მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ვინ არიან ხულოსა და შუახევში „ევროპული საქართველოს“ გამგებლობის კანდიდატები

22.07.2017
ვინ არიან ხულოსა და შუახევში „ევროპული საქართველოს“ გამგებლობის კანდიდატები

პარტია „ევროპულმა საქართველომ“ ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, გამგებლობის კანდიდატები დაასახელა. გამგებლის პოზიციის დასაკავებლად ხულოში, ხულოს საკრებულოს მოქმედი წევრი ნუგზარ სოლომინიძე, შუახევში კი, გამგებლის ყოფილი მოადგილე, მირზა თურმანიძე იბრძოლებს.

პროფესიით იურისიტი, 41 წლის ნუგზარ სოლომონიძე 2000-2004 წლებში „კურორტ ბეშუმის“ ადმინისტრაციაში იურისტად მუშაობდა. 2010-2013 წლებში კი, დიაკონიძეების თემის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა, 2014 წლიდან დღემდე ხულოს საკრებულოს წევრია. ხულოს საკრებულოში ის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით შევიდა, ხოლო თებერვლიდან „ევროპული საქართველოს“ მუნიციპალური ორგანიზაციის თავმჯდომარეა ხულოში.

შუახევის გამგებლობის კანდიდატი, პროფესიით ეკონომისტ-მენეჯერი, 38 წლის მირზა თურმანიძეა, რომელიც 2005-2006 წლებში უჩამბის თემის საკრებულოს თავმჯდომარედ მუშაობდა, 2006-2008 წლებში შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იყო, 2011 წელს კი გამგებლის მოადგილისა და გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციებს იკავებდა. ის 2011-2012 წლებში აჭარის მთავრობის აპარატში, მთვარ სპეციალისტად მუშაობდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სავარაუდოდ 22 ოქტომბერს ჩატარდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: