უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 000 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140]
- ტანკი – 10 933 ერთეული [+6]
- ჯავშანტექნიკა – 22 786 ერთეული [+3]
- საარტილერიო სისტემა – 29 063 ერთეული [+47]
- MLRS – 1 413 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 184 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 416 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 40435 ერთეული [+138]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 337 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 51 715 ერთეული [+136]
- სპეცტექნიკა – 3 914 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 663 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 63 105 უპილოტო საფრენი აპარატი
- 611 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 23 874 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 26 088 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 36 763 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
დრონების შეტევა რუსეთში ტამბოვის დენთის ქარხანაზე – რას წერს უკრაინის გენშტაბი
რუსეთის შეტევა ხარკოვზე – დაიღუპა 3, დაშავდა 60 ადამიანი
მერცი: მხარდაჭერა კიევს და ზეწოლა მოსკოვზე – ნამდვილი სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის ორივეა საჭიროა