რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებით დღეს, 26 აპრილს, კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს სთხოვეს ჟურნალისტებმა კომენტარი. კითხვას, ადასტურებს თუ არა ჩანაწერი, რომ ივანიშვილი კვლავ არის ხელისუფლების ჩრდილოვანი მმართველი, თეა წულუკიანმა ასე უპასუხა: „რომც დავუშვათ, რომ ეს ჩანაწერი რეალობას ასახავს, ის აჟიოტაჟი, რომელიც თქვენ ატეხეთ და თქვენი მომხრეები ტეხენ, გულისხმობს და მიზნად …
Category Archives: მთავარი
ნორვეგია 44 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს უკრაინისთვის იარაღის შესაძენად
ნორვეგია გამოყოფს 400 მილიონ კრონს (43,7 მილიონი აშშ დოლარი), რათა დააფინანსოს ბრიტანეთის ინიციატივა, შეიძინონ უკრაინისთვის იარაღი – განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა დღეს, 26 აპრილს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს. ნორვეგიამ, ასევე, შესაძლოა პირდაპირ მიაწოდოს უკრაინას დამატებითი იარაღი – განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტოერმა. 20 აპრილს ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ უკრაინაში კონფლიქტი შეიძლება გახანგრძლივდეს და …
Continue reading “ნორვეგია 44 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს უკრაინისთვის იარაღის შესაძენად”
„აზოვსტალი“ მარიუპოლის 1/5-ია, როგორ აიღეს ქალაქი? – პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ რუსეთის მტკიცება მარიუპოლის აღებასთან დაკავშირებით სიყალბეა, რადგან მათ არ აუღიათ „აზოვსტალი“, რომელიც „ქალაქის 1/5 ნაწილს მოიცავს“. ორთვიანი ბრძოლის შემდეგ რუსეთი ამბობს, რომ „მარიუპოლი აიღო“. ერთი შესწორებით: „გარდა აზოვსტალისა“. მაგრამ საქმე იმაშია, რომ „აზოვსტალი“ მარიუპოლის 1/5 ნაწილს მოიცავს. ან უფრო სწორად, 22 ვატიკანს, ან ნიუ-იორკის 3 ცენტრალურ პარკს. ქალაქი …
Continue reading “„აზოვსტალი“ მარიუპოლის 1/5-ია, როგორ აიღეს ქალაქი? – პოდოლიაკი”
საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურებისთვის გემი 65000 ლარით დააჯარიმეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. „მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. ფოთის საქალაქო სასამართლომ გემის კაპიტანი სამართალდამრღვევად ცნო და 65 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა …
Continue reading “საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურებისთვის გემი 65000 ლარით დააჯარიმეს”
რუსეთის დუმის სპიკერი კოლეგებს ყველას დასჯით და ტერიტორიების დაბრუნებით აგულიანებს
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს [დუმა] სხდომაზე სპიკერმა, სერგეი ვოლოდინმა განაცხადა, რომ „ყველას დასჯიან“, ვინც მათ „ბევრი რამე წაართვა“. სპიკერის თქმით, ქვეყანა „ახლა იბრუნებს ტერიტორიებს“. სერგეი ვოლოდინმა თავის კოლეგებს ასე მიმართა: „ჩვენ რესურსები არ დაგვიკარგია. ისინი გაყინეს. ჩვენ ისინი უნდა დავიბრუნოთ – ეს ამოცანა უნდა დავისახოთ. როდესაც მოვიფიქრებთ, რა წაგვართვეს. კი, ჩვენ ძალიან ბევრი რამ წაგვართვეს. ქვეყანა …
გერმანული კონცერნი მზადაა, უკრაინას 88 „ლეოპარდი“ მიაწოდოს
გერმანულმა თავდაცვის კონცერნმა Rheinmetall-მა [რაინმეტალი] გერმანიის მთავრობას სთხოვა ნებართვა, რომ მიაწოდოს კიევს 88 ძველი ტანკი, „ლეოპარდი“. შეთავაზებაში ასევე შედის: ეკიპაჟის მომზადება გერმანიაში, ტანკების ტექმომსახურების სწავლება, ხელსაწყოები, სათადარიგო ნაწილები, ტექმომსახურების სადგური და საბრძოლო მასალა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემები Die Welt-ი და „დოიჩე ველე“ ავრცელებენ. მედიის ცნობით, ამ მიწოდების ნებართვაზე განაცხადი გერმანიის ეკონომიკის სამინისტროში გასული კვირის …
Continue reading “გერმანული კონცერნი მზადაა, უკრაინას 88 „ლეოპარდი“ მიაწოდოს”
ნატოს 3 ხომალდი ფინეთის წყლებში წვრთნებს იწყებს
ფინეთის ტერიტორიულ წლებში, ტურკუს პორტში, ნატოს 3 ხომალდი შევიდა ფინეთის საზღვაო ძალებთან ერთად წვრთნებისთვის. ლატვიის, ესტონეთისა და ჰოლანდიის დროშების ქვეშ მცურავი ნატოს ხომალდები ფინეთის ფლოტთან ერთად 28 აპრილს დაიწყებენ წვრთნებს ნაღმსაწინააღმდეგო სამუშაოების მიმართულებით. რუსეთის მეზობელი ქვეყანა ფინეთი ნატოში შესასვლელად ემზადება. ქვეყნის პრემიერის, სანა მარინის განცხადებით, გადაწყვეტილება უახლოეს კვირებში იქნება მიღებული, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ნატოში გაწევრიანების …
Continue reading “ნატოს 3 ხომალდი ფინეთის წყლებში წვრთნებს იწყებს”
შშმ პირები საკუთარი უფლებების დასაცავად – როგორ ცვლის აქტივიზმი საზოგადოების განწყობას
უკვე 4 წელია 34 წლის დეა ერემაშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის იბრძვის. თავის დასამკვიდრებლად, თავადაც შშმ პირს, არაერთი ბარიერის გადალახვა და სტერეოტიპების მსხვრევა მოუხდა. მის მიზნებს სკეპტიკურად უყურებდნენ. რთული გზა გაიარა, თუმცა დაამტკიცა, რომ შეეძლო – ახლა ბათუმში ცხოვრობს, ოჯახიც შექმნა და წარმატებული კარიერაც აქვს. მას შემდეგ, რაც საკუთარი თავის რწმენა გაუჩნდა, გადაწყვიტა, …
მართვის მოწმობის მისაღებად მძღოლმა პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც უნდა ჩააბაროს
დღეიდან, 26 აპრილიდან, B და BE კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა. ამ კატეგორიებში შედის მსუბუქი და მსუბუქმისაბმელიანი ავტომანქანები. შსს-ს ცნობით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი ჩატარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს გავიდეს პრაქტიკული …
Continue reading “მართვის მოწმობის მისაღებად მძღოლმა პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც უნდა ჩააბაროს”
ბათუმში თბილი, უნალექო დღეები იქნება | ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 აპრილის 21 საათიდან 27 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 20 – 25 გრადუსი ღამით: 10 – 15 გრადუსი შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია: დღისით: 20 – 25 გრადუსი ღამით: 5 – …
Continue reading “ბათუმში თბილი, უნალექო დღეები იქნება | ამინდის პროგნოზი”
ჩაიკეტოს სივრცე რუსული გემებისა და თვითმფრინავებისთვის – პეტიცია მთავრობას
საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის მთავრობას მიმართავენ, ჩაკეტოს სივრცე რუსული თვითმფრინავებისა და გემებისათვის. პეტიციაში, რომელზე ხელის მოწერაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ნათქვამია, რომ „უკრაინაში მიმდინარე ომი არის თავისუფლების ბრძოლა ტირანიასთან, ერის ბრძოლა დამპყრობელთან. თავისუფლების მოყვარე ყველა ხალხის მოვალეობაა, გვერდში დაუდგეს უკრაინელებს“. პეტიციის ავტორი და მასზე ხელის მომწერები სთხოვენ ხელისუფლებას, გადადგას სასიცოცხლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და საქართველოს საზღვაო-საჰაერო სივრცე …
Continue reading “ჩაიკეტოს სივრცე რუსული გემებისა და თვითმფრინავებისთვის – პეტიცია მთავრობას”
„მიღებული ინფორმაციით, ქალაქი კრემენაია დაეცა“ – დიდი ბრიტანეთის დაზვერვა
„მიღებული ინფორმაციით, ქალაქი კრემენაია დაეცა, დაძაბული ბრძოლები გრძელდება იზიუმის სამხრეთით, რუსეთის ძალები ცდილობენ, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან წაიწიონ წინ სლოვიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებით“, – ამის შესახებ წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ტვიტერზე. უწყება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების 26 აპრილის განახლებას აქვეყნებს. „რუსული ძალები, სავარაუდოდ, ცდილობენ ალყაში მოაქციონ უკრაინის მყარად გამაგრებული პოზიციები ქვეყნის აღმოსავლეთში“. ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ უკრაინის …
Continue reading “„მიღებული ინფორმაციით, ქალაქი კრემენაია დაეცა“ – დიდი ბრიტანეთის დაზვერვა”
რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 აპრილის მონაცემები
უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 26 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 22 100 ადამიანი ტანკი – 918 ერთეული ჯავშანტექნიკა / APV – 2 308 ერთეული საარტილერიო სისტემა – 416 ერთეული MLRS – 149 ერთეული …
Continue reading “რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 აპრილის მონაცემები”
თიბისი დედამიწის დღეს ენერგოეფექტურობის ინიციატივით უერთდება
თიბისი დედამიწის დღეს ენერგოეფექტურობის ინიციატივით უერთდება. კომპანიის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 21 აპრილიდან, თიბისის ფილიალებში, არასამუშაო საათებში, განათება შემცირდება. შედეგად, კომპანია დაზოგავს რესურსებს, რაც დადებით გავლენას მოახდენს გარემოზე. მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის 134 ფილიალში, არასამუშაო საათებში, განათების ოპტიმიზაციით, კომპანია 120 000 კვტ.ს ელექტროენერგიას დაზოგავს. შედეგად, თიბისი წლიურად გამოფრქვევებს 23 400 კგ. ნახშირორჟანგის (CO2) ეკვივალენტით შეამცირებს. აღნიშნული …
Continue reading “თიბისი დედამიწის დღეს ენერგოეფექტურობის ინიციატივით უერთდება”
დადასტურდა კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა
26 აპრილის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსით გასულ დღე-ღამეში არავინ გარდაცვლილა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 62 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 27 შემთხვევა, აჭარაში – 2, იმერეთში – 13, ქვემო ქართლში – 2, შიდა ქართლში – 1, გურიაში – 3, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 4, კახეთში – 5, მცხეთა-მთიანეთში –1, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული …
Continue reading “დადასტურდა კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა”
გენინსპექციამ შსს-ს 971 თანამშრომელს დააკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა
გასულ წელს გენერალურმა ინსპექციამ შემოწმების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 971 თანამშრომელს დააკისრა დისციპლინური სახდელი, რომელიც მოიცავს საყვედურს, სასტიკ საყვედურს, შენიშვნას, თანამდებობიდან ჩამოქვეითებას, სამსახურიდან დათხოვნას, რიგგარეშე სამ განაწესამდე დანიშვნას და მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევას. შს სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე პოპულარული ფორმა „შენიშვნაა“, რომელიც გამოიყენება მცირემნიშვნელობის დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი თანამშრომლის/სამხედრო მოსამსახურის …
Continue reading “გენინსპექციამ შსს-ს 971 თანამშრომელს დააკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა”
ვის უფრო აწყობს ბათუმის საკრებულოს ხელახალი არჩევნები
აღარავინ წუხს იმის გამო, რომ ბათუმის საკრებულო, ფაქტობრივად, პარალიზებულია და ვერ მუშაობს. ერთი შეხედვით, თითქოს არავის არაფერი დაჰკლებია, მაგრამ მესამე კვარტალის ბოლოს, დიდი ალბათობით, მერია რამდენიმე პრობლემის მოუგვარებლობის მიზეზად სწორედ საკრებულოს დაასახელებს. საქმე იმაშია, რომ საკრებულოს თანხმობის გარეშე მერიას არ შეუძლია კონკრეტული თანხა კონკრეტული საჭიროების გაჩენის შემთხვევაში ერთი მუხლიდან მეორეში გადაიტანოს, ან ეკონომიებით გამოთავისუფლებული ფინანსური …
Continue reading “ვის უფრო აწყობს ბათუმის საკრებულოს ხელახალი არჩევნები”
რუსები დღე-ღამეში 40 კმ-ით შესვლას გეგმავდნენ, შედიან მხოლოდ 4-3 კილომეტრით – ინტერვიუ
„მოულოდნელობის ეფექტით მოქმედებას ვეღარ ახერხებენ რუსები, მათ აშინებთ ინიციატივა,“ – საკუთარ დაკვირვებას გვიზიარებს გადამდგარი გენერალი და სამხედრო რუკაზე მიგვითითებს, სადაც ჩანს, რომ რუსებმა არათუ ღრმა შემოვლა და ალყის შეკვრა ვერ მოახერხეს, არამედ უკრაინის ვერცერთი ფორტიფიცირებული ხაზი ვერ გაარღვიეს აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ომის მეორე ფაზა ერთი კვირის წინ დაიწყო. პუტინი 9 მაისისთვის ემზადება. რას ჩაითვლის რუსეთი …
ხერსონში 58 ბავშვი თვეზე მეტია ეკლესიის სარდაფში იმალება – უკრაინის ომბუდსმენი
უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა ხერსონის ოლქიდან ობოლი და მზრუნველობამოკლებული 58 ბავშვის ევაკუაციის მოთხოვნით განცხადებას ავრცელებს: „მივმართავ ამ პროცესებში ჩართულ და არაგულგრილს ყველა პირს, ხერსონის ბავშვთა სახლის ბავშვების, უკრაინის უსაფრთხო ტერიტორიაზე სასწრაფოდ ევაკუაციის აუცილებლობასთან დაკავშირებით. 58 ობოლი და მშობლის მზრუნველობას მოკლებული ბავშვი თვეზე მეტია ადგილობრივი ეკლესიის სარდაფში იმალება. აქედან 10 ბავშვი 4 თვიდან 1 წლამდე ასაკისაა, …
Continue reading “ხერსონში 58 ბავშვი თვეზე მეტია ეკლესიის სარდაფში იმალება – უკრაინის ომბუდსმენი”
400-მდე რუსი დიპლომატი გააძევეს 28 ქვეყნიდან – რუსეთის საგარეო
24 თებერვლის, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, დასავლეთის 28 ქვეყნიდან დაახლოებით 400 რუსი დიპლომატი გააძევეს. ამის შესახებ ორშაბათს, 25 აპრილს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევგენი ივანოვმა განაცხადა. „უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ჩვენი საგარეო მისიების 400-მდე თანამშრომელი გააძევეს დასავლეთის 28 ქვეყნიდან. ლიდერები არიან პოლონეთი, გერმანია, სლოვენია, სლოვაკეთი, ხორვატია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი”, – თქვა …
Continue reading “400-მდე რუსი დიპლომატი გააძევეს 28 ქვეყნიდან – რუსეთის საგარეო”
ივანიშვილი საქართველოს იანუკოვიჩი გახდა – არახამია
უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ბიძინა ივანიშვილისა და მისი აქტივების წინააღმდეგ დასავლეთში პირადი სანქციების დაწესების განხილვისკენ მოუწოდებს. არახამია ტელეგრამზე წერს, რომ ქართველები და უკრაინელები ყოველთვის იყვნენ და დარჩებიან მოძმე ერებად. იგი ხაზს უსვამს ქართველი საზოგადო მოღვაწეების, აქტივისტებისა და უკრაინაში ომში მონაწილე მოხალისეების მხარდაჭერას და აღნიშნავს, რომ „სამწუხაროდ …
Continue reading “ივანიშვილი საქართველოს იანუკოვიჩი გახდა – არახამია”
ოდესაში მოკლული 3 თვის ბავშვის მამა: ჩემი სამყარო რუსულმა რაკეტამ დაანგრია
შაბათს, 23 აპრილს, უკრაინის ქალაქ ოდესაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 3 თვის ბავშვი. იური გლოდანი დაბომბვისას დაღუპული 3 თვის კირას მამაა. „ბიბისის“ კორესპონდენტი მასთან ერთად კვირას, 24 აპრილს, იმყოფებოდა ბინაში, სადაც დაიღუპა იურის 3 თვის შვილი, ცოლი და სიდედრი – ოჯახის სამი თაობის წევრი. 23 აპრილს იური საყიდლებზე იყო გასული, …
Continue reading “ოდესაში მოკლული 3 თვის ბავშვის მამა: ჩემი სამყარო რუსულმა რაკეტამ დაანგრია”
ФСБ: ჯგუფი ჟურნალისტ სოლოვიოვის მოკვლას გეგმავდა
სააგენტო TASS-ი წერს, რომ რუსეთში დააკავეს ადამიანების ჯგუფი, ვინც კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის მოკვლას გეგმავდა. სააგენტო ინფორმაციას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურზე [ФСБ] დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის უშიშროების სამსახურის დავალებით გეგმავდნენ ჟურნალისტ სოლოვიოვის მკვლელობას. ФСБ აცხადებს, რომ აქვს აღიარებითი ჩვენებები. ФСБ-ს ცნობით, „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები აღიარებენ ვ. …
Continue reading “ФСБ: ჯგუფი ჟურნალისტ სოლოვიოვის მოკვლას გეგმავდა”
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა: რუსეთმა დონბასში მცირე წინსვლას მიაღწია
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა უახლეს ცნობებს აქვეყნებს უკრაინაში მიმდინარე ომზე. ამ ცნობების მიხედვით, ომში დაღუპული სამხედროებისთვის კომპენსაციის გაცემას რუსეთში სამხედროები გააკონტროლებენ და არა ოფიციალური პირები. „მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყურადღება დონბასის სრულ ოკუპაციაზე გადაიტანა, ზოგიერთ სფეროში მცირე წინსვლას მიაღწია. საკმარისი ლოჯისტიკური და საბრძოლო მხარდაჭერის გარეშე, რუსეთს ჯერ კიდევ არ მიუღწევია მნიშვნელოვანი გარღვევისთვის”, – წერს გაერთიანებული სამეფოს …
Continue reading “გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა: რუსეთმა დონბასში მცირე წინსვლას მიაღწია”
მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 119 წლის ასაკში გარდაიცვალა
იაპონიაში გარდაიცვალა 119 წლის ქალი, კეუნ ტანაკა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შეყვანილი იყო, როგორც ყველაზე ხანდაზმული ადამიანი მსოფლიოში. ინფორმაციას ამის შეახებ იაპონური მედია ავრცელებს. ქალი 1903 წლის იანვარში იყო დაბადებული, რუსეთ-იაპონიის ომის (1904-1905) დაწყებამდე ერთი წლით ადრე. 103 წლის ასაკში ქალს მსხვილი ნაწლავის კიბო დაუდგინეს, მაგრამ მან შეძლო დაავადების დამარცხება ხუთსაათიანი ოპერაციის შემდეგ. მას მიაჩნდა, …
Continue reading “მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 119 წლის ასაკში გარდაიცვალა”
ევროკომისია რუსულ ნავთობსა და გაზზე ემბარგოს 5 კვირაში განიხილავს
„რუსულ ნავთობსა და გაზზე ემბარგო ან სადამსჯელო ტარიფის დაწესება იქნებოდა მნიშვნელოვანი ზომა, რომელიც პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან დასვამდა. მაგრამ ამ დროისთვის ევროკავშირში ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ გვაქვს,“ – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეფ ბორელმა WELT-თან ინტერვიუში. ბორელის თქმით, ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ წარსადგენ სანქციათა მეექვსე პაკეტზე მუშაობს, თუმცა …
Continue reading “ევროკომისია რუსულ ნავთობსა და გაზზე ემბარგოს 5 კვირაში განიხილავს”
ამდენ საშინელებაშია დამნაშავე რუსეთი და ამბობს, რომ არ არის დამნაშავე – გალკინი
რუსი შოუმენი, იუმორისტი და ტელეწამყვანი მაქსიმ გალკინი ინსტაგრამზე გამოეხმაურა ოდესაში საცხოვრებელი სახლის დაბომბვას, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 3 თვის ბავშვი. „აღდგომის დღესასწაულის წინ, წმინდა ცეცხლის გადმოსვლის დღეს, რუსეთის მფრინავი რაკეტები მიფრინავენ ოდესაში საცხოვრებელი სახლისკენ, იღუპება ოჯახი, იღუპება 3 თვის ბავშვი. ერთდროულად ლოცულობთ იერუსალიმის პატრიარქთან ერთად მშვიდობაზე. თქვენ, ოფიციალურ პირებს, მოგაქვთ წმინდა ცეცხლი …
Continue reading “ამდენ საშინელებაშია დამნაშავე რუსეთი და ამბობს, რომ არ არის დამნაშავე – გალკინი”
უკრაინაში 215 ბავშვი დაიღუპა ომის დაწყებიდან დღემდე
უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 215 ბავშვი დაიღუპა და 391-ზე მეტი დაშავდა. პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი – 124 ბავშვი დაშავდა დონეცკის ოლქში, კიევში – 114, ჩერნიგოვში– 66. ეს რიცხვები საბოლოო არ არის, ინფორმაცია მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ჯერ ისევ ზუსტდება, რადგან უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ასევე, ამ მონაცემებში …
Continue reading “უკრაინაში 215 ბავშვი დაიღუპა ომის დაწყებიდან დღემდე”
სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – ახალი მონაცემები
უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 21 900 ადამიანი ტანკი – 884 ერთეული ჯავშანტექნიკა / APV – 2 258 ერთეული საარტილერიო სისტემა – 411 ერთეული MLRS – 149 ერთეული …
Continue reading “სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – ახალი მონაცემები”
დადასტურდა კოვიდის 58 ახალი შემთხვევა – 25 აპრილი
25 აპრილის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში სულ ჩატარდა 4 243 კვლევა ტესტით. ვირუსით გასულ დღე-ღამეში არავინ გარდაცვლილა. ამ დროისთვის ქვეყანაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,37 პროცენტია. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 58 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 35 შემთხვევა, აჭარაში – 1, იმერეთში – 9, ქვემო ქართლში – 2, შიდა …
Continue reading “დადასტურდა კოვიდის 58 ახალი შემთხვევა – 25 აპრილი”
ინტურისტის გვერდით 8-სართულიანი ახალი სასტუმრო აშენდება
ბათუმში, რუსთაველის ქუჩის 20 ნომერში, 150-ნომრიანი სასტუმრო აშენდება. მშენებლობა დაგეგმილია „ინტურისტის“ გვერდით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ახალი შენობა, პროექტის მიხედვით, 8-სართულიანი [დამატებით ერთი სართული მიწის ქვეშ], 28 მეტრი სიმაღლის იქნება. მასში სასტუმროს ნომრებთან ერთად განთავსდება ასევე სასტუმროს ტიპის ბინები და კომერციული ფართობები. ბათუმის მერიამ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროების დასადგენად საქართველოს გარემოს დაცვისა და …
Continue reading “ინტურისტის გვერდით 8-სართულიანი ახალი სასტუმრო აშენდება”
როგორ კონტროლდება რუსეთისთვის სანქცირებული პროდუქცია საქართველოში – შემოსავლების სამსახურის განმარტება
შემოსავლების სამსახურის განცხადებით, „საბაჟო კონტროლს ექვემდებარება რუსეთიდან და ბელარუსიდან საქართველოში შემოსული სანქცირებული საქონლის რეექსპორტი, ასევე, ამავე ქვეყნების დანიშნულებით საქართველოდან სანქცირებული საქონლის რეექსპორტი [რეექსპორტისას აგრეთვე კონტროლდება სანქცირებული ფიზიკური პირები და კომპანიები]“. „განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა სანქციების მონაწილე ქვეყნებიდან შემოტანილი ან ამ ქვეყნების წარმოშობის სერტიფიკატის მქონე სანქცირებული საქონლის რეექსპორტი რუსეთში და …
როცა ძეგლისგან მხოლოდ ფასადი რჩება – სააგენტოს გადაწყვეტილება
ბათუმში, ბარათაშვილისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში მდებარე ბელეტაჟისგან მხოლოდ ფასადი დატოვეს. სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და მას კანონი იცავს. სახლის რეაბილიტაციის პროექტზე ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა. რამდენად გულისხმობს რეაბილიტაციის პროექტი მხოლოდ ფასადის ნაწილის შენარჩუნებას, როცა საქმე ძეგლს ეხება და რამდენად კანონიერია, როცა ძეგლის ძირითადი ნაწილი ავთენტურობას ვერ ინარჩუნებს? – ამ …
Continue reading “როცა ძეგლისგან მხოლოდ ფასადი რჩება – სააგენტოს გადაწყვეტილება”
„სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ ერდოღანთან, პუტინთან მისი საუბრის წინ“ – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ ტელეფონით ესაუბრა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს. „სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ ერდოღანთან. პუტინთან მისი საუბრის წინ, მე ხაზი გავუსვი მარიუპოლიდან სამოქალაქოების სასწრაფო ევაკუაციის საჭიროებას, მათ შორის „აზოვსტალიდან“ და ასევე ბლოკადაში მოქცეული ჯარისკაცების სასწრაფოდ გაცვლას“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ერდოღანთან ასევე განიხილეს უკრაინის უსაფრთხოებისა და გლობალური სურსათის …
ხერსონელი მღვდლის თქმით, ის ოკუპანტებმა ტყვეობაში წამებით დაითანხმეს თანამშრომლობაზე
ხერსონელი მღვდელი, რომელიც 30 მარტს დაატყვევეს რუსმა სამხედროებმა, ჰყვება იმის შესახებ, რომ წამების შედეგად ხელი მოაწერა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნებაყოფლობით თანამშრომლობს რუსულ არმიასთან. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი სერგეი ჩუდინოვიჩი რუსმა ოკუპანტებმა ტყვედ 30 მარტს აიყვანეს. იმის შესახებ, თუ რა გადაიტანა ტყვეობაში, მღვდელმა აღდგომის წინა დღეს ვიდეომიმართვა ჩაწერა და გაავრცელა. მღვდელი სერგეი ჩუდინოვიჩი ვიდეომიმართვაში ჰყვება, …
უკრაინიდან დევნილმა ქალმა ბათუმში იმშობიარა
დღეს, 24 აპრილს, ბათუმში უკრაინიდან დევნილ 34 წლის ლიუდმილა ობუხოვას ქალიშვილი შეეძინა. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში [ბაუ] „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ქალმა ფიზიოლოგიურად იმშობიარა და დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. ფეხმძიმე ლიუდმილა ობუხოვა საქართველოში 11 წლის შვილთან ერთად 21 მარტს ჩამოვიდა. ოჯახის სხვა წევრები კი უკრაინაში არიან. ლუდმილას მეუღლე ფრონტის წინა ხაზზეა.