15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება აივნიდან გადმოშარდვის საქმეზე

დღეს, 30 სექტემბერს, თბილისის საქალაქო მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 1987 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა და გენიტალიების დემონსტრირებას ახდენდა, სამართალდამრღვევად ცნო და 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა. პოპოვს 15-დღიანი საპატიმრო ვადის მოხდის შემდეგ გააძევებენ ქვეყნიდან და საქართველოში შემოსვლა 3 წლით აეკრძალება. მას გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს. თუმცა, ვინაიდან სხდომაზე ადვოკატი არ …

ბათუმში №9 სამარშრუტო ხაზზე 10-მეტრიანი ავტობუსები ივლის – ავტოტრანსპორტი

ბათუმის ავტოტრანსპორტის ცნობით, №9 სამარშრუტო ხაზზე სატრანსპორტო საშუალებების როტაცია განხორციელდება. კერძოდ, 1-ელი ოქტომბრიდან №9 სამარშრუტო ხაზზე მოძრავი Isuzu Ataman-ის მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები Isuzu City Bus-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება. №9 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: ქათამაძის ქ. – ნონეშვილის ქ. – ბაქოს ქ. – ბარათაშვილის ქ. – გორგილაძის ქ. – გრიბოედოვის ქ. – ბაგრატიონის ქ. …

„კობახიძეს ესპარინგება“ – კომენტარი ირაკლი ღარიბაშვილის ახალ წერილზე

„ეს ყველაფერი არის თავის შედარება ირაკლი კობახიძესთან, რომლის პრემიერობის პირობებშიც ქვეყანა იზოლაციაშია, ფაქტობრივად. ყველა კარგად ხვდება, რომ კობახიძე ძალიან არაპოპულარულია, არავინ არ მიიჩნევს მას გადაწყვეტილების მიმღებად და აი, ამ სიტუაციაში ის პარალელებს ავლებს კობახიძის მმართველობასთან, რომ მის დროს იყო დალაგებული, ამერიკასთან ურთიერთობები ჰქონდა, წარმატებული 25 ვიზიტი და ასე შემდეგ“ – ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი მიიჩნევს, რომ …

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის შეფერხების მიზეზად ახლა მეწყრულ მონაკვეთებს ასახელებენ

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე მომუშავე ერთ-ერთი კომპანია „ოცნების“ მთავრობის ახალი განკარგულებით სამი თვით გაათავისუფლეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან. შპს „არალი“ 13 750 კუბურ მეტრ სასარგებლო წიაღისეულს [ანდეზიტს] ხულოს მუნიციპალიტეტში, საციხურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მოიპოვებს. „არალი“ ვალდებულია მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ხულო-ზარზმის გზაზე მიმდინარე სამუშაოებისთვის. 13 750 კუბურ მეტრ ანდეზიტს კომპანია 2 692 კვადრატული მეტრი ფართობის …

ქალი ფეხბურთელები მხარს უჭერენ „ლანჩხუთის“ პროტესტს ძალადობის წინააღმდეგ

ქალი ფეხბურთელების ნაწილი სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთსა“ და კოლეგას, რომელიც საკუთარი კლუბის ხელმძღვანელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. საუბარია ქალთა საფეხბურთო კლუბ „ნიკე ლუსოს“ 20 წლის ფეხბურთელზე, რომელმაც საფეხბურთო კლუბის მფლობელს, 32 წლის ბიზნესმენ მეჰმეთ უიარის გასული წლის დეკემბერში უჩივლა. 9-თვიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, 2026 წლის 22 სექტემბერს, ბიზნესმენი გაამართლეს და სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. …

ამბასადორი აილენდზე“ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი მულტიფუნქციური კომპლექსი აშენდება

„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ საემიროების წამყვან დეველოპერულ კომპანია „ONE Development“-თან საერთაშორისო პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა. აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ და ONE Development ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, მუსტაფა რაშადმა. ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია აბუ-დაბიში გაიმართა, სადაც „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ LIVEX-ის ფორუმის სტრატეგიული პარტნიორის, ONE Development-ის ოფიციალური მოწვევით, საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. LIVEX 2026 …

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, გორის, ბორჯომის და ზუგდიდის მაცხოვრებლები, რომლებიც ნებისმიერი მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას, მგზავრობის საფასურს  თიბისის ბარათებით  გადაიხდიან, თანხის 50%-ს, ქეშბექის სახით, ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაიბრუნებენ. სპეციალური პირობა არ ვრცელდება მოსწავლის და ბიზნეს ბარათებზე. ქეშბექის შეთავაზებით მომხმარებლები ულიმიტოდ ისარგებლებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ …

დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მყოფებს აივნიდან გადმოაშარდა

თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც მაღალსართულიანი სახლის აივნიდან ახლოს მდებარე კაფეში მყოფ ადამიანებს თავზე გადმოაშარდა. შემთხვევა 29 სექტემბერს მოხდა. ინფორმაცია ფაქტის შესახებ მოქალაქემ გაავრცელა ტიკტოკზე. მან გადაიღო ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ კაფეში მყოფი მოქალაქის პროტესტს, რატომ შარდავდა აივნიდან, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა უპასუხა სიტყვებით – „Слава России“ [დიდება რუსეთს]. მოქალაქის მიერ გადაღებულ ვიდეოზე ჩანს, როგორ …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 სექტემბრის 21 საათიდან 1-ელი ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტეს რაიონში იწვიმებს. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 12 – 17 …

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2026 წლის Right Livelihood-ის პრემია მიიღო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის, საერთაშორისო დონეზე „ალტერნატიული ნობელის პრემიის“ სახელით ცნობილი ჯილდოს ლაურეატი გახდა. პრემიის ჟიურიმ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დააჯილდოვა „ქართული დემოკრატიის მშენებლობისა და დაცვისთვის, ასევე, ავტოკრატიული რეპრესიების პირობებში სამოქალაქო აქტიურობის შენარჩუნებისთვის“. „ეს აღიარება ჩვენთვის დიდი პატივია და ეკუთვნის ყველას, ვინც 1994 წლიდან დღემდე საიას გზას ქმნიდა – ორგანიზაციის წევრებს, …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 533 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 470. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 388 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 25 463 ერთეული [+0] საარტილერიო სისტემა – 50 519 …

რატომ დატოვა ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ პროტესტის ნიშნად მოედანი თამაშის წინ

29 სექტემბერს ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ უარი თქვა მეტოქე გუნდთან, „ნიკე ლუსოსთან“ თამაშზე და მოედანი დატოვა. იქამდე, „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა მოედანზე გაშალეს ბანერი წარწერით: „ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა“. მოკლე ხანში „ლანჩხუთის” ფეისბუქგვერდზე გავრცელდა განცხადება, სადაც მათ ამ გადაწყვეტილების მიზეზს განმარტეს: „საგანგებო განცხადება! ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა! თითქოს არაფერი მოხდა ისე გამოვიდეთ და ფეხბურთი ვითამაშოთ არ იქნება …

ღარიბაშვილი ხალხს ეკითხება, ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა – ახალი წერილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს ციხიდან. წერილი მის ფეისბუქზე დღეს, 29 სექტემბერს გამოქვეყნდა. ამჯერად ირაკლი ღარიბაშვილი ვრცლად მიმოიხილავს მისი ბოლო პრემიერობის წლებს, გახარიაზე ამბობს, რომ მან „ღალატი ჩაიდინა“ და ვრცელი წერილის ბოლოს სვამს რიტორიკულ შეკითხვას: „ამ შედეგებით დავტოვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2024 წლის იანვრის ბოლოს. თითქმის სამი წელი გავიდა და …

ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – დაშავდა ერთი ადამიანი

ქობულეთის შემოვლით გზაზე დღეს, 29 სექტემბერს, ორი მსუბუქი ავტომაქნანა შეეჯახა ერთმანეთს. დაშავდა ერთი ადამიანი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ავარიის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გარკვეული დროით შეფერხებული იყო.

რატომ არ აძლევენ ზინოვკინა-გრიბულის წყვილს ციხეში ქორწინების უფლებას – ადვოკატების განმარტება

საქართველოში პატიმრობაში მყოფი რუსი აქტივისტების წყვილს, ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს დაქორწინების შესაძლებლობას არ აძლევენ. მათივე თქმით, სერვისების განვითარების სააგენტო ქორწინების რეგისტრაციაზე უარის მიზეზად საქართველოში მათ უკანონო ყოფნას ასახელებს. ანასტასია ზონოვკინა და არტემ გრიბული ამბობენ, რომ ისინი ქვეყანაში უკანონოდ კი არა იძულებით იმყოფებიან.  წყვილი 2024 წლის 17 დეკემბერს დააკავეს. დაკავების მომენტში მათ უკვე ნაყიდი ჰქონდათ …

ჩაქვიდან ბათუმის მიმართულებით მანქანების მოძრაობა შეზღუდულია – მერია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მახინჯაურში, თამარ მეფის გამზირზე ჩამოიშალა ფერდობი, რამაც ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდა. „ამ ეტაპზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია ჩაქვიდან ბათუმის მიმართულებით. გადაადგილება შესაძლებელია მაგისტრალის გავლით. ბათუმიდან გამსვლელი ტრანსპორტისთვის გზა გახსნილია,“ – აცხადებს ბათუმის მერია. მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ამ დროისთვის [18:00 სთ] გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. …

ბათუმის მერია 376 სათვალთვალო კამერას იყიდის – ტენდერი 1,9 მილიონი ლარით

ბათუმის მერია დამატებით 376 ვიდეო-სათვალთვალო კამერას ყიდულობს. ქალაქის ტერიტორიაზე ვიდეო-სათვალთვალო კამერების შეძენა-მონტაჟზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 1 993 450 ლარით აქვს გამოცხადებული. ტენდერში გამარჯვებულს კამერებისა და სხვა მოთხოვნილი აპარატურის მონტაჟთან ერთად, მომსახურების პერიოდში მათი მოვლა-პატრონობაც ევალება. ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 30 სექტემბერს დაიწყება და 5 ოქტომბერს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ ტენდერებს …

საგამოძიებო იდეების კონკურსი შავი ზღვის თემატიკაზე სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის

საქართველოს უნივერსიტეტის საგამოძიებო მედიალაბი (IML) სტუდენტებსა და მოქმედ ჟურნალისტებს შავი ზღვის თემატიკაზე საგამოძიებო იდეების (პიჩების) კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს. იდეა უნდა უკავშირდებოდეს შავ ზღვას და ეფუძნებოდეს მკაფიო საგამოძიებო ჰიპოთეზას – საკითხს, რომლის გადამოწმებასაც ავტორი კონკრეტული წყაროებითა და მტკიცებულებებით გეგმავს. სასურველი თემატური მიმართულებებია: ზღვა და სანაპირო ზეწოლის ქვეშ – დაბინძურება, ნარჩენები, ჩამდინარე წყლები, ეროზია და ეკოსისტემები; …

„მას შემდეგ რაც მშენებლობისთვის მიწა გამოთხარეს, ვიტბორებით. ეკომიგრანტად მაქციეს“ – მოქალაქე სალიბაურიდან

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა სალიბაურში მცხოვრებმა ნანა საფარიძემ „ბათუმელებს“ საკუთარი სახლის ეზოში გადაღებული ვიდეო გაუზიარა, სადაც ჩანს, როგორ გადმოდის წყალი მის ეზოში ძლიერი წვიმის შემდეგ. დღეს, 29 სექტემბერს, ნანა საფარიძის ეზო ისევ დაიტბორა. მოქალაქე აცხადებს, რომ ეზო და მიმდებარე ტერიტორია მას შემდეგ იტბორება, რაც სალიბაურის მთაზე სამშენებლო კომპანიამ 15 000 კვ. მეტრზე მშენებლობის მიზნით ტერიტორია …

ხინოწმინდაში სამრეკლოს ასაშენებლად და ტაძრისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 680 ათასი ლარი დაიხარჯება

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] ქობულეთში მდებარე ხინოწმინდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სამრეკლოს მოწყობისა და ტაძრის ინტერიერის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 680 ათას 317 ლარით გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ტენდერის „კლასიფიკაციის კოდებში“ მითითებულია „სამშენებლო სამუშაოების წარმოება პრეისტორიულ ძეგლებზე“, თუმცა, სამრეკლოს რაც შეეხება, დოკუმენტების მიხედვით ის ახალი ნაგებობა იქნება. პროექტის მიხედვით: „სამრეკლო წარმოდგენილია კლასიკური ქართული საეკლესიო …

ესტონეთი რუსეთს დივერსიაში სდებს ბრალს და ელჩის მოვალეობის შემსრულებელს იბარებს

ესტონეთი აცხადებს, რომ 15 აგვისტოს, ღამით, ტალინში მდებარე დრონების მწარმოებელი კომპანია Milrem Robotics-ის შენობაზე ცეცხლის წაკიდება რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურების მიერ შეკვეთილი დივერსიული აქტი იყო. ამის შესახებ ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით. „სრული დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 15 აგვისტოს, ღამით, ესტონეთში, „მილრემზე“ ცეცხლის წაკიდება რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურების მიერ შეკვეთილი დივერსიული აქტი იყო“, …

ქარტია „სტუდია მონიტორზე“ „ოცნების“ თავდასხმას ეხმაურება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „სტუდია მონიტორის“  წინააღმდეგ „ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ეხმაურება. „მას შემდეგ, რაც „სტუდია მონიტორმა“ 26 სექტემბერს გამოაქვეყნა ფილმი, რომელიც ესტონელი ინვესტორის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს ეხება და მისი ქონების მიმართ ბიძინა ივანიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის სავარაუდო ინტერესს აღწერს, გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი ხელისუფლების სამიზნედ იქცა. ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებმა ბიძინა ივანიშვილის დასაცავად „სტუდია მონიტორის“ წინააღმდეგ საჯარო …

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ტერიტორიაზე IG Development Georgia სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი ბათუმს” ააშენებს

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ტერიტორიაზე IG Development Georgia „სითი მოლი ბათუმის“ პროექტს განახორციელებს, რომელიც კუნძულის მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება. „სითი მოლი ბათუმი“ ერთ სივრცეში გააერთიანებს 300-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდს, კვების ობიექტებს, გასართობ სივრცეებსა და ყოველდღიური საჭიროებისთვის განკუთვნილ მრავალფეროვან სერვისებს. პროექტის მასშტაბის მთავარ ინდიკატორს, მისი ფართობი წარმოადგენს –  რეგიონში ყველაზე მასშტაბური სავაჭრო ცენტრი …

აგვისტოში ბათუმში ბინა უფრო მეტმა უცხოელმა იყიდა – კოლიერსი

„კოლიერსის“ ახალი კვლევის მიხედვით ბათუმში 2026 წლის აგვისტოში ახალაშენებული ბინების საშუალო ფასი გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 1.2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1 386 აშშ დოლარი შეადგინა. ორგანიზაციის ინფორმაციით პირველად ბაზარზე მაჩვენებელმა 16.3%-ით იკლო, ხოლო მეორეულ ბაზარზე, პირიქით, 12.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. პირველად ბაზარზე ფასის კლება აიხსნება 2025 წლის აგვისტოში ერთ-ერთი ძვირადღირებული პროექტის გაყიდვების ერთიანი რეგისტრაციით. ამ პროექტის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 29 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 532 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 440. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 388 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 25 463 ერთეული [+13] საარტილერიო სისტემა – 50 498 …

მთავრობა ვერც აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობას ყიდის და ვერც სხვა ქონებას – 32 აუქციონი

აჭარაში „ოცნების“ მთავრობას ისევ უჭირს ქონების სარფიანად გასხვისება. 2026 წლის ორ კვარტალში, მეორე მცდელობის მიუხედავად, აჭარის მთავრობამ აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი შენობა კვლავ ვერ გაყიდა და 15 სექტემბერს განმეორებით აუქციონზე გაიტანა. მთავრობას ფასი არ შეუმცირებია, შეცვალა მხოლოდ ფასის გადახდის პირობები. 2026 წლის ბიუჯეტის ორი კვარტალის შესრულების ანგარიშის მიხედვით, აჭარის მთავრობამ 6 თვეში სხვადასხვა ქონების გასასხვისებლად …

ვინ გახდა მოსკოვის სამიზნე უკრაინის რკინიგზაზე განხორციელებული თავდასხმისას

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი რუსეთის შეიარაღებული ძალები საჰაერო ომს დასავლეთით აფართოებენ. ისინი მიზანმიმართულად ბომბავენ სამგზავრო მატარებლებსა და სასაზღვრო ჰაბებს პოლონეთის სიახლოვეს, რათა უკრაინის სატრანზიტო ქსელი მწყობრიდან გამოიყვანონ. ატლანტიკური საბჭოს ფორუმზე დასავლელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ მოსკოვის ამოცანაა, გაანადგუროს საბაზისო ეკონომიკური ცხოვრება უკრაინაში და გამოცადოს დასავლეთის სიმტკიცე. ატლანტიკური საბჭოს 14 სექტემბრის დისკუსიას წინ უძღოდა იმ სარკინიგზო შემადგენლობის …

ჩამონგრეული სახლის ადგილზე აშენებულ ახალ კორპუსში პოლიცია ოფისს ნახევარ მილიონად მოიწყობს

ბათუმში, 26 მაისის 13 ნომერში, ჩამონგრეული სახლის ადგილზე აშენებულ ახალ კორპუსში ქალაქის მერიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 წლით სარგებლობაში 256 კვადრატული მეტრი საოფისე ფართობი გადასცა. ახალ მისამართზე, როგორც ჩანს, ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილება გადადის, რომელიც ოფიციალურად გორგილაძის 54 ნომერში მდებარე კორპუსშია განთავსებული, თუმცა შესასვლელი ლერმონტოვის ქუჩის მხრიდან აქვს. 26 მაისის 13 ნომერში „ბათუმის საქალაქო სამმართველოს …

14-მილიონიანი პროექტის შეფერხების მიზეზად ბათუმის მერია მოსახლეობის ინტერესებს ასახელებს

14-მილიონიანი პროექტის შეფერხების მიზეზად ბათუმის მერია სატრანსპორტო ნაკადების ინტენსიურ მოძრაობას და მოსახლეობის ინტერესებს ასახელებს. საუბარია აეროპორტის გზატკეცილის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესზე, გზატკეცილის N1-დან 93-მდე. მერიაში აცხადებენ, რომ 14-მილიონიანი პროექტი მოსახლეობის ინტერესებისა და სატრანსპორტო ნაკადების გამო შეფერხდა. მერიის ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის ორ კვარტალში კომპანიას 10 მილიონი ლარი უნდა ჰქონოდა ათვისებული, თუმცა შესრულება მხოლოდ 10 პროცენტი …

ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში მოძრაობა 2 თვით აიკრძალა – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლით გზაზე, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი [ასაქცევი]-სარფის საავტომობილო გზის ნაწილია, გვირაბების ელექტრო და მექანიკური სისტემების სამონტაჟო სამუშაოები ჩატარდება. „სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულების მიზნით, 28 სექტემბრიდან ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ ღამის საათებში დროებით შეიზღუდება: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 00:00-დან 07:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას – 02:00-დან 07:00 საათამდე. აღნიშნული რეჟიმი …

დასავლეთ საქართველოში გაავდრდება – გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ. სააგენტოს ცნობით, 28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში – ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელვა-ჭექა, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, …

რუსეთის დარტყმის შედეგად კიევში მეცნიერებათა აკადემიის შენობა იწვის

28 სექტემბერს კიევის ცენტრში რუსეთის დარტყმის შედეგად უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობას ხანძარი გაუჩნდა. ბოლო ცნობებით, მინიმუმ ერთი ქალი დაიღუპა, ოთხი პირი კი დაშავდა. ადგილზე გრძელდება სამაშველო სამუშაოები. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, 28 სექტემბერს კიევში რუსეთის თავდასხმების შედეგად უკვე 19 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვია. „კიევში საჰაერო თავდასხმის შესახებ განგაში თითქმის უწყვეტად გრძელდება. …

ძველ ბათუმში ხანძრის შედეგად ორი ბინა დაიწვა

28 სექტემბერს ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ქუთაისის ქუჩების კვეთაზე მდებარე ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე ორი ბინა დაიწვა, ერთი ბინა კი ხანძრის ქრობის დროს წყლის ჩასვლის შედეგად დაზიანდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და პოლიცია. აქვე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. ექიმის დახმარება დასჭირდა ერთ ქალს, რომელმაც მსუბუქი დაზიანება მიიღო …

სად შეძლებთ ძაღლებისა და კატების ცოფზე აცრას უფასოდ – მისამართები აჭარაში

28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში შესაძლებელი იქნება ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაცია ცოფზე – კამპანიას სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული დღეების განმავლობაში აცრის უფასოდ გაკეთება ბათუმში და აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტშია შესაძლებელი შემდეგ მისამართებზე:  ბათუმი – 6 მაისის პარკი; ხულო – სტალინის ქ. №2 (აჭარის რეგიონული სამმართველოს შენობა); …

ორი ავარია ერთ დღეში – როგორია ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა

27 სექტემბერს ბათუმში ორი ავტოავარია მოხდა – შუადღისას, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მიკროავტობუსი ქვეითებს დაეჯახა, რის შედეგადაც 5 წლამდე ბავშვი დაიღუპა და 3 ადამიანი დაშავდა, მეორე ავარია კი იმავე საღამოს ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მოხდა ბათუმში, რის შედეგადაც 2 მოზარდი დაშავდა. ხელვაჩაურის გზაზე დაშავებულებიდან ერთი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. დაშავებული 33 კვირის ორსული ქალია. მას თავის ტვინის შერყევა …

აჭარაში ანტირაბიულ კაბინეტს წელს 4452-მა პაციენტმა მიმართა – რა უნდა ვიცოდეთ ცოფზე

დღეს, 28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით საქართველოში ყოველწლიურად ცოფზე საეჭვო ცხოველთან კონტაქტის და სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანების გამო ანტირაბიულ კაბინეტს სამედიცინო მომსახურებისთვის  60 000-დან 62 000-მდე დაზარალებული მიმართავს. პაციენტთა მომართვიანობა მაღალია აჭარაშიც. აჭარაში ანტირაბიულ კაბინეტს წელს, 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით, 4452-მა პაციენტმა მიმართა, 2025 წელს კი – 6015-მა.  ცოფის …

Exit mobile version