მთავარი,სიახლეები

რა ხდება ფრონტზე – რუსეთის შეტევის მთავარი მიმართულება კვლავ ავდიივკაა

15.10.2023
რა ხდება ფრონტზე – რუსეთის შეტევის მთავარი მიმართულება კვლავ ავდიივკაა

რუსეთის სამხედრო ძალები თითქმის ერთი კვირაა ცდილობენ უკრაინის ქალაქ ავდიივკაში უკრაინული თავდაცვის ხაზის გარღვევას.

დღეს, 15 ოქტომბერს, უკრაინის გენერალური შტაბი ყოველდღიურ ცნობებში ომის შესახებ წერს, რომ  უკრაინის შეიარაღებული ძალები ახერხებენ რუსეთის თავდასხმის მოგერიებას დონეცკის მახლობლად, ავდიივკას რაიონში, რომელიც ამ კვირაში რუსეთის შეტევის მთავარ მიმართულებად იქცა.

„მტერი აგრძელებს ჩვენი თავდაცვის გარღვევის მცდელობებს, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის 15 თავდასხმა დონეცკის ოლქის ავდიივკას, ტონენკოეს და პერვომაისკოეს დასახლებების რაიონებში“, – წერს გენშტაბი.

გენშტაბი იუწყება, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს 10-ზე მეტი შეტევა დონეცკის ოლქში, მარინკას მიმართულებით და აკავებენ რუსულ ძალებს ლიმანთან ახლოს.

მთლიანობაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 60 სამხედრო შეტაკება მოხდა.

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი – ISW-ი წერს, რომ რუსული ძალები იყენებენ ჯავშანტექნიკის ჩვეულებრივზე მეტ რაოდენობას ავდიივკასთან მიმდინარე ოპერაციებში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: