„ოცნებამ“ 93 სიტყვა აკრძალა, რის გამოც მედია ჯარიმდება – „გამჭვირვალობა“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, კომუნიკაციების კომისია  ცენზორის როლის შესრულებას განაგრძობს. „1 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე კომისიამ კრიტიკული ტელევიზია „ფორმულა“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის უკვე მესამედ – ამჯერად 10 000 ლარით დააჯარიმა. საერთო ჯამში, ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ ამ მიზეზით მოხსენებითი ბარათები უკვე 7-ჯერ (4-ჯერ „ფორმულას“, 3-ჯერ „ტელეკომპანია …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 ოქტომბრის 21 საათიდან 10 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 9 – 14 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო …

ბებია მოზარდ გოგოს თანასოფლელ კაცზე გათხოვებას აიძულებდა, ის დააკავეს – შსს

შს სამინისტრო ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების თანახმად, ბებია მოზარდ გოგოს თანასოფლელ კაცზე გათხოვებას აიძულებდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელ …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 9 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 549 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 710. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 402 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 25 509 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 50 950 …

ბათუმის სანაპიროზე მერიამ კიდევ ერთი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა გასცა

შპს „სიფერლი“ ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, #27 -ში, სანაპიროსთან ახლოს 47- სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. კომპანიას უკვე დაწყებული აქვს ამ ადგილას მდებარე, გამოსყიდული ორსართულიანის სახლების დემონტაჟი. სამშენებლო ფართობი 1640 კვ.მეტრია. მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, გასულ წელს დამტკიცებული განაშენიანების დეტალური გეგმის საფუძველზე, 2026 წლის 15 ივლისს გასცა. დამტკიცებული გენგეგმა აქ 3 ცათამბჯენის მშენებლობას …

18-18 წელი მიუსაჯეს ბათუმში მამა-შვილს – გონიოს ხიდზე მკვლელობის მცდელობის საქმე

8 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მამა-შვილს, ბადრი და როლანდ უნანოვებს. სასამართლოს განაჩენის მიხედვით, მათ განზრახ მკვლელობა სცადეს. განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 8 ოქტომბერს გამოცხადდა ადვოკატების დასკვნითი სიტყვის და ბრალდებულების ხმაურიანი, საბოლოო სიტყვების მოსმენის შემდეგ. საუბარია 2025 წლის 10 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე: პროკურატურის ვერსიით, მამა-შვილმა, შურისძიების მიზნით, …

„ნუ დამინგრევთ ოჯახს“ – 3 შვილის დედა სახელმწიფოს სთხოვს მის მეუღლეს მისცენ ბინადრობის უფლება

ბათუმში მცხოვრები სამი შვილის დედა სახელმწიფოს სთხოვს, რომ ოჯახი არ დაუნგრიოს. სამი შვილის დედა იამზე ბოლქვაძე, საქართველოს მოქალაქეა. ის თურქეთის მოქალაქეზეა დაქორწინებული. წყვილს ქორწინებაში სამი შვილი –  12 წლის ბიჭი, 7 და 5 წლის გოგოები ჰყავთ. იამზეს მეუღლეს, აღით ჩელიქს თურქეთ-საქართველოს საზღვარი ბოლოს 2017 წლის 28 სექტემბერს აქვს გადმოკვეთილი. იამზეს მეუღლე წლების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა …

ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დანიშნეს

ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დანიშნეს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მამუკა კახიძე ბათუმის პოლიციის უფროსად დანიშვნამდე ხელვაჩაურის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. ბათუმის პოლიციის უფროსი 2025 წლის სექტემბრიდან მამუკა ჩელებაძე იყო. „მამუკა ჩელებაძე განაგრძობს შსს-ში მუშაობას“ – გვითხრეს სამინისტროში. ჩელებაძე ბათუმის პოლიციის უფროსად მას შემდეგ დანიშნეს, რაც მოძალადე პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე …

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა თაროზე შემოდო ბათუმში ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე

მოსამართლე ნინო სახელაშვილს ჯერ კიდევ არ დაუწყია 12 წლის მოზარდის საქმის არსებითი განხილვა, რომელსაც ცეკვის მასწავლებელმა სცემა. მასწავლებელს 2 წლის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ის არ დაუკავებიათ. ამის შემდეგ საქმე ნინო სახელაშვილს გადაეცა განსახილველად, თუმცა მას ეს საქმე დღემდე თაროზე აქვს შემოდებული [ასე ამბობენ ხოლმე წლობით …

რატომ არ მისცეს ადვოკატს საშუალება პატიმართან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერები გამოეტანა – პენიტენციური საიას პასუხობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ორგანიზაციის ადვოკატს საქმიანობაში ხელი შეეშალა. განცხადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გუშინ, 7 ოქტომბერს გაავრცელა, პენიტენციურმა სამსახურმა მას დღეს, 8 ოქტომბერს უპასუხა განცხადებით. 7 ოქტომბერს, საიას ადვოკატი უფლებადაცვითი საქმიანობის ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა პატიმარ გიორგი დავითაძესთან, რომელიც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს გაუპატიურებაში …

აჭარის მთავრობის შენობას დაანგრევენ – სად გადავიდნენ სამინისტროები

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობა რომელიც ბათუმში, მამია კომახიძის ქუჩა N119-ში მდებარეობს, გამაგრებას არ ექვემდებარება და განიხილება ალტერნატიული ვარიანტები, მათ შორის იმავე ადგილზე ახალი შენების აშენება – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში. ეს ნიშნავს, რომ შენობას, რომელშიც აჭარის სამი სამინისტრო იყო განთავსებული, დიდი ალბათობით, დაანგრევენ. ხუთსართულიანი შენობა, რომელშიც აჭარის ეკონომიკის, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები იყო, …

რუსეთის თავდასხმა ავტობუსებზე კრამატორსკში – დაიღუპა 30 ადამიანი

8 ოქტომბერს, დილით, რუსულმა ძალებმა დონეცკის რეგიონში, კრამატორსკს შეუტიეს. უკრაინული მედიის ცნობით, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად მინიმუმ 30 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. სამუშაოები ადგილზე გრძელდება. თავდასხმის დროს ტრანსპორტს მგზავრებს გადაჰყავდა. 9 ოქტომბერი კრამატორსკში გლოვის დღედ გამოცხადდა.  

დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა, მათ შორის 5 ბავშვია – რუსეთის სარაკეტო თავდასხმა უკრაინაში

უკრაინაში, ქალაქ პრილუკიში საცხოვრებელ კორპუსზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, მათ შორის ხუთი ბავშვია. რუსეთის სარაკეტო თავდასხმა ქალაქ პრილუკიში მდებარე საცხოვრებელ სახლზე 7 ოქტომბერს განხორციელდა. შენობა ჩამოინგრა და ნანგრევებში მოჰყვნენ სახლში მცხოვრები ადამიანები. მაშველები დილიდან მუშაობდნენ ადგილზე და მათ შეძლეს 15 ადამიანის გამოყვანა ნანგრევებიდან. დღეს, 8 ოქტომბერს, დილით, უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 8 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 547 780 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 830. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 399 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 25 502 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 50 883 …

ოზურგეთის სასამართლო შარშან მიღებულ განაჩენს პატიმარს ახლაც არ აბარებს

ოზურგეთის სასამართლო ამ დრომდე არ აბარებს განაჩენს პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს, რომელიც 9 თვეზე მეტია უკვე ციხეშია. მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატი, ანა აკოფოვა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დღემდე ვერ იღებს პასუხს სასამართლოდან, რატომ არ ბარდება მსჯავრდებულს განაჩენი, რომ იგი გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციაში. კანონის მოთხოვნაა, სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის მიღებიდან 14 დღეში განაჩენი მსჯავრდებულს ჩაბარდეს. ლაშა ჩაჩანიძეს 8 …

როდის და ვის გადასცემენ ბათუმში ბინებს გალიფ ოზთურქითვის ჩამორთმეულ კორპუსებში

2026 წლის იანვარში აჭარის მთავრობა უსახლკარო მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისთვის ჩამორთმეულ კორპუსებში ბინებს გადასცემდა. ამ ბინების განაწილებისას მთავრობა ბათუმის მერიაში შესული განაცხადებით აპირებს იხელმძღვანელოს. გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე აჭარის მთავრობაში განმარტეს, რომ ბინები „გალიფ ოზთურქის კორპუსებში“ ამ დროისთვის საცხოვრებლად გამოსაყენებლად მზად არ არის და შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი უნდა გამოცხადდეს. 2026 წლის 7 ოქტომბერს, …

„გვიან ღამე მოვიდნენ, უნდა გაგასახლოთო“ – 83 წლის პედაგოგის ისტორია სტალინურ რეპრესიებზე | ვიდეო

„ერთ მშვენიერ ღამეს მოვიდნენ, უნდა გაგასახლოთო. 2 საათი მოგვცეს. გათენებამდე უკვე გზაში ვიყავით“, – იხსენებს 83 წლის პედაგოგი, თამარ გოგიტიძე 76 წლის წინანდელ ამბავს. როცა სტალინური რეპრესიები გოგიტიძეების ოჯახს შეეხო, თამარი პირველ კლასში იყო. ოჯახში მის გარდა 7 მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობდა. აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში მცხოვრები ოჯახი 2,5 წლით ყაზახეთში, მაშინდელი სლავიანკის რაიონში, სოფელ …

„ამიტომაც არის ივანიშვილი დამალული, ხმას არ იღებს“ – ინტერვიუ

„პარტიების აკრძალვა იოლია, მაგრამ ხალხის აკრძალვა შეუძლებელია,“ – მიიჩნევს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი პარტიების აკრძალვის შესახებ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელს პოლიტიკური ვაჭრობისთვის იყენებს, მათ შორის, ევროპარლამენტთან, რომელიც ხვალ საქართველოს შესახებ ახალ რეზოლუციას მიიღებს. „პარტიების აკრძალვა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა სიტუაცია იქნება იგივე რუსეთში და ვისთან მოუწევს ანგარიშის სწორება ივანიშვილს… ივანიშვილს კბილებით უჭირავს …

ოთხი ბავშვი დაიღუპა უკრაინაში რუსეთის შეტევის შედეგად

7 ოქტომბერს უკრაინაში, ქალაქ პრილუკიში საცხოვრებელ შენობაზე რუსული რაკეტის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის ოთხი ბავშვია. დაშავდა 55 ადამიანი. ზელენსკის განცხადების თანახმად, ოთხი დაღუპული ბავშვიდან 3 ერთი წლის იყო, კიდევ ერთი ბავშვი კი – 8 წლის. მაშველებმა 15 ადამიანი გადარჩენა და გამოყვანა შეძლეს ნანგრევებიდან. მათ შორის ერთი ბავშვის. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა  ჩერნიგოვის …

ადვოკატს არ მისცეს პატიმართან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება – საია

ახალგაზრდა იურისტთა აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ორგანიზაციის ადვოკატს საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს და ფაქტს საგანგაშოს უწოდებს. დღეს, 7 ოქტომბერს, საიას ადვოკატი უფლებადაცვითი საქმიანობის ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა პატიმარ გიორგი დავითაძესთან, რომელიც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. საიას ცნობით, პატიმართან შეხვედრის დასრულების შემდეგ, დაწესებულების დატოვებისას, ადვოკატს არ მისცეს პატიმართან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება. საია აღნიშნულ …

ბათუმში 18 და 19 წლით პატიმრობა მიუსაჯეს უცხოეთის ორ მოქალაქეს – ნარკოტიკების საქმე

ბათუმის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო და მათ 18 და 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 3748.803 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და შექმნეს პირობები მისი უკანონო …

„მთელი საპატიმრო აპროტესტებდა დავითაძის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას“ – ალეკო ელისაშვილი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი, რომელიც თავადაც იმავე ციხეში ზის, სადაც სასჯელს გიორგი დავითაძე იხდის, დღეს, 7 ოქტომბერს, ციხიდან წერილს ავრცელებს და აცხადებს, რომ დავითაძის სოლიდარობის ნიშნად №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების პატიმრებმა პროტესტი გამოხატეს და არაერთმა პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა. „პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ მსჯავრდებული დავითაძე არის ვაჟკაცი და გამბედავი ბიჭი და ყველა ღირსეული პატიმარი სოლიდარულია …

სახლის ნანგრევებში 3 ბავშვის ცხედარი იპოვეს – რუსეთის თავდასხმა უკრაინაში

უკრაინაში, ქალაქ პრილუკიში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა ნანგრევებში სამი ბავშვის ცხედარი იპოვეს. ბოლო ცნობებით, მინიმუმ 40 ადამიანი დაშავდა, სამაშველო სამუშაოები ადგილზე გრძელდება. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა  ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიზე სარაკეტო იერიში დღეს, 7 ოქტომბერს, დილით, მიიტანეს. შეტევის შედეგად აფეთქება მოხდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, რომელიც ჩამოინგრა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 7 …

ბულგარეთში ჩაძირული გემის ეკიპაჟის წევრები ვერ იპოვეს – სამაშველო ოპერაცია შეწყდა

ბულგარეთში, შავ ზღვაში შეწყვიტეს 6 ოქტომბერს დრონის დარტყმის შედეგად ჩაძირული გემის სამძებრო სამუშაოები. „ჩაძირული სატვირთო გემ ALFA WATAN-ის ეკიპაჟის სამძებრო ოპერაცია შეწყდა და აღარ განახლდება. მეზღვაურების კვალი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი“, – ციტირებს ბულგარული მედია საზღვაო ადმინისტრაციის აღმასრულებელი სააგენტოს სამაშველო ოპერაციების მთავარ დირექტორს, რუმენ ნიკოლოვს. ადგილზე მხოლოდ გადაბრუნებული სამაშველო ნავი, სამი სამაშველო ტივი და გემის …

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა

თიბისისა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, 3 ოქტომბერს, საქართველოში პირველად საერთაშორისო AI კონფერენცია „Crossroad AI“ გაიმართა. კონფერენციამ შექმნა სივრცე, სადაც საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივი AI შესაძლებლობები ერთმანეთს შეხვდა და ახალი თანამშრომლობებისთვის საფუძველი შეიქმნა. ღონისძიებას 500-ზე მეტი ქართველი და უცხოელი AI პროფესიონალები, ინჟინრები, მკვლევრები და ტექნოლოგიური ლიდერები ესწრებოდნენ. თიბისი ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების …

„უთანასწორობა ჩანს ფეხსაცმელშიც და ჩანთაშიც, ამას ფორმით ვერ მოაგვარებ“ – მასწავლებელი

მაგდა მიქაბერიძე 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა. იგი შვიდი წელია თბილისის 45-ე საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ასწავლის. ამბობს, რომ მასწავლებლობა ალბათ ქვეცნობიერად, ჯერ კიდევ მაშინ აირჩია, როცა მასწავლებელ დედას საბავშვო ბაღის ნაცვლად სკოლაში დაჰყვებოდა ყოველდღე და არც დილით ადრე გაღვიძების პრობლემა ჰქონია. მაგდა გვიამბობს, რომ ყოველ დილით სამ კილომეტრს გადიოდა ფეხით აბაშაში, …

რადიოაქტიური ნივთიერება „ურანის“ გაყიდვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს – სუსი

სუს-ის ინფორმაციით, დააკავეს ერთი პირი, რადიოაქტიური ნივთიერება „ურანის“ უკანონო მოპყრობის ფაქტზე. დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. „ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბირთვული მასალისადმი, კერძოდ, რადიოაქტიური ნივთიერება „ურანის“ უკანონო მოპყრობის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მის ხელთ არსებული ბირთვული მასალა „ურან 238“-ის გაყიდვას უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 700 000 აშშ დოლარად გეგმავდა“, – წერს სუს-ი. მათივე ინფორმაციით, …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 7 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 7 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 545 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 690. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 396 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 25 498 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 50 836 …

„მინისტრებმა დაიმატონ ის 20 ლარი, რასაც პენსიას უმატებენ “ – რას ამბობს ხალხი ბათუმში

„სამარცხვინოა პენსიების 20 ლარით გაზრდა“ – გვითხრა ბათუმში, ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოკითხვის დროს. რამდენად სამართლიანია ჩინოვნიკებისთვის ხელფასების ათასობით ლარით გაზრდა, როცა პენსია 20-60 ლარით იზრდება? – ნახეთ „ბათუმელების“ გამოკითხვა ბათუმის აგრარულ ბაზართან და ჭავჭავაძის ქუჩაზე. ამავე თემაზე:  ზურაბ პატარაძის და ცოტნე ანანიძის ხელფასები 13 600 ლარიდან 14 747 ლარამდე იზრდება

ბზარები ბათუმში, ბონის კულტურის სახლზე – „ლელო“ ექსპერტიზას ითხოვს

„ლელო“ აჭარის აკადემიური ანსამბლის, „არსიანის“ შენობის [ ე.წ. ბონის კულტურის სახლის] უსაფრთხოების შესწავლას ითხოვს. დღეს, 6 ოქტომბერს, ამ თემაზე „ლელომ“ ბრიფინგი გამართა შენობასთან. პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გენო თებიძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე იმ მშობლებმა მიმართეს, რომელთა შვილებიც, მოსწავლეები, ამ შენობაში სწავლობენ და ვარჯიშობენ. გენო თებიძის ინფორმაციით, შენობას ბზარები აქვს. ადგილზე დათვალიერებით ირკვევა, რომ შენობის …

100 ლარი პენსია ომის ვეტერანებს – რას არ აკეთებს ხელისუფლება სამშობლოს დამცველებისთვის

საქართველოში ომის ვეტერანის პენსია 100 ლარია. ამ ოდენობის თანხას ისინი მხოლოდ ბოლო 4 წელია იღებენ. მანამდე, წლების განმავლობაში ვეტერანები 22 ლარს იღებდნენ პენსიის სახით. მაშინ, როცა იზრდება მაღალჩინოსანთა ხელფასები, იზრდება პარლამენტარების თუ რიგითი ჩინოვნიკების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ანაზღაურება, 20 ლარით, მაგრამ მაინც იზრდება ასაკით პენსია, წლებია არ გაზრდილა ომის ვეტერანის პენსია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში …

ბათუმის მერიის „დოკუმენტაცია მოიცავს მნიშვნელოვან ხარვეზებს“ – რატომ არ ჩანიშნეს გენგეგმის საჯარო განხილვა

ბათუმის გენგეგმის პროექტის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ-ს] ანგარიშის განხილვის პროცედურას გარემოს ეროვნული სააგენტო შეწყვეტს. მიზეზი, როგორც სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, ისაა, რომ ქალაქის მერიისგან წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მნიშვნელოვანი ხარვეზებია. ამასთან, სააგენტოში აცხადებენ, რომ „მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ მოიცავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ინფორმაციას საჯარო განხილვის ჩატარების ადგილისა და სავარაუდო დროის შესახებაც“. თუმცა, ბათუმის მერის მიერ სააგენტში გაგზავნილ …

გამომძიებლები ბათუმის ციხეში შევიდნენ – დავითაძის სოლიდარობისთვის სავარაუდოდ ნაცემი პატიმრების საქმე

ბათუმის მე-3 დაწესებულებაში გამომძიებლები შევიდნენ. „ტვ პირველთან“ გამომძიებელი ადასტურებს, რომ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 333-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას. „ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებული გვაქვს 333-ე მუხლით. შევალთ ახლა და გავესაუბრებით მსჯავრდებულს, მივიღებთ მისგან ინფორმაციას და შემდეგ უკვე დავიგეგმებით, რა და როგორ“, – უთხრა „ტვ პირველს“ გამომძიებელმა. „ბათუმელებს“ პროკურატურის პრესცენტრში არ მოაწოდეს ინფორმაცია პატიმრის …

ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინეს. სააგენტოს ცნობით, ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ფიზიკური პირი ა. ჩ.-ის (მისამართი: ბათუმი, ბაგრატიონის 113 ა) ხორცპროდუქტების საწარმო და გამოვლენილი დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს. „ინსპექტირების პროცესში დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ხორცპროდუქტების (მათ შორის შებოლილი ხორცპროდუქტების) წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით, ეკონომიკურ საქმიანობათა …

ბულგარეთის სანაპიროსთან ორ გემს დრონები დაესხა თავს, ერთი გემი ჩაიძირა, ეძებენ ეკიპაჟის წევრებს

შავ ზღვაში, ბულგარეთის ტერიტორიულ წლებში, დრონები დაესხა თავს ორ სატვირთო გემს, ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ ALFA WATAN-სა და პალაუს დროშის ქვეშ მცურავ ABLE-ს. დრონების თავდასხმის შედეგად დაზარალებული ორი სავაჭრო გემიდან ერთ-ერთს, ALFA WATAN-ს სერიოზული ზიანი მიადგა და ჩაიძირა. მედიის ცნობით, დაკარგული ეკიპაჟის მოსაძებნად მიმდინარეობს სამუშაოები.  ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რუმენ რადევის განცხადებით, თავდასხმა მოხდა ბულგარეთის ეკონომიკურ ზონაში, …

შავ ზღვაში, ოდესასთან, სამოქალაქო გემს რუსული დრონი დაესხა თავს – დაიღუპა ერთი ადამიანი

ოდესის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ცნობით, რუსული დრონის თავდასხმის შედეგად შავ ზღვაში დაზიანდა მარშალის კუნძულების დროშით მცურავი კომერციული გემი, რომელიც რაფსის ზეთით იყო დატვირთული. რუსული დრონის თავდასხმამ გემზე ხანძარი გამოიწვია, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. ჯერჯერობით უცნობია, თავდასხმის შედეგად დაღუპული პირი რომელი ქვეყნის მოქალაქე იყო. „სამოქალაქო გემებსა და პორტის ინფრასტრუქტურაზე განზრახ …

Exit mobile version