მთავარი,სიახლეები

ჩაქვში წყლის ახალი რეზერვუარი გაიხსნა

21.07.2017 • 3134
ჩაქვში წყლის ახალი რეზერვუარი გაიხსნა

დღეს, 21 ივლისს, ჩაქვში ზღვის დონიდან 52 მეტრზე, 2500 კბ.მ წყლის სამარაგო რეზერვუარი გაიხსნა, რომელიც ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III და IV ფაზების ფარგლებში გაკეთდა.

ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის განხორციელება 2015 წლის აპრილში დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდა, რის შედეგად ჩაქვის ტერიტორიაზე მცხოვრებ 1100 აბონენტს წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

მერიის ინფორმაციით, ერთ თვეში დასრულდება ჩაქვის მეორე 900 კბ. მეტრის წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობაც. რეზერვუარის დაპროექტებისა და სამშენებლო პროცესის მონიტორინგს ბათუმის მერია, საინჟინრო კომპანია Egis Eau, საკონსულტაციო კომპანია MACS-ი და „ბათუმის წყალი“ აწარმოებდა.

წყლის ახალი რეზერვუარი ჩაქვში

წყლის ახალი რეზერვუარი ჩაქვში

ჩაქვის წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობის ღირებულება 900 ათას 823 ევროს შეადგენს. პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების  „EU NIF“ ფონდიდან გამოყოფილი გრანტით, 4 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის მოპოვებული იქნა KfW ბანკის მიერ.

ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე სრულდება მაგისტრალური და სამომხმარებლო ქსელის მშენებლობა ჩაქვში, მწვანე კონცხსა და მახინჯაურში, „რის შედეგადაც მოსახლეობა წყალმომარაგებას უწყვეტ რეჟიმში მიიღებს. პარალელურად მიმდინარეობს მახინჯაურის 1800 კბ. მეტრის წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა, რომელიც 2018 წელს დასრულდება.“

პროექტის ფარგლებშივე განხორციელდება მობილური გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე. ჩაქვისა და მახინჯაურის წყლის სამარაგო რეზერვუარების მშენებლობის დასრულების შემდეგ, რეზერვუარებს ექსპლუატაციას შპს „ბათუმის წყალი“ გაუწევს.

ჩაქვში წყლის ახალი რეზერვუარი გაიხსნა

ჩაქვში წყლის ახალი რეზერვუარი გაიხსნა


ამავე თემაზე:

ბათუმის უბნები სასმელი წყლის გარეშე – პრობლემის მოგვარებას 50 მილიონი ევრო დასჭირდება

დააფინანსებს თუ არა გერმანული ბანკი კანალიზაციის მოწყობას ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზეც

გადაბეჭდვის წესი


ასევე: