“ბათუმში 38-დან 12 საბავშვო ბაღი არ მუშაობს” – რას პასუხობს “ოცნება” კითხვებს

„ბათუმის ბაღების გაერთიანებაში არის ოცდათვრამეტი ბაღი. 2025 წელს სწავლა არ მიმდინარეობდა და დღემდე არ ფუნქციონირებს ოცდათვრამეტიდან თორმეტი ბაღი. ფაქტობრივად, ბაღების მესამედი ბათუმელებისთვის და მათი შვილებისთვის არის ხელმიუწვდომელი. როცა ბავშვების კეთილდღეობაზე ვსაუბრობთ, მე მგონი ამაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ,“ – თქვა ვაჟა დარჩიამ, ბათუმის საკრებულოს წევრმა პარტია „ლელოდან“ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე. დღეს, 30 ივნისს გამართული ბათუმის …

კორუფციულ ფაქტებზე 2 საჯარო მოხელე დააკავეს – საგამოძიებო

კორუფციულ ფაქტებზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დღეს, 30 ივნისს ავრცელებს. გამოძიების ვერსიით, ფოთის მერიის თანამშრომელმა მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 400 ლარი. „ბრალდებულმა, რომელიც დასაქმებული იყო ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ცენტრში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პირადი გამორჩენის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეცტექნიკით მიწის ნაკვეთზე სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 30 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 403 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 350. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 067 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 851 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 45 040 …

ვანო ჩხარტიშვილის შვილები გონიოს მთაზე 24 ჰექტარს ფლობენ – კიდევ ვინ ინაწილებს მაღლობს ზღვის ხედით

გონიო-კვარიათისა და სარფის სანაპიროდან მალე მწვანე მთა კი არა ინტენსიურად განაშენიანებული „ბეტონის მთა“ გამოჩნდება. გამწვანებული ადგილების სამშენებლოდ ათვისება აქ ჯერ ორსართულიანი ვილების პროექტებით დაიწყეს და თანდათან მასშტაბი გაზარდეს. მილიონერი ბიზნესმენების კომპანიებმა გონიო-სარფის მთაზე სამშენებლო ტერიტორია მეტწილად კერძო სექტორში იყიდეს, თუმცა „ბათუმელებისთვის“ ცნობილია, რომ რამდენიმე მათგანს სახელმწიფო ტერიტორიაზეც უჭირავს თვალი და შესაბამისი მოლაპარაკებებიც დაუწყიათ. სარფი-გონიოს მთაზე, …

3 დღე პარლამენტში ცემა-ტყეპიდან – დაკავებული არავინაა. მზია ამაღლობელს 2 წელი მიუსაჯეს სილის გაწვნისთვის

3 დღე გავიდა, რაც „ოცნების“ დეპუტატები – ლაშა ტალახაძე [ძალოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი], არჩილ გორდულაძე, გენო პეტრიაშვილი [მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი], ირაკლი კირცხალია, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ბარვენაშვილი და ვასილ ჩიგოგიძე ჯგუფურად თავს დაესხნენ მათსავე კოლეგას და სცემეს, მათ შორის მუშტები ურტყეს თავში. ამ დრომდე პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია. არც ისაა ცნობილი, საერთოდ თუ აპირებს გამოძიებას. მაშინ, როცა …

რას უპირებენ მწვანე კონცხზე პირსს, სადაც შესვლაც აკრძალულია

ბათუმში, მწვანე კონცხის პლაჟთან არსებული პირსი, რომელიც ვიზიტორთათვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია და რომლის რეაბილიტაციაში რამდენიმე წლის წინ 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, დღეს ჩაკეტილია. ხიდზე შესასვლელი სპეციალური ბარიერითაა გადაკეტილი და განთავსებულია წარწერები – STOP, „შესვლა აკრძალულია!“. ხიდის შუა ნაწილში კიდევ ერთი ბარიერი და წარწერაა – „ვიზიტორთა შესვლა დროებით შეზღუდულია!“. „ხიდი რამდენიმე თვეა რაც გადაკეტილია და ეს …

რუსეთში ბენზინის შავ ბაზარზე გაყიდვისთვის მინიმუმ 4 პირი დააკავეს

რუსეთში ბენზინის შავ ბაზარზე გაყიდვისთვის მინიმუმ 4 ადამიანია დაკავებული. რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების გამო, საწვავის კრიზისია, სწორედ ამან გამოიწვია შავი ბაზრის გაჩენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ირკუტსკის რეგიონის დეპარტამენტი დღეს, 29 ივნისს, ტელეგრამზე წერს, რომ  4 პირი დააკავეს ბენზინის გაყიდვისთვის შავ ბაზარზე. დაკავებულებს ბრალი წაუყენეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები უკანონო ბიზნეს …

ბათუმში განათლების ფორუმი გაიმართება – დასწრება თავისუფალია

მოძრაობა სოციალური დემოკრატიისათვის, 4 ივლისს, 14:00 საათზე, ბათუმში განათლების პოლიტიკის შესახებ ფორუმს მართავს. მოძრაობა ფორუმზე დასასწრებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს – პედაგოგებს, განათლების სპეციალისტებს, სტუდენტებს, მშობლებს,  აკადემიური სფეროსა და მეცნიერების წარმომადგენლებს. „ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სჯერა, რომ განათლება საზოგადოებრივი სიკეთეა,“ – ნათქვამია მოძრაობა სოციალური დემოკრატიისათვის მიერ გავრცელებულ ანონსში. მოძრაობა წერს, რომ დღეს საქართველოში განათლების …

მოლდოვიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

ავიაკომპანიამ Flyone-მ მოლდოვის დედაქალაქ კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით 28 ივნისს პირველი ფრენა შეასრულა. პირველ მგზავრებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სიმბოლური ღონისძიებით დახვდნენ. „Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით, მოლდოვის დედაქალაქიდან  ბათუმში ავიაკომპანიამ პირველი რეისით, 182 მგზავრი ჩამოიყვანა, ბათუმი-კიშინაუს რეისზე კი 161 მგზავრი იყო, რაც აღნიშნულ მიმართულებაზე მაღალი მოთხოვნის არსებობაზე მიუთითებს,“ – ნათქვამია ტავ ჯორჯიას განცხადებაში. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს …

ისრაელის მთავრობამ მხარი დაუჭირა სომხების გენოციდის აღიარებას

28 ივნისს ისრაელის მთავრობამ მხარი დაუჭირა სომხების გენოციდის აღიარებას ოსმალეთის იმპერიაში პირველი მსოფლიო ომის დროს. გენოციდის აღიარების საკითხი ახლა ისრაელის პარლამენტმა, ქსენეთმა უნდა განიხილოს კენჭისყრაზე. „ისრაელის მთავრობამ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მე წარვუდგინე სომხების გენოციდის აღიარების შესახებ. არასდროს არის გვიან სწორი ნაბიჯის გადადგმა“,- ციტირებს ისრაელელი მედია, „იერუსალიმი პოსტი“ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, გედეონ …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 29 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 402 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 230. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 066 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 24 845 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 44 969 …

როგორ მოუგო საიამ რუსეთს 

ავტორი: ნათია კაპანაძე, ნიუ იორკი ___ 2026 წლის წვიმიანი და ცივი 23 ივნისია ნიუ იორკში. როგორც ყველა ქართველი ემიგრანტი, ჩემი დღე სოციალურ ქსელებში ქართული რეალობის დაზუსტებით იწყება. ნეტავ რა მოხდა ამ დროში – ვისი პროცესი შედგა, ელენე ხოშტარიამ თუ წაიკითხა მზია ამაღლობელის წერილი, ან მარიამ მეყანწიშვილის პატარა შვილი როგორ უმკლავდება დედის კიდევ ერთ სასამართლოს, ექიმებმა …

რას გვწერენ მკითხველები, რომლებმაც 30 ათასი ლარი შემოგვწირეს

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მკითხველებმა უკვე იციან, რომ 30 ათასი ლარი შემოგვწირეს და ამ თანხით „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ საბანკო ანგარიშები გათავისუფლდა – ინკასო მოეხსნა. მკითხველმა არაერთი მხარდამჭერი და გამამხნევებელი მესიჯიც მოგვწერა, რამაც კიდევ უფრო გაგვიზარდა მოტივაცია, ვიყოთ თქვენი ხმა. გთავაზობთ ზოგიერთი მკითხველის გამამხნევებელ შეტყობინებას, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობებს ასახავს.   ამავე თემაზე:  „ბათუმელები|ნეტგაზეთის“ ანგარიშებს ინკასო მოეხსნა – …

“ჯერ საქართველო” – დაფუძნდა ახალი ოპოზიციური პარტია

დღეს, 28 ივნისს, თბილისში, ახალი პოლიტიკური პარტია “ჯერ საქართველო” დაფუძნდა. „ჯერ საქართველოს თანამესაკუთრეობა უნდა დავიბრუნოთ, შემდეგ ლიდერის როლი რეგიონში. საქართველოს ჯერია!“ – ასეთია ახალი პოლიტიკური პარტიის გზავნილი. სადამფუძნებლო ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ ვიქტორ ყიფიანი აირჩია. ვიქტორ ყიფიანი არის ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე. ის ასევე იყო მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი. ახალი პარტიის, “ჯერ საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრები არიან: …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 ივნისის 21 საათიდან 29 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 17  – …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 28 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 400 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 250. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 063 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 24 844 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 44 920 …

“გამტარუნარიანობა 25%-მდე გაიზრდება” – რა იცვლება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც აეროპორტის გამტარუნარიანობა გაიზრდება. აეროპორტის მმართველი კომპანიის, ტავ ჯორჯიას, ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის  ტერმინალის არსებულ 8,000 მ²-ს დახლოებით 1000 მ² ფართობის ახალი სივრცეები ემატება. ეს სივრცეები მოიცავს, როგორც საოპერაციო ასევე ადმინისტრაციულ ზონებს. ამ სივრცეების ხარჯზე აეროპორტის გამტარუნარიანობა ჯამში 22-25%-მდე გაიზრდება. „სარეგისტრაციო ზონაში არსებული დახლების რაოდენობა 14-დან 18-მდე …

“დაგმეთ რუსეთის ანექსიური ნაბიჯები საქართველოში” – სამოქალაქო საზოგადოება პარტნიორებს მიმართავს

“არსებობს მაღალი რისკი, რომ მოსკოვმა საკუთარი შემცირებული გავლენის კომპენსირების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გამოიყენოს,” – საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ღია წერილით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავენ. წერილში საუბარია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებაზე. მიმართვის ადრესატები არიან: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (UN), ევროპის კავშირი (EU), ევროპის კავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM), ეუთო(OSCE), ნატო …

“ოპოზიციაში ყოფნა საკუთარი ფიზიკური უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენებას ნიშნავს” – გახარია ჩხუბის შესახებ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საკუთარი თანაპარტიელების ცემას „ოცნების“ დეპუტატების მიერ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „ჩვენ პარლამენტში შევედით არა იმისთვის, რომ მოქალაქეები – მათ შორის ისინიც, ვინც „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა – თავიანთი საჭიროებებისა და პრობლემების პირისპირ მარტო დაგვეტოვებინა. ჩვენი მიზანი იყო პარლამენტის ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტის გამოყენება ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და იმისთვის, …

„რუსებმა ქალების გაწვევა დაიწყეს დრონების ოპერატორებად“ – ინტერვიუ გენერალთან

„რუსეთში ქალების გაწვევა დაიწყეს – 35 წლამდე ქალბატონები დრონების ოპერატორებად მიჰყავთ,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოსის დაკვირვებით, რუსებს ადამიანური რესურსების კუთხით „საგრძნობი პრობლემები“ გაუჩნდათ: „აღარ მიდის ხალხი – დაინახეს, როგორ მთავრდება ჯარში წასვლა. ტუვასა და ბურიატიაში გამოილია ხალხი, ხოლო სანქტ-პეტერბურგიდან და მოსკოვიდან არავის უნდა ფრონტზე წასვლა. რუსებს დაეცალათ ციხეები, საიდანაც მსჯავრდებულები მიჰყავდათ …

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დავაკავეთ – შსს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში შემოტანისა  და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით შს სამინისტრომ 8 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, თურქეთისა და იაპონიის მოქალაქეები. „სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 27 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 399 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 350. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 060 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 835 ერთეული [+12] საარტილერიო სისტემა – 44 857 …

დრონების თავდასხმა რუსეთში, ქალაქ სოჭში – ავიარეისები შეჩერდა

რუსული მედიის ცნობით, 27 ივნისის ღამეს კრასნოდარის მხარეში, ქალაქ სოჭში, დრონების თავდასხმის საფრთხის შესახებ გამოცხადდა. კრემლის ახალი ამბების სააგენტო „ტასი“ წერს, რომ ამის შესახებ ქალაქის მერმა, ანდრეი პროშუნინმა განაცხადა. „ქალაქ სოჭის ტერიტორიაზე გამოცხადდა უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის საფრთხე“ – ციტირებს სააგენტო ქალაქის მერს. ტელეგრამზე ვერიფიცირებული გვერდი ЧП Сочи წერს, რომ სოჭის ხელისუფლებამ მიმართა თვითმხილველებს, სოციალურ …

„ბათუმელები|ნეტგაზეთის“ ანგარიშებს ინკასო მოეხსნა – მხარდაჭერის კამპანია გრძელდება

დღეს, 26 ივნისს, ზუსტად ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გადასარჩენად მხარდაჭერის კამპანია დავიწყეთ და მკითხველებს მოვუწოდეთ, თუნდაც თვეში ერთი ლარით გახდნენ ჩვენი დონორები. ერთი თვის თავზე გვინდა მკითხველებს კამპანიის პირველი შედეგების შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია: მხარდაჭერის პლატფორმის გახსნიდან რამდენიმე დღეში, ჩვენი მკითხველებიდან მიღებული ყოველთვიური და ერთჯერადი შემოწირულობის დამსახურებით, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” საბანკო …

„ოცნების“ დეპუტატები გახარიას თანაპარტიელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ – ჩხუბი პარლამენტში

დღეს, 26 ივნისს, პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. „ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიის 2 დეპუტატს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, ინციდენტი, სავარაუდოდ, გახარიას თანაგუნდელს, გიგა ფარულავასა და „ოცნების“ წევრ ირაკლი ხელაძეს შორის დაიწყო. ხელაძეს თანაგუნდელები, მათ შორის ყოფილი სპორტსმენები, მიეხმარნენ და ოპოზიციონერ დეპუტატებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. კადრებში ჩანს, რომ ოპონენტს მსოფლიოსა …

მოქალაქის თქმით, პატრულმა იმის გამო დააკავა, რომ მანქანის არასწორად გაჩერებაზე მიუთითა

მოქალაქე ამბობს, რომ პოლიციელს არასწორად გაჩერებულ მანქანაზე მიუთითა, რის შემდეგაც პოლიციამ იგი, მისივე თქმით, უსაფუძვლოდ დააკავა. „ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ჩავიარე ავტომანქანით და პატრულს არასწორად ჰყავდა გაჩერებული პოლიციის მანქანა. „პატრული, მოძრაობას აფერხებთ-მეთქი“, – გადავძახე ავტომანქანიდან და გზა გავაგრძელე. განვაგრძე გზა და სარკეში გავიხედე: პატრული მომყვება,“ – ამბობს იოსებ დავითაძე. მისი თქმით, სამართლიანი შენიშვნის გამო გაღიზიანებულმა პატრულმა …

„არ ყოფილა შემთხვევა ვინმეს ეთქვას, სკოლაში ღირებულებები არ ისწავლებაო“- მასწავლებელი კობახიძის განცხადებაზე

„მოხდება სახელმძღვანელოების ძირეული გადახედვა. პროგრამაც და სახელმძღვანელოებიც დაეფუძნება ჩვენს ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, რაც მანამდე, სამწუხაროდ, არ იყო“- თქვა ირაკლი კობახიძემ დღეს, 26 ივნისს, პარლამენტში გამოსვლისას. სახელმძღვანელოებში არ იყო მოცემული ეროვნული და სახელმწიფოებრივი ღირებულებები? ტყუის თუ არა კობახიძე ამ საკითხზე საუბრისას? – ამ თემაზე ვესაუბრეთ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ქეთევან გიორგაძეს. „ამ ბოლო დროს, …

1 მილიონი ლარი დაიხარჯება აჭარაში პროკურატურის ოფისისა და აპარტამენტების რემონტისთვის

აჭარისა და ბათუმის პროკურატურის „ადმინისტრაციული შენობის“, ასევე აჭარის პროკურატურის „ბალანსზე რიცხული ფართობების“ [ბინების/აპარტამენტების] სარემონტო სამუშაოებისთვის ჯამში 1 მილიონ 169 ათასი ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხით სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე საქართველოს პროკურატურას ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული. აჭარის და ბათუმის პროკურატურის „ადმინისტრაციული შენობის“ რემონტისთვის ტენდერი 926 ათასი ლარითაა გამოცხადებული. ეს უწყებები ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის N7-ში მდებარე იუსტიციის სახლშია განთავსებული …

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი ღამის პირველ საათამდე იმუშავებს

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის დრო იზრდება. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, 2026 წლის 1-ლი ივლისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებს ყოველდღიურად 07:00 საათიდან 01:00 საათამდე მოემსახურება.  

რატომ აწყობს ივანიშვილს მოსამართლეების დეფიციტი – ინტერვიუ ადვოკატთან

„ძალიან რთულია, ენდო ადამიანს. სადაც უფრო ბევრი ხალხია, სადაც უფრო ბევრი აზრია, არსებობს იმის ალბათობა, რომ ისეთი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, რომელიც არ არის შესაბამისობაში კონკრეტულ ლიდერებთან,“ – მიიჩნევს ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი, რომელსაც სასამართლოში წლობით გაჭიანურებულ საქმეებზე ვესაუბრეთ. სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემაზე სახალხო დამცველიც საუბრობს და ბოლო საპარლამენტო ანგარიშში საქართველოში მოსამართლეთა რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს ადარებს: …

მერაბ ტურავა კობახიძემ იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა

მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ გაათავისუფლა. ბრძანებას ირაკლი კობახიძემ 25 ივნისს მოაწერა ხელი. ბრძანებაში არაა განმარტებული, რის გამო გაათავისუფლეს მერაბ ტურავა. მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო 2020-2025 წლებში. იგი „ოცნების“ მთავრობაში მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2025 წლის 28 აპრილიდან იკავებდა. მერაბ ტურავას თავმჯდომარეობის დროს საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა განეხილა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის …

გამოვლინდა ყალბი სარეცხი ფხვნილების კუსტარული საწარმო – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოვლენილია ყალბი სარეცხი ფხვნილების კუსტარული საწარმო. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საწარმო. ისინი სისტემატურად ამზადებდნენ სარეცხ ფხვნილებს, რომელთა რეალიზაციასაც ცნობილი ბრენდების – „ABC“-ს, „Ariel“-ის, „Tide“-ისა და „Persil“-ის სასაქონლო ნიშნების უკანონო გამოყენებით ახდენდნენ. ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქეა დაკავებული. ამოღებულია სარეალიზაციოდ …

ბათუმში ატრაქციონზე ბავშვი დაშავდა – „მხოლოდ ჯაჭვები შეცვალეს და ისიც ნაწილობრივ“

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, „მაკდონალდსის“ გვერდით არსებულ სკვერში, ატრაქციონზე 12 წლის ბავშვი დაშავდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ფაქტს გვიდასტურებენ ბათუმის მერიაში, თუმცა ამბობენ, რომ სკვერში ატრაქციონები გამართულია და არ აქვთ ინფორმაცია, რამ გამოიწვია ბავშვის დაზიანება. „ბათუმელები“ ესაუბრა ბავშვის დეიდას, რომელიც ამბობს, რომ საქანელა, რომელზეც მისი დისშვილი დაშავდა, არაერთხელ ყოფილა დაზიანებული და მშობლები თავად ცდილობდნენ შეკეთებას. …

რამდენად რეალურია რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის საფრთხე? – ინტერვიუ

„თუ რუსეთი ცხინვალის რეგიონს შეუერთებს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკას, რომელიც რუსეთის შემადგენლობაშია, მაშინ რუსეთის ფედერაცია იურიდიულად სამხრეთ კავკასიაშიც გადმოვა. რა თქმა უნდა, ეს ეგზისტენციალური საფრთხეა ქართული სახელმწიფოსთვის და სომხური სახელმწიფოსთვისაც, რეალურად“ – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ტუმასიანი „ბათუმელებთან“. რამდენად რეალურია რუსეთის მხრიდან ცხინვალის რეგიონის ანექსიის საფრთხე? – გიორგი ტუმასიანს თემაზე ვესაუბრეთ. ბატონო გიორგი, ბოლო დროს …

ბათუმში გაავდრდება – როგორი ამინდია მოსალოდნელი შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 ივნისის 21 საათიდან 27 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, წვიმა. შესაძლებელია ელვა-ჭექა, დღისით დროგამოშვებით ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში, დღისით ზოგან 17-22 მ/წმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 21 – 26 გრადუსი სითბო ღამით: …

ბათუმსა და ხელვაჩაურში წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი დააკავეს

ბათუმსა და ხელვაჩაურში წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას დღეს, 26 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის იძებნებოდნენ. სამართალდამცველებმა მსჯავრდებულები ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სხვადასხვა დროს ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში დააკავეს,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მიმდინარეობს საექსტრადაციო პროცედურა.

Exit mobile version