„მამა გერმანიაშია“ – როგორ ცხოვრობს 4 ოქტომბრის საქმის პატიმრის ოჯახი 

9 წლის თომას და 3 წლის თაიას ჰგონიათ, რომ მამა გერმანიაში, სამუშაოდ წავიდა. უკვე 8 თვეა ისინი მამას მხოლოდ ტელეფონით ესაუბრებიან. ყოველი დარეკვისას თომა მას ეკითხება, როდის ჩამოვა. ბავშვს ეუბნებიან, რომ მამა ჯერ ვერ დაბრუნდება. ამიტომ, თომას უნდა, დასთან და დედასთან ერთად თავად ჩააკითხოს ევროპაში. თომას და თაიას მამა, მანუჩარ მიქელაძე, 2025 წლის ოქტომბერში დააკავეს. …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 ივლისის 21 საათიდან 11 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ზოგან ელჭექის ხასიათის წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 26 – 31 გრადუსი სითბო ღამით: 14 – 19 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: …

ფრონტზე რუსების წინსვლის ტემპი ორჯერ მეტად შემცირდა – სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში ფრონტზე რუსეთის წინსვლის ტემპი ორჯერ მეტად შემცირდა, ხოლო მოწინააღმდეგის საშუალო თვიური დანაკარგი დაღუპულებისა და დაჭრილების სახით დაახლოებით 32 ათას სამხედრო მოსამსახურეს შეადგენს. „მოწინააღმდეგე ცდილობდა მასშტაბური შეტევის გაშლას, თუმცა ფაქტობრივად ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, მიუხედავად ცოცხალ ძალასა და ტექნიკაში თითქმის ორმაგი უპირატესობისა. თუ …

კუპატის მწარმოებელს საქმიანობა შეუჩერეს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ხორცპროდუქტების არალეგალურ წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერეს. „სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ინსპექტორებმა, არაგეგმური შემოწმების ფარგლებში ხორცისა და ხორცპროდუქტების არალეგალური წარმოება გამოავლინეს. ფიზიკური პირი ნ.თ. [მისამართი: აბაშა, სოფ. მარანი] ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა ხორცის და ხორცპროდუქტების [კუპატი] წარმოება-რეალიზაციას, მათ შორის, ონლაინ პლატფორმების გამოყენებით. …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 10 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 416 280 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 460. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 108 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 912 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 45 680 …

„ჰოლანდიური სახლი“ ბათუმის მერიამ 2044 წლამდე გაასხვისა – ქონება აუქციონზე არ გაუტანიათ

ბათუმში, სანაპიროსთან ახლოს, შერიფ ხიმშიაშვილის #12-ში ე.წ. ჰოლანდიური სახლი და მასთან დაკავშირებული 501 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი, 2044 წლამდე გაასხვისა ბათუმის მერიამ. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ქონება აუქციონზე არ გაუტანიათ, მოაღნაგეს ხელშეკრულება გაუგრძელეს [აღნაგობის ხელშეკრულებას აფორმებდნენ, როცა მიწის ნაკვეთზე შენობაც დგას]. ამ ეტაპზე უცნობია, თუ შეიცვალა შეთანხმების პირობები და რა გადასახადებს იხდის მოაღნაგე ბიუჯეტში ქონებით სარგებლობის …

მოძალადე პოლიციელი, ირაკლი დგებუაძე შსს-ში ახალ თანამდებობაზე დანიშნეს

მოძალადე პოლიციელი, ირაკლი დგებუაძე ახალ თანამდებობაზე დანიშნეს: ამიერიდან ის თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, დეტექტივების მთავარ სამმართველოს უხელმძღვანელებს. აქამდე ის 6 თვის განმავლობაში ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო. იქამდე, ცოტა ხნას კრიმინალურ პოლიციაში, საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელობდა. ბოლო 10 თვეში, ბათუმის პოლიციის სამმართველოდან წასვლის შემდეგ მან სამი სხვადასხვა თანამდებობა შეიცვალა. დგებუაძე ბათუმის …

არაბულ კომპანიას გონიოში 258,8 ჰექტარ ტერიტორიას უზუფრუქტით გადასცემენ

კომპანია „იგლ ჰილს საქართველომ“ საჯარო რეესტრს გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიასა და მიმდებარე ნაკვეთებზე უზუფრუქტის უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა. ამ ნაკვეთების საერთო ფართობი 2 588 888 კვადრატული მეტრია [258,8 ჰექტარი]. „Eagle Hills-სთან თანამშრომლობის ფარგლებში“ კი გონიოსთან, ზღვისპირას მდებარე ეს მიწის ნაკვეთები, მათ შორის ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაც სახელმწიფოს საკუთრებაში აჭარის მთავრობამ გადასცა უსასყიდლოდ 2025 წელს. …

როგორ აღინიშნება „ევროპის დღე“ ბათუმში 11 ივლისს – ღონისძიებების აფიშა 

2026 წლის 11 ივლისს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროპის დღეს ბათუმში აღნიშნავს. შეხვედრა სახელწოდებით – „ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი“, 11 ივლისს, დღის 12:00 საათიდან, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“ გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება. საინტერესო გამოფენები, პრაქტიკული ვორქშოფები, დისკუსიები და კულტურული აქტივობები არასრული ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რაც ევროპის დღეზე მისულებს დაგხვდებათ. ამ დღეს გამართული ყველა …

თხილის ბაღები ხმება, რა უნდა გააკეთოს ფერმერმა – სამინისტრომ სუფსიდიები გააუქმა, მაგრამ რეკომენდაციები გამოსცა

„დასავლეთ საქართველოს თხილის მწარმოებელ რეგიონებში სულ უფრო ხშირად ფიქსირდება თხილის უეცარი ხმობის შემთხვევები, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა ფერმერებისთვის. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, დაავადება კომპლექსური ხასიათისაა,“ – აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ახალ რეკომენდაციებში. ეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებაა. სამინისტრომ წელს მეთხილეებისთვის სუბსიდია გააუქმა. იმ ფონზე, როცა თხილის ბაღები …

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია

წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ ოცდამეოთხედ გამოცხადდა. გამომცემლებმა და ავტორებმა და 205 წიგნი წარმოადგინეს და ფინალისტების სია უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული, ტრადიციულად, სხვა გამარჯვებულების გამოვლენის პარალელურად გახდება ცნობილი.  „საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-ზე …

„სატელეფონო ხაზზე იყო ე.წ. კანონიერი ქურდი ასლან ქობულაძე” – კიდევ რა თქვა მოწმემ?

დღევანდელ პროცესზე იმ გამომძიებელმა მისცა სასამართლოს ჩვენება, რომელსაც გასული წლის დეკემბერში მიუღია ე.წ. ოპერატიული ინფორმაცია მორიგ „ქურდულ გარჩევაზე“. ე.წ. კანონიერ ქურდ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული ბრალდებულების საქმეზე დღეს, 9 ივლისს, მორიგი არსებითი განხილვის სხდომა გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ამ პროცესის განხილვის დროს ყოველთვის ტევა არაა სასამართლოს შესასვლელში – პროცესზე დასწრების მსურველი ბევრია, მანდატური კი, ხმამაღლა პერიოდულად …

ვინ არის კაცი, რომელსაც ზელენსკიზე მაღალი რეიტინგი აქვს და „მადიარის ჩიტები“ შექმნა

50 წლის რობერტ ბროვდის უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე ნდობის უფრო მაღალი რეიტინგი აქვს ბოლო გამოკითხვის თანახმად. რატომ ენდობიან უკრაინელები მას? – ამ სტატიაში, უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით, გიამბობთ, ვინ არის რობერტ ბროვდი. რობერტ ბროვდი წარმოშობით უნგრელია, თუმცა უკრაინაში დაიბადა და გაიზარდა. მისი მეტსახელი – „მადიარი“ – სწორედ მის ფესვებს უკავშირდება. „მადიარი“ უნგრელს ნიშნავს. ასე გამოხატავს იგი …

ყაჩაღობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეზე მოწმეებს აღარ დაკითხავენ

ყაჩაღობაში ბრალდებული პოლიციელი, ტარიელ რიჟვაძე დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩაერთო. დღეს, 9 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილს ამ საქმეზე მოწმეებისთვის უნდა მოესმინა, თუმცა აღმოჩნდა, რომ 5 მოწმე, ვინც დღეს უნდა დაეკითხათ, დაცვის მხარეს სადავოდ აღარ მიაჩნია. შესაბამისად, მათი დაკითხვა მოსამართლეს აღარ შეუძლია. ბრალდებული ტარიელ რიჟვაძე პოლიციელი იყო, როცა მან, პროკურატურის ვერსიით, ბათუმში, ერთ-ერთი …

საბაჟოდან 22 ათასზე მეტი მოჭრილი ვარდი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ნინოწმინდისა და სადახლოს საბაჟოებიდან, უცხო ქვეყნიდან შემოსული, 22 290 ცალი მოჭრილი ვარდით დატვირთული ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება დააბრუნა ექსპორტიორ ქვეყანაში. სამსახურის ცნობით, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას გამოვლინდა საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა, კერძოდ – მცენარეებზე ცოცხალი მავნე ორგანიზმები და მათ მიერ გამოწვეული დაზიანებები. „საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული …

თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის

თიბისი აგრძელებს ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობას და ახალი თაობისთვის თანამედროვე პროფესიების შესწავლის შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც 18 წლიდან ყველა ადამიანს საშუალებას აძლევს, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან დაეუფლოს ბიზნესმიმართულებებს და პრაქტიკულ უნარებს. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი განათლება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. სწორედ ამიტომ, ონლაინ ფორმატი ყველა მსურველს შესაძლებლობას …

„ჩვენ მონსტრის შექმნაში წვლილი შევიტანეთ“: ირანთან ომის რეალური ფასი – დისკუსია ვაშინგტონში

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი ___ პრეზიდენტმა ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის განხორციელებული ორმხრივი თავდასხმების შემდეგ, მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია. აღნიშნული ესკალაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის ომის დასრულების შესახებ არსებულ ხელშეკრულებას – ტრამპმა ასევე დასძინა, რომ შესაძლოა ირანზე ახალი დარტყმები დღესვე განხორციელდეს. „ვფიქრობ, ყველაფერი დასრულდა. მათთან საქმის დაიჭერა აღარ მსურს. ისინი არამზადები არიან“, …

დრონების თავდასხმის შედეგად რუსეთში, ტვერისა და სტავროპოლის მხარეში ნავთობის საწყობებში ხანძარია

9 ივლისის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სტავროპოლის მხარის ქალაქებში, ტვერსა და მიხაილოვსკში, ნავთობპროდუქტების საწყობებს შეუტიეს. ტელეგრამზე გავრცელებული ფოტო-ვიდეომასალის თანახმად, დრონების დარტყმების შედეგად ორივე საწყობში ხანძარი გაჩნდა. ქალაქ მიხაილოვსკში ხანძარი გაჩნდა „ლუკოილის“ ნავთობსაცავში. სტავროპოლის მხარის გუბერნატორმა დრონების თავდასხმა დაადასტურა, თუმცა თავდასხმის ადგილად „სამრეწველო ობიექტი“ დაასახელა. ასევე, 9 ივლისის ღამეს, დრონებმა ასევე შეუტიეს მოსკოვის ჩრდილოეთით, ქალაქ ტვერში …

8 წელი მიუსაჯეს ორ პირს, რომელთაც მიწის ნაკვეთი თაღლითურად მიითვისეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დაზარალებული კომპანიის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ყალბი მინდობილობა დაამზადეს, რომლითაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა სანოტარო ბიუროში ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა და საკუთრებაში დაირეგისტრირა დაზარალებულის კუთვნილი, 11 204 424 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთი. აღნიშნულის შემდეგ, ჯგუფის წევრებმა …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 9 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 414 820 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 310. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 107 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 24 906 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 45 628 …

ბათუმში სკოლის 5 მოსწავლეს ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენას ედავებიან

ბათუმში ერთ-ერთი სკოლის 5 ბიჭი-მოსწავლე ამავე სკოლის 2 ბიჭს თავს დაესხა და ფული მოსთხოვა. მათ ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენას ედავებიან ბათუმში, ერთ-ერთი საჯარო სკოლის 5 მოსწავლეს ყაჩაღობის ჩადენას ედავებიან. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბის ყაჩაღობად კვალიფიცირება აბსურდია. საქმის მასალების მიხედვით, სკოლის მოსწავლე 5 ბიჭი ამავე სკოლის მოსწავლე 2 ბიჭს ბათუმში, ერთ-ერთ ქუჩაზე, „წინასწარ შეთანხმებით, …

„ოცნებამ“ პლასტმასის კონტეინერების და ჭიქების გამოყენების აკრძალვაც გადაავადა

საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტმასის ერთჯერადი სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების გამოყენების აკრძალვა გადაავადეს. „ოცნების“ მთავრობის დადგენილებით, პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების საშუალებით საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის მზა სურსათის მიწოდება შესაძლებელია 2027 წლის 1-ელ იანვრამდე, ხოლო პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი ჭიქების საშუალებით – 2027 წლის 1-ელ ივლისამდე. დადგენილება, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, 2026 წლის 6 ივლისს …

335 ათასი ლარი შუახევის მერიაში კომფორტის შესაქმნელად

შუახევის მუნიციპალიტეტმა 335 ათას 770 ლარით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა დაბა შუახევში მდებარე ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზის და სამუშაო ოთახების სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე. ტენდერში აღნიშნულია, რომ სამუშაოები აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან შუახევის მუნიციპალიტეტზე გადასაცემი კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში დაფინანსდება. „პროექტი ითვალისწინებს შუახევის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში არსებული სააქტო დარბაზის სარემონტო სამუშაოებს. აღნიშნული სივრცე გამოიყენება სხვადასხვა სახის ოფიციალური შეხვედრების, საკრებულოსა …

„მობილურის აკრძალვით მოსწავლეს ვერ გააჩერებ, თუ მას საგანი არ აინტერესებს“ – მასწავლებელი

ცოტნე გვაჯაია ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლაში კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ასწავლის. ის წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეულში დაასახელეს. „ბათუმელები“ მასწავლებელს სკოლებში მობილურების აკრძალვაზე და სკოლებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ესაუბრა. ბატონო ცოტნე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აპირებს სექტემბრიდან სკოლებში მობილური ტელეფონებით სარგებლობა აკრძალოს. თქვენ როგორც კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი, რა აზრის ხართ ამ შეზღუდვაზე? სმარტფონების კარადებში ჩაკეტვით გაიზრდება მოსწავლის …

ვისთან ერთად განიხილავს ერთობას ახალი პოლიტიკური პარტია? – ინტერვიუ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან

„მე ვიცნობ რამდენიმე ისეთ ადამიანს, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ახლოს იყო, მაგრამ ისინი პროფესიონალები იყვნენ და არასდროს არ გასცდნენ საკუთარ პროფესიას. ასეთ ადამიანთან [ივანიშვილი] ურთიერთობას შეიძლება ახლდეს ცდუნება, მაგრამ ისინი ამას არასდროს არ აყოლილან…“ – ამბობს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ახალი პოლიტიკური პარტიის – „ჯერ საქართველო“. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს ახალ პოლიტიკურ პარტიაზე ვესაუბრეთ, მათ შორის, იმაზე, …

ბათუმში, 10 ივლისს, ორ ფილმს ნახავთ უფასოდ „ევროპის დღის“ ფარგლებში

ბათუმში, 10 ივლისს, „ევროპის დღის“ ფარგლებში, კინოთეატრ „კავეაში“, 17:00 საათზე, ლატვიელი რეჟისორის, გინტ ზილბალოდისის ოსკაროსანი ანიმაციური ფილმის – FLOW-ს ჩვენება გაიმართება. ეს ანიმაციური ფილმი ლატვიის, საფრანგეთისა და ბელგიის ერთობლივი ნამუშევარია. ფილმის პრემიერა კანის 2024 წლის ფესტივალზე გაიმართა, ლატვიაში კი იმავე წლის შემოდგომაზე აჩვენეს – ანიმაციურმა ნამუშევარმა ლატვიის კინოთეატრებში ბოლო წლების რეკორდული რაოდენობის მაყურებელი მიიზიდა. ამავე …

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

თიბისი კულტურული ინიციატივების მხარდაჭერას აგრძელებს და უკვე რამდენიმე წელია, ლაგოდეხის საერთაშორისო ბლუზ ფესტივალის მთავარი მხარდამჭერი და წარმდგენია. წელს ფესტივალი საიუბილეო, მეათე სეზონს აღნიშნავს და 11 ივლისიდან 1 აგვისტომდე, ლაგოდეხში, Blues Village-ის სივრცეში გაიმართება. ოთხი მუსიკალური საღამოს განმავლობაში ქართველ მსმენელს ბლუზის მსოფლიო სცენის გამორჩეული არტისტები შეხვდებიან: 11 ივლისი | Crystal Thomas და Sobo Blues Band; 18 …

დააკავეს „კანონიერი ქურდ“ ბესიკ ჯაფარიძესთან კავშირში მყოფი 29 პირი – შსს

შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 29 ადამიანი. 3 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, „მათ შორის ერთი, საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდი“ ბესიკ ჯაფარიძეა“, – წერს შსს. „სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების გადაწყვეტაში. აღნიშნულ პროცესში, კრიმინალური გავლენების გაძლიერებისა და მოდავე მხარეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის …

„ნორვეგიამ ბრაზილია დაამარცხა, თუმცა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისთვის ბრძოლა არ დასრულებულა

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი მზია ამაღლობელის, როგორც პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას კიდევ ერთხელ ითხოვს. ორგანიზაცია მზია ამაღლობელის ფოტოსა და მხარდამჭერ ტექსტს ინსტაგრამის გვერდზე აქვეყნებს. ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი წერს: „ნორვეგიამ ბრაზილია დაამარცხა, თუმცა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. მზია ამაღლობელი პოლიტიკურად მოტივირებული საქმის ფარგლებში იხდის სასჯელს საქართველოში. ჟურნალისტის და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დირექტორის დაკავება …

როდის დაიწყება ორმხრივი მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე ბათუმში

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე [ლორიას ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში] ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობის აღდგენას დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება. ეს დრო საგზაო ნიშნების მონტაჟს და შესაბამის მონიშვნებს სჭირდება, რაც მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ უნდა გააკეთოს. „ალექსანდრე პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენისთვის საჭირო საგზაო ნიშნებისა და გზის მონიშვნის სამუშაოები მიმდინარე კვირიდან უკვე დაწყებულია. სამუშაოები 15 სამუშაო დღეში დასრულდება“, – …

ბათუმში იპოვეს ზღვაში დაკარგული ახალგაზრდა კაცის ცხედარი

ბათუმში, ზღვაში იპოვეს ახალგაზრდა კაცის ცხედარი. ახალგაზრდა კაცის სამძებრო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 23 წლის ახალგაზრდა ზღვაში 5 ივლისს შევიდა და გამოსვლა ვერ შეძლო. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ზღვაში მეგობართან ერთად შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.  

უკრაინის დრონებმა იერიში მიიტანეს „როსნეფტის“ ქარხანაზე სარატოვში

8 ივლისის ღამეს, დრონებმა შეუტიეს რუსეთის ქალაქებს – სარატოვსა და ბორისოგლებსკს.შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ნავთობკომპანია „როსნეფტის“ ნაწილია და ვოლგის რეგიონში ერთ-ერთი უძველესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც საწვავით ამარაგებს რუსეთის არმიას. რუსული მედიის ცნობით, შეტევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უკრაინის დრონები 31 მაისსაც დაესხნენ თავს, რის შედეგადაც ქარხნის …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 8 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 413 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 260. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 100 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 24 903 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 45 569 …

რას ნიშნავს, როცა საქართველო არ მიიწვიეს ანკარაში ნატოს სამიტზე – „ამის გამოსწორებას თაობები დასჭირდება“

„ჩანს, რომ დასტურდება და ძლიერდება საქართველოს იზოლაციონისტური საგარეო პოლიტიკა. ნატოში გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია ამ ეტაპზე. სახეზე გვაქვს არა პროგრესი, არამედ მნიშვნელოვანი რეგრესი. ამის გამოსწორებას თაობები დასჭირდება,“ – ამბობს მეგი ბენია. იგი წლებია საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და მისთვის მტკივნეულია „ოცნების“ მიერ შექმნილ რეალობაზე საუბარი, როცა წარსულში საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე წარმატებები ჰქონდა. საქართველო მიწვეული …

გონიოში დანგრევას უპირებენ საბავშვო ბაღს, რომელსაც 3 წელია არემონტებენ – აქ შესაძლოა კორპუსი აშენდეს

გონიოში, პეტრე იბერის პირველში, #29-ე საბავშვო ბაღის შენობის სარემონტო სამუშაოების დასრულებას მოსახლეობა მეოთხე წელია უშედეგოდ ელოდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, რომელსაც ამ ბაღთან ერთად კიდევ ორი საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები დაუკვეთეს, 1 მილიონ 523 373 ლარი მიიღო, თუმცა სამუშაოები არ შეუსრულებია. კომპანიას, შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, მუშაობის მცდელობა ჰქონდა, თუმცა თავიდანვე ჩამორჩა გეგმა-გრაფიკს, შემდეგ კი, …

„5 წელია განათლების სისტემაში ვარ და უკვე 4 „რეფორმას“ მოვესწარი“ – მასწავლებელი

„მეშინია იმის, რომ ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, შეზღუდავს თავისუფლებას საკლასო ოთახში. მასწავლებელს მოუწევს გაჩუმება შიშის გამო და ეს იქნება ყველაზე დიდი უკუსვლა განათლების სისტემაში“, – ამბობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მარიამ კვაჭაძე. ის წელს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეულში შეარჩიეს. მარიამს ვესაუბრეთ „ქართული ოცნების“ ე.წ. განათლების რეფორმაზე და იმ პრობლემებზე, რის წინაშეც დგას დღეს …

Exit mobile version