ჯაფარიძე დარბაზშივე დააპატიმრეს “წულუკიანის კომისიაზე” არ მისვლის გამო

პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი” ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლო სხდომის დარბაზშივე დააპატიმრეს. გადაწყვეტილების გამოცხადებისას ის სხდომათა დარბაზში მარტო, ადვოკატების გარეშე იმყოფებოდა, რადგან მისივე თხოვნით მისმა ადვოკატებმა დარბაზი დატოვეს. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ არ დააკმაყოფილა ჯაფარიძის თხოვნა მისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნის შესახებ და პროცესი დაცვის გარეშე გააგრძელა. ამის შემდეგ მან განიხილა პროკურორების, მარი მეშველიანისა და ნათია …

ხელოვნური კუნძულისთვის „ამბასადორი“ ქობულეთში 1,5 მლნ კუბურ მეტრ მასალას მოიპოვებს ულიცენზიოდ

ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ამჯერად ულიცენზიოდ 1,5 მილიონ კუბურ მეტრ სასარგებლო წიაღისეულს ქობულეთის სოფელ კვირიკეს მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვებს. კომპანიას 1 კუბურ მეტრ წიაღისეულში მხოლოდ 24 თეთრის გადახდა მოუწევს. ბათუმში კი კომპანია ტროტუარის გასწვრივ ლითონის ღობეს აწყობს, მათ შორის ქალაქის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზეც. აქვს თუ არა შესაბამისი ნებართვა „ამბასადორს“? – ქალაქის მერიიდან პასუხი …

ზუგდიდელი არტისტი მზია ამაღლობელის სტენსილის გამო კვლავ დააჯარიმეს

ზუგდიდელი არტისტი და აქტივისტი როსტევან ზარანდია [როსტო], მზია ამაღლობელის სტენსილის გამო მეორედ დააჯარიმეს. საქმე ეხება მზია ამაღლობელის სტენსილს წარწერით – „თავისუფლება“, რომელიც არტისტმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურის კედელზე შეასრულა.  დადგენილებაში, რომელიც როსტევან ზარანდიას დღეს, 22 მაისს ჩაბარდა წერია, რომ სასამართლომ იგი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს „თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას“ …

„10 ფარაც რომ მიიღონ, მაინც ვერაფერს გახდებიან“ – ლადო აფხაზავა

„ათი ფარაც რომ მიიღონ, მაინც ვერაფერს გახდებიან, დამთავრდებიან ძალიან მალე. დეპრესიაში ჩავარდებით მეგობრებო და აბა, თქვენ იცით“- ასე გამოეხმაურა ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი ლადო აფხაზავა „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში, ახალი რუსული კანონის, ე.წ „ფარას“ ამოქმედებას, რომელიც 1 ივნისიდან შედის ძალაში. ახალი კანონი, რომელსაც „ოცნების“ ხელისუფლება ამერიკული „ფარას“ ანალოგს ეძახის, რეპრესიების ფართო სპექტრს ითვალისწინებს, კანონი არა მარტო …

მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო პროცესი 30 მაისისთვის გადაიდო

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 30 მაისს, 13:00 საათზე განახლდება. სასამართლო პროცესი თავდაპირველად 29 მაისს იყო ჩანიშნული, თუმცა 1 დღით, 30 მაისისთვის გადადეს.  იმის გამო, რომ პროკურატურამ თავისი მოწმეების დაკითხვაზე უარი განაცხადა და 8 მოწმე საქმიდან მოხსნა, 30 მაისის პროცესზე დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა დაიწყება. მზია ამაღლობელის საქმე მზია ამაღლობელი …

„ბრიტანეთის პრემიერმა ალბათ იმიტომ არ აწია თავი, რომ ეზიზღებოდა მისკენ [კობახიძისკენ] გამოხედვა“ – ინტერვიუ

„ივანიშვილი ამტკიცებს, კონსოლიდაციას ახდენს ამ რეჟიმის. თუმცა ვიცით, რომ „ოცნების“ ელექტორატი ბევრად ნაკლებია, ვიდრე საპროტესტო ელექტორატი. საპროტესტო ელექტორატს სჭირდება გამოღვიძება – როდესაც ადამიანი არის საპროტესტო ელექტორატში, მაგრამ ზის სახლში, იქ გამოხატავს უკმაყოფილებას, ამით არანაირ გავლენას არ ახდენს პოლიტიკურ პროცესზე,“ – ამბობს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი. „მთავრობა უნდა დაუბრუნდეს ევროპულ კურსს“ – აცხადებს ევროკომისარი გაფართოების საკითხში მარტა …

გერმანიის ელჩი ბათუმში თავდასხმის დეტალებს იხსენებს – „მადლიერი ვარ სოლიდარობისთვის“

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ბათუმში თავდასხმის დეტალებს იხსენებს „tv პირველთან“. „ბათუმში ჩვენ თევზის ბაზრის სიახლოვეს გადავადგილდებოდით. მოულოდნელად ვიღაც ბიჭი გამოჩნდა და ყვირილი დამიწყო. ჩვენ ქართველებთან ერთად ვიყავით, მათ უთხრეს, რომ გაჩუმებულიყო და წასულიყო. ქართველების გვერდით დგომამ ძალიან გამახარა, მას არავინ შეუერთდა და ექვსმა-შვიდმა ადამიანმა უთხრა, რომ ადგილი დაეტოვებინა და ისიც წავიდა. მე მადლიერი ვარ სოლიდარობის …

საია „უცხოეთის აგენტების აქტს“ საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა. საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ამ კანონის ამოქმედება აყენებს მყისიერ საფრთხეს ორგანიზაციებისა და ინდივიდებისთვის, რადგან ეს ორგანიზაციები და ინდივიდები შესაძლოა უსაფუძვლოდ მოაქციონ კანონის რეგულირების ფარგლებში. შესაბამისად, არსებობს იმის აუცილებელი პირობა, რომ ეს სარჩელი განხილული იყოს სწრაფად და საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩეროს გასაჩივრებული ნორმები. სწორედ ამ …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 22 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 977 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +870] ტანკი – 10 839 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 22 574 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 28 122 ერთეული [+32] MLRS – 1 388 ერთეული [+0] საზენიტო …

მზიას მხრიდან სილის გაწვნა იყო რეაქცია შეურაცხყოფაზე – თამთა მელაშვილი

რას ნიშნავს ქართულ კულტურაში, როცა ქალი სილას აწნის კაცს? თქვენი აზრით, რატომაა მზია ამაღლობელი სინდისის პატიმარი და მისი უკანონო პატიმრობით, რისი მცდელობა აქვს რეჟიმს? – ამ კითხვებზე საკუთარი მოსაზრების გაზიარება „ბათუმელებმა“ სთხოვა მწერალ თამთა მელაშვილს. თამთა მელაშვილი: „ქართულ კულტურაშიც და ყველა კულტურაშიც, მეტ-ნაკლებად ყველა კონტექსტში, ქალისგან კაცის სილის გაწვნა, მე მგონია, რომ ერთნაირად იკითხება. როგორც წესი, …

„ყველაზე კარგი ქუთაისი ჩემთვის აქციაზე დგას“ – უწყვეტი პროტესტი ქუთაისში

„ბათუმელები“ ამ სტატიაში ქუთაისის პროტესტზე გიამბობთ. ქუთაისში მოქალაქეები რუსთაველის ქუჩაზე, მერიის წინ იკრიბებიან და ასე უერთდებიან ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეების საერთო მოთხოვნებს – გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და სამართლიან გარემოში ჩატარდეს ხელახალი, საპარლამენტო არჩევნები. ქუთაისის პროტესტის აქტიური მონაწილე, საბავშვო ლიტერატურის მასწავლებელი, მიშიკო მუმლაძე ამბობს, რომ ქუთაისის პროტესტის გამორჩეულობა მისი უწყვეტობაა, რადგან პროტესტის ეს ფორმა აქამდე არ ახსოვს …

აკაკი ძნელაძე მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაუშვეს

აჭარის არალეგიტიმური განათლების მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია დღეს, 21 მაისს, „ბათუმელებს“ დაგვიდასტურეს აჭარის მთავრობაში. „ბათუმელების“ კითხვაზე, თავად დაწერა განცხადება აკაკი ძნელაძემ თანამდებობიდან წასვლის თაობაზე თუ გადააყენეს? – „ოცნების“ მთავრობის პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ დეტალებს დააზუსტებენ. ონლაინ გამოცემა „აჭარა თაიმსი“ წერს, რომ აკაკი ძნელაძესა და კულტურის მინისტრის მოადგილეს, ლადო მგალობლიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა …

ბათუმში მძღოლები 13 მილიონით დააჯარიმეს მოძრაობის წესების დარღვევისთვის – 2024 წლის მონაცემები

გასულ წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის  ბათუმის ბიუჯეტში 8 მილიონ 856 ათას 100 ლარი შევიდა. ეს თანხა არ ასახავს საპატრულო პოლიციის [ასევე სათვალთვალო ვიდეოკამერების] მიერ ბათუმში გამოწერილი ჯარიმების სრულ მონაცემებს, რადგან კანონის შესაბამისად ჯარიმებიდან შემოსული თანხის მხოლოდ 60 პროცენტი შედის ბათუმის ბიუჯეტში, 40 პროცენტი კი – ცენტრალურ ბიუჯეტში. ეს იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს ბათუმში …

“მთავრობა უუნაროა ანაკლია ან ფოთი აირჩიოს ერთადერთ ღრმაწყლოვან პორტად, რაც ნიშნავს, რომ არც ერთი არ აშენდება”- ინტერვიუ

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში რომ განხორციელებულიყო, ახლა ანაკლიაში პორტის პირველი ფაზა დასრულებული იქნებოდა და შესაძლებელი იქნებოდა გემების მიღება. აშენებული იქნებოდა ახალი ქალაქი, ანაკლია სითი, სადაც იქნებოდა თავისუფალი სავაჭრო ზონა, ასევე აშენებული იქნებოდა ახალი სარკინიგზო ხაზი. 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, ანაკლიაში პორტი არ არის აშენებული. პორტის მშენებლობისთვის შერჩეულია ჩინური კონსორციუმი, რომელთან ხელშეკრულების გაფორმების …

რა ელის საპროტესტო აქციებს ზაფხულში? – „ოცნება“ ვეღარ აკონტროლებს სიტუაციას“

„თვითონ „ქართული ოცნება“ გადის ბეწვის ხიდზე, მათი მხრიდან ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მძიმე შეცდომა, რაც მათთვის საბოლოოც კი აღმოჩნდეს. ამიტომაც მგონია, რომ მოთმინების ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ – გვიყვება გოტა ჭანტურია, წინააღმდეგობის ერთ-ერთი აქტიური წევრი, რომელსაც ვკითხეთ: რა ელის საპროტესტო აქციებს ზაფხულში? წინააღმდეგობის წევრთან საუბარი ევროკომისრის კომენტარით დავიწყეთ, რომელმაც წუხელ ქართველ ხალხს მიმართა. მარტა …

რა ხდება მდინარე ბარცხანაზე ხიდთან, რომელიც ბათუმის მერიამ გადაკეტა – ფოტოამბავი

ბათუმში, ბონი-გოროდოკის დასახლებაში, მდინარე ბარცხანაზე მდებარე ხიდი ქალაქის მერიის ინფორმაციით ავარიულია და მასზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ეს ხიდი გოროდოკში ერთმანეთს მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩებს აკავშირებს. „ხიდის კონსტრუქციული ნაწილის დაზიანების გამო ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა. ამ ეტაპზე, ყველა შესაბამისი სამსახურის ჩართულობით, ხიდის სტრუქტურული მდგრადობის შესწავლა და აღდგენითი სამუშაოების დაგეგმვა მიმდინარეობს“ – განაცხადა ბათუმის მერიამ 17 …

საქართველოში შემოსული 451 გემიდან 15 რუსული დროშის ქვეშ დაცურავს – I კვარტლის სტატისტიკა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში სულ 451 გემი შემოვიდა, რაც 47 გემით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თუმცა, შემცირებულია კონტეინერმზიდი და თხევადი ტვირთმზიდი გემების რაოდენობა. აღნიშნულ პერიოდში საქართველოში შემოსული გემების უმეტესობა პანამის დროშის ქვეშ დაცურავს [82 გემი], შემდეგ მოდის თურქეთის [75 გემი], მალტის [46 გემი], ლიბერიის [38 გემი] დროშის ქვეშ მცურავი …

მატარებელი ბათუმი-ერევანი 14 ივნისიდან ივლის

საერთაშორისო რეისი ბათუმი-ერევანი 14 ივნისიდან ივლის – შეთანხმებას „სამხრეთ კავკასიის რკინიგზისა“ და „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლებს შორის ხელი 20 მაისს მოაწერეს, ერევანში. „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ ცნობით, მატარებელი იმოძრავებს ყოველ მეორე დღეს: თვის ლუწ დღეებში – ერევნიდან, კენტ დღეებში – ბათუმიდან. რეისები შესრულდება 14 ივნისიდან 2 ოქტომბრამდე, შემდეგ კი მარშრუტი შეჩერდება. „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ ცნობით, ერევანი-ბათუმი-ერევნის საერთაშორისო …

გასულ წელს ავტოავარიით 444 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 101 ქვეითი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით გასულ, 2024 წელს გაიზარდა ავარიების რიცხვი, რომლებმაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოიწვია. 2024 წელს ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა 5866 ავტოსაგზაო შემთხვევა, შედეგად დაიღუპა 444 ადამიანი, დაშავდა – 7587. 2023 წლის მონაცემებთან შედარებით სტატისტიკა მზარდია, სამინისტროს ინფორმაციით 2023 წლის დაფიქსირდა 5594 შემთხვევა, შედეგად დაიღუპა – 442 და დაშავდა 7310 ადამიანი. რეგიონების მიხედვით ავტოავარიის …

დაზვერვა სუს-თან ერთიანდება – „მსგავსი მოდელი მოქმედებს რუსეთში, ბელარუსში“

„სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურების მცდელობა“ – ასე უწოდებს ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი [DRI] „ოცნების“ ახალ საკანონმდებლო ცვლილებს, რომელთა მიხედვით, ძალადაკარგულად ცხადდება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და უწყების საგამოძიებო საქმეები პროკურატურის ქვემდებარეობაში გადადის. ამასთან, ცვლილებები შედის „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში და ის სუს-ის დაქვემდებარებაში ექცევა. ორგანიზაციის მიერ დღეს, 21 მაისს გავრცელებულ პრესრელიზში მიმოხილულია …

ზუგდიდელი აქტივისტები „ოცნების“ დეპუტატს, ირაკლი ზარქუას პოლიციაში უჩივიან

ზუგდიდელი აქტივისტები მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრს, ირაკლი ზარქუას და მის თანმხლებ პირს პოლიციაში უჩივიან. ირაკლი ზარქუამ, გუშინ, 20 მაისს, თანმხლებ პირთან ერთად, მარიამ სიჭინავას და კერენ ესებუას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, კერენ ესებუას დაუმტვრიეს ტელეფონი. „ჩვენ ხელითაც შეგვეხო ზარქუა და მისი თანმხლები პირი და გვაქვს ამის ვიდეო მტკიცებულება, რომელიც ჩემს …

„პუტინი დროს წელავს, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ“ – მერცის კანცელარიის ხელმძღვანელი

გერმანიის კანცლერის, მერცის კანცელარიის ხელმძღვანელმა, ტორსტენ ფრეიმ რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიმართ გულწრფელი ინტერესის არქონასა და დროის გაჭიანურებაში დაადანაშაულა. „ბოლო დღეებში განსაკუთრებით ნათელი გახდა, რომ რუსეთს აბსოლუტურად არ აქვს ინტერესი იარაღი დადუმდეს. პირიქით, დრონებით თავდასხმები გაიზარდა, როგორც რაოდენობრივად, ასევე ინტენსივობით“, – ციტირებს პოლიტიკოსს გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“. ფრეის თქმით, პუტინი აშკარად წელავს დროს და ცდილობს …

უვადო პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც ცოლი შვილების თვალწინ მოკლა

პროკურატურის ცნობით, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 12 ნოემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში  ბრალდებულმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ცოლს მიაყენა დაზიანებები. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული 2024 წლის 10 დეკემბერს გარდაიცვალა. ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის …

„ოცნების“ ახალი კანონი ხდება იარაღი სამოქალაქო საზოგადოების დასასჯელად – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის ანალიზს. აღნიშნული კანონი პირველი ივნისიდან შედის ძალაში. საია წერს: „2025 წლის 2 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებს ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოელი აგენტები“. კანონის ტექსტი თითქმის ამერიკული FARA-ს იდენტურია, თუმცა შინაარსი და დანიშნულება ქართულ რეალობაში სრულიად იცვლება. ამერიკაში ეს კანონი მიზანმიმართულად არ ვრცელდება …

საქართველოში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის 20 მაისს დედოფლისწყაროში, ზამთრის საძოვარზე არსებულ ფერმაში ცოფით ძაღლის დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა. „ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ცოფით ძაღლის დაავადების შემთხვევა დადასტურდა. დადგინდა, რომ ინფიცირების წყარო მგელია. სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადების კერაში საკარანტინო ღონისძიებებს ახორციელებს, რაც სავალდებულო ვაქცინაციას, ცხოველების გადაადგილების შეზღუდვას, დეზინფექციას და ცხოველებზე ვეტერინარულ ზედამხედველობას გულისხმობს. შემთხვევის შესახებ ეცნობა ჯანდაცვის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 21 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 976 780 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980] ტანკი – 10 835 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 22 569 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 28 090 ერთეული [+23] MLRS – 1 388 ერთეული [+0] საზენიტო …

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს უფროსის ხელფასი 10 585 ლარი იქნება

„ოცნების“ მთავრობამ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს საშტატო ნუსხა და ხელფასები დაამტკიცა. ახალი განკარგულებით, სააგენტოს თავმჯდომარის ხელფასი თვეში 10 ათას 585 ლარი იქნება; მოადგილის – 8 ათას 760 ლარი, ხოლო დეპარტამენტის უფროსის – 7 ათას 300 ლარი. გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარე თამარ ზოდელავაა. მიმდინარე წელს [8 თვე] სააგენტოს ამ სამი თანამშრომლის ხელფასებისთვის ჯამში 253 ათასზე მეტი …

რას ითვალისწინებს ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-17 პაკეტი დაამტკიცა.  ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა და საგარეო საქმეთა საბჭოს თავმჯდომარე კაია კალასმა პლატფორმა X-ზე დაწერა. „რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ეს რაუნდი ომის დაწყებიდან ყველაზე ფართომასშტაბიანია. მე-17 პაკეტში ჩვენ ვაერთიანებთ „სურგუტნეფტეგაზს“ – რუსულ ნავთობგიგანტს, ასევე, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის თითქმის 200 გემს. …რაც უფრო დიდხანს …

„ჩემთვის პრინციპულია, არ დაემორჩილო რეჟიმს ტყუილში“ – ინტერვიუ ზურა ჯაფარიძესთან, რომელიც შეიძლება დააპატიმრონ

ზურა გირჩი ჯაფარიძე შესაძლოა წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო დააპატიმრონ. ის უარს ამბობს როგორც გირაოს გადახდაზე, ასევე, რეჟიმთან თანამშრომლობაზე. გირაოს გადახდაზე უარს ამბობენ ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერებიც. როგორ შეიძლება წარიმართოს წინააღმდეგობის მოძრაობა, თუ ყველა პოლიტიკური ლიდერი ციხეში აღმოჩნდება? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა ზურა ჯაფარიძეს. ბატონო ზურა, გაქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა დაგაკავონ წულუკიანის კომისიაზე არ …

პაპუაშვილი გააღიზიანა გერმანიის ელჩის დასწრებამ მზია ამაღლობელის პროცესზე

„ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კვლავ აკრიტიკებს გერმანიის ელჩს საქართველოში, პეტერ ფიშერს. ამჯერად პაპუაშვილი უკმაყოფილოა, რომ პეტერ ფიშერი ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დაესწრო ბათუმში და „ბათუმელებს“ ინტერვიუ მისცა პლაკატის ფონზე  – „თავისუფლება მზიას“. მცდარია პაპუაშვილის განცხადება, რომ „გერმანიის ელჩი კონკრეტული გზავნილების გადმოსაცემად მხატვრულ მეთოდებს იყენებს და შერჩეული ფონის მეშვეობით გვესაუბრება“. პეტერ ფიშერთან …

3 თვეში 3 მილიონამდე ლარი ამოიღო ბათუმის მერიამ ჯარიმებიდან

2025 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულების მიმოხილვის მიხედვით ბათუმის მერიამ 3 თვეში სანქციების, ჯარიმებისა და საურავების სახით  2 მილიონ  946 100 ლარი ამოიღო, რაც საპროგნოზო მაჩვენებელზე მეტია. მერიის პროგნოზი იყო  2 მილიონ 400 000 ლარი. მატება იყო გასულ წელსაც – 2024 წელს საჯარიმო მოსაკრებლებიდან ბათუმის ბიუჯეტში 13 მილიონ  709 600 ლარი შევიდა, მერია 8 მილიონამდე …

ყველაზე მეტი ადგილობრივი პროდუქცია საქართველოდან რუსეთში გავიდა – იანვარ-აპრილის მონაცემები

2025 წლის პირველ ოთხ თვეში ყველაზე მეტი ადგილობრივი პროდუქცია საქართველოდან რუსეთში გავიდა, მეორე ადგილზეა თურქეთი, მესამეზე კი – ჩინეთი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატის] მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.9 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი [173.4 მლნ. აშშ დოლარი], თურქეთი [87.9 მლნ. აშშ დოლარი] და …

ქუთაისი-ბათუმის მატარებელი ლანჩხუთში დაზიანდა

ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ მატარებელს ლანჩხუთში ცეცხლი გაუჩნდა – ინფორმაციას ამის შესახებ „გურია ტვ“ ფაქტის თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს. საქართველოს რკინიგზა ცეცხლის გაჩენას უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ მატარებლის გაჩერების მიზეზი დაზიანება გახდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „გურია ტვ“- ის თანახმად, ცეცხლი ვაგონებსშორის გადაბმაში გაჩნდა და მისი ჩაქრობა მემანქანეებმა და ლანჩხუთის რკინიგზის სადგურის თანამშრომლებმა ერთობლივად შეძლეს. ფოტოებზე, რომელიც …

7 და 7ა მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის მარშრუტი დროებით შეიცვალა

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, მამია ვარშანიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეიცვალა №7 და №7ა მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის სქემა. შესაბამისად, N7 და N7ა მუნიციპალური ავტობუსები დროებით იმოძრავებენ შეცვლილი მარშრუტით: №7 ავტობუსი: მამია ვარშანიძის ქ. → ვახტანგ შამილაძის ქ. → სულხან-საბა ორბელიანის ქ. → გენერალ ასლან აბაშიძის ქ. → მამია ვარშანიძის ქ. №7 ავტობუსი: მამია ვარშანიძის ქ. → …

ონიანის სიკვდილამდე მიმყვანსაც 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება და მზია ამაღლობელსაც – იურისტი

„ბექა ონიანის სიკვდილამდე მიმყვანს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ზუსტად იმდენი, რამდენიც მზია ამაღლობელს,“ – წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ სამართალმცოდნე. სამართლის დოქტორი, პროფესორი კახა ურიადმყოფელი. 31 წლის სპორტსმენი ბექა ონიანი ხელოვნურ კომაშია. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ბექა ონიანს რამდენიმე დღის წინ, 2025 წლის 16 მაისს,  თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტიკად სცემეს. ამ შემთხვევისთვის ბრალდებულ …

საქართველოს რკინიგზით ყველაზე მეტი რუსული ტვირთია შემოტანილი – I კვარტალის სტატისტიკა

საქართველოს რკინიგზაზე ტვირთბრუნვა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით შემცირებულია. ამასთან, საქართველოს რკინიგზით ყველაზე მეტი ტვირთი შემოტანილია რუსეთიდან და ასევე, ყველაზე მეტი ტვირთი გატანილია რუსეთში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით: „2025 წლის I კვარტალში საქართველოს რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 51 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 23.2 პროცენტის გამომგზავნს — აზერბაიჯანი, …

Exit mobile version