მთავარი,სიახლეები

გონიოში 17 წლის ბიჭი ზღვაში დაიხრჩო

20.07.2017
გონიოში 17 წლის ბიჭი ზღვაში დაიხრჩო

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ნახევარი საათის წინ გონიოში 17 წლის ბიჭი ზღვაში გაუჩინარდა. ის ორ პირთან ერთად იყო ზღვაში შესული. სამაშველოს ინფორმაციით, ორი პირის გამოყვანა მოხერხდა, ერთი კი  გაუჩინარდა. ამ წუთებში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

დაღუპული ბიჭი დამსვენებელი იყო.

სამაშველოს ინფორმაციით, დილით ოთხი ადამიანი გადაარჩინეს ქობულეთში მაშველებმა, ამ წუთებში კი სამაშველო სამსახურს ერთი დამსვენებელი დაფიქსირებული ჰყავს ზღვაში და მის გადასარჩენად კატარღაა გაგზავნილი.

ამ წუთებში  5-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, თუმცა ამის მიუხედავად, ადამიანები ზღვაში მაინც შედიან. სამაშველოს ინფორმაციით, ახალი ბულვარის წინ, კიდევ ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, რომელიც სასწრაფო დახმარებამ გადაიყვანა საავადმყოფოში.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: