Batumelebi | შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – Batumelebi
RU | GE  

შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებული მ.მ., ნარკოდანაშაულისთვის, ბათუმში სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა  დააკავეს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 40 ნატეხი და ამავე ნარკოტიკული საშუალების ფხვიერი მასა ამოიღეს, საერთო წონით – 17,69 გრამი.

ნარკოლოგიური შემოწმებით, მ.მ.-ს ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ განმეორებით მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტზე მიმდინარეობს [საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით].

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com