სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს პარკირების წესების დარღვევაზე ბათუმში 586 ადამიანი დაჯარიმდა.
მათ შორის: 472 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 1 – ორმაგი პარკირებისთვის, 80 – ნიშანში დგომის გამო, 14 – ტროტუარზე დგომისთვის, 1 – ტაქსისა და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 16 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, 1 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის და კიდევ 1 – პარკირების ორგანიზების წესის დარღვევისთვის.