გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 აპრილის 21 საათიდან 16 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – დროგამოშვებით წვიმა, დღისით კი – უმეტესად უნალექოდ.
- დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
- ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
- დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
- ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში
- დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
- ღამით: 3 გრადუსი ყინვა – 2 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +13 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 17-18 აპრილს აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბათუმში +18, +22 გრადუსამდე მოიმატებს.