განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 22 მაისს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge-ზე, ასევე საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ კერძო და საჯარო დაწესებულებებში. სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წელს გაზრდილია ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობა – ეს საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას აძლევს, პროფესიულ განათლებასთან ერთად მიიღონ სრული …
Category Archives: მთავარი
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 მაისის 21 საათიდან 23 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 22 მაისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 22 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 203 880 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +720] ტანკი – 3 785 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 7 407 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 3 278 ერთეული [+20] MLRS – 565 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 22 მაისი”
ბათუმელი მოსწავლეებისთვის ლექციები გაიმართება განახლებადი და სუფთა ენერგიის შესახებ
ხვალ, 22 მაისს, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში და GREDA საქართველოს ენერგოუსაფრთხოების უპირატესობების, ეკონომიკური ზრდისა და ქართველი ხალხის კეთილდღეობის შესახებ ბათუმელი მოსწავლეებისთვის ორ ლექციას გამართავს. როგორც ამ ღონისძიების ორგანიზატორები წერენ, „ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ლექციები მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიისა და გარემოს დაცვის შესახებ მომავალ თაობებში ცოდნის ამაღლებას. მიზნობრივი ინტერვენციები ახალგაზრდებში მდგრადი გადაწყვეტილებებისა და …
ავარია მახინჯაურში, დაშავდა ერთი ადამიანი
დღეს, 21 მაისს, ავტოავარია მოხდა ბათუმში, მახინჯაურში. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიისას ერთ-ერთი ავტომობილი გასაყიდად გამოტანილ ბამბუკის კიბეებს შეეჯახა და ღობე გაარღვია. ავარიის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას.
ორი ქართველი მეზღვაური მეკობრეების ტყვეობიდან გაათავისუფლეს – სააგენტო
„ქართველი მეზღვაურები, რომლებიც მეკობრეებმა გაბონში გემიდან გაიტაცეს, თავისუფალნი არიან. ტყვეობიდან გამოხსნილი მეზღვაურები ნიგერიაში სამედიცინო შემოწმებას გადიან. პირველადი მონაცემებით, ორივე მეზღვაური თავს კარგად გრძნობს და რამდენიმე დღეში სამშობლოში დაბრუნდებიან,“ – ინფორმაციას ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ავრცელებს. ინფორმაცია მეზღვაურების გატაცების შესახებ 2 მაისს გახდა ცნობილი. სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საკონსულო იტყობინებოდა, რომ ღამის საათებში გემიდან, რომელიც გაბონის …
Continue reading “ორი ქართველი მეზღვაური მეკობრეების ტყვეობიდან გაათავისუფლეს – სააგენტო”
მეცხვარეების გზა შირაქის ველიდან თუშეთის საზაფხულო საძოვრებისკენ [ფოტო]
ყოველი წლის გაზაფხულზე, აპრილის ბოლოს თუში მეცხვარეები ზამთრის საძოვრებიდან ცხვარს თუშეთში მიერეკებიან. გზა შირაქ-სამუხის ველიდან თუშეთის საზაფხულო საძოვრებამდე გრძელია და თითქმის ორი კვირა სჭირდება ცხვრის გადარეკვას. მეცხვარეებს რთული, სახიფათო და გრძელი გზის გავლა უწევთ, სანამ სამშვიდობოს გააღწევენ და ცხვარს დააბინავებენ. რამაზ ომაიძეს მცირე ცხვრის ფარა ჰყავს. ამიტომ ის ყოველ წელს მეგობარ მეცხვარეებს ატანს ხოლმე საკუთარ …
Continue reading “მეცხვარეების გზა შირაქის ველიდან თუშეთის საზაფხულო საძოვრებისკენ [ფოტო]”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო მონაცემებზე ომში – 21 მაისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 21 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 203 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +730] ტანკი – 3 783 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 7 398 ერთეული [+16] საარტილერიო სისტემა – 3 258 ერთეული [+29] MLRS – 564 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო მონაცემებზე ომში – 21 მაისი”
ბათუმის სტადიონთან 130 მეტრი სიმაღლის კიდევ ერთი ცათამბჯენი აშენდება – საკრებულო თანახმაა
ბათუმის საკრებულო 1 ან 2 განაშენიანების გეგმას თითქმის ყოველ სხდომაზე, ან ყოველ მეორე სხდომაზე მაინც ამტკიცებს. სხდომა თვეში ერთხელ იმართება. ბოლო სხდომაზე, რომელიც 19 მაისს გაიმართა, საკრებულომ K2 კოეფიციენტი გაუზარდა კომპანიას, რომელიც აპირებს 35- სართულიანი ორი კორპუსი და ერთიც 25-სართულიანი ააშენოს მელიქიშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში, ყოფილი „უნივერსამის“ ტერიტორიაზე. ამავე სხდომაზე საკრებულომ დაამტკიცა განაშენიანების გეგმის …
„სიცრუეა, რომ რუსეთი აფხაზეთს დაგვიბრუნებს“ – კიდევ რაზე მსჯელობენ ხანდაზმულთა ცენტრში
ბათუმის ხანდაზმულთა დღის ცენტრში 200-მდე ადამიანია რეგისტრირებული. ხანდაზმულები ხშირად იკრიბებიან აქ, რადგან ფიქრობენ, რომ მათთვის სოციალიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა და გვინდა, რომ ხანდახან საკუთარ თავზეც ვიფიქროთ. მოვდივართ, ხან ნარდს ვთამაშობთ, ხან ყვავილებს ვრგავთ, დავდივართ ექსკურსიებზეც“, – ამბობენ ხანდაზმულები „ბათუმელებთან“. ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მდებარე ამ ცენტრს წითელი ჯვარი აფინანსებს. …
რას შეცვლის არჩევნების ელექტრონულად ჩატარება – დისკუსია ბათუმში
„ელექტრონული არჩევნებით „ოცნებამ“ მიაღწია მთავარს, რომ აი, კონტროლდება ყველაფერი. დაზღვევის მექანიზმი რა გვაქვს, რომ არჩევნების მიმართ ნდობა აღდგა?“ – იკითხა დისკუსიის დროს გია აბულაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ენმ-დან. 19 მაისს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ საარჩევნო გარემოზე შეხვედრა მოაწყო. სხვადასხვა პრობლემასთან ერთად გაჟღერდა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების ჩატარებაც. გია …
Continue reading “რას შეცვლის არჩევნების ელექტრონულად ჩატარება – დისკუსია ბათუმში”
„რედისის“ ცოლის თქმით, „აზოვის“ მეთაურებმა უარი თქვეს ახლობლებმა ისინი მოინახულონ თურქეთში
პოლკ „აზოვის“ მეთაურის, დენის პროკოპენკოს [რედისის] მეუღლემ, ეკატერინა პროკოპენკომ, რომელმაც „აზოვსტალის“ მცველების ტყვეობის პერიოდში „აზოვსტალის“ მცველთა ოჯახების ასოციაცია დააფუძნა, განაცხადა, რომ პოლკ „აზოვის“ მეთაურები თურქეთში ცხოვრობენ დახურული ტიპის დაწესებულებაში, მაგრამ აქვთ ინფორმაციაზე წვდომა. მან ამის შესახებ Ukrinform-თან ინტერვიუში ისაუბრა. „ისინი უსაფრთხო ადგილას არიან, ამიტომ, საბედნიეროდ, მიწისძვრა მათ არ შეხებია“, განაცხადა ეკატერინა პროკოპენკომ. რედისის მეუღლის თქმით, …
ძაღლის დაკბენით 4607-მა ადამიანმა მიმართა ექიმს – რატომ ვერ აშენებს მერია თავშესაფარს
რატომ ვერ აშენდა ცხოველთა თავშესაფარი? – ამ კითხვით ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, მერს, არჩილ ჩიქოვანს მიმართეს. საკრებულოს წევრმა ნატალია ძიძიგურმა სხდომაზე წაიკითხა რესპუბლიკური საავადმყოფოდან მიღებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძაღლის დაკბენის შედეგად დაზარალებულმა 4607-მა ადამიანმა მიმართა ექიმს. „ეს არის კატასტროფა, ქალაქი არის ოსკარის მფლობელი, მზარდი ტურიზმით. სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება არის უპირატესი, ჩვენ …
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 20 მაისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 20 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 202 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +670] ტანკი – 3 781 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 7 382 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 3 229 ერთეული [+19] MLRS – 564 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 20 მაისი”
უკრაინამ ჩამოაყალიბა 65-ათასიანი დაჯგუფება და შეტევისთვის ელოდება თვითმფრინავებს – ინტერვიუ
„მოულოდნელობა“ – გადამდგარი გენერალი მიიჩნევს, რომ უკრაინელებმა ამ გზით უნდა სცადონ კონტრშეტევაში წარმატება. ვახტანგ კაპანაძე ისევ აქტიურად აკვირდება ფრონტს უკრაინაში. გადამდგარი გენერალი ეჭვობს, რომ უკრაინელები, რომლებიც კონტრშეტევისთვის ზაპოროჟიეს რაიონშიც განლაგდნენ, თვითმფრინავებს ელიან საჰაერო მხარდაჭერისთვის – უკრაინა ჯერ კიდევ ელის შესაბამის აღჭურვილობას დასავლეთიდან. „წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად კონცენტრირებული იქნებიან, მასირებული გარკვეულ მონაკვეთზე,“ – აღნიშნავს ვახტანგ …
დაგიძველდა ფოტო კრემლთან, ახალს გადაიღებ სიმონიანის მიწვევით – დაპირისპირება საკრებულოში
დღეს, 19 მაისს, რუსეთიდან ფრენების საკითხს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრი „ლელოდან“ ვაჟა დარჩია გამოეხმაურა. შემდეგ კი მან „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეს უთხრა – კრემლთან ფოტო დაგიძველდა და ახალს გადაიღებ მარგარიტა სიმონიანის მიწვევითო: „აღდგა უკვე ფრენები და შეგიძლიათ გააგრძელოთ, შემდეგი ფოტო მარგარიტა სიმონიანის მოწვევით ჩახვიდეთ და გადაიღოთ.“ „ოცნების“ ფრაქციის გაბრაზებულმა თავმჯდომარემ, თენგიზ აფხაზავამ მას უპასუხა: „მევახშეების …
ევროკავშირის პროექტის წარმატებული სტაჟიორები დააჯილდოვეს
„21 წლის ვარ, აქამდე არსად ვყოფილვარ დასაქმებული. ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, გასული წლის პირველი ივლისიდან ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში ანაზღაურებადი სტაჟირება დავიწყე“ – ამბობს დიანა აბულაძე. დიანა, სხვა ახალგაზრდებთან ერთად, „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS) პროექტშია ჩართული, რომლის ერთ-ერთი მიზანია 15-დან 29 წლის ახალგაზრდებს პირველი ანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობა მისცეს. 18 მაისს პროექტის …
Continue reading “ევროკავშირის პროექტის წარმატებული სტაჟიორები დააჯილდოვეს”
ჩვენ არსად წავალთ – დიდი ბრიტანეთის პრემიერის გზავნილი პუტინს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლელი მოკავშირეები ურყევნი არიან თავიანთ გადაწყვეტილებაში, მხარი დაუჭირონ უკრაინას. „ჩვენ არსად წავალთ“ – ასეთია რიში სუნაკის გზავნილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისადმი. ინტერვიუ Sky News-მა G7-ის სამიტზე ჩაწერა, რომელიც იაპონიაში, ჰიროსიმაში მიმდინარეობს დღეს, 19 მაისს. „რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ურყევი ვართ უკრაინის მხარდასაჭერად არა მხოლოდ აქ …
Continue reading “ჩვენ არსად წავალთ – დიდი ბრიტანეთის პრემიერის გზავნილი პუტინს”
სუფსის ხიდზე მოძრაობა 15 ივნისამდე შეზღუდული იქნება – დეპარტამენტი
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გრიგოლეთთან, მდინარე სუფსაზე არსებულ ხიდზე მიმდინარე სამუშაოები, რომელიც 12 მაისს უნდა დასრულებულიყო, 15 ივნისამდე გაგრძელდება. შესაბამისად, ამ პერიოდში ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი გაგრძელდება. „დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „როსტვერკი“, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი) – სარფის საავტომობილო გზის 50-ე კმ-ზე მდინარე სუფსაზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე აწარმოებს სარემონტო სამუშაოებს. სამუშაოების წარმოების პერიოდში …
Continue reading “სუფსის ხიდზე მოძრაობა 15 ივნისამდე შეზღუდული იქნება – დეპარტამენტი”
რას წერს ბრიტანული დაზვერვა ყირიმში რკინიგზის აფეთქებაზე
რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე რკინიგზის აფეთქებამ, რომელიც 18 მაისს მოხდა, შესაძლოა შეაფერხოს შავი ზღვის ფლოტისთვის შეიარაღების, კერძოდ, „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდება – წერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ყოველდღიურ, მოკლე მიმოხილვაში, დღეს, 19 მაისს. აფეთქება რკინიგზაზე, ოკუპირებულ ყირიმში, სიმფიროპოლის მახლობლად, 18 მაისს მოხდა. ლიანდაგის დაზიანების შედეგად მატარებელი რელსებიდან გადავიდა და გადაკეტა სევასტოპოლისკენ, რუსეთის ფედერაციის შავი …
Continue reading “რას წერს ბრიტანული დაზვერვა ყირიმში რკინიგზის აფეთქებაზე”
ჩაის სეზონი თურქეთში ქართველი მკრეფავების გარეშე – ფასი გავზარდეთ, მაგრამ მაინც აღარ მოდიან
„ჩაის კრეფის სეზონი დაიწყო, მაგრამ ჯერ ვერ ვიწყებთ, მკრეფავებს ველით. დაკრეფის ფასი მოვამატეთ წელს, ქართველები მაინც აღარ მოდიან“, – ამბობს ერჰან ქოსიოღლუ, რომელსაც ჩაის პლანტაცია აქვს რიზეში, დემირისარში და მკრეფავების გამოჩენას ელის. წინა წლებში თურქეთში თხილისა და ჩაის დასაკრეფად საქართველოს ასეულობით მოქალაქე გადადიოდა თურქეთში სამუშაოდ. წელს, გასული წლის მსგავსად, თურქეთში ჩაიზე სამუშაოდ წამსვლელი ადამიანების რაოდენობა …
100-125 მეტრი სიმაღლის კორპუსები ყოფილი უნივერსამის ადგილას
ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილეობა აქციეს შესაძლებლობად, არამხოლოდ ავარიული სახლის ადგილზე, არამედ სხვა მისამართზე დაგეგმილ მშენებლობაზეც მაქსიმალურ სიმაღლეზე თანხმობის მისაღებად. ბათუმში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა კომპანია ერთ მისამართზე ავარიული სახლის ათვისების სანაცვლოდ, მერიას სხვა ადგილზე განაშენიანების კოეფიციენტის [კ2] მაქსიმალურად გაზრდას სთხოვს. მერია კი თანახმაა. უარზეც, რომ იყოს, ეს დროის საკითხია, თანხმობა მიიღწევა. ბათუმში, პუშკინისა და …
Continue reading “100-125 მეტრი სიმაღლის კორპუსები ყოფილი უნივერსამის ადგილას”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას – უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 მაისის 21 საათიდან 20 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 16 – 21 გრადუსი სითბო ღამით: 5 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას – უახლოესი დღეების პროგნოზი”
არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით სკოლის მძღოლი დააკავეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ტ.მ. დააკავეს. მას ბრალად არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ედება. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლმა ტ.მ.-მ, მგზავრობის დროს არასრულწლოვან …
Continue reading “არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით სკოლის მძღოლი დააკავეს – შსს”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 19 მაისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 19 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 201 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +660] ტანკი – 3 777 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 7 377 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 3 210 ერთეული [+12] MLRS – 564 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 19 მაისი”
ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისში ჩასვლა უფრო ძვირია, ვიდრე ბათუმში – აქტივისტები ტრანსპორტს ითხოვენ
ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს, არც მუნიციპალური ავტობუსი და არც კერძო სამარშრუტო ტაქსი. ამის გამო ხშირად მგზავრებს ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისამდე მგზავრობა უფრო ძვირი უჯდებათ, ვიდრე, მაგალითად, ბათუმამდე ან თბილისამდე. მგზავრებს – ადგილობრივებსა თუ ტურისტებს, ორჯერ მეტი თანხის გადახდა და ხშირად ტაქსის მძღოლების კონფლიქტთან შეჯახება უწევთ. ქუთაისის მერიამ წლებია იცის პრობლემის შესახებ, თუმცა დღემდე …
როცა დედობილი ხარ და ბავშვი სხვას მიაშვილეს – ინტერვიუ იურისტთან
აქვს თუ არა დავას აზრი, როცა ბავშვი მინდობით აღზრდაში თქვენთანაა და ამ დროს სახელმწიფო სხვაზე აშვილებს? – იურისტი თამარ წულუკიძე ამბობს, რომ აქვს. რა უპირატესობა აქვს მინდობით აღზრდას ბავშვის შვილად აყვანის დროს? – ამ თემაზე იურისტ თამარ წულუკიძეს რამდენიმე კითხვა დავუსვით. იგი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელია. ქალბატონო თამარ, ვიცით, რომ შვილის აყვანის დროს …
Continue reading “როცა დედობილი ხარ და ბავშვი სხვას მიაშვილეს – ინტერვიუ იურისტთან”
„პროკურატურაში ცალ-ცალკე გვიბარებენ“ – რა ხდება გომის მთის მიწებზე
„ან პირობითი, ან ჯარიმა 5 ათასი ლარიო,“ – რამდენიმე ადამიანი, რომლებიც აქამდე კურორტ გომისმთაზე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები იყვნენ და სახლებიც აუშენებიათ, ერთნაირად აღწერს, რა უთხრეს პროკურატურაში. მესაკუთრეების დაბარება პროკურატურაში გრძელდება. ათეულობით ადამიანს პროკურატურა კურორტ გომისმთაზე თაღლითობის ჩადენას ედავება – ბოლო მონაცემებით, 19 ოჯახს ედავება პროკურატურა კურორტ გომისმთაზე 2021 წელს მიწების თაღლითური გზით გაფორმებას: პროკურატურის ვერსიით, …
Continue reading “„პროკურატურაში ცალ-ცალკე გვიბარებენ“ – რა ხდება გომის მთის მიწებზე”
ახალ ბულვართან ნაპირს რკინის შპუნტებით გაამაგრებენ, პლაჟზე ჩასასვლელად კი, კიბეები იქნება
ბათუმის ახალ ბულვართან შტორმით დანგრეულ სანაპიროს თითქმის ერთკილომეტრიან ზოლს რკინის შპუნტებით გაამაგრებენ. აღადგენენ სასეირნო ბილიკსაც, საიდანაც პლაჟზე ჩასასვლელად კიბეებს მოაწყობენ. შპუნტების ზედა ნაწილზე მოაწყობენ რკინა-ბეტონის სარტყელს, ხოლო ამ სარტყელზე – ტალღამრეკლს. ტალღამრეკლი ბლოკებიც რკინაბეტონის იქნება, რომლებსაც პლაჟის მხარეს ოვალური ფორმა ექნებათ [ტალღების ასარეკლად], სასეირნო ბილიკის მხარეს კი – სკამის, ისე, რომ მასზე ჩამოჯდომა იყოს შესაძლებელი. …
რატომ არის მორჩილება ქალისთვის მონობა და არა სამკაული
„ცოლმა ქმარს უნდა დაუჯეროს, ეს სამკაული თუ არ აქვს – „მორჩილება“ და „თავმდაბლობა“, მაშინ, მთელ დედამიწაზე რაც ოქროებია ყველაფერი რომ ჩამოჰკიდონ, არაფერი იქნება მისი სამკაული. ძალიან უშნოდ გამოიყურება ამ შემთხვევაში. მორჩილება ქალის სამკაულია“, – ასე ასწავლის პატარა გოგონებს ერთ-ერთ მართლმადიდებელი სასულიერო პირი ქალის როლს. ამ შინაარსის ვიდეო ფეისბუქში 15 მაისს ატვირთეს. სასულიერო პირი, ბიჭებს მომავალი …
Continue reading “რატომ არის მორჩილება ქალისთვის მონობა და არა სამკაული”
ოქროს მონეტებისა და ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის მცდელობა სარფში – შემოსავლები
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 34 206.26 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს მონეტები (წონა: 239.64 გრამი) აღმოაჩინეს. ასევე, სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის სალონის დეტალური დათვალიერების შედეგად. არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების (წონა: 224.26 გრამი) საერთო საბაჟო ღირებულებამ …
Continue reading “ოქროს მონეტებისა და ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის მცდელობა სარფში – შემოსავლები”
ბანკის ოფიცრის დაჭრის საქმე – რა გაირკვა სასამართლოში
განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ირაკლი შ.-ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საქმე დღეს, 18 მაისს, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განიხილა. ეს 16 მაისის შემთხვევაა – TBC ბანკის ბათუმის ცენტრალურ ოფისში კრედიტოფიცერი ჯაბა ა. დანით დაჭრეს. ბრალდებული სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს. „არ მინდოდა მისი მოკვლა, მხოლოდ მისთვის დაზიანების მიყენება მინდოდა“, – უთხრა მოსამართლეს ბრალდებულმა, როცა მას თამარ …
Continue reading “ბანკის ოფიცრის დაჭრის საქმე – რა გაირკვა სასამართლოში”
ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების დასაკანონებლად პარლამენტმა კანონი დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების ექსპლუატაციაში მიღების წესს განსაზღვრავს. კანონპროექტს 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 8-მ კი წინააღმდეგ მისცა ხმა. კენჭისყრამდე დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ განაცხადა, რომ თუ პარლამენტი ამ პროექტს დაამტკიცებს, მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. კონკრეტულად კი, სადავო იქნება მიჯნის ზონების საკითხი, რომლის დაცვასაც …
Continue reading “ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების დასაკანონებლად პარლამენტმა კანონი დაამტკიცა”
English Book Education-მა ვაშინგტონში ოფისი გახსნა
English Book Education-მა ახალი საერთაშორისო მწვერვალი დაიპყრო და ახალი ფილიალი გახსნა ამერიკის დედაქალაქში, ვაშინგტონში. English Book-ი აპირებს, ამერიკელ მომხმარებლებს შესთავაზოს უნიკალური სერვისები, მათ შორის: წიგნის კლუბიამერიკელი სკოლის მოსწავლეებისთვის – ეს შეთავაზება გულისხმობს უნიკალური ავტორების ნაშრომების ლიტერატურულ განხილვასა და მასზე მსჯელობას. ამ პროექტში ჩართულ ამერიკელ მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფ ბავშვებთან ერთად განიხილონ ის …
Continue reading “English Book Education-მა ვაშინგტონში ოფისი გახსნა”
ბათუმის სამშენებლო ამნისტიის პროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს
დღეს, 18 მაისს, საქართველოს პარლამენტი ბათუმის სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე განიხილავს. ამ პროექტის დამტკიცებით სამშენებლო კოდექსში შედის ცვლილება, რომელიც ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების დაკანონებისა და მათი ექსპლუატაციის წესს განსაზღვრავს. პროექტის მიხედვით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსს უნდა დაემატოს 141/7 მუხლი, რაც სანებართვო პირობების დარღვევით მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესის დამტკიცებასაც …
Continue reading “ბათუმის სამშენებლო ამნისტიის პროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს”
ბრიტანული დაზვერვა: რუსეთში ჩინოვნიკებს სურთ გადადგომა, მაგრამ მათ ეს აკრძალული აქვთ
დღეს, 18 მაისს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ყოველდღიურ მოკლე მიმოხილვაში წერს, რომ რუსეთის მთავრობა, სავარაუდოდ, ფაქტობრივად, უკრძალავს მაღალჩინოსნებს თანამდებობიდან გადადგომას მანამ, სანამ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ მიმდინარეობს. დაზვერვის ცნობით, ეს აკრძალვა ვრცელდება მინიმუმ რეგიონულ ლიდერებზე, ძალოვნებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავლენიან წევრებზე. ბევრი თანამდებობის პირი, სავარაუდოდ, ძალიან სკეპტიკურად უყურებს ომს, ასევე, ხშირად განიცდიან სამუშაო სტრესს ომის …