მთავარი,სიახლეები

გონიოს ციხის ორ კოშკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

23.07.2017
გონიოს ციხის ორ კოშკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გონიოს ციხის ორი [N2 და N3] კოშკის რეაბილიტაციისთვის 89 ათას ლარს დახარჯავს. სააგენტომ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს დასრულდება.

გონიოს ციხის ტერიტორიაზე სამუშაოები არქეოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდება.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2014 წლის იანვრიდან 2017 წლის იანვრამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს მინიმუმ 3 საფორტიფიკაციო სახეობის ძეგლებზე რეაბილიტაციის სამუშაოების გამოცდილება. ამავე პერიოდში მას უნდა გააჩნდეს გამოცდილება საფორტიფიკაციო სახეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის/ მშენებლობის სამუშაოებისა, მინიმუმ 400 ათასი ლარის ოდენობით .

პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს ინფორმაცია რეაბილიტაციის სამუშაოებში ყველა მონაწილე პირის [ინჟინერ-მშენებელის, არქიტექტორ-რესტავრატორის, და სხვ. რომელიც უნდა შეესაბამებოდეს შესასრულებელი სამუშაოების სახეობებსა და ამოცანებს] კვალიფიკაციის შესახებ. სამუშაოების შემსრულებელი სპეციალისტების თაობაზე ინფორმაცია ტენდერში წარდგენილი უნდა იქნეს CV–ს სახით.

გონიოს ციხის ორივე კოშკის რეაბილიტაცია 2017 წლის ნოემბრამდე უნდა დასრულდეს. სარეაბილიტაციო სამუშაოების მინიმალური საგარანტიო ვადა 15 წელი უნდა იყოს. სამუშაოები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ შეთავაზებული პროექტის მიხედვით განხორციელდება.

გონიოს ციხე / ფოტოები „ბათუმელების“ არქივიდან

გონიოს ციხე / ფოტოები „ბათუმელების“ არქივიდან

მხოლოდ 2017 წლის ივნისში, ოფიციალური ინფორმაციით, გონიოს ციხე-მუზეუმში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას 10 691 ვიზიტორი გაეცნო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: