მთავარი,სიახლეები

ახალი მარშრუტი მწვანე ტბასთან მისასვლელად

22.07.2017
ახალი მარშრუტი მწვანე ტბასთან მისასვლელად

„ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო“ მწვანე ტბასთან მისასვლელ ახალ მარშრუტს იკვლევს. სააგენტოს დირექტორის თინათინ ზოიძის თქმით, ახალი მარშრუტი სოფელ დანისპარაულიდან მიდის, რომელიც ტურისტებს უფრო მეტ სანახაობას სთავაზობს.

„თუ აქამდე მწვანე ტბასთან მისასვლელად ტურისტები გოდერძის უღელტეხილით მიდიოდნენ, ახლა შესაძლებელი იქნება მწვანე ტბასთან დანისპარაულიდანაც მიხვიდეთ. ამ მონაკვეთის გავლის შემთხვევაში, ტურისტს შესაძლებლობა აქვს ნახოს შავი ტბა და ულამაზესი იაილები, რომლის ნახვის შესაძლებლობა გოდერძიდან გადასვლის შემთხვევაში არ აქვს“, – გვეუბნება ის.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ჩატარდა კვლევა, ახალ მარშრუტზე ნიშნულების განთავსება კი ამის შემდეგ დაიწყება.

„მარშრუტი უკვე არის და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაიაროს, მაგრამ მარშრუტის სრული მარკირება წელს დაიწყება და მომავალში გაგრძელდება. ჯერჯერობით ტურისტს ამ მარშრუტით სარგებლობა გიდის გარეშე არ შეუძლია“, – ამბობს თინათინ ზოიძე.

სააგენტოს დირექტორის თქმით, ახალი მარშრუტი იმით არის უფრო მოსახერხებელი და საინტერესო, რომ ტურისტს მწვანე ტბასთან მისვლამდე წრიულად შეუძლია მოძრაობა.

„დანისპარაულიდან  მწვანე ტბის მიმართულებით წასვლის შემთხვევაში ტურისტი გაივლის დიდაჭარის და ალმეს იაილებს, რომელიც ძალიან ლამაზია. არის საპიკნიკე და საკარვე ადგილები, შავი ტბა,  რომელიც ძალიან ლამაზია. ამ ყველაფრის ნახვის შესაძლებლობა ტურისტს არ აქვს, როცა ის მწვანე ტბაზე გოდერძის უღელტეხილიდან გადადის.

ჩვენ ამჯერად სამი ბილიკი ვნახეთ, მაგრამ ყველას მაინც კილომეტრნახევრიანი ბილიკი სჯობია, რადგან გოდერძის უღელტეხილიდან მწვანე ტბასთან მისვლამდე მანძილი არის 7 კილომეტრი, დანისპარაულიდან კი ტურისტს შეუძლია გზა მოჭრას და წრიული მარშრუტით დამატებით ნახოს სანახაობებით დატვირთული ადგილები“.

თინათინ ზოიძის თქმით, ახალი მარშრუტით მწვანე ტბისკენ გადაადგილება ამ ეტაპზე  მხოლოდ ფეხით ან მაღალი გამავლობის მანქანებით არის შესაძლებელი.

მწვანე ტბა

მწვანე ტბა

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: