უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 931 450 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 240]
- ტანკი – 10 591 ერთეული [+11]
- ჯავშანტექნიკა – 22 055 ერთეული [+7]
- საარტილერიო სისტემა – 26 092 ერთეული [+49]
- MLRS – 1 362 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 127 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 32 278 ერთეული [+78]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 145 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 43 807 ერთეული [+128]
- სპეცტექნიკა – 3 798 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 660 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 51 128 უპილოტო საფრენი აპარატი
- 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 22 811 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 534 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 23 518 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 34 010 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
„რუსეთმა პატიმრების რესურსი ამოწურა, კონტრაქტს უკვე არალეგალებსაც უფორმებენ“- ინტერვიუ გენერალთან






