფიციალური ცერემონიისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი დაიხარჯება. შესაბამის მომსახურებას აჭარის კულტურის სამინისტრო ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით შეისყიდის „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით. სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობის მისაღებად უკვე მიმართა. „აჭარის კულტურის სამინისტროში 2026 წლის 25 და 31 მარტს შემოვიდა საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის …

ვინ არის პეტერ მადიარი, რომელმაც უნგრეთში ორბანის დამარცხება შეძლო

2026 წლის 12 აპრილს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი  პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია დამარცხდა. ოპოზიციურმა პარტია „ტისამ“, რომელსაც პეტერ მადიარი ხელმძღვანელობს, დამაჯერებელი გამარჯვება და საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა. ორბანმა, რომელიც 16 წლის განმავლობაში იყო უნგრეთის სათავეში, ოპოზიციას გამარჯვება იმავე დღეს, არჩევნების შედეგების გასაჯაროების პარალელურად მიულოცა. უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, ბოლო მონაცემებით, მანდატები ასე გადანაწილდა: Tisza – მადიარის პარტია: …

ბათუმში 500-მდე აბონენტს გაზი არ მიეწოდება

ბათუმში 500-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დღეს, 13 აპრილს შეუწყდა. როგორც კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარაში“ განმარტეს, გაზის შეწყვეტა სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ავარიულ დაზიანებას უკავშირდება. გაზის მიწოდება ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მცხოვრებ ადამიანებს შეუწყდათ. სმს შეტყობინებაში, რომელიც „სოკარის“ აბონენტებმა მიიღეს, აღნიშნულია, რომ აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად 14 აპრილიდან, 17:00 საათიდან და სრულად აღდგება დღის ბოლომდე, …

როგორ ეხმარებიან ხალხს NGO-ები დევნის პირობებში

ბათუმში, მემედ აბაშიძის #48-ში, სადაც ბოლო 3 წელია საიას ოფისი ფუნქციონირებს, ყოველდღე არაერთი ადამიანი მიდის საბუთებით ხელში იმისათვის, რომ სიას იურისტებისგან მიიღოს არამხოლოდ კვალიფიციური კონსულტაცია, არამედ შესაბამისი დახმარებაც, სამართალწარმოების დაწყების შემთხვევაში [საია – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია]. ზოგს „ბიუროკრატიის ლაბირინთებიდან“ გამოსვლა უნდა, ზოგს განცხადება აქვს დასაწერი უწყებაში წარსადგენად, ზოგი კი დავის დასაწყებად ემზადება. როგორც თავად …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 13 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 312 140 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 861 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 386 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 39 915 ერთეული …

კომერციული ობიექტების დაშლა გონიო-კვარიათის სანაპიროზე – მუნიციპალური ინსპექციის მოთხოვნა მეპატრონეებს

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია საზოგადოებას ატყობინებს, რომ გონიო-კვარიათის სანაპიროზე უნებართვო ობიექტების დემონტაჟს იწყებს. მანამდე მესაკუთრეები გავაფრთხილეთ, რომ თუ ადგილების გათავისუფლებას თავად არ უზრუნველყოფენ, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთო. კომერციული ობიექტების მეპატრონეებს ბულვარის ადმინისტრაციასთან ძირითადად 4-თვიანი ხელშეკრულებები ჰქონდათ გაფორმებული. მათი უმეტესობა გასული წლის ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში გააფორმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სანაპირო მათ გასული წლის ოქტომბრიდან უნდა …

სურსათის სააგენტო ვეტერინარიის დღეს „პარაგრაფში“ აღნიშნავს, რისთვისაც საპროტოკოლო მანქანებს ყიდულობს

სურსათის ეროვნული სააგენტო მსოფლიო ვეტერინარიის დღის აღნიშვნას გეგმავს, რისთვისაც ორ საპროტოკოლო/სასტუმრო ავტომობილს შეისყიდის. ღონისძიების ჩასატარებლად კი სასტუმრო „პარაგრაფი“ აქვს დაჯავშნილი თბილისში. ავტომობილების შეძენას სააგენტო 275 ათას 300 ლარად გეგმავს, „პარაგრაფთან“ კი ხელშეკრულება 116 ათას ლარზე აქვს გაფორმებული. ფულს სურსათის სააგენტო გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე დახარჯავს. სურსათის სააგენტო გამარტივებული წესით ავტომობილების შესყიდვას გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის. „2026 …

ვინ აწყობს ოღროჩოღრო ტროტუარს ვარშანიძის ქუჩაზე – ბათუმის მერიაში კითხვებს არ პასუხობენ

„ტალღებია, ბათუმს უხდება“, „ეს თანამედროვე ინჟინერიაა, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს“, „ომი გინდათ?“… – ასე გამოეხმაურა მკითხველი ბათუმში, ვარშანიძის ქუჩაზე ახალდაგებული ტროტუარის კადრებს, რომელიც „ბათუმელებმა“ 11 აპრილს გამოაქვეყნა. მათ შორის არიან ვარშანიძის ქუჩაზე მცხოვრებლები, რომლებიც წერენ, რომ სხვა შესაძლებლობა არ იყო და ასე უნდა გაეკეთებინათ: „აბა ხალხმა ეზოებში მანქანა როგორ შეიყვანოს?“. ამავე ქუჩაზე მცხოვრებთა ნაწილი …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 აპრილის 21 საათიდან 13 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 12 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 311 180 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 859 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 24 384 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 39 871 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 11 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 310 110 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 440. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 851 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 24 381 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 39 798 …

უკრაინის დაზვერვამ დრონებით ჩაძირა სატვირთო ბორანი, რუსებს დარჩათ ყირიმის ხიდი – ინტერვიუ

„უკრაინელებმა „Front Strike“-ის, ანუ საფრონტო დრონებით რუსებთან შექმნეს უპირატესობა სამი ერთთან. წარმოიდგინეთ, რამხელა უპირატესობაა. ესე იგი, 30%-ით უფრო მეტ დრონს იყენებენ უკრაინელები, ვიდრე რუსები,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე. იგი ისევ აქტიურად აკვირდება ფრონტის ხაზს უკრაინაში. უკრაინული დრონების გააქტიურების პარალელურად, რუსებს „უპილოტო საფრენი აპარატების ძალები“ შეუქმნიათ: „ამ უპილოტო ძალების განვითარების ხელმძღვანელად დანიშნეს იური ვაგალოვი. …

საკრებულოს წევრის სამშენებლო ბიზნესი ბათუმში, რომელიც ძმას ახლახან გადაუფორმა

ბათუმის საკრებულოს წევრის, მამუკა კაკაბაძის კომპანია შპს „ველ ბილდინგი“ ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის #9-ში მრავალბინიან კორპუსს აშენებს. კომპანიამ მშენებლობის ნებართვა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში მიიღო და სანაცვლოდ გონიოს სანაპიროზე დაგეგმილი სამშენებლო პროექტის კოეფიციენტის გაზრდა მოითხოვა [კომპანიის წილები საკრებულოს წევრს მართვაში აქვს გადაცემული 2025 წლიდან]. მაზნიაშვილის #9-ში კომპანიამ 2-სართულიანი სახლი დაანგრია და 467 კვ.მეტრ ფართობზე 3-სართულიანი …

ბათუმი-სარფის გზის პროექტისთვის ხალხთან საკომუნიკაციოდ კონსულტანტს დაიქირავებენ

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის პროცესში იმ მოქალაქეებისა თუ კერძო კომპანიების უფლებების დასაცავად, რომლებსაც ეს პროექტი შეეხებათ, სპეციალურ კონსულტანტს დაიქირავებენ. ვინაიდან პროექტი აზიის განვითარების ბანკის [ADB] სესხით ფინანსდება, კონსულტანტის შესარჩევად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ვაკანსია ბანკის მხარდაჭერით გამოაცხადა. „შერჩევა განხორციელდება ინდივიდუალური კონსულტანტის  შერჩევის მეთოდის გამოყენებით აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოს თანახმად“, – წერს დეპარტამენტი. სოციალური საკითხების …

ბათუში, სპაცენტრში ხანძარი იყო, არავინ დაშავებულა – რამდენად დაცულია უსაფრთხოების ნორმები

გუშინ, 9 აპრილს, დაახლოებით ღამის 12-ზე, ბათუმში, მრავალსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა. „ბათუმელებს“ სამაშველო სამსახურის პრესცენტრში უთხრეს, რომ ხანძარი სპაცენტრში გაჩნდა და არავინ დაშავებულა. კორპუსი, სადაც ხანძარი იყო, ფიროსმანის ქუჩაზეა, გმირთა ხეივანში. ადამიანები, რომლებიც მეზობელ კორპუსებში ცხოვრობენ, სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მომხდარმა სასტუმრო „ლეოგრანდის“ ტრაგედია გაახსენათ – მოქალაქეების მტკიცებით, ამ შემთხვევაშიც სპაცენტრს სავარაუდოდ არ ჰქონდა უსაფრთხოების …

გონიოს ხიდიდან ახალი ბულვარის გაგრძელებამდე ახალ გზას გაიყვანენ – 6,3 მილიონი

ბათუმში, გონიოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი ბულვარის გაგრძელებამდე მონაკვეთში გზის მშენებლობაა დაგეგმილი. ახალი გზა ერთმანეთთან გონიოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიას [ჭოროხის ქუჩას] და ახალი ბულვარის გაგრძელებას [დავით ართმელაძის ქუჩას] დააკავშირებს. ახალი გზა ართმელაძის ქუჩას გამწმენდი ნაგებობის მიმდებარედ შეუერთდება. „ჭოროხის ქუჩის და დავით ართმელაძის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობაზე“ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა …

„30 000 ლარი შემოგვთავაზეს კომპენსაციად“ – დამეწყრილი კურსების მცხოვრები

„თუკი აქამდე გვესმოდა, რომ ზარალი დაითვლებოდა ინდივიდუალურად, ამჯერად პირველად გააჟღერეს, რომ თურმე ჩვენ ვართ ეკომიგრანტები და 30 000 ლარია კანონით განსაზღვრული ეკომიგრანტებისთვის. ამას მოჰყვა უკმაყოფილება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მარიამ ბეროძე, დამეწყრილი სოფლის, კურსების მაცხოვრები. მისი თქმით, 8 აპრილს, დამეწყრილ ოჯახებს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ, რომლებსაც კითხვები დაუსვეს კომპენსაციაზე და მეწყრის განვითარების მიზეზებზე. რატომ არის …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 აპრილის 21 საათიდან 11 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში წვიმა, ღამით მაღალ მთაში თოვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან …

ბათუმში 12 და 13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი 12 და 13 აპრილს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. აღნიშნულ დღეებში უფასოდ მგზავრობა აღდგომის დღესასსწაულს უკავშირდება. ამასთან, „ფერიის სასაფლაომდე შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, სერგი მესხის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით ცალმხრივი გახდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, №11 სამარშრუტო ხაზი უკუმიმართულებით გადაადგილებისას იმოძრავებს გოგოლისა და სევერიანე აჭარელის [ყოფილი მაიაკოვსკის] ქუჩების გავლით, ხოლო №2 და №2ა …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 10 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 308 670 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 848 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 375 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 39 734 …

„ამნეზია თუ დაგემართა, პიროვნება აღარ ხარ, ზუსტად ასევეა ერი“ – რატომ არ ახსენეს რუსეთი 9 აპრილის ახალ დაფაზე

„კოლექტიური მეხსიერების შეცვლის კიდევ ერთი მეთოდია სიმართლის გადადღაბნა, გაბუნდოვანება, რომ ვერ გაარკვიო მკაფიოდ, რა მოხდა,“ – გვიყვება რუსუდან კობახიძე, რომელსაც 9 აპრილის მემორიალთან ბათუმში განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე ვესაუბრეთ. საინფორმაციო დაფაზე 9 აპრილის აღწერის დროს ნახსენები არ არის „საბჭოთა რუსული არმია.“ საბჭოთა წარსულის მკვლევრის დაკვირვებით, „ოცნებას“ ქვეყნის რუსეთისკენ მიტრიალების პროცესში გმირობის მაგალითი არ სჭირდება, თანაც, როცა …

„ეს აგორებულია“ – ბათუმის მერის პასუხი თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნაზე

„არ არის სწორი, ტყუილია. ამოიღეთ სიები რეორგანიზაციის შედეგად, ვინ არის გაშვებული. ეგ არის ტყუილი,“ – ასე პასუხობს მერი „ბათუმელების“ კითხვას, რატომ გაუშვეს ბათუმის მერიიდან პროევროპული პეტიციის ხელმომწერები. გიორგი ცინცაძის პასუხის შემდეგ ჟურნალისტმა კითხვა დააზუსტა: „როგორ მოხდა, რომ რეორგანიზაცია 90 პროცენტით EU პეტიციის ხელმომწერებს შეეხო?“ მერმა უპასუხა, რომ „ეს არის აგორებული“: „შეადარეთ სხვა სიები. მერიის გარდა …

ბათუმში კიდევ 43 ჰექტარი ზღვა მიწად დაარეგისტრირეს – ვისთვის ამზადებენ სანაპიროს

ზღვაში ტერიტორიების ნაკვეთებად რეგისტრაცია გრძელდება. წყლით დაფარულ ტერიტორიებს არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთებად სახელმწიფო ირეგისტრირებს, შემდეგ კი სარგებლობაში გასცემს, მათ შორის კერძო კომპანიებზე. რისთვის არეგისტრირებს სახელმწიფო ზღვაში ნაკვეთებს ცალკე საკადასტრო ერთეულებად? – თუ წყლით დაფარულ „ნაკვეთებს“ და მათ მიმდებარე ტერიტორიებს დავაკვირდებით, პასუხი მარტივია – ეკონომიკური საქმიანობის, ძირითადად, ამა თუ იმ კერძო ბიზნესის ხელშეწყობისთვის. დაახლოებით ერთი თვის …

„პოლიციის კორდონის გარეშე თავს ვერ ჰყოფენ სოროებიდან“ – ქალი, რომელსაც „ოცნების“ წევრი ხელით შეეხო

დღეს, 9 აპრილს, „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიციისა და დაცვის კორდონით მივიდნენ, რუსი სამხედროების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქეების მემორიალთან. მათ დღესაც მოისმინეს შეძახილები – „მონა“, „რუსებო“, „ქვეყნის ინტერესების გამყიდველებო“, საქართველოს იმ მოქალაქეებისგან, რომლებიც ერთ წელზე მეტია პროტესტში იმყოფებიან და „ქართული ოცნების“ სახით, საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერებას ეწინააღმდეგებიან. თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული ადამიანების მემორიალთან, დღეს ორი ადამიანი დააკავეს, …

რა გამოტოვა „ოცნებამ“ ბათუმში 9 აპრილის მემორიალის საინფორმაციო დაფაზე: „არ წერენ, რა მოვლენები იყო“

„რატომ არ წერენ, რა მოვლენები იყო? იქნებ ჩვენ დავღუპეთ ერთმანეთი… ჭყლეტაში მოხდაო, ისიც თქვეს,“ – მოქანდაკე თემურ მახარაძე ბათუმში, 9 აპრილის მემორიალთან განთავსებულ საინფორმაციო დაფას აპროტესტებს. იგი 9 აპრილის მემორიალის ავტორია, თუმცა მემორიალთან საინფორმაციო დაფა მასთან შეთანხმების გარეშე განათავსეს. „1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შედეგად დამოუკიდებელი საქართველოსთვის დაღუპული გმირების მემორიალი“, – ასე წერია 9 აპრილის …

„პოლიცია 9 აპრილის მემორიალთან მისვლის საშუალებას არ გვაძლევს“ – მოქალაქეები

„პოლიცია როგორ იქცევით, სირცხილია“, „კობახიძე აქაა?“, „რა მასკარადი მოაწყვეთ აქ“ – თბილისში 9 აპრილის მემორიალთან დაძაბულობაა. აქ მისული მოქალაქეები აცხადებენ, რომ პოლიციამ ისინი ტროტუარიდან მიწოლით გადაწია და კორდონი გააკეთა, ახლა ისინი პარლამენტთან იმყოფებიან და მემორიალთან მისვლის საშუალება აღარ აქვთ. პოლიცია მემორიალთან მისულ ჯგუფებს შერჩევით ატარებს, რამდენიმე ჯგუფი უკან დააბრუნეს: „შემდეგ მობრძანდით“. „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტის ინფორმაციით მემორიალთან …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 9 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 307 540 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 847 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 370 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 39 689 …

დეპუტატის ძმის კომპანია ბათუმში ისტორიულ სახლებს ანგრევს და 29-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს

ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე, დეპუტატ გია ჭყონიას ძმის, სულიკო ჭყონიას კომპანია ისტორიულ სახლებს ანგრევს. პროექტის მიხედვით მეტაქსას ქუჩაზე #3-5-ში შპს „მეტაქსა გორგასალი“ 29-სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. სამშენებლო ფართობი 880 კვ.მეტრია. პროექტი ავარიული სახლების ათვისების პროგრამის ფარგლებში დაამტკიცეს.        სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, პირველ სართულზე მოაწყობენ სივრცეს კომერციული ობიექტებისთვის. მე-2, მე-3 და მე-4 სართულებზე კი დაგეგმილი …

საია საგანგაშო გარემოებებზე – როგორ ეპყრობოდნენ სინდისის პატიმრებს დაკავებისას და შემდეგ

საია, რომელიც საპროტესტო აქციების კონტექსტში დაკავებული პირების სისხლის სამართლის საქმეებს აკვირდება, საგანგაშო გარემოებებზე საუბრობს, რომელიც, მათი დაკვირვებით, უთანაბრდება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებით აკრძალულ, სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებებს (მათ შორის, გარემოებების მიხედვით, თითოეული შეიძლება გაუთანაბრდეს სსკ-ის 1441-ე, 1442-ე, 1443-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს – წამებას, წამების მუქარას, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას). საიას განცხადებით, …

ორკვირიანი შესვენება ტრამპს სჭირდება იმისთვის, რომ სტრატეგია და ტაქტიკა გადააწყოს – ინტერვიუ ირანისტთან 

„ირანი ძალიან დიდი ყურადღებით ამზადებს დელეგაციას ისლამაბადში, ამბობენ, ყალიბაფის გაგზავნა უნდათო. ყალიბაფი არის ირანის „გუშაგთა კორპუსის“ გენერალი, ანუ ირანის პარლამენტის, მეჯლისის თავმჯდომარე და ძალიან გავლენიანი პიროვნება. ამ მოლაპარაკებების შემდეგ საბოლოო დასკვნა გაკეთდება, საითკენ წავა მოვლენები,“ – ამბობს ირანისტი ვასილ ღლონტი, რომელსაც დღეს, 8 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებაზე ვესაუბრეთ: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანზე შეტევას …

რა დახვდებათ აბიტურიენტებს უნივერსიტეტებში, როცა პროგრამები ჯერ არც კი გადაუკეთებიათ

აბიტურიენტებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია უკვე დაიწყეს. თუმცა „ქართული ოცნების“ განათლების „რეფორმამ“ უნივერსიტეტები კიდევ ერთი პრობლემის წინაშე დააყენა, მათ პირველ მაისამდე ანუ ფაქტობრივად ერთ თვეში უნდა მოასწრონ ოთხწლიანი საბაკალავრო პროგრამების სამწლიანად გადაკეთება, ხოლო მაგისტრატურის ორწლიანი პროგრამები პირველ ივლისამდე უნდა გადაკეთდეს ერთწლიანად. რატომ დუმს ამ პროცესში ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და რას მისცემს სტუდენტებს ერთ თვეში …

„პოლიციელები გვაიძულებენ უფასო სექსს და თანამშრომლობას“ – საკონსტიტუციომ სექსმუშაკების დაჯარიმებაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

სარჩელი ეხებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებულ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, პროსტიტუცია ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედებაა. „პროსტიტუცია გამოიწვევს გაფრთხილებას, ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე“, – წერია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ადამიანის პროსტიტუციაში ჩაბმა, ან პროსტიტუციის ადგილის მოწყობა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია. საკონსტიტუციო სარჩელი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს არ ეხებოდა. დავის საგანი იყო ადმინისტრაციული კოდექსის …

Exit mobile version