მთავარი,სიახლეები

ამერიკული უნივერისტეტი საქართველოში

23.11.2014 • 2678
ამერიკული უნივერისტეტი საქართველოში

2013 წლის 26 ივლისს ამერიკის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტზე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ და საქართველოს მთავრობამ გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც საქართველო მიიღებს 140 მილიონი ამერიკული დოლარის გრანტს ხუთი წლის განმავლობაში. პროექტები განხორციელდება როგორც ზოგადი განათლების ხარისხის, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების განვითარების კუთხით. უმაღლესი განათლების პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო ტენდერის შედეგად შეირჩა ამერიკის, სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მომავალი წლიდან სანდიეგოს უნივერსიტეტი საქართველოს სტუდენტებს შესთავაზებს საბაკალავრო პროგრამებს.

140 მილიონი ამერიკული დოლარიდან 76,5 მილიონი ზოგადი განათლების პოექტზე დაიხარჯება, 30 მილიონი – უმაღლესი განათლების პროექტზეა, 16 მილიონი – პროფესიული განათლებაზეა გათვალისწინებული. დანარჩენი თანხა მოხმარდება მართვას, ადმინისტრირებას, მონიტორინგს, შესყიდვებსა თუ სხვა ხარჯებს.

გაისად ამ უნივერსიტეტში მოხვედრა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებით შეეძლებათ საქართველოს სტუდენტებს.

  • შერჩეული უნივერსიტეტებში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გადახალისება მომავალი წლის სექტემბრამდე მოესწრება?

ლაბორატორიების ნაწილი, რომლებიც დღეს საქართველოში არსებობს, აღიჭურვება ან ჩაუტარდება რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე სწორედ ამას ვაკეთებთ. ასევე არის რამდენიმე ლაბორატორია, რომლებიც საერთოდ არ გვაქვს და ეს ლაბორატორიები უნდა აშენდეს.

  • ამერიკულ უნივერსიტეტს სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებული თუ ექნება?

საერთო საცხოვრებელი ამ პროექტის ფარგლებში არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება ფინანსური დახმარება – სტიპენდიები რაიონებიდან ჩამოსული თუ სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის.

  • სწავლის ღირებულება რამდენია?

7500 დოლარია გადასახადი წელიწადში.

კომპაქტში საქართველოს მთავრობა 15 პროცენტის თანადაფინანსებით შემოდის, ანუ 140 მილიონ დოლარს ემატება 15%-ი, რასაც საქართველოს მთავრობა გაიღებს, მათ შორის დააფინანსებს სტიპენდიას სტუდენტებისთვის. მთავრობა, თითოეულ სტუდენტზე, რომელიც ჩააბარებს აღნიშნულ პროგრამებზე, მაქსიმუმ 2250 ლარს გაიღებს. იქნება თუ არა მეტი დაფინანსება – ამაზე ახლა მიდის მოლაპარაკება საქართველოს მთავრობასთან.

ფაკულტეტები, რომელიც ამერიკულ უნივერსიტეტში გვექნება, საქართველოში დღეს უფასოა, ანუ სახელმწიფო აფინანსებს ამ მიმართულებებს. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი შესაძლებლობა, ეს გახლავთ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პირველი კომპაქტის ფარგლებში ჩამოყალიბებული მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის რეგიონული განვითარების ფონდი. აქედან ამონაგები თანხები გადაეცა საქართველოს მთავრობას, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ეს თანხა მოხმარდეს წარჩინებულ სტიუდენტებზე სტიპენდიების გაცემას. მომავალი წლამდე გამოვაცხადებთ თუ რა სახის სტიპენდიები შეგვიძლია შევთავაზოთ წარჩინებულ სტუდენტებს ფონდიდან.

  • საქართველოს სკოლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ცუდად ისწავლება. რას ფიქრობთ, შეძლებს უნივერსიტეტი  ისეთი 500 მოსწავლის გამოვლენას, რომლებმაც საუკეთესოდ იციან ინგლისური და კარგად სწავლობენ საბუნებისმეტყველო საგნებს?

 ჩვენ განვახორციელეთ არაერთი კვლევა, რომ გამოგვევლინა რამდენად მოთხოვნადია სპეციალობები, რომლებზეც ვაცხადებთ სტუდენტების მიღებას. დამსაქმებლების გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ჩვენ სწორედ ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები გვექნება – ამ სფეროში დამსაქმებლები ვერ პოულობენ პროფესიონალ კადრებს.

როდესაც ვადგენდით რა შეიძლება იყოს სწავლების გადასახადი, ჩვენ შევხედეთ კერძო სექტორში არსებულ გადასახადებს და წარვუდგინეთ ამერიკულ უნივერსიტეტებს. დაახლოებით 7500 დოლარი არის თანხა, რასაც დღეს ბევრი კერძო უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტს… თუ გავითვალისწინებთ, რომ სტუდენტი საქართველოში ისწავლის და ამერიკული უნივერსიტეტის დიპლომის მიღებას, რომლის მოპოვებაც წელიწადში მიახლოებით 18 ათასი დოლარი ღირს…

გარდა ამისა, 4 ათასი სტუდენტი სწავლობს საზღვარგარეთ. ამ ყველაფერმა გვაჩვენა, რომ მოთხოვნადია ის სპეციალობები, რომლებიც ჩვენ საქართველოში გვექნება.

თავიდან შეიძლება ვერ მივიღოთ 500 სტუდენტი, მაგალითად, ინგლისური ენის არასათანადო ცოდნის გამო, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დავაფინანსოთ ინგლისური ენის აკადემია, რომელიც უფასოდ შესთავაზებს ენის ინტენსიურ კურსებს იმ აბიტურიენტებს, რომლებიც დაინტერესდებიან სანდიეგოს უნივერსიტეტის პროგრამებში ჩაბარებით.

  • პროფესორ-მასწავლებელთა შორის რამდენი პროცენტი იქნება ქართველი და რამდენი ამერიკელი?

დაახლოებით 30 პროფესორი, რომელიც ჩაერთვებიან ამ პროგრამაში ეტაპობრივად გადიან ტრენინგებს სანდიეგოში. დასაწყისში პროფესორების 90% იქნებიან ამერიკელები, პარალელურ რეჟიმში იგეგმება ქართველი პროფესორების გადამზადება – გეგმის თანახმად 5 წლის შემდეგ მთლიანად ქართველები ჩაენაცვლებიან ამერიკელებს.

გარდა ამისა, მომავალი წლიდან, პროექტის ფარგლებში, საბუნებისმეტყველო საგნებისა და ინგლისური ენის მასწავლებლებს შევთავაზებთ პროფესიული განვითარების კუთხით მხარდაჭერას. მასწავლებელბმა უფრო კარგად რომ შეძლონ ამ საგნების სწავლება, პროექტი დაეხმარება როგორც საგნობრივ კომპეტენციაში, ისე პედაგოგიკის მიმართულებით მომზადებაში.

  • მასწავლებლების პროექტიც მომავალი წლიდან იწყება თუ მათთან უკვე მუშაობთ?

ახლა დაგეგმვის პროცესია, განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ: მომავალი წლიდან დახლოებით 24 ათასი მასწავლებელი პროფესიული განვითარების პროგრამებსა და კურსებს გაივლის.

  • ანუ ისინი ისწავლიან და პარალელურ რეჟიმში ბავშვებს ასწავლიან?

რა თქმა უნდა. პროექტს მომავალი წლის სექტემბრიდან დავიწყებთ. წლის ბოლოსთვის გვექნება ძირითადი მონახაზი თუ როგორ განვახორციელებთ პროექტს.

სხვა ინფორმაცია ამერიკულ უნივერსიტეტში მოსახვედრად: ინჟინერია, საბუნებისმეტყველო  საგნები,  ტექნოლოგიური, ამერიკულ უნივერსიტეტში მომავალი სასწავლო წლისთვის ამ სპეციალობებზე იქნება მიღება. სწავლება მხოლოდ ინგლისურ ენაზე იწარმოებს. კომპაქტში სამი ქართული უნივერსიტეტი – თსუ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მონაწილეობს.

ნინო ჩინჩალაძე

უნივერსიტეტებში იხსნება ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის, საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო ცენტრის დირექტორის, ნინო ჩინჩალაძის თქმით, მათი ორგანიზაცია მუშაობს პოტენციური სტუდენტების რეკრუტირებასა და ნაწილობრი აბიტურიენტების ინგლისურ ენაში მომზადების კუთხით, რომ მათი შეძლონ ინგლისური ენის ტესტის გავლა ამერიკული უნივერსიტეტისთვის.

ნინო ჩინჩალაძე: ინგლისური ენის ამ კურსზე 100 ბავშვის ისწავლის უფასოდ. ესენი იქნებიან განსაკუთრებულად წარჩინებული ბავშვები, გოგონები, რადგან გვინდა, რომ გოგონები ჩაერთონ საინჟინრო სპეციალობებში და ისეთი ადამიანები, რომლებიც ძნელად მოახერხებენ მომზადებას, ანუ აქცენტი გვაქვს რეგიონებში სოციალურად დაუცველი ბავშვებზე. ამ დროისთვის უკვე გვყავს 60 კანდიდატი, მაგრამ ჯგუფში მხოლოდ ისინი მოხვდებიან, რომლებიც გაივლიან გასაუბრებას. ბავშვებმა რაღაც დონეზე უნდა იცოდნენ ინგლისური. შეიძლება მოიმატოს რაოდენობა იმის მიხედვით, თუ ამ კრიტერიუმებს უფრო მეტი ბავშვი დააკმაყოფილებს.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: