„რვაფეხასთვის“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჯერ არ მიუნიჭებიათ. იმ შემთხვევაში, თუ „რვაფეხას“, რომელიც ცნობილი ქართველი არქიტექტორის გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ნამუშევარია, სააგენტო ძეგლის სტატუსს მიანიჭებს, მას კანონი დაიცავს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, რომლის კომპეტენციაშიც ძეგლისათვის სტატუსის მინიჭება შედის, აცხადებენ, რომ თბილისში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თხოვნით, ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საზღვრები უნდა დააზუსტონ და სწორედ ამაზეა დამოკიდებული, მიანიჭებენ თუ არა „რვაფეხას“ ძეგლის სტატუსს.