მთავარი,სიახლეები

ჭახათის თემის სოფლებისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსს პეტიციით ითხოვენ

14.10.2023 • 862
ჭახათის თემის სოფლებისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსს პეტიციით ითხოვენ

ჭახათის თემის მოსახლეობა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” სამოქალაქო საბჭოების ერთობლივი შუამდგომლობით, თემისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

ორგანიზაციამ შესაბამისი პეტიცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე უკვე ატვირთა.

ჭახათის თემი  შვიდ სოფელსა ერთიანებს: ჭახათი, ვარჯანული, კაკუჩა, კეჭიეთი, კობალაური, ოხტომი, ტყემაკარავი.

როგორც პეტიციაშია მითითებული  სოფელში მთავარ პრობლემად ადგილობრივებს თემის სოფლებისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მოხსნა მიაჩნიათ.

სტატუსი თითქმის ორი ათეული წლის წინ მოუხსნეს თემს და  მას შემდეგ არაერთი დაპირების მიუხედავად, არ აღდგენილა.

ჭახათის თემის მაცხოვრებლები  თემის დაცლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ სტატუსის უქონლობას, ხოლო მის აღდგენას მიგრაციის შემაფერხებელ  მნიშვნელოვან ფაქტორად განიხილავენ.

„გარდა იმისა, რომ ეს საჭიროება უშუალოდ თემის მოსახლეობას უდგას, აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს უამრავი ტურისტი სტუმრობს და შესაბამისად, არსებობს ეკონომიკური საქმიანობის საწარმოებლად შესაბამისი პოტენციალი. შესაძლოა, სტატუსის მინიჭებამ და მასთან დაკავშირებულმა შეღავათებმა გაცილებით ინტენსიური გახადოს ადგილობრივების ეკონომიკური და ბიზნეს საქმიანობა.“ – ნათქვამია პეტიციაში.

„გამჭვირვალობა საქართველოს განმარტებით მაღალმთიანი რეგიონების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი, კერძოდ, პირველი და მეოთხე პუნქტები, საკმარისზე მეტ საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ მთავრობის შესაბამის საბჭოს მიმართოს შუამდგომლობით, რომ ჭახათის თემს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭოს.

ამ დროისთვის პეტიციას 107-მა მოქალაქემ მოაწერა ხელი.

გადაბეჭდვის წესი