მთავარი,სიახლეები

ჯემიროქუაის კონცერტზე ყველა ბილეთი გაყიდულია – 27 ივლისს შავი ზღვის ჯაზფესტივალი იწყება

21.07.2017
ჯემიროქუაის კონცერტზე ყველა ბილეთი გაყიდულია – 27 ივლისს შავი ზღვის ჯაზფესტივალი იწყება

27-30 ივლისს ბათუმში შავი ზღვის  XI ჯაზფესტივალი გაიმართება.

ჯასფესტივალის ვებგვერდის მონაცემებით ბილეთები სრულად გაყიდულია  ჯემიროქუაის, CORY HENRY & THE FUNK APOSTLES-ის, MATTHEW HARTNETT & THE GUMBO ALL STARS-ის, ლუ ბერის, MF ROBOTS-ისა და KORDZ-ისა და გიორგი ცაგარელის კონცერტებზე.

ყველაზე ძვირი, 250 ლარი ღირდა ბილეთი ჯემიროქუაის კონცერტზე, რომელიც ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება.

ბილეთები ჯერ ისევ იყიდება DE LA SOUL-ისა და ჯოს სთოუნის კონცერტებზე. DE LA SOUL-ის კონცერტზე ბილეთის ფასი 150-200 ლარია,  ხოლო ჯოს სთოუნის კონცერტზე – 100-150 ლარი. კონცერტები ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება.

შავი ზღვის ჯაზფესტივალის ზუსტი განრიგია:

27 ივლისი, 19:00  საათზე, კლუბი TAKE 5 – CORY HENRY AND THE APOSTLES
28 ივლისი, 19:00 საათზე – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – JAMIROQUAI
29 ივლისი,  19:00 საათზე  – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – DE LA SOUL
30 ივლისი, 19:00 საათზე – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – JOSS STONE; 23:00 – კლუბი TAKE5- MF ROBOTS

ფესტივალის ორგანიზატორია „ისტერნ პრომოუშენი“.

 

ფოტოზე: შავი ზღვის ჯაზფესტივალი, 2015 წ. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.