რუსეთმა 900 ათასი სამხედრო დაკარგა ომის დაწყებიდან დღემდე – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 900 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 330] ტანკი – 10 394 ერთეული [+17] ჯავშანტექნიკა – 21 589 ერთეული [+28] საარტილერიო სისტემა – 24 848 ერთეული [+101] MLRS – 1 324 ერთეული [+2] …

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთს II მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი დანაკარგი უკრაინაში აქვს

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უკრაინაში დაახლოებით 200-250 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა, ხოლო დაღუპული და დაჭრილი რუსი სამხედროების საერთო რაოდენობა დაახლოებით 900 ათასია. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დღეს, 20 მარტს, სოციალურ ქსელ X-ზე წერს ბრიტანული დაზვერვის ანგარიშზე დაყრდნობით. უწყების ცნობით, ეს არის რუსეთის ყველაზე დიდი დანაკარგი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსეთის …

„ახალგაზრდებისთვის სტამბოლის მერის დაკავება ბოლო წვეთი აღმოჩნდა“ – ინტერვიუ თურქოლოგთან

„ახალგაზრდები გამოდიან ძირითადად, სტუდენტები ბოიკოტს უცხადებენ უნივერსიტეტებს და გამოდიან საპროტესტო აქციებზე. ეს აჩვენებს იმას, რომ ახალგაზრდები განსაკუთრებით გადაღლილნი არიან მკაცრი ზომებით და პოლიტიკით, რასაც ხელისუფლება ატარებს. მათთვის იმამოღლუს დაკავება ბოლო წვეთი აღმოჩნდა,“ – ამბობს თურქოლოგი ქამრან ოსმანლი. მას „ბათუმელები“ სტამბოლის საპროტესტო აქციებზე ესაუბრა. თურქეთის პოლიციამ ოპოზიციის ლიდერი, სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ „კორუფციისა და ტერორისტული კავშირების“ …

რატომ ებრძვის „ქართული ოცნება“ სიტყვა „გენდერს“

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონებიდან ტერმინების: „გენდერის“, „გენდერული იდენტობისა“ და „გენდერული მრავალფეროვნების“ ამოღებას. „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ტერმინი „გენდერი“ ხელოვნურად იყო დანერგილი კანონმდებლობაში „უცხო ძალის“ გავლენით, ამიტომ ამ ტერმინებს „ქალი“ და „კაცი“ ჩაანაცვლებს, თუმცა სიტყვა გენდერი არ აღნიშნავს ბიოლოგიურ სქესს, გენდერი სოციალური და კულტურული ფაქტორებითაა განპირობებული. ანტიგენდერული პროპაგანდის შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ცვლილებები …

საქართველო ბედნიერების რეიტინგით 91-ე ქვეყანაა მსოფლიოში

ბედნიერების გლობალური ანგარიშის მიხედვით, რომელიც 20 მარტს, ბედნიერების საერთაშორისო დღეს გამოქვეყნდა, საქართველო მსოფლიოს ქვეყნებში 91-ე ადგილზეა 147 ქვეყნიდან. 2024 წლის ბედნიერების გლობალური რეიტინგის პირველი ოთხეული ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებმა დაიკავეს – ფინეთი, დანია, ისლანდია და შვედეთი. ფინელები უკვე მერვე წელია პლანეტის ყველაზე ბედნიერ ერად სახელდებიან. 2023 წელს, ამ ჩამონათვალში საქართველოს იგივე პოზიცია ჰქონდა, 2022 წელს კი …

უსკოს წევრებს იარაღის ტარების უფლება მისცეს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] მოქმედ თავმჯდომარესა და არჩეულ წევრებს უკვე იარაღის ტარების უფლება აქვთ. შესაბამის დადგენილებას „ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს. დადგენილება 2025 წლის 18 მარტიდან ამოქმედდა. საქართველოს მთავრობის 2014 წლის დადგენილებაში – „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ – შევიდა ცვლილება და დაემატა შემდეგი შინაარსის მუხლი: …

„აჭარა თაიმსის“ და საზმაუს ჟურნალისტებს „ოცნების“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ

„აჭარა თაიმსისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორის“ ჟურნალისტებს ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ პარტიული აქტივი დაუპირისპირდა. როგორც „აჭარა თაიმსის“ ხელმძღვანელი სულხან მესხიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, თავდასხმაში დასახლებაში მცხოვრები რამდენიმე პირი მონაწილეობდა, რომლებიც პარტია „ქართულ ოცნებასთან“ არიან აფილირებულები. ჟურნალისტები ფიზიკური ძალადობისგან 15 თებერვალს დაღუპული ერთ-ერთი ბავშვის ოჯახის წევრმა იხსნა. „ოცნების ქალაქში“ ვიყავი გადაღებაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის საგამოძიებო …

ქალების 11.9% ამბობს, რომ პარტნიორს მათთვის მიუყენებია შეურაცხყოფა – კვლევა

„საქართველოში გენდერული თანასწორობის ძირითადი პრინციპების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებები დადებითია. მიუხედავად ამისა, ისეთ საკითხებში, როგორებიცაა ოჯახში საქმიანობების გადანაწილება, ბავშვზე ზრუნვის საკითხები და ქალისა და კაცის როლები, მოსახლეობა კვლავ კონსერვატიული ნორმების ერთგული რჩება. მაგალითად, ქალების კარიერული და პოლიტიკური განვითარება კვლევის მონაწილეების მიერ მხარდაჭერილია, თუმცა, არა როგორც პრიორიტეტი, არამედ საოჯახო როლთან შეთავსებული საქმიანობა“ – ვკითხულობთ გაეროს მოსახლეობის ფონდისა …

„რუსეთის მხრიდან პოლიტიკური დევნის გამო შეაფერხეს“- ენმ-ის განმარტება ვარშალომიძის დაკავებაზე

„ლევან ვარშალომიძეზე რუსეთს გამოცხადებული აქვს საერთაშორისო ძებნა, ის პოლიტიკური დევნის გამო შეაფერხეს“ – განაცხადა დღეს, 20 მარტს, ბათუმში გამართულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგზე ელგუჯა ბაგრატიონმა. მისივე თქმით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ენმ- ის წევრი ლევან ვარშალომიძე ყაზახეთის ქალაქ ატირაუში კონსულტაციებისთვის მიიწვიეს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მინდა განვმარტო ლევან ვარშალომიძის ყაზახეთში ვიზიტთან და იმ გაუგებრობასთან დაკავშირებით, …

რა ხარვეზები აქვს საბჭოთადროინდელ ადმინისტრაციულ კოდექსს – იურისტების შეფასება

პროევროპული აქციების დაწყებიდან დღემდე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ასობით მოქალაქე დააჯარიმა. მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც დაჯარიმდნენ არაერთხელ და ისეთებიც, რომელთა „დანაშაულად“ პოლიციამ ზებრა გადასასვლელებზე გადასვლა-გადმოსვლა მიიჩნია და ამას სასამართლოც დაეთანხმა. საპროტესტო აქციების ზოგიერთი მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათგან უმეტესობას 5- დან 15 დღემდე პატიმრობა მიუსაჯეს. დაჯარიმებულები ჯარიმების გადახდას არ …

შენობა სკანდალური კიბით – ამჯერად 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯება კულტურის სახლის რემონტზე

ახალშენის კულტურის სახლი, რომელსაც ხელვაჩაურის მერია უკვე მეცხრე წელია არემონტებს, კვლავ სარეაბილიტაციოა. ამჯერად მუნიციპალიტეტმა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი 1 707 267 ლარით გამოაცხადა. აღნიშნული შენობა საზოგადოებას მორიგი რემონტის შემდეგ ყრუ კედელზე მიდგმული კიბითაც დაამახსოვრდა. ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 2 აპრილს დაიწყება და 7 აპრილს დასრულდება. სატენდერო …

ქვეყანაში არ შემოუშვეს ლიეტუველი უფლებადამცველი, რომელიც 15 წელია საქართველოში ცხოვრობს

საქართველოში არ შემოუშვეს ლიეტუველი უფლებადამცველი, რომელიც აქ 15 წელია ოჯახთან ერთად ცხოვრობს. რეგინა ეგოროვა-ასკეროვა ქალთა უფლებების დამცველი შვედური ორგანიზაციის Kvinna till Kvinna-ს („ქალები ქალებისათვის“) სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი და ყოფილი ჟურნალისტია. ინფორმაციას ამის შესახებ რეგინა ეგოროვა-ასკეროვა ფეისბუქგვერდზე ავრცელებს, მისთვის საზღვარზე გადაცემული დოკუმენტის ფოტოსთან ერთად, რომელშიც საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარის თქმის მიზეზი არ არის დაკონკრეტებული. „არ …

დრონების თავდასხმის შედეგად ენგელსში რუსეთის სამხედრო აეროდრომთან ხანძარი გაჩნდა

რუსეთში, სარატოვის ოლქში, ენგელსის სამხედრო აეროდრომზე დრონების თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსული არხები ტელეგრამზე წერენ, რომ მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს. ენგელსი რუსეთის შორსმოქმედი ავიაციის მთავარი ბაზაა. „ენგელს-2“ სამხედრო აეროდრომზე განლაგებულია რუსეთის 22-ე მძიმე ბომბდამშენი საჰაერო დივიზიის Ту-95МС და Ту-160 თვითმფრინავები, რომლებიც გამოიყენება უკრაინაზე თავდასხმისთვის. უკრაინული დრონების სამიზნე რუსეთის საჰაერო ბაზა …

ხანძარი „ოცნების ქალაქში“

დღეს, 20 მარტს, ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ დასახლებაში ხანძარი გაჩნდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბარაკში გაჩნდა და საოჯახო ნივთები დაიწვა. ხანძრის შედეგად დაიწვა კიდევ ერთი ბარაკის სახურავი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

დაუშვებელია საჯარო მოხლეეების გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციის გამო – სახალხო დამცველი

საჯარო მოხელეების საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებას სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ეხმიანება. სახალხო დამცველი განმარტავს, რომ საჯარო სამსახურში მიღებული ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება სრულად უნდა შეესაბამებოდეს შრომის უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს. ამასთან, უმნიშვნელოვანესია თანასწორობის პრინციპის დაცვა და დაუშვებელია საჯარო სამსახურში დასაქმებულთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო. „2024 წლის დეკემბრიდან, საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 899 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 400] ტანკი – 10 377 ერთეული [+13] ჯავშანტექნიკა – 21 561 ერთეული [+38] საარტილერიო სისტემა – 24 747 ერთეული [+43] MLRS – 1 322 ერთეული [+2] …

ზუგდიდელ აქტივისტს ერთ დღეში 3 ჯარიმის ოქმი ჩააბარეს – „თითქოს ჯიბრში მიდგანან“

18 მარტს ზუგდიდელ აქტივისტს, მარიამ სიჭინავას ზუგდიდის სასამართლო შენობის ეზოში პოლიციამ ჯარიმის 3 ოქმი ჩააბარა. „დამირეკეს, რომ ზუგდიდის სასამართლო შენობაში მივსულიყავი ჯარიმების ოქმების ჩასაბარებლად, მაგრამ რადგან ჩემი პრინციპული გადაწყვეტილებაა, რომ პოლიციის შენობაში ჩემი ფეხით არ შევალ, თუ დაკავებული არ ვიქნები, რა თქმა უნდა, მოუწიათ, რომ ეს ოქმები გარეთ გამოეტანათ”, – უთხრა „ბათუმელებს“ მარიამ სიჭინავამ. აქტივისტის …

ხულოში ნაპრალები გაჩნდა ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე, კერძოდ, დაბა ხულოდან გზის დაახლოებით მეხუთე კილომეტრზე, ნაპრალები გაჩნდა. ეს გზა ორი წლის წინ შეაკეთეს. ადგილობრივების დაკვირვებით, ნაპრალები გზაზე საკმაოდ ღრმაა და შესაძლოა ის მეწყრის საფრთხეებზე მიანიშნებდეს, იმის გათვალისწინებით, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთთან ახლოს მეწყერი 2023 წელს ჩამოწვა. „ბათუმელები“ შეეცადა ხულოს მერიის პრესსამსახურიდან ინფორმაციის მიღებას – ხომ არ მიუმართავს მუნიციპალიტეტს შესაბამისი სამსახურებისთვის და …

„პოლიციელო გაყიდე სიმითი, იცხოვრე ღირსეულად“ – სტამბოლში სტუდენტების აქციაა

დღეს, 19 მარტს, სტამბოლში საპროტესტო აქციას მართავენ სტამბოლის უნივერსიტეტის სტუდენტები. ისინი აპროტესტებენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას რომლითაც სტამბოლის მერს, ექრემ იმამოღლუს დიპლომი გაუუქმეს. ამ გადაწყვეტილებით ფაქტობრივად მოხდა ოპოზიციონერის დისკვალიფიკაცია საპრეზიდენტო არჩევნებიდან. სტუდენტებმა მსვლელობა უნივერსიტეტის კაფეტერიიდან დაიწყეს სასწავლებლის მთავარი შესასვლელისკენ. სტამბოლის უნივერსიტეტის მთავარ ჭიშკართან პოლიციამ სტუდენტების შესაჩერებლად ბარიკადები მოაწყო, მათ შესაჩერებლად ასევე გამოიყენა წიწაკის სპრეი. პოლიციის წინ …

თავდაცვის სამინისტროში 150-მდე პირი გაათავისუფლეს, რაც რეპრესიაა პოლიტიკური ნიშნით – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საგანგაშოა თავდაცვის სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაციის პროცესი, რის შედეგად სამინისტროდან 150-მდე პირია უკვე გათავისუფლებული. „გათავისუფლებულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ისინი დისკრიმინაციული საფუძვლით გაათავისუფლეს“ – ამბობს საია. მათივე განცხადებით, საუბარია ასევე საჯარო დაწესებულების, მათ შორის, საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციაზეც. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის პარალელურად, საჯარო დაწესებულებებიდან ასობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. მათ ნაწილს, …

ჟურნალისტმა მასზე თავდასხმების გამოძიების მოთხოვნით საგამოძიებოს მიმართა

ონლაინგამოცემა „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ჟურნალისტმა სულხან მესხიძემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა მასზე განხორციელებული თავდასხმის შემთხვევების გამოძიების მოთხოვნით. ჟურნალისტი ამბობს, რომ მასზე თავდასხმის ერთი შემთხვევა მოხდა „ოცნების ქალაქში“, 15 თებერვალს, როცა ის დასახლებაში ორი ბავშვის ტრაგიკულ დაღუპვას აშუქებდა ფეისბუქზე პირდაპირი ჩართვით. „გაშუქების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა გამოირჩეოდა აგრესიულობით, რასაც ადასტურებს ჩემ მიერ გადაღებული არაერთი კადრი. …

„ეს საქმეც სტრასბურგში მოხვდება“ – ნონა ქურდოვანიძე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე, რომელიც სასამართლოში მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავდა ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვისას, ამბობს, რომ ეს საქმე სტრასბურგში მოხვდება და სიმართლე აუცილებლად დამტკიცდება. სალიხ შაინიძემ, რომლის აცილებასაც ჩვენ ვითხოვდით, მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა პირველი დაკავების ეპიზოდზე (სანამ სისხლის სამართლის ბრალდებით დაიჭერდნენ მზიას, იმ მოვლენებს ეხება ეს საქმე). მოსამართლე …

რუსეთმა უკრაინას 145 დრონით და რაკეტებით შეუტია ტრამპის და პუტინის მშვიდობაზე საუბრის შემდეგ

19 მარტის ღამეს რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინას თავს დაესხა ბალისტიკური რაკეტებითა და 145 „შაჰედის“ დრონით, მათგან 45 დრონის სამიზნე იყო კიევის რეგიონი. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა, „უკრაინსკა პრავდა“ წერს საჰაერო ძალების სარდლობაზე დაყრდნობით. უკრაინული მხარის ცნობით, საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო 72 დრონი. მედიის ცნობით, სუმსა და კრასნოპოლში დრონი საავადმყოფოს შენობას მოხვდა, საჭირო გახდა პაციენტებისა და სამედიცინო …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 მარტის 21 საათიდან 20 მარტის 21 საათამდე უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მთაში – თოვლ-ჭყაპი, მაღალ მთაში – თოვლი, მთიან ზონაში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან …

AWS GameDay – თიბისი IT აკადემიისა და AWS-ს ერთობლივი პროექტი საქართველოში  

თიბისიმ Amazon Web Services-სთან ერთად, საქართველოში ყველაზე მასშტაბური AWS GameDay გამართა, რომელიც არის კომპანიის ფარგლებში ჩატარებული პირველი შიდა GameDay და მასში თიბისი ჯგუფის DevOps ინჟინრები და თიბისი IT აკადემიის DevOps მიმართულების სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას. AWS GameDay მსოფლიოში აღიარებული ინიციატივაა, რომელმაც მონაწილეებს საშუალება მისცა AWS პლატფორმაში რეალურ ამოცანებზე, ღრუბლოვან ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და AWS ინფრასტრუქტურაში არსებული …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 898 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060] ტანკი – 10 364 ერთეული [+12] ჯავშანტექნიკა – 21 523 ერთეული [+14] საარტილერიო სისტემა – 24 704 ერთეული [+64] MLRS – 1 320 ერთეული [+1] …

მზია ამაღლობელის ორი საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში – ფოტოამბავი

18 მარტს ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავის სასამართლო პროცესს ესწრებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. იგი რუსთავის ქალთა კოლონიიდან ჩამოიყვანეს სხდომაზე დასასწრებად.

ბათუმელ მედროშეს სასამართლომ ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის სარჩელი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ გამოაცხადა. თემურ ქათამაძე ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან 11 იანვარს დააკავეს, იგი 12 დღე იყო იზოლატორში. თემურ ქათამაძე იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს და ამ დრომდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში იმყოფება. დაკავების დროს, როგორც ქათამაძე ამბობს, მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის …

ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე დააკავეს – ენმ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ყაზახეთში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ვარშალომიძე დააკავეს. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ საქმესთან დაკავშირებით ლევან ბეჟაშვილის კომენტარს ავრცელებს. „წინასწარი ინფორმაციით საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ლევან ვარშალომიძის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკრაინის ხელისუფლებასთან. ყველასათვის ცხადია, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან სისხლის სამართლებრივი საქმე …

მზია ამაღლობელის ადვოკატი მოსამართლეს: „თქვენ ვერ აკმაყოფილებთ მიუკერძოებლობის სტანდარტს“

დღეს, 18 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. საქმეს განიხილავს სანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი. სასამართლო პროცესზე მზია ამაღლობელის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ჯუმბერ ქათამაძემ მოსამართლე ნინო სახელაშვილს დაუსაბუთა, თუ რატომ არ შეუძლია მას გაასამართლოს მზია ამაღლობელი. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი საფუძველია ის, რომ ნინო სახელაშვილი ვერ აკმაყოფილებს სისხლის სამართლის კონვენციებით დადგენილ ობიექტურობისა და …

მოსამართლემ მზია ამაღლობელი 2000 ლარით დააჯარიმა – სასჯელი გაყალბებული ოქმით

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე დღეს, 18 მარტს, მოსამართლე სალიხ შაინიძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მან მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. იგივე მოსამართლემ ამ საქმეზე 13 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა იმ ფაქტების ნამდვილობა, რაც მას მზია ამაღლობელის ადვოკატებმა წარუდგინეს. საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების …

მსახიობ მეგი კობალაძეს ნუკრი ქანთარიამ ხელფასი 6 თვით შეუჩერა

ბათუმის თეატრის მსახიობი  მეგი კობალაძე ფეისბუქზე გვერდზე წერს, რომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნუკრი ქანთარიამ 6 თვით შეუჩერა ხელფასი. „6 თვით შემიჩერა ხელფასი. განმარტებაში წერს, რომ გახსნისთანავე არ წარვადგინე ბიულეტენი. ბატონო ნუკრი, ჩემო საყვარელო, სანამ არ დაიხურება ბიულეტენი, არ გაძლევენ. ხო დავხურე 13 მარტს და მოგართვი? ამით კიდევ ერთხელ ადასტურებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პერსონა ვარ მე …

ამალ და ჯორჯ კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის პროცესის მონიტორინგს იწყებს

18 მარტიდან, უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს მონიტორინგს გაუწევს. „კლუნის ფონდმა დღეს განაცხადა, რომ TrialWatch, რომელიც უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ დახმარებას სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში, აპირებს აწარმოოს დამოუკიდებელი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მონიტორინგი. ამაღლობელი, რომელმაც დააარსა ჯილდოს მფლობელი ონლაინ მედიასაშუალებები: …

„საბჭოთა რეპრესიების დროს სასამართლოს გარეშე ხვრეტდნენ, მე ფორმალური სასამართლო მაინც მაქვს“

დღეს, 18 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. „შედარებას გავაკეთებ იმასთან, რომ სტალინური, საბჭოთა რეპრესიების დროს ადამიანებს ისე ასახლებდნენ და ხვრეტდნენ, რომ არ ასამართლებდნენ. ამ შემთხვევაში ჩემი სასამართლო პროცესები იმართება, მერე რა, რომ ფორმალურია, მაშინ არაფერი მეთქმის,” – თქვა დღეს, 18 მარტს მიმდინარე სასამართლო პროცესზე მზია ამაღლობელმა. დღეს სასამართლო პროცესი დაახლოებით …

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან

დღეს, 18 მარტს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ბათუმში ესწრებიან: გერმანიის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთისა და ჩეხეთის საელჩოების წარმომადგენლები. დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვას იწყებს. მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ყოველ ჯერზე ესწრებიან ევროპული ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები. 4 მარტს სასამართლო სხდომას დაესწრნენ: საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი, საქართველოში გერმანიის …

„დაფნა“ — მინიმალისტური კაფე თბილისისა და ბათუმში, რომელიც თიბისის მხარდაჭერით განვითარდა

„დაფნა“ ეს არის მინიმალისტურ კონცეფციაზე დაფუძნებული კაფე, სადაც არატრადიციულ გარემოში ქართული სამზარეულოა მოქცეული. მისი ისტორია 2017 წლიდან იწყება და დღემდე ქალაქში, გამორჩეულ თავშეყრის ადგილად რჩება. აქ შეხვდებით მუდმივ მომხმარებლებს, ნებისმიერი ასაკის ადამიანს, სამეგობროებს, რომლებსაც უკვე ტრადიციად ექცათ დროის „დაფნაში“ გატარება. გარდა გემრიელი საჭმლის შეთავაზებისა, „დაფნა“ ქმნის სასიამოვნო და მყუდრო გარემოს. ბუნებრივია, ამ ყველაფერს თან ერთვის …

Exit mobile version