„პაემანი პოეზიასთან“ და სუფრა პოეტებისთვის ბიუჯეტის ხარჯზე ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან  2 835 ლარს, კულტურული  ღონისძიების – „პაემანი პოეზიასთან“ ჩასატარებლად დახარჯავს. როგორც ქედის გამგეობის განათლების სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია-კომახიძე განმარტავს, გამგეობა შემოქმედებით საღამოს ქედის კულტურის ცენტრში, მუნიციპალიტეტში მოღვაწე პოეტებისთვის გამართავს. ღონისძიების ხარჯთაღრიცხვით, მოსაწვევის, წამყვანის ანაზღაურების, ფერადი სანთლების, ატლასის, სასაჩუქრე ჩანთისა თუ  ღონისძიების გასამართად საჭირო ინვენტარის ჩამონათვალში 35 კაცის კვებაცაა გაწერილი. სატენდერო პირობებში, …

მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მუნიციპალიტეტის  შვიდ თემში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს გაატარებს. დაბა ქედის, დანდალოს, ზვარის, წონიარისის, პირველი მაისის, ოქტომბრისა და მერისის თემის სოფლებში, მეწყერსაწინააღმდეგო, პრევენციული ღონისძიების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 345 652  ლარი გამოიყო. მეწყრული პროცესების შესამცირებლად სოფლებში, ძირითადად, საცხოვრებელი სახლებისა, თუ სასოფლო გზების მიმდებარედ საყრდენი კედლები მოეწყობა. საყრდენ კედლებთან ერთად გზებზე სანიაღვრე არხების გაკეთებაა დაგეგმილი. გამგეობის მიერ დაგეგმილი …

გონიოს ციხის ორ კოშკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გონიოს ციხის ორი [N2 და N3] კოშკის რეაბილიტაციისთვის 89 ათას ლარს დახარჯავს. სააგენტომ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს დასრულდება. გონიოს ციხის ტერიტორიაზე სამუშაოები არქეოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდება. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2014 წლის იანვრიდან 2017 წლის იანვრამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს მინიმუმ 3 საფორტიფიკაციო სახეობის ძეგლებზე რეაბილიტაციის …

სასტუმრო და სავაჭრო ცენტრი ბათუმში „მეტრომ“ თავის შვილობილ კომპანიებზე გაასხვისა

„მეტრო ატლას ჯორჯიამ“ სასტუმრო „ეიფორია“ და სავაჭრო ცენტრი „მეტრო სითი“ ჰოლდინგ „მეტროს“ შვილობილ კომპანიებზე ჯამში 306 მილიონ 250 ათას ლარად [დაახლოებით 125 მილიონ აშშ დოლარად] გაასხვისა. სასტუმრო და სავაჭრო ცენტრი ბათუმში, ახალ ბულვართან, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე „მეტროს“ მიერ განხორციელებული პროექტ „მეტრო სითის“ ნაწილია. „მეტრო ატლას ჯორჯია“ საქართველოში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ფაქტობრივად თავადაც ჰოლდინგ „მეტროს“ შვილობილია. …

შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებული მ.მ., ნარკოდანაშაულისთვის, ბათუმში სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა  დააკავეს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 40 ნატეხი და ამავე ნარკოტიკული საშუალების ფხვიერი მასა ამოიღეს, საერთო წონით – 17,69 გრამი. ნარკოლოგიური შემოწმებით, მ.მ.-ს ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ განმეორებით მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“ – …

ვინ არიან ხულოსა და შუახევში „ევროპული საქართველოს“ გამგებლობის კანდიდატები

პარტია „ევროპულმა საქართველომ“ ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, გამგებლობის კანდიდატები დაასახელა. გამგებლის პოზიციის დასაკავებლად ხულოში, ხულოს საკრებულოს მოქმედი წევრი ნუგზარ სოლომინიძე, შუახევში კი, გამგებლის ყოფილი მოადგილე, მირზა თურმანიძე იბრძოლებს. პროფესიით იურისიტი, 41 წლის ნუგზარ სოლომონიძე 2000-2004 წლებში „კურორტ ბეშუმის“ ადმინისტრაციაში იურისტად მუშაობდა. 2010-2013 წლებში კი, დიაკონიძეების თემის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა, 2014 წლიდან დღემდე ხულოს საკრებულოს წევრია. …

„შერეკილები“ ბათუმის მუსიკალურ ცენტრში

დღეს, 22 ივლისს, საჩხერის პაოლო იაშვილის სახელობის დრამატული თეატრი „აპოლო“, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში რეზო გაბრიაძის „შერეკილებს“ ითამაშებს.  სპექტაკლმა, ფესტივალზე – „თეატრალური იმერეთი 2017“, წლის საუკეთესო სპექტაკლის წოდება დაიმსახურა და მთავარი პრიზიც მიიღო. სპექტაკლი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში 19:00 საათზე გაიმართება.    

ახალი მარშრუტი მწვანე ტბასთან მისასვლელად

„ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო“ მწვანე ტბასთან მისასვლელ ახალ მარშრუტს იკვლევს. სააგენტოს დირექტორის თინათინ ზოიძის თქმით, ახალი მარშრუტი სოფელ დანისპარაულიდან მიდის, რომელიც ტურისტებს უფრო მეტ სანახაობას სთავაზობს. „თუ აქამდე მწვანე ტბასთან მისასვლელად ტურისტები გოდერძის უღელტეხილით მიდიოდნენ, ახლა შესაძლებელი იქნება მწვანე ტბასთან დანისპარაულიდანაც მიხვიდეთ. ამ მონაკვეთის გავლის შემთხვევაში, ტურისტს შესაძლებლობა აქვს ნახოს შავი ტბა და ულამაზესი იაილები, …

ბათუმელი იურისტის გზა საქართველოდან ჰარვარდამდე

24 წლის ლაშა სეფერთელაძემ აშშ-ში ორ წამყვან უნივერსიტეტში მიიღო განათლება. ნორზისთერნის (Northeastern University) უნივერსიტეტში მაგისტრატურა დაასრულა, ჰარვარდში კი სამართალმცოდნეობის განხრით კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამა (LSC). ლაშა სეფერთელაძეს „ბათუმელები“ ესაუბრა. ლაშა, როგორი იყო გზა „ჰარვარდის“ უნივერსიტეტამდე და რა მოგცათ დასავლურმა განათლებამ? ალბათ იღბლიანი ვარ, რადგან მქონდა აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა. სანამ ამერიკაში წავიდოდი, მანამდე ბაკალავრიატი „საქართველოს უნივერსიტეტში“ …

ზღვაში ნაპოვნი მამაკაცი იდენტიფიცრებულია

შს სამინისტროს ინფორმაციით, უკვე იდენტიფიცირებულია მამაკაცი, რომელიც წუხელ ზღვამ გამორიყა. სამინისტროში ამ პირის ვინაობას არ ასახელებენ. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი უსახლკარო იყო. გამორიყული მამაკაცის ცხედარი წუხელ მოქალაქეებმა შენიშნეს სანაპიროზე. 3 ივლისს ბათუმის პლაჟიდან გაუჩინარებული კობა ბაკურიძე ჯერ კიდევ არ უპოვიათ.

რატომ არ აქტიურობს მუხრან ვახტანგაძე პლენარულ სხდომებზე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე იმ დეპუტატების სიაშია, რომლებსაც რვა თვის განმავლობაში არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არ ჰქონიათ და არც პლენარულ სხდომაზე გამოსულან სიტყვით პარლამენტში. ინერტულობის მიზეზებს დეპუტატი „ბათუმელებთან“ განმარტავს და ამბობს, რომ საკანონმდებლო ინიციატივაზე ახლა მუშაობს. „მე, პირადად, ვმუშაობ სპორტთან დაკავშირებით ერთ საკითხზე, მწვრთნელებისგან არის მოთხოვნა, რომ მათ მიენიჭოთ პედაგოგის სტატუსი. …

ბათუმში იარაღის უკანო ტარებისთვის ერთი პირი დააკავეს

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1983 წელს დაბადებული, „წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ს., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს“. სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბრაუნინგის სისტემის პისტოლეტი და 2 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს …

1 ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონება აჭარაში – „გამჭვირვალობის“ კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დღეს კიდევ ერთ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ამ ორგანიზაციის ბათუმის ოფისის კვლევის საგანი კვლავაც 2013-2017 [30 იანვრის ჩათვლით] წლებში 1 ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონება იყო. „2013-2017 წლებში აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად (1 ლარად) 23 ობიექტი გაასხვისა“, – წერია კვლევაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, წინ წლებთან შედარებით სახელმწიფო …

სოსო სტურუა აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი უფროსი, ტელერეჟისორი სოსო სტურუა აჭარის საარქივო საამართველოს დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. იგი არქივში საზღვარგარეთთან და მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით იმუშავებს. „ტელევიზიაში და რადიოში მუშაობა არქივის ცოდნასაც მოითხოვს, ასე რომ არქივის წარმოება ჩემთვის უცხო არ არის“ – ამბობს სოსო სტურუა. მისივე თქმით, სამომავლოდ, არ არის გამორიცხული დოკუმენტური კინოს მიმართულებითაც იმუშაოს: „შეიძლება რაღაც …

ჩაქვში წყლის ახალი რეზერვუარი გაიხსნა

დღეს, 21 ივლისს, ჩაქვში ზღვის დონიდან 52 მეტრზე, 2500 კბ.მ წყლის სამარაგო რეზერვუარი გაიხსნა, რომელიც ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III და IV ფაზების ფარგლებში გაკეთდა. ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის განხორციელება 2015 წლის აპრილში დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდა, რის შედეგად ჩაქვის ტერიტორიაზე მცხოვრებ 1100 აბონენტს წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. მერიის ინფორმაციით, ერთ თვეში დასრულდება …

აიკრძალება თუ არა პარტია, რომელიც ხალხს „რუსულ პენსიას“ ჰპირდებოდა

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს სარჩელს „ცენტრისტების“ საქმიანობის აკრძალვის შესახებ. ეს ის პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველს „რუსულ პენსიას“ ჰპირდებოდა. თუკი განმწესრიგებელ სხდომაზე მოსამართლეების არგუმენტებს სასამართლო გაიზიარებს, არსებითი განხილვა დაიწყება „ცენტრისტების“ წინააღმდეგ. მოსარჩელე პარლამენტის 33 დეპუტატია [დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბარამიძე და სხვები]. მოსარჩელე მხარე მოითხოვს, არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ …

„აღარ მახსოვს, დილა იყო თუ საღამო“ – მოწმეების დაკითხვა „ბათუმის აქციის“ საქმეზე 

„დილის 11 საათზე მივედი პოლიციაში ჩვენების მისაცემად. დაახლოებით ორი-სამი საათი გაგრძელდა ჩემი დაკითხვა,“ – თქვა მოწმედ დაბარებულმა რაფიელ აბაშიძემ. მან დღევანდელ პროცესზე მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას წინააღმდეგ მისცა ჩვენება. ამ პირებს „ბათუმის აქციის საქმეში“ მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედებათ ბრალად. „გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დაფიქსირებულია, რომ თქვენ საღამოს შვიდ საათზე დაგკითხეს,“ – უთხრა მოწმეს ადვოკატმა დავით …

ას წელს გადაცილებული ქალები აჭარიდან

სტატისტიკის თანახმად, ამჟამად აჭარაში ას წელს გადაცილებული 30 ადამიანი ცხოვრობს. ყველა მათგანი ქალია. გასულ წლებში აჭარაში ას წელს გადაცილებული მამაკაცებიც იყვნენ, თუმცა ას წელს გადაცილებულებს შორის ყოველთვის ქალები სჭარბობდნენ. ამას ქვეყნის მასშტაბით სტატისტიკური ინფორმაციაც მოწმობს: ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველოში ას წელს გადაცილებული 849 ადამიანი ცხოვრობს, 695 – ქალი, 154 – კაცი. 110 წელს გადაცილებული 58 …

წინააღმდეგობა მოწმის ჩვენებაში – მერაბ ღოღობერიძის საქმე

ვიდრე სასამართლო დარბაზში მოწმეები შემოვიდოდნენ, ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა სასამართლოს წინა სხდომაზე დაკითხული მოწმის – მერაბ მურმანიძის ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევა მოითხოვა. ადვოკატმა იმ მომენტზე გაამახვილა ყურადღება, რაც მოწმემ გამომძიებელსა და მოსამართლეს ამბავი სხვადასხვაგვარად მოუყვა. მერაბ მურმანიძე „11-12 მარტის აქციაზე“ მასობრივი ძალადობისთვის უკვე გაასამართლეს. მას გუშინ, 20 ივლისს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმა პროკურატურამ ერთწლიანი საპატიმრო ვადით. „შეღავათიანი …

ჯემიროქუაის კონცერტზე ყველა ბილეთი გაყიდულია – 27 ივლისს შავი ზღვის ჯაზფესტივალი იწყება

27-30 ივლისს ბათუმში შავი ზღვის  XI ჯაზფესტივალი გაიმართება. ჯასფესტივალის ვებგვერდის მონაცემებით ბილეთები სრულად გაყიდულია  ჯემიროქუაის, CORY HENRY & THE FUNK APOSTLES-ის, MATTHEW HARTNETT & THE GUMBO ALL STARS-ის, ლუ ბერის, MF ROBOTS-ისა და KORDZ-ისა და გიორგი ცაგარელის კონცერტებზე. ყველაზე ძვირი, 250 ლარი ღირდა ბილეთი ჯემიროქუაის კონცერტზე, რომელიც ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება. ბილეთები ჯერ ისევ იყიდება DE LA SOUL-ისა და ჯოს სთოუნის კონცერტებზე. DE LA …

საზოგადოებრივი მაუწყებელი 1 მილიონ ლარად 20 წითელ ჯიპს იყიდის

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში გეგმიური ფასიანი მომსახურებით 20 ერთეული მე-3 კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილების (ჯიპების) სახელმწიფო შესყიდვაზე“ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო საწყისი ღირებულებაა  1 007 665 ლარი. სატენდერო პირობით, ავტომანქანების კარების რაოდენობა უნდა იყოს – 5 [ოთხი მძღოლის და მგზავრების და ერთი საბარგულის კარი], ხოლო ავტომანქანების ფერი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბრენდის კორპორატიული ფერის გათვალისწინებით უნდა …

რა გაირკვა თითის ანაბეჭდებით – ქურდობაში ბრალდებულების საქმე

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა ქურდობაში ბრალდებულები – გელოდი მესხიძე და ნიკა მიქანაძე. მოსამართლემ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. შემთხვევა გასული წლის ივლისში მოხდა, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში. დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, სახლის შესასვლელი კარი ღიად იყო დატოვებული. ორმა ახლგაზრდა ბიჭმა საათი და საფულე 350 ლართან ერთად წაიღეს. …

„მუზეუმი და მეგობრები“ – გამოფენა ძმები ნობელების მუზეუმში

2017 წლის 21 ივლისს, 13 საათზე, ძმები ნობელების  ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში გაიხსნება გამოფენა – „მუზეუმი და მეგობრები“.  წარმოდგენილი იქნება კერძო კოლექციონერების მიერ მოწოდებული გასული საუკუნის ტექნიკური ხელსაწყოები, მუზეუმის მეგობარ მხატვართა მიერ შესრულებული ფერწერული ტილოები და მოყვარულ ფოტოგრაფთა ნამუშევრები. ღონისძიებას გააფორმებენ სტუდია BT ART- ისა და აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის წევრების მიერ შესრულებული ქორეოგრაფიული ნომრებით. გამოფენა ერთი …

გონიოში 17 წლის ბიჭი ზღვაში დაიხრჩო

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ნახევარი საათის წინ გონიოში 17 წლის ბიჭი ზღვაში გაუჩინარდა. ის ორ პირთან ერთად იყო ზღვაში შესული. სამაშველოს ინფორმაციით, ორი პირის გამოყვანა მოხერხდა, ერთი კი  გაუჩინარდა. ამ წუთებში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. დაღუპული ბიჭი დამსვენებელი იყო. სამაშველოს ინფორმაციით, დილით ოთხი ადამიანი გადაარჩინეს ქობულეთში მაშველებმა, ამ წუთებში კი სამაშველო სამსახურს ერთი დამსვენებელი დაფიქსირებული ჰყავს ზღვაში …

მარტის მოვლენებზე ბრალდებულ 9 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს

11-12 მარტის ბათუმის აქციაზე დაკავებული პირებიდან 9 ბრალდებულს დღეს, 20 ივლისს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მხარეებს და პროკურატურას შორის მიღწეული შეთანხმება დღევანდელ პროცესზე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დაადასტურა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 9 მსჯავრდებულიდან შვიდს წელიწადნახევარი მოუწევს სასჯელის ციხეში მოხდა, ორს – ერთი წელი, მათ შორის მურმან მურმანიძეს, რომელმაც ამ აქციის ორგანიზატორობაში ბრალდებულის – მერაბ ღოღობერიძის წინააღმდეგ მისცა ჩვენება. …

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე აჭარიდან 6 პედაგოგი დარეგისტრირდა

მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე აჭარიდან 6 პედაგოგი დარეგისტრირდა. პედაგოგების ვინაობა, როგორც პედაგოგთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გვეუბნებიან, ამ ეტაპისთვის კონფიდენციალურია. მათივე ინფორმაციით, მხოლოდ ხუთეულში გადასული პედაგოგების ვინაობა გასაჯაროვდება. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით, მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე მთლიანობაში 700-ზე მეტმა  პედაგოგმა გააკეთა განაცხადი, თუმცა მეორე ეტაპზე მხოლოდ ათი საუკეთესო პედაგოგი შეირჩევა, მესამეზე კი მხოლოდ 5 ფინალისტი. …

ბათუმში აბონენტებს ბუნებრივი აირის ქვითარი არ მისვლიათ

აბონენტების ინფორმაციით, ბათუმში მათ ივნისის თვეში მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის ქვითარი ამ დრომდე არ მისვლიათ. მოსახლეობა ეჭვობს, რომ ქვითრის დაგვიანება ბუნებრივ აირზე გადასახადის გაზრდას უკავშირდება და შესაძლებელია მათ ივნისის თვეში მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურიც გაზრდილი ტარიფით გადაახდევინონ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] პრესსამსახურის ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიმწოდებელ კომპანიებს უფლება არ აქვთ, ივნისის თვეში …

სოფლის მიკროავტობუსებს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩით გადაადგილება აეკრძალებათ

ბათუმის მერია ქალაქის საკრებულოს ოთხი წლის წინანდელი განკარგულების აღსრულებას ახლა იწყებს. ბათუმის მუნიციპალიტეტის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების ინფორმაციით, 2013 წლის 30 აპრილის N68 განკარგულების აღსრულებას ერთ კვირაში დაიწყებენ. აღნიშნული განკარგულებით, მიკროავტობუსებმა, რომლებიც ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტების დაბებსა და სოფლებს შორის მოძრაობენ, ბათუმში, ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩებით უნდა იმოძრაონ. ანუ, ჭავჭავაძისა და პუშკინის, ასევე ტბელ აბუსერისძის ქუჩებზე …

ქობულეთში სამ ოჯახს მეწყერმა საფრთხე შეუქმნა

ქობულეთის სამ სოფელში – ციხისძირში, დაგვასა და ბობოყვათში  მეწყერი განვითარდა. მეწყერმა პრობლემები შეუქმნა საცხოვრებელ სახლებს. ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ციხისძირში, მეწყერი დუმბაძის სახლთან ახლოს და მისასვლელ გზაზე ჩამოწვა. „ტექნიკა ავიყვანეთ და მისასვლელი გზა გავწმინდეთ, ბობოყვათში ლაზიშვილის ოჯახთან არის ასევე მეწყერი, იქაც გზა არის ჩაკეტილი და ტექნიკას გავაგზავნით,“-ამბობს გამგებელი. მისი თქმით, ამ ეტაპზე ოჯახების ევაკუაცია …

მუსლიმთა სამმართველო დისკრიმინაციულ მოპყრობას ასაჩივრებს

„რატომ უნდა გაერთიანდნენ სუნიტი და შიიტი მუსლიმანები, როცა კანონი იგივე გაერთიანებას არ მოითხოვს კათოლიკეებისგან და სომხური ეკლესიისგან,“ – აცხადებს იურისტი გიორგი გოცირიძე. საიას იურისტი საკონსტიტუციო სასამართლოში „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ ინტერესებს იცავს. მუსლიმთა სამმართველო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის დადგენილებას ასაჩივრებს, რომელიც 4 რელიგიური მიმდინარეობისთვის [იუდეველები, სომხურ-გრიგორიანული ეკლესია, რომაულ-კათოლიკური ეკლესია, მუსლიმთა თემი] …

რას ნახულობენ ყველაზე ხშირად ტურისტები აჭარაში

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ივნისში აჭარაში ტურისტულ ადგილებში ვიზიტორების განსაკუთრებული მატება იყო.  2017 წლის 6 თვეში კი აჭარას, ყველა ადმინისტრაციული საზღვრის გავლით,  583 340 ვიზიტორი ესტუმრა. დეპარტამენტის მონაცემებით: [checklist] ბათუმის ბოტანიკური ბაღი პირველია იმ ტურისტულ ადგილებს შორის, რომელსაც ივნისში ყველაზე მეტი 33 891 ვიზიტორი ეწვია, რაც 31%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. ბოტანიკური ბაღი ბათუმიდან 9 …

სარფში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაზე ბანგლადეშის მოქალაქეები დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პირველი სამმართველოს [ბათუმი] N1 სასაზღვრო სექტორის [სარფი] დასაცავ მონაკვეთზე, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის ოთხი მოქალაქე – 1986 წელს დაბადებული შანი დ., 1990 წელს დაბადებული მოჰამმად ბ., 1986 წელს დაბადებული ნაჯმულ ნ. და 1982 წელს დაბადებული მოჰამედ ს. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის …

მითები და რეალობა ევროპაზე – ლევან ბუთხუზის საჯარო ლექცია ბათუმში

4 აგვისტოს, ბათუმში ორგანიზაცია SEED Georgia საჯარო ლექციას გამართავს თემაზე: „ევროპა – მითები და რეალობა“. ლექციას SEED Georgia-ს დირექტორი, ჟურნალ „National Geographic საქართველოს“ ყოფილი მთავარი რედაქტორი და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანი, ლევან ბუთხუზი წაიკითხავს. ლექცია 4 აგვისტოს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში [ფარნავაზ მეფის ქ. 62-64] გაიმართება 16-დან 18 საათამდე და მასზე დასწრება უფასოა. 5 აგვისტოს …

დასავლეთ საქართველოში ნესტის პრობლება „ვესტუსის“ გამოყენებით გადაიჭრება

ქართულ ბაზარზე ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი პროდუქტი მოთხოვნადი ხდება ენერგოეფექტურობის ის პოზიტიური და ეფექტური  მახასიათებლები, რომლებიც არამხოლოდ ეკოლოგიას, არამედ ფინანსურ ეკონომიასაც უკავშირდება, განვითარებული ქვეყნების მოსახლეობისთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს. შესაბამისად, ახალ ტექნოლოგიებს წარმატებულად იყენებენ და ყველა მათი ნაბიჯი გრძელვადიან სარგებელზეა გათვლილი. საქართველოშიც ამ მიმართულებით ბევრს საუბრობენ, უფრო მეტიც, ხელისუფლება  ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის შემუშავებას გეგმავს, რომლის დებულებების თანახმად, …

ახალი საბაგირო გზისა და სასტუმროს აშენებას „გოდერძზე“ უკრაინელი ბიზნესმენები აპირებენ

„კურორტ გოდერძზე უკრაინელი ბიზნესმენები ახალი საბაგირო გზისა და სასტუმროს აშენებას გეგმავენ,“ – აცხადებს რამაზ ბოლქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი. აჭარის საინვესტიციო ფორუმი სასტუმრო „შერატონში“ გრძელდება. ფორუმზე უკრაინელი და ქართველი ბიზნესმენები ხვდებიან ერთმანეთს. რამაზ ბოლქვაძის თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული შეთავაზება მხოლიდ კურორტ გოდერძთან მიმართებით არსებობს. „თუმცა დარწმუნებული ვარ, კონკრეტული შეთავაზება იქნება სოფლის მეურნეობის, ციტრუსის კუთხით, …

პეტრო პოროშენკო ბათუმში: გთხოვთ, არ გაამარტივოთ უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობა

აჭარის საინვესტიციო ფორუმი ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გაიხსნა. ფორუმზე უკრაინელი და ქართველი ბიზნესმენები ერთმანეთს ბიზნეს პროექტებს გააცნობენ. ფორუმი გახსნას ესწრებოდნენ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და საქართველოს პრეზიდენტი – გიორგი მარგველაშვილი. „გთხოვთ, არ გაამარტივოთ უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობა,“ – მიმართა დარბაზს გამოსვლის დროს პეტრო პოროშენკომ. მან აქცენტი გააკეთა ეკონომიკურ სარგებელსა და სტაბილურობაზე, რაც უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არის მიღწევადი. …

Exit mobile version