უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 935 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180]
- ტანკი – 10 629 ერთეული [+7]
- ჯავშანტექნიკა – 22 150 ერთეული [+20]
- საარტილერიო სისტემა – 26 290 ერთეული [+68]
- MLRS – 1 364 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 132 ერთეული [+2]
- თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 32 691 ერთეული [+147]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 145 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 44 339 ერთეული [+210]
- სპეცტექნიკა – 3 801 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 661 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 51 562 უპილოტო საფრენი აპარატი
- 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 22 833 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 536 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 23 602 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 34 087 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე: