უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 24 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 29 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
- ტანკი – 1 302 ერთეული [+9]
- ჯავშანტექნიკა / APV – 3 194 ერთეული [+28]
- საარტილერიო სისტემა – 606 ერთეული [+2]
- MLRS – 201 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 205 ერთეული [+1]
- ვერტმფრენი – 170 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 480 ერთეული [+4]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 112 ერთეული [+2]
- გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 2 213 ერთეული [+7]
- სპეცტექნიკა – 43 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ანახლებს რუსეთიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 24 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 178 თვითმფრინავი
- 125 ვერტმფრენი
- 995 უპილოტო საფრენი აპარატი
- 320 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 3 243 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 425 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 1 658 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
- 3 124 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
ჩაგვრა, ცემა და გამოძალვა რუსულ ჯარში – საიდან მოდის რუსული არმიის სისასტიკე