როგორ მოჰყავთ თამბაქო კოკოტაურში [ფოტო, ვიდეო]

თამბაქო ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში მცხოვრებ მოსახლეობის უმრავლესობას მოჰყავს. საკუთარ მეურნეობაში დაკრეფილ თამბაქოს ფოთლებს კოკოტაურელები ძაფსა თუ სპეციალურ მავთულზე ასხამენ და ეზოებსა თუ ბაღჩებში, პოლიეთილენის პარკით გადახურულ ტერიტორიაზე ახმობენ. გადარჩეული, გამომშრალი თამბაქო გასაყიდად ადგილობრივებს ბათუმში ჩააქვთ გასაყიდად და გადამყიდველებს აბარებენ. გამხმარი თამბაქო მშრალ გარემოში წლების განმავლობაში ინახება, მოსახლეობა მას ძირითადად მაშინ ჰყიდის, როცა ფასი ხელსაყრელია. …

„აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრი კვლავ არ არის არჩეული

აჭარის უმაღლესი საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2016 წლის ანგარიშს საბჭოს სხდომაზე განიხილავს. განხილვის პროცედურის შესახებ დღეს, 13 ივნისს, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა იმართება. „აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ სამეთვალყურეო საბჭოში ოთხი წევრია. მე-5 წევრის სავარძელი კი გასული წლის მაისიდან თავისუფალია, მას შემდეგ, რაც ზაზა ხალვაშმა ეს თანამდებობდა დატოვა. სამეთვალყურეო საბჭოს …

ბათუმის მერიის პრიორიტეტი – 4 სპორტული მოედანი მომდევნო 4 წელში

2018-2021 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტები ბათუმის მერიამ შეიმუშავა. მომავალ 4 წელიწადში ბათუმის მერია ერთ-ერთ პრიორიტეტად სპორტის განვითარებას ასახელებს, თუმცა ამისთვის ჯამში 408 390 ლარის დახარჯვას აპირებს. მერიის პრიორიტეტების საპრეზენტაციო მასალაში წერია, რომ მომავალ 4 წელში უნდა მოეწყოს 2 სპორტული მოედანი მწვანე კონცხის ადმინისტრაციაში, ხოლო თითო-თითო აეროპორტისა და ბონის დასახლებებში. „ეს არის პირველადი დოკუმენტი. შესაძლოა ეს ციფრები …

მოზარდები მძიმე შრომისა და სექსუალური ძალადობის რისკის ქვეშ – კვლევის შედეგები

„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა“, არასრულწლოვანთა შრომით უფლებებთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც „სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ ჩაატარა, პროექტის ფარგლებში – „სოციალური და საგანმანათლებლო ინიციატივები – მომავალი თაობის კეთილდღეობისთვის“.  კვლევის პერიოდში გურიასა და აჭარაში 16-იდან 22-წლამდე 223 ახალგაზრდა გამოიკითხა, რომლებიც თურქეთში მათი დასაქმების პირობების და დასაქმების ადგილზე სექსუალური ძალადობის შესახებ  საუბრობენ. კვლევის მიხედვით, თურქეთში სამუშაო მიგრაციის გამოცდილება …

კლუბი „ნონა“ საჭადრაკო ფესტივალისთვის ემზადება

ბათუმის საჭადრაკო კლუბი „ნონა“ ემზადება საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალისთვის –  „ბათუმის მერიის თასი -2017“  . ფესტივალი ბენზეს ჭადრაკის სასახლეში პირველ ივლისს გაიხსნება და თორმეტ ივლისამდე გაგრძელდება. საჭადრაკო ტურნირი ბათუმში წელს მესამედ ჩატარდება და ცხრა ტურად გაიმართება. მასში 18  ქვეყნის  განსხვავებული ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალში მონაწილე ყველა კატეგორიის გამარჯვებულს ბათუმის მერია თასებით, მედლებით, დიპლომებითა და …

მოსამართლემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 250 ლარით დააჯარიმა

„ივანიშვილისთვის ხეების გადატანის საქმეზე“ მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ელგუჯა ბაგრატიონი 250 ლარით დააჯარიმა, ხოლო რევაზ ხარაზის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა. ელგუჯა ბაგრატიონი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, რევაზ ხარაზი კი ამავე პარტიის წევრი. ისინი 6 ივნისის საღამოს დააკავეს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობის გამო. პოლიციელებმა წინა სასამართლო სხდომაზე 7 ივნისს მოსამართლეს უთხრეს, რომ …

უყვარს თუ არა მაღალხელფასიან პედაგოგს ბავშვი? – „სახელმწიფო ჩვენს ნერვებს ცდის“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ მაღალი ხელფასების პირობებში, სკოლაში ისეთი ადამიანები მივლენ, ვისაც ბავშვი არ ეყვარება. „პედაგოგიკა არის ის ტერიტორია, სადაც ვინმე თუ ფულისთვის მოვიდა, ვინმეს თუ მოეჩვენა, რომ წავალ ეხლა და მაგარი ხელფასი მექნება და მასწავლებელი გავხდები, მოკლედ მაგარ შარშია, იმიტომ, რომ  ჩვენთან კი არა მთელ მსოფლიოში, …

გასროლა ბათუმში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე

12 ივნისს, ღამის პირველ საათზე, ბათუმში, გიორგი ბრწყინვალესა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს. შემთხვევიდან რამდენიმე წუთში გამოჩნდა საპატრულო ეკიპაჟი. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გასროლა გაზის პისტოლეტიდან მოხდა: „ოჯახურ დღესასწაულს აღნიშნავდა მამაკაცი და ჰაერში გაისროლა“. მათივე ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე მუხლით, რაც გულისხმობს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას.

397 გამამტყუნებელი და 8 გამამართლებელი განაჩენი ოთხ თვეში

397 გამამტყუნებელი განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა 2017 წლის პირველ ოთხ თვეში. ამ პერიოდში სასამართლომ სულ 411 სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა. გამამტყუნებელი განაჩენებიდან პირობითი მსჯავრი შეეფარდა 161 პირს, ნაწილობრივ პირობითი მსჯავრი – 57 ადამიანს. სასამართლოს 4 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი საქმე დაუბრუნებია უკან, წინასწარ გამოძიებაში. იანვრიდან აპრილის ჩათვლით სულ 8 საქმეზე მიუღია სასამართლოს გამამართლებელი …

მთავარი პროკურატურა 10 ახალ ავტომანქანას შეიძენს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ოპერატიული დანიშნულების 10 ახალ მსუბუქ ავტომანქანას [სედანი] შეიძენს. ახალი ავტომანქანების შესაძენად პროკურატურას ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული, სატენდერო თანხა კი 713 550 ლარია. მანქანების შესყიდვას მთავარი პროკურატურა ამ ავტომანქანების დამატებით 5-წლიან საგარანტიო სერვისთან ერთად და ამასთან, ჩანაცვლების გზით გეგმავს. ჩასანაცვლებელი ავტომანქანების ღირებულება კი, სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ჯამში 310 ათასი ლარია, რაც მიმწოდებლებთან ანგარიშსწორებისას ახალი …

დავით მამისეიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მომდევნო სამი წლის განმავლობაში მოსამართლე დავით მამისეიშვილი იქნება. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო, სადაც კიდევ 10 საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე აირჩიეს. დავით მამისეიშვილი მოსამართლეა 2008 წლიდან. თავდაპირველად იგი ქედაში, შემდეგ კი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მუშაობდა. 2013 წლიდან დავით მამისეიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა და ამავდროულად – სასამართლოს თავმჯდომარე. მოსამართლეობამდე დავით მამისეიშვილი მუშაობდა …

რა უნდა ჩაითვალოს პორნოგრაფიად, რომლის გავრცელებაც დასჯადია

მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. ის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ იმ სამართლებრივი ნორმის ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელიც პორნოგრაფიის დამზადებასა და გავრცელებას კრძალავს. გასული წლის აპრილში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სწორედ პორნოგრაფიის გავრცელების მუხლით დაიწყო ცნობილი რეჟისორის, გასპარ ნოეს ფილმის – „სიყვარულის“ წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, მხატვრული ფილმი პორნოგრაფია იყო, შესაბამისად, მისი …

„ხმაურის დროა“ – საპროტესტო აქცია დაკავებული რეპერების მხარდასაჭერად ბათუმში

„ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს“, „ძირს რეპრესია და ძალადობა“, „ცენზურა დაუშვებელია“, „ხმაურის დროა“ – ეს გზავნილები ჰქონდა საპროტესტო აქციას ბათუმში, ევროპის მოედანზე. შეკრებილებმა „ბირჟა მაფიას“ რეპერების: მიშკა მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას დაკავება გააპროტესტეს. რეპერები დაკავების მიზეზად იმ ვიდეოკლიპს ასახელებენ, რომელშიც პოლიციელი გააშარჟეს. დღეს, 10 ივნისს, საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს თბილისში, რუსთაველის გამზირზე. საპროტესტო აქციის მონაწილეები ბათუმში რეპერების დაკავებას …

რა უჯდება ავთანდილ ბერიძის შენახვა მთავრობას

ავთანდილ ბერიძე, რომელმაც საზოგადოებას ქოლგით და იმით დაამახსოვრა თავი, რომ საკუთარ თავს VIP პერსონა უწოდა, აჭარის მთავრობაში უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. მისმა შრომის ანაზღაურებამ წელს, პირველ ხუთ თვეში 16 746 ლარი შეადგინა, თვეში საშუალოდ 3349 ლარი [მათ შორის დანამატის სახით 6569 ლარი მიიღო, პრემია – 1416 ლარი]. ავთანდილ ბერიძის, როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შრომა კი, …

ერთი კვირის ხელფასი 12 541 ლარი – რა ჩანს შს მინისტრის მოადგილის ქონებრივი დეკლარაციიდან

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დავით ვარდიაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის გარდა, ფინანსური დირექტორია „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციაში“. ამას გარდა, იგი ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტია და ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2016 წელს დავით ვარდიაშვილის შრომის ანაზღაურება ჯამში 163 603 ლარია. დავით ვარდიაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2016 წლის იანვარში დაინიშნა. მის მიერ შევსებული 2016 წლის ქონებრივი დეკლარაციის …

მოპედი ავტომანქანას შეეჯახა – დაშავებული სასწრაფომ გადაიყვანა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ლუკა ასათიანის ქუჩიდან მემედ აბაშიძის გამზირზე გამოსული მოპედი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მოპედიდან ქალი გადმოვარდა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა გადაიყვანა. ადგილზე უკვე იმყოფება საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ მოპედი გაჩერებულ ავტომანქანას დაეჯახა და მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გაფორმდება. ამ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება არ …

უმაღლეს საჭოში გათბობა-გაგრილების სისტემას ცვლიან

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში გათბობა-გაგრილების ახალი მოწყობილობების [ჩილერ(ებ)ის] შეძენა, მათი მონტაჟი და არსებულის დემონტაჟია დაგეგმილი. სისტემის განახლებისთვის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტში 64 ათას 300 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს საკანონმდებლო ორგანო ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. უმაღლესი საბჭო ტენდერში გამარჯვებულს ჩილერის ექსპლუატაციის ინსტრუქციას ქართულ, ან რუსულ ენაზე თხოვს. ამასთან, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს აჭარის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობისთვის „მინიმუმ 235 კვტ. ჯამური …

რეპერების მხარდასაჭერად აქცია ბათუმში 7 საათზე გაიმართება

პროექტ „ბირჟა მაფიის“ რეპერების მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე გაიმართება. აქცია 7 საათზე დაიწყება. ამავე დროს საპროტესტო მსვლელობისთვის თბილისში, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან აქციის მონაწილეები. აქციაზე რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას, ასევე ცენზურის დაწესების მცდელობას გააპროტესტებენ. რეპერები დაკავების მიზეზად იმ ვიდეოკლიპს ასახელებენ, რომელშიც პოლიციელი გააშარჟეს. „არ გვაქვს უფლება, ჩუმად ვიყოთ,“ – მიიჩნევს ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი მალხაზ …

NASA-ს ინჟინერი თბილისში და პირდაპირი ჩართვა ბათუმის ამერიკულ კუთხეში

საქართველოში NASA-ს ინჟინერი შონ ფულერი ჩამოდის. ვიზიტი დაგეგმილია 12-13 ივნისს და მოიცავს ამერიკის სამოქალაქო კოსმოსური პროგრამისა და ჯანსაღი ეკონომიკის განვითარებისათვის სამეცნიერო განათლების მნიშვნელობის შესახებ ლექციებსა და სემინარებს. 13 ივნისს 16:00 საათზე ბათუმის ამერიკულ კუთხეში დაგეგმილია ონლაინ ვებჩატის მეშვეობით, თბილისში აშშ-ის საელჩოდან შონ ფულერის პირდაპირი ჩართვა. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. სამუშაო ენა: ინგლისური. იმავე დღეს, სამშაბათს, 13 …

ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაში – სამი დაშავებულიდან ერთი საავადმყოფოში რჩება

დღეს, 9 ივნისს, ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სამი დაშავებულიდან – ცოლ-ქმარი და ბავშვი – ორი უკვე გაწერეს საავადმყოფოდან, ერთი კი ბათუმში, საავადმყოფოშია გადაყვანილი. ქედის საავადმყოფოს ქირურგისა და მენეჯერის ფრიდონ სირაბიძის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალი რეანომობილით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში სხვადასხვა სახის ტრავმებით გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაში, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე სოფელ …

კურორტი ბეშუმი ოფიციალურად 15 ივლისს გაიხსნება

როგორ ემზადება ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტი ბეშუმი დამსვენელების მისაღებად, შეექმნებათ თუ არა სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდებაზე პრობლემა დამსვენებლებს? – „ბათუმელების“ ამ და სხვა კითხვებს კურორტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვაჟა ზოიძე პასუხობს: კურორტის შიგა პერიმეტრზე ხვალიდან ასფალტის მეორე ფენის დაგებას ვიწყებთ,  600-მდე მეტრი გზა მოასფალტდება. მთავარი გზის გარდა, სეზონის გახსნამდე მოასფალტდება კურორტის შიგა ქუჩებიც, დაახლოებით კილომეტრ-ნახევარი ტერიტორია. გზაზე …

ამინდის პროგნოზი: შაბათ-კვირას ბათუმში დროგამოშვებით იწვიმებს

ხვალ, ათ ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან ბათუმში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი – ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზი. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 15-20, დღისით 25-30 გრადუსი, ხოლო მთაში ღამით 10-15, დღისით კი 15-20 გრადუსი იქნება. დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი 11 ივნისამდე გაგრძელდება, შემდეგი ორი დღის განმავლობაში კი ბათუმში გამოიდარებს.

აუქციონები გონიო-კვარიათის პლაჟზე გართობისა და კვების ობიექტების მოსაწყობად

ბათუმის მერიამ გონიოსა და კვარიათის დასახლებებში ზღვისპირა ზოლში მდებარე 9 ნაკვეთი პირობებიან აუქციონზე გამოიტანა. მერია ნაკვეთებს იჯარის უფლებით გასცემს. აუქციონში მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს ნაკვეთები „თვითნებურად დაკავებულია მესამე პირების მიერ და იქ განთავსებულია მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობები“. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ გონიო-კვარიათში მდებარე ნაკვეთები მათ აუქციონზე წელს პირველად გაიტანეს. გასულ წელს კი ეს ნაკვეთები იჯარით „ბათუმის ბულვარს“ ჰქონდა გატანილი. …

კლდიაშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

კლდიაშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში ტოიოტას მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის დროს არავინ დაშავებულა. “ავტომობილი ჩაკეტილი იყო, დამწვარია მანქანის სალონი” – გვითხრეს სახანძროში. ჩამტვრეულია ავტომანქანის საქარე მინა. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც. ხანძრის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ბათუმის ბულვარში ზოოკუთხე განახლდება

მიმდინარე წელს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ბულვარში არსებული ზოოკუთხის განახლებას გეგმავს. ზოოკუთხეში არსებულ ვოლიერებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. შესაბამისი პროექტი, ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილის, გოჩა მჟავანაძის თქმით, უკვე შეძენილია და ბათუმის მერიისა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან ნებართვებიც მიღებულია. ამ ეტაპზე ბულვარის ადმინსტრაცია ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ელოდება, რის შემდეგაც სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება.  პროექტის ჯამური ღირებულება 36 …

თამბაქოს კვამლი სკოლის ტუალეტიდან

პირველი სიგარეტი თემო სკოლის მოსწავლეა, 17 წლისაა და უკვე რამდენიმე წელია სიგარეტს ეწევა. 13 წლის იყო, როცა სიგარეტი გასინჯა, ინტერესის გამო. შემდეგ, ამბობს, რომ ჩვევად ექცა. თემომ იცის, რომ სიგარეტი მავნეა მისი ჯანმრთელობისთვის, თუმცა თავს ვერ ანებებს. „მშობლებმაც იციან, რომ ვეწევი, მაგრამ… უკვე შეეგუენ“, – ამბობს ის. საქართველოში თამბაქოს კონტროლის ალიანსის ცნობით, ქვეყანაში 1 700 …

სამედიცინო მომსახურება უფასოდ – აქცია ბათუმში

9-11 ივნისს აჭარის ონკოლოგიურ ცენტრსა და რესპუბლიკურ ფსიქონევროლოგიურ კლინიკურ საავადმყოფოში ექიმთა ლიგის ორგანიზებით სამედიცინო აქციები გაიმართება. ბათუმის მერიის პრესსამსახურის განცხადებით, ღონისძიება ბათუმის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება და ბათუმის მცხოვრებლებს შესაძლებლობა მიეცემათ უსასყიდლოდ მიიღონ მაღალკვალიფიციური ექიმების სამედიცინო მომსახურება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, 9 ივნისს ადგილობრივი ექიმებისათვის ჩატარდება ტრენინგი თემებზე: ხველის თანამედროვე მენეჯმენტი და მისი მართვის პრინციპები, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის …

შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერების სემინარს სკოლა ევრო 2000-ის მოსწავლეები დაესწრნენ

პროექტი შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერება  ევროკავშირისა და გაეროს განვითარების  პროგრამის ფინანსური მხადაჭერით ხორციელდება. მისი მთავარი მიზანი შავი ზღვის ბუნებრივი გარემოს შენაჩუნების ხელშეწყობა, მისი ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა და მუდმივი მონიტორინგია. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში   მიმდინარე სემინარს დაესწრნენ სკოლა  ევრო-2000–ის მოსწავლეები  ანაკლიაში, 2017 წლის 24 მაისს. სემინარის დასაწყისში პროექტის ორგანიზატორებმა მოგვაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია მისი მიმდინარეობისა და  ამოცანების …

600-მდე დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევისთვის

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს  პარკირების წესების დარღვევაზე ბათუმში 586 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის: 472 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 1 – ორმაგი პარკირებისთვის, 80 – ნიშანში დგომის გამო, 14 – ტროტუარზე დგომისთვის, 1 – ტაქსისა და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 16 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, 1 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის და კიდევ 1 – პარკირების ორგანიზების წესის …

კვების რაციონი ბათუმის დელფინარიუმში და გაყიდული ზღვის ლომები

შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“ ზღვის ძუძუმწოვარი ბინადრებისთვის 3,5 ტონა გაყინული თევზის შეძენას გეგმავს ტენდერის გარეშე. ცენტრის ინფორმაციით, ეს აუცილებელია, რათა მარაგის ამოწურვის შედეგად დელფინებისა და სამხრეთ-ამერიკული ზღვის ლომების სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. ორგანიზაციის განცხადებით, ეს ვითარება გამოიწვია იმან, რომ გაყინული თევზის შესყიდვაზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით. ტენდერებს თევზის შესყიდვაზე …

აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის 7 ძეგლს რესტავრაცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება [ფოტო]

აჭარაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციისა და კონსერვაციის პროგრამის ფარგლებში, აჭარის ა/რ მთავრობისა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით,  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ  მიმდინარე წელს  დაიწყო ბათუმისა და ქობულეთის ურბანული მემკვიდრეობის ძეგლების კერძოდ: ქ.ბათუმში დ.თავდადებულის ქ.N35, მაზნიაშვილის ქ.N6/მ.აბაშიძის N15, ზუბალაშვილის ქ.N38, კომახიძის ქ.N4, ჟორდანიას ქ.N14 , გორგასალის ქ.N24-ში მდებარე სახლების და ქ.ქობულეთში …

რა ღირს გართობა ზღვაზე

ბათუმის პლაჟზე დამსვენებლების რაოდენობის მატებასთან ერთად, სხვადასხვა გასართობიც გამოჩნდა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერვისი ზღვაში გასეირნებაა. ბათუმის პორტში სასეირნო გემი დგას, გემით გასეირნების ფასი ერთი ადამიანისთვის 10 ლარია – 30 წუთი. უფრო ძვირი – 50 ლარი ღირს კატერტით გასეირნება, ხოლო ვისაც იახტით უნდა ზღვაში ნახევარი საათით გასეირნება, 250 ლარი უნდა გადაიხადოს [იახტაზე მაქსიმუმ 22 ადამიანი შეიძლება …

შუშის ორსართულიანი კონსტრუქცია ძმები ნობელების მუზეუმზე

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ძმები ნობელების ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმს შუშის ორსართულიან კონსტრუქციას მიაშენებენ. საამისოდ ბიუჯეტიდან 240 000 ლარი დაიხარჯება. ძმები ნობელების მუზეუმის პროექტი, რომელიც შუშის კონსტრუქციის გარდა კაფესა და ეზოს მოწყობასაც ითვალისწინებს, შემოდგომაზე იქნება მზად. სააგენტოს ინფორმაციითვე, ამ სამუშაოების შემდეგ მუზეუმი ასევე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, თუმცა ვინ შეასრულებს სამუშაოებს, ჯერ უცნობია – …

შსს მღებრიშვილის და მისი მოადგილეების შემოსავლების შესახებ ინფორმაციას ისევ მალავს

რა ოდენობის პრემიებს იღებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები – ამ ინფორმაციას უწყება ისევ მალავს. ანალოგიური შინაარსის ინფორმაციის გაცემა შს სამინისტროს საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ დაავალდებულა, თუმცა ეს სულაც არ უშლის უწყებას ხელს, კვლავაც დაარღვიოს კანონი. 2017 წლის 16 იანვარს „ბათუმელების“ მიერ გაგზავნილ საჯარო ინფორმაციას, ნაცვლად კანონით განსაზღვრული 10 სამუშაო დღისა, შსს-მ 6-თვიანი დაგვიანებით უპასუხა, თანაც …

კანონპროექტი უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის პენიტენციალურ დაწესებულებაში შესვლის უფლებისთვის

ფრაქცია ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ კანონპროექტი მოამზადა ”პატიმრობის კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, რომლის მიხედვითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ უმაღლესი საბჭოს წევრებს პენიტენციალურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მიეცემათ. ეს უფლებამოსილება აქვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის წევრებს. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, გია …

ბათუმის ციხიდან გამოგზავნილი წერილი ადრესატამდე არ მივიდა

მსჯავრდებული კახა მ. ბათუმის ციხიდან, ამბობს, რომ ციხიდან ადვოკატისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც ის სხვადასხვა პრობლემას ასაჩივრებდა, ადრესატს არ მისვლია. კახა მ.-მ წერილი ბათუმის სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულებიდან პირველ მაისს გააგზავნა და ამის დამადასტურებელი ქვითარიც აქვს. წერილი ადვოკატ მალხაზ ზოიძეს უნდა ჩაბარებოდა. „გზავნილი დაწესებულებიდან გაგზავნილია, წერილის ადრესატამდე მიტანას ფოსტა უზრუნველყოფს“, – მოგვწერეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან. „წერილი ფოსტას …

Exit mobile version