„ეს ნიშნავს, რომ გერმანიას მოთმინების ფიალა აევსო“ – ინტერვიუ ბუნდესტაგის ქართველ მრჩეველთან

„თუ ვივარაუდებთ, რომ ფრიდრიხ მერცი გახდება გერმანიის ახალი კანცლერი, მეეჭვება, რომ „ოცნებამ“ შეძლოს მასთან საერთო ენის გამონახვა. მერცი პრინციპული პოლიტიკოსია, ის განსაკუთრებით უჭერს მხარს უკრაინას და მგონია, რომ რეჟიმი, რომელიც რეალურად რუსეთის მხარესაა და უკრაინის წინააღმდეგ, მერცთან საერთო ენას ვერ გამოძებნის,“ – მიიჩნევს ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი მიხეილ სარჯველაძე. 2025 წლის 24 მარტს გერმანიამ სანქციები …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 907 220 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 280] ტანკი – 10 430 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 21 685 ერთეული [+15] საარტილერიო სისტემა – 25 207 ერთეული [+17] MLRS – 1 341 ერთეული [+0] …

„წინააღმდეგობა არ გამქრალა, ეს იგრძნობა სკოლის კედლებშიც“ – ინტერვიუ მასწავლებელთან

„ქართული ოცნების“ მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებში ისმოდა როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლების ხმაც. ბათუმშიც რამდენჯერმე გამოვიდნენ პედაგოგები ახალი არჩევნებისა და ევროინტეგრაციის განახლების მოთხოვნით, თუმცა 2025 წელს პედაგოგები მასობრივად აღარ შეერთებიან საჯარო პროტესტს. სად არიან პედაგოგები? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სკოლა „ევრო-2000“-ის სამოქალაქო განათლების პედაგოგს, მალხაზ ჭკადუას ესაუბრა. მალხაზ, ბათუმში გვახსოვს სკოლის პედაგოგების …

„როგორი მონა უნდა იყო, შვილს არ მისცე დედ-მამის ნახვის უფლება“ – რეზო კიკნაძე მოსამართლეს

დღეს, 25 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ დანაშაულში ბრალდებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებულების ახლობლებსა და ოჯახის წევრებს უკვე მესამე პროცესია, რაც სხდომათა დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევენ. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ უკვე მეორედ თქვა უარი სხდომის გახსნაზე. პროცესი ბრალდებულთა ახლობლებისა და სხდომაზე დამსწრეთა მსურველების, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე გრძელდება. სასამართლო სხდომაზე სინდისის პატიმარმა …

ზურაბიშვილმა ლიეტუვაში სინდისის პატიმრებსა და მზია ამაღლობელის საქმეზე ისაუბრა

დღეს, 25 მარტს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის სეიმის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბიშვილმა გამოსვლისას ისაუბრა სინდისის პატიმრებზე, მათ შორის, მზია ამაღლობელის საქმეზე. „ჩვენ დღეს ვართ ერი რეპრესიების ქვეშ. ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, მიჰყავთ პოლიციაში და მათ გაყალბებულ ბრალდებებს უყენებენ. ახლა, როცა აქ ვდგავარ, საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი ხელოვანის [ანდრო ჭიჭინაძის და სხვა დაკავებულების] სასამართლო …

უკრაინელების 80% რუსეთთან ბრძოლის გაგრძელების მომხრეა, აშშ-ის მხარდაჭერის გარეშეც კი – კვლევა

უკრაინელების 80%-ზე მეტს მიაჩნია, რომ უკრაინამ უნდა გააგრძელოს ბრძოლა რუსეთთან იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეერთებული შტატები შეწყვეტს ქვეყნის მხარდაჭერას – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა, „უკრაინსკა პრავდა“ ავრცელებს კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით. კვლევა 12-22 მარტსაა ჩატარებული და მის თანახმად, უკრაინის ყველა რეგიონში გამოკითხულთა  უმრავლესობა – აღმოსავლეთში 78%-დან დასავლეთში 83%-მდე – მიიჩნევს, …

პროტესტი თურქეთში: დაკავებულია პროტესტის 1133 მონაწილე და 10 ჟურნალისტი

სტამბოლის მერის ექრემ იმამოღლუს დაკავების გამო დაწყებულ საპროტესტო აქციებზე, ბოლო ცნობებით, 1133 ადამიანია დაკავებული. თურქული გამოცემა bianet-ი წერს, რომ პროტესტის მონაწილეების დაკავების შემდეგ, 24 მარტს, დილის საათებში თურქულმა პოლიციამ ჟურნალისტების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა. დააკავეს 10 ჟურნალისტი, ძირითადად ფოტოჟურნალისტები, რომლებმაც აღბეჭდეს პოლიციის ძალადობა. Polis, Saraçhane’deki kitleyi Süleymaniye Caddesi üzerinde kovalıyor. 🎥@alidnc4 pic.twitter.com/qfMlCfqUkQ — bianet (@bianet_org) March …

ბათუმში 22 გრადუსამდე დათბება – ამინდის პროგნოზი უახლოესი დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 მარტის 21 საათიდან 26 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 1 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 905 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180] ტანკი – 10 425 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 21 670 ერთეული [+18] საარტილერიო სისტემა – 25 190 ერთეული [+61] MLRS – 1 341 ერთეული [+3] …

დეპუტატის დაგირავებული კომპანიები „ქართუში“ – მას მთავრობამ 1.3 ჰექტარი მიწა პირდაპირი წესით მიჰყიდა 

„ოცნების“ მთავრობის განკარგულებით, „ოცნების“ დეპუტატს ქობულეთში ჯამში 1,3 ჰექტარი მიწის ნაკვეთი საკუთრებაში პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცეს. კომპანია „შატო კვირიკე“, რომლის მესაკუთრეა პარლამენტის წევრი გიორგი ჭყონია, 1 კვადრატულ მიწაში 59,7 ლარს გადაიხდის და ქონების მთლიანი თანხა – 819 800 ლარი, ორ წელში უნდა დაფაროს. გიორგი ჭყონიას „შატო კვირიკეს“ 100 პროცენტი წილი მთლიანად ბიძინა ივანიშვილის ბანკ „ქართუში“ …

როგორ მუშაობს გენდერული დეზინფორმაცია ქალების წინააღმდეგ – დისკუსია

„კაცი ქალზე ჭკვიანია“, „კაცი უკეთესი მმართველია“, რომ „კაცს უფრო მეტი ხელფასი უნდა ჰქონდეს, რადგან ის ოჯახს არჩენს“, – ამ და სხვა გენდერული დეზინფორმაციის გავრცელებისას, არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ კაცები უფრო მეტად ჩანან პოლიტიკაში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში და ასე შემდეგ. თუმცა ასეთ დროს ნაკლებად საუბრობენ იმაზე, თუ რა გარემოებები უშლის ხელს ქალებს განვითარებაში. როგორ მუშაობს გენდერული დეზინფორმაცია …

რუსეთმა 14 წელი მიუსაჯა ნადიმ ხმალაძეს დაუსწრებლად, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 

რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სასამართლომ, უკრაინის მხარეს მებრძოლ 60 წლის ქართველ ჯარისკაცს – ნადიმ ხმალაძეს, 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. რუსული პროპაგანდისტული მედიის – „ტასის“ ცნობით, ხმალაძე უკრაინაში ჩავიდა 2022 წლის მარტიდან 2023 წლის მარტამდე პერიოდში, სადაც გაიარა წვრთნები; შემდეგ კი სხვადასხვა შეიარაღებული …

ბათუმელ მედროშეს ვივამედის დირექტორი ნინო ნადირაძე სასამართლოშო უჩივის

ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშეს თემურ ქათამაძეს, კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა და იმედის „პრაიმ-ტაიმის“ წამყვანმა, ნინო ნადირაძემ სასამართლოში უჩივლა სიტყვიერი შეურაცხყოფის მოტივით. საიას იურისტის მარიამ გაბროშვილის თქმით, შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომ თითქოს თემურ ქათამაძე მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას კლინიკაში. „166-ე მუხლით არის სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი, იმ მუხლით, რომელსაც ძირითადად აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებენ და რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 904 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 280] ტანკი – 10 420 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 21 652 ერთეული [+16] საარტილერიო სისტემა – 25 129 ერთეული [+81] MLRS – 1 338 ერთეული [+5] …

პუტინის ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ „რუსულ სამყაროს“ საზღვრები არ აქვს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი – ISW, 22 მარტს გამოქვეყნებულ რუსეთ-უკრაინის ომის მიმოხილვაში, პუტინის ყოფილი მრჩევლისა და ე.წ. „ნოვოროსიის“ პროექტის იდეოლოგის, ვლადისლავ სურკოვის განცხადებაზე წერს. სურკოვმა ფრანგულ გამოცემა L’Express-თან ინტერვიუში თქვა, რომ „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიას არ აქვს საზღვრები და არსებობს „ყოველგან, სადაც არის რუსული გავლენა“ – კულტურული, სამხედრო, ეკონომიკური, იდეოლოგიური თუ ჰუმანიტარული. მან ასევე თქვა, რომ …

ბათუმში დათბება – როგორი ამინდი იქნება აჭარაში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 მარტის 21 საათიდან 24 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. მთიან ზონაში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 5 – 10 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 23 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 903 480 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 470] ტანკი – 10 412 ერთეული [+9] ჯავშანტექნიკა – 21 636 ერთეული [+27] საარტილერიო სისტემა – 25 048 ერთეული [+104] MLRS – 1 333 ერთეული [+6] …

„ნიკუშა ბედნიერი კაცია“ – ვინ არის სინდისის პატიმარი ნიკა კაცია

აქციებზე დაკავებული 50-ზე მეტი დემონსტრანტიდან გამოძიება ოთხს ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება. ერთ-ერთია 42 წლის ჟურნალისტი ნიკა კაცია. ნიკა ამბობს, რომ სამაგალითოდ სჯიან. მაინც არ გავტყდები, – წერს დედას და ძმას. * * * „პირველ რიგში, თავისუფლება მზია ამაღლობელს”, – თქვა ნიკა კაციამ 3 თებერვლის პროცესზე, როცა მისი საქმის არსებითი განხილვა დაიწყო და დაამატა, რომ არავის, …

რას უპირებს „ოცნება“ ზურმუხტის ქსელს – გონიოს არაბული ინვესტიციისთვის ამზადებენ

„გონიოს მიმდებარე ტერიტორიისა და კრწანისის პარკის განვითარების საინვესტიციო პროექტების ხელშესაწყობად“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით მთელ რიგ სამინისტროებს დაევალათ უზრუნველყონ „ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება და უწყებათშორისი კოორდინაცია.“ მთავრობის ამ განკარგულებიდან ჩანს, რომ შესაძლოა საფრთხე შეექმნას „ზურმუხტის ქსელის“ საზღვრებს ჭოროხის დელტაში. „ზურმუხტის ქსელი“ პანევროპული ეკოლოგიური ქსელია, რომელიც ევროპის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას ემსახურება. იგი ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების …

„დღეს ეს ზიანდება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო“ – გერმანიის ელჩი X-ზე

გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი X-ზე ეხმიანება თბილისისა და ზაარბრიუკენის დაძმობილების 50 წლისთავს, რომელიც დღეს, 22 მარტს აღინიშნება. „ამ დღეს, 50 წლის წინ, ხელი მოეწერა ზაარბრიუკენსა და თბილისს შორის დაძმობილების ხელშეკრულებას, რომელიც აკავშირებს ხალხს. დღეს ეს ზიანდება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო, რაც გერმანიამ და ევროკავშირმაც დაადასტურეს. გერმანია გააგრძელებს კავშირების განვითარებას ქართველ ხალხთან“ – წერს გერმანიის …

„ეს მიუთითებს კრიტიკული მედიის დევნაზე“ – მედიის ადვოკატირების კოალიცია

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება ონლაინ გამოცემა „აჭარა თაიმსისა” და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას და მათი პროფესიული საქმიანობის უკანონოდ ხელშეშლის შემთხვევას. საქმე შეეხება 20 თებერვალს მომხდარ შემთხვევას, როცა ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ გამოცემა “აჭარა თაიმსის“ დირექტორს, ჟურნალისტ სულხან მესხიძეს და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორის“ ჟურნალისტ, ლია ტოკლიკიშვილს, „ქართული ოცნების” აქტივისტები დაუპირისპირდნენ. „ეს არ არის …

თურქეთში მეოთხე დღეა პროტესტი გრძელდება – „როცა დრო მოვა, ჩვენ ტაქსიმზე ვიქნებით“

თურქეთში უკვე მეოთხე დღეა გრძელდება საპროტესტო აქციების ტალღა, რომელიც მოჰყვა 19 მარტს სტამბოლის ოპოზიციონერი მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავებას „კორუფციისა და ტერორისტული კავშირების“ გამოძიების ფარგლებში. პროკურატურამ ასევე გასცა 100 სხვა ადამიანის დაკავების ორდერი. მედიის ცნობით, 22 მარტს, დილას, თურქეთში პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა ქვეყნის რამდენიმე ქალაქში. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ გუშინ, 21 მარტს განაცხადა, …

საშუალო ხელფასი საქართველოში 2 217 ლარია – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2024 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.5 პროცენტით (173.0 ლარით) გაიზარდა და 2 217.5 ლარი შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 008.3 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია 7.0 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 22 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 902 010 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210] ტანკი – 10 403 ერთეული [+9] ჯავშანტექნიკა – 21 609 ერთეული [+20] საარტილერიო სისტემა – 24 944 ერთეული [+96] MLRS – 1 327 ერთეული [+3] …

„უკრაინელების დარტყმა ენგელსის აეროდრომზე იმდენად ზუსტი იყო, ეჭვს აჩენს“ – ინტერვიუ გენერალთან

„არ უნდა გვქონდეს დიდი იმედი ამ ომის დასრულების. ჩანს, რომ ცხელი ფაზიდან ცივ ფაზაში გადასავლის ვარიანტია და არაა საუბარი ომის დასრულებაზე,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოსს მოლოდინი აქვს, რომ სააღდგომოდ საბრძოლო მოქმედებები შეწყდება, თუმცა მხოლოდ 30 დღით. შემდეგ იმაზეა ამ ომის საქმე დამოკიდებული, ვინ როგორ გაძლიერდებაო, დასძენს გენერალი. „ენგელსის სამხედრო აეროდრომზე დარტყმა …

საია პარლამენტთან სტუდენტების დაკავებას ეხმიანება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ფეისბუქზე ეხმიანება დღეს, 21 მარტს, საღამოს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე 3 სტუდენტის დაკავებას. „გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პარლამენტის წინ დააკავეს სტუდენტების საპროტესტო აქციაში მონაწილე 3 დემონსტრანტი. დაკავების მიზეზი გახდა სტუდენტების მიერ პარლამენტის წინ სკამების მიტანა, ხოლო კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთ დემონსტრანტს ტაშის გამო აკავებენ. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები მე-5 დღეა ღამეს …

„მე გთვლი მკვლელად, ამხანაგო პროკურორო“ – ვინ არის სინდისის პატიმარი ექიმი გიორგი ახობაძე

„მე შენ გთვლი მკვლელად, ამხანაგო გობეჯიშვილო… თქვენ არ მომეცით საშუალება, ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტზე მეზრუნა”, – 2025 წლის 23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში ბრალდებულის სკამზე მჯდომი ექიმი, გიორგი ახობაძე ასაბუთებდა იმას, თუ რატომ იყო მის საქმეში არა უბრალოდ გადაცდომები, არამედ – მძიმე დარღვევები. საუბრობდა ვრცლად და შეძლებისდაგვარად თანმიმდევრულად. ცდილობდა ემოციის შეკავებას, თუმცა, მწყობრად, …

67 წლის საბჭოთა დისიდენტს რუსეთში 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის სამხედრო სასამართლომ 67 წლის პუბლიცისტს, ალექსანდრე სკობოვს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სოციალურ ქსელებში პოსტების გამოქვეყნებისთვის. BBC-ის რუსული სამსახური წერს, რომ სკობოვი საბჭოთა დისიდენტია, რომელმაც 1970-იან წლებში გამოიარა ორი პატიმრობა, ბრალდება ანტისაბჭოთა აგიტაციაში და სადამსჯელო ფსიქიატრია. „მთელი რუსული უნიკალურობა დადის იქამდე, რომ მოითმინო ძალადობა ძლიერის მხრიდან და არ შეიზღუდო თავი სუსტებზე ძალადობაში. სწორედ …

საპატრიარქოს სასწავლებლებს ბიუჯეტიდან 43 მილიონი ლარით დააფინანსებენ – განკარგულება

„ოცნების“ მთავრობის 2025 წლის 14 მარტის განკარგულებით, საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ ათობით დაწესებულებას ფინანსური დახმარების სახით ბიუჯეტიდან ჯამში 43 მილიონი ლარი გადაეცემა. დამატებით 12,5 ათასი ლარით დააფინანსებენ ასევე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას. „დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით პროგრამის – „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების“ ფარგლებში გამოყოფილი …

„ეს სხვების დაშინების მეთოდია“ – მეგი კობალაძე ამბობს, რომ თეატრმა ჯანმრთელობის დაზღვევაც გაუუქმა

„სამარცხვინო ხარ. ჯანმრთელობის დაზღვევაც გამიუქმე. 3 წლის ბავშვი მყავდა დაზღვეული, რაზე უნდა გელაპარაკო საერთოდ, შვილიშვილები მაინც არ გყავდეს სახლში და არ იცოდე მათი საჭიროებები… იმდენი ადამიანობა არ გეყო, ჯანმრთელობის დაზღვევა დაგეტოვებინა, ბავშვის გათვალისწინებით მაინც“ – მსახიობმა მეგი კობალაძემ ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ნუკრი ქანთარიას ამ ტექსტით ფეისბუქზე მიმართა. ნუკრი ქანთარიამ 2025 წლის 17 მარტს …

„სანამ არ გავითიშე, კლინიკაში არ წამიყვანეს“ – ბათუმის აქციების მედროშის წერილი

„7 საათი დაიგვიანეს, სანამ ბოლოს ჩემს ოთახში სიარულის დროს არ გავითიშე, გონება დავკარგე და იატაკზე დავეცი, მანამდე კლინიკა „ვივამედში“ არ წამიყვანეს“, – წერს ციხიდან 2025 წლის 10 მარტს გამოგზავნილ წერილში ბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი]. იგი კლინიკაში 2025 წლის 4 მარტს გადაიყვანეს 48-დღიანი შიმშილობის შემდეგ. თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, ბოლო 13 წელია …

რუსეთმა კიდევ ერთ ქართველ ჯარისკაცს მიუსაჯა 23 წელი დაუსწრებლად

რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველ ჯარისკაცს, 58 წლის მიხეილ ქამხაძეს დაუსწრებლად მიუსაჯა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში. რუსული გამოძიების თანახმად, ქამხაძე 2017 წლის იანვრიდან 2024 წლის ნოემბრამდე, „ქართული ლეგიონის” „სოხუმის რაზმის“ და უკრაინის შეიარაღებული ძალების 93-ე ბრიგადის ეროვნულ ბატალიონში „Карпа́тська Січ“ მონაწილეობდა, როგორც …

„ეს ფარა კი არა, ახალი რუსული კანონია“- იურისტი

იურისტი საბა ბრაჭველი „ქართული ოცნების“ მიერ ორი მოსმენით მიღებულ ახალი რუსული კანონის [ე.წ. FARA] მიღებას ფეისბუქში პოსტით ეხმიანება და ხსნის, თუ რატომ არის „ოცნების“ მიერ მიღებული კანონი ისევ რუსული და არა ამერიკული. „მაგრიტმა დახატა ჩიბუხი და მიაწერა, ეს არ არის ჩიბუხიო. ოცნებამ სიტყვასიტყვით თარგმნა FARA და ის ამერიკული ფარა არ არის. ორი წელია ვამბობ და …

„სირიაშიც ვერავინ წარმოიდგენდა ასადის რეჟიმის ჩამოშლას“ – ინტერვიუ

„არ არსებობს ჯადოსნური ფორმულა, რა მუშაობს ამ დროს. თუ გადავხედავთ წინააღმდეგობის მოძრაობებს სხვა ქვეყნებში, ხშირად ყოფილა ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობა, როცა არაფერი არ მოასწავებდა რეჟიმის ცვლილებას და უცებ რაღაც შეიცვალა. ბოლო ასეთი მაგალითია სირია: ვერავინ წარმოიდგენდა სირიაში ასადის რეჟიმის ჩამოშლას, პირიქით, ამ კაცმა რეჟიმის კონსოლიდაცია შეძლო და რუსეთი ეხმარებოდა,“ – ამბობს პოლიტოლოგი, „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 მარტის 21 საათიდან 22 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება; წვიმა, მთაში – თოვა, მთიან ზონაში ზვავსაშიშროება; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, დღისით შესაძლებელია ქარის გაძლიერება 17-22 მეტრ წამამდე; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო ღამით: 2 – …

Exit mobile version