მთავარი,სიახლეები

სოსო სტურუა აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა

21.07.2017
სოსო სტურუა აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი უფროსი, ტელერეჟისორი სოსო სტურუა აჭარის საარქივო საამართველოს დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. იგი არქივში საზღვარგარეთთან და მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით იმუშავებს.

„ტელევიზიაში და რადიოში მუშაობა არქივის ცოდნასაც მოითხოვს, ასე რომ არქივის წარმოება ჩემთვის უცხო არ არის“ – ამბობს სოსო სტურუა. მისივე თქმით, სამომავლოდ, არ არის გამორიცხული დოკუმენტური კინოს მიმართულებითაც იმუშაოს:

„შეიძლება რაღაც პროექტებში მონაწილეობა, ოღონდ არა ტელევიზიებში, არამედ დამოუკიდებელ სტუდიებში. ახლა, მაგალითად, „ბათუმის ტალღის“ ფარგლებში ვმუშაობ ფილმის სცენარზე“.

საარქივო სამმართველოს უფროსს სამი შტატი აქვს, აქედან ერთი შტატია ვაკანტურია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.