ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება თავდადებულის ქუჩაზე – მემედ აბაშიძისა და გორგილაძის ქუჩებს შორის მონაკვეთში

11.06.2025
ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება თავდადებულის ქუჩაზე – მემედ აბაშიძისა და გორგილაძის ქუჩებს შორის მონაკვეთში

ბათუმის მერიის ცნობით, 12 ივნისს, 02:00 საათიდან ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე – მემედ აბაშიძის ქუჩიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩამდე მონაკვეთში.

მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის მიზეზი დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე დაგეგმილი გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

„სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობა, არსებული ქვაფენილის დემონტაჟი და ასფალტის საფარის დაგება. აღნიშნული სამუშაოები 13 ივნისის დღის ბოლომდე დასრულდება“ – აცხადებს მერია.

12 და 13 ივნისს, დროებით შეიცვლება მუნიციპალური ავტობუსების სამარშრუტო ხაზების მოძრაობის სქემა. კერძოდ:

№7 – იმოძრავებს რუსთაველის, თავდადებულის, მემედ აბაშიძისა და ბარათაშვილის ქუჩების გავლით;

№7ა – იმოძრავებს ბარათაშვილის, გორგილაძისა და ჯავახიშვილის ქუჩების გავლით;

№11 – იმოძრავებს მელიქიშვილის, რუსთაველის, თავდადებულის, მემედ აბაშიძისა და ბარათაშვილის ქუჩების გავლით. უკუმიმართულებით – ბარათაშვილის, გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების გავლით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: