მთავარი,სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე აჭარიდან 6 პედაგოგი დარეგისტრირდა

20.07.2017
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე აჭარიდან 6 პედაგოგი დარეგისტრირდა

მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე აჭარიდან 6 პედაგოგი დარეგისტრირდა. პედაგოგების ვინაობა, როგორც პედაგოგთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გვეუბნებიან, ამ ეტაპისთვის კონფიდენციალურია.

მათივე ინფორმაციით, მხოლოდ ხუთეულში გადასული პედაგოგების ვინაობა გასაჯაროვდება. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით, მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე მთლიანობაში 700-ზე მეტმა  პედაგოგმა გააკეთა განაცხადი, თუმცა მეორე ეტაპზე მხოლოდ ათი საუკეთესო პედაგოგი შეირჩევა, მესამეზე კი მხოლოდ 5 ფინალისტი.

გამარჯვებული, რომელიც 5 ოქტომბერს უნდა გამოვლინდეს, პრიზად 10 ათას ლარს მიიღებს. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო წელს დაარსდა.

გამარჯვებული პედაგოგი მასწავლებელთა საერთაშორისო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. საერთაშორისო კრიტერიუმების მიხედვით, ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი უნდა გამოირჩეოდეს კრეატიულობით, განსხვავებული, წარმატებული სწავლის მეთოდებით.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: