მთავარი,სიახლეები

ბათუმში აბონენტებს ბუნებრივი აირის ქვითარი არ მისვლიათ

20.07.2017
ბათუმში აბონენტებს ბუნებრივი აირის ქვითარი არ მისვლიათ

აბონენტების ინფორმაციით, ბათუმში მათ ივნისის თვეში მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის ქვითარი ამ დრომდე არ მისვლიათ. მოსახლეობა ეჭვობს, რომ ქვითრის დაგვიანება ბუნებრივ აირზე გადასახადის გაზრდას უკავშირდება და შესაძლებელია მათ ივნისის თვეში მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურიც გაზრდილი ტარიფით გადაახდევინონ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] პრესსამსახურის ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიმწოდებელ კომპანიებს უფლება არ აქვთ, ივნისის თვეში მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასური გაზრდილი ტარიფით გადაახდევინონ მოსახლეობას. „ბუნებრივი აირის ტარიფი, ივლისის 20 რიცხვამდე არის ძველი ტარიფი. ახალი ტარიფით ქვითარი აგვისტოს თვეში უნდა მიუვიდეს მოსახლეობას. ამ ეტაპზე ახალი ტარიფით დაანგარიშება გამორიცხულია,“ – ამბობენ სემეკში.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სისტემა ერთდღიან წაკითხვაზე გადავიდა, რის გამოც მოსახლეობა წინა თვის დახარჯული ბუნებრივი აირის ქვითარს ერთი თვისა და ათი დღის დაგვიანებით მიიღებს.

„ორი თვის გადასახადი არავის არ მიუვა, ყველაზე მაქსიმალური, რაც შეიძლება მიუვიდეს, არის ერთი თვე და ათი დღის მოხმარებული აირის გადასახადი. გაზრდილი ტარიფით აბონენტები ჯერ არ გადაიხდიან,“ – ამბობენ „სოკარის“ პრესსამსახურში.

სემეკის გადაწყვეტილებით,  ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი მიმდინარე წლის 18 ივლისს გაიზარდა. სემეკის ინფორმაციით,  „სოკარის“ აბონენტები გაზრდილი ტარიფით 1 კუბ/მ მოხმარებულ ბუნებრივ აირში 56,9 თეთრს გადაიხდიან.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: